|
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
თავი მეცხრამეტე
1. თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი 19
2. ..........................რამეთუ უფალი რაჟამს-იგი იტყოდა დაცემასა მას სულისასა, მოიღო იგავი იგი უმრწემესისა მის ძისაჲ, რომელმან-იგი აღიღო ნაწილი თჳსი და წარვიდა ქუეყანასა მას უცხოსა
3. და ბოროტთა მათ და უკეთურთა მეუფეთა მიმართ და განაბნია ყოველივე მეძავთა თანა ყოფითა და ღორთა ძოვნითა, რომლისამე არაწმიდებისათჳს ეტყჳს სულსა, ვითარმედ: „მეძავთა თანა ცხონდებოდა არაწმიდებით“.
4. ხოლო არაწმიდებასა არა თუ პურისა და ღჳნისასა და იტყჳს, რამეთუ პურად თავსა თჳსსა უწოდა და რომელნი ჭამდენ ჴორცისა მისისაგან და სუმიდენ სისხლისა მისისაგან, მათ აღუთქუა ცხორებაჲ საუკუნოჲ
5. და თქუა ვითარმედ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა სუმიდეს სისხლსა ჩემსა ღირსებით, ჰგიეს იგი ჩემ თანა და მე მის თანა“.
6. და კუალად იტყჳს: „რომელი ჭამდეს პურსა ჩემსა, ცხოვნდეს იგი უკუნისამდე“.
7. და კუალად იტყჳს: „რომელი მჭამდეს მე, ცხონდეს იგი ჩემ მიერ“.
8. ხოლო ამას სულისა მისთჳს ღმრთეებისა იტყჳს, რამეთუ სული ღმრთეებისაჲ მოსცემს საზრდელსა და ცხორებასა ღირსთა მისთა.
9. რამეთუ მადლობითა პურისა მის სულისა წმიდისაჲთა, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით მიიღებენ მას, ღირს იქმნებიან თანაზიარ მის თანა ყოფად მისა და ესრეთ შეუძლებენ უკუნისამდე ღირსნი იგი სულნი ცხორებად.
10. რამეთუ ვითარცა რომელმან სუას ღჳნოჲ, ყოველთავე ასოთა მისთა განიბნევის ღჳნოჲ იგი და იქმნების იგი ღჳნისა მის შორის და ღჳნოჲ მის შორის.
11. ეგრეთვე, რომელმან სუას სისხლი ქრისტესი, სუამს იგი სულსა მის ღმრთეებისასა და შეეზავების მას სული იგი და იგი სულსა მას და ესრეთ წმიდა იქმნების და გამოჩნდების ღირსად უფლისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველთავე იგი სული ჰსუათ“.
12. ეგრეთვე იგიცა ცხონდებოდა არაწმიდებით და სულთა მათ შინა სიძვისათა იყოფვოდა და მათგან ჭამდა და სუმიდა.
13. და გემონი ჴორცთანი შეზავებულ იყვნეს სულსა მისსა და სული იგი შეზავებულ იყო მათ შინა.
14. რამეთუ ვითარცა ძალი იგი ვნებათაჲ და სული იგი საცთურისაჲ ბნელისა მის ცოდვისაჲ დამკჳდრებულ არნ კაცსა თანა, რომელი სავსე არს ჴორციელითა ცნობითა, რომლისაგან ჭამს სული და რომელსა შინა ცხოველ არს და საქმე იგი ძალი,
15. ეგრეთვე სული იგი ნათლისა ღმრთეებისაჲ დაიმკჳდრებს კაცსა თანა, რომელი ღირს იქმნას წმიდა-ყოფად, რომლისაგან ჭამს და რომელსა შინა ცხოველ არს, ვითარცა იტყჳს მეტყუელი იგი, ვითარმედ: „უკუე გამოცდილებასა ეძიებდეთ ქრისტესსა, რომელი-იგი ჩემ შორის მკჳდრ არს“.
16. და კუალად იტყჳს: „არღარა მე ცხოველ ვარ, არამედ ქრისტჱ ჩემ შორის ცხოველ არს“.
17. და კუალად იტყჳს: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელი-გიღებიეს, ქრისტე შეგიმოსიეს“.
18. და კუალად იტყჳს: „შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე“, და უფალი იტყჳს: „მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ“...........................................
|
|