მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი მეთვრამეტე

 

1. თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი 18
2. რაჲმე ვჰრქუათ საყუარელთა მათ ძმათა ჩუენთა, ანუ რაჲმე მოგაჴსენო თქუენ, რომელთა-ეგე განგიმზადებიან თავნი თჳსნი ქრისტესა შედგომად?
3. უკუეთუ გრქუა თქუენ, ვითარმედ ჯერ-არს განკითხვაჲ და განშორებაჲ ამის სოფლისაგან, თქუენ, აჰა ესერა, პირველ ჩუენისა თქუმულისა გიქმნიეს ესე.
4. უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ რომელსა ჰნებავს შედგომად სიყუარულსა უფლისასა,
5. თანა-აც უცხო-ყოფაჲ მამულისაგან და ნათესავთა და მეგობართა სიყუარულისათჳს და სურვილისა მცნებათა ქრისტესთა, აჰა ესერა, ესეცა თითოეულსა თქუენსა უქმნიეს და უცხოქმნულ ხართ ყოვლისაგანვე ღმრთისათჳს.
6. უკუეთუ გრქუა თქუენ მარადის ლოცვისათჳს ბრძანებისაებრ უფლისა და სწავლისაებრ მოციქულისა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „დაუცხრომელად ილოცევდით“.
7. აჰა ესერა, მადლითა ღმრთისაჲთა გხედავთ, ვითარმედ ამას საქმესა შინა ხართ მარადის.
8. უკუეთუ გრქუა თქუენ, ვითარმედ ჯერ-არს სწავლაჲ საღმრთოთა წერილთაჲ, რაჲთა უწყოდით მცნებანი უფლისანი და არა დაივიწყნეთ სიტყუანი მისნი, აჰა ესერა, მადლითა ღმრთისაჲთა და მარადის მას იწურთით.
9. უკუეთუ გრქუა თქუენ ერთმანერთისა სიყუარულისათჳს და სიმდაბლისა და ურთიერთას პატივისა, აჰა ესერა, თითოეული თქუენი ამას შინა არს და ამათ საქმეთა შინა გამოიცადების კეთილად.
10. უკუეთუ, ჵ, შვილნო ჩემნო წმიდად მოსრულ ხართ მსახურებად უფლისა და სათნო-ყოფად მეუფისა ქრისტესა, ეგევითარი დაწყებაჲ კეთილ არს და სათნო წინაშე ქრისტესა რამეთუ რომელნი წმიდად და მჴურვალედ შეეწყნარნენ უფალსა, მათ დაჰმარხავს ცხორებად საუკუნოდ,
11. ხოლო ეძიებს მათგან, რომელნი-იგი შეეწყნარნენ მას, რაჲთა სრულიად წმიდა-ყვნენ თავნი თჳსნი და უცხო-ყვნენ ჴორცნი მათნი ხრწნილებისაგან, სიძვისა, პარვისა, ტყუვილისა და სიყუარულისაგან ცუდთა და ამაოთა, ნაყროვნებისაგან და ყოვლისავე ანგაჰრებისა
12. რაჲთა სხუათა მათგან ცოდვათა, რომელნი ჴორცითა აღესრულებიან და რაჲთა დაიცვან სული გულისსიტყუათაგან ბოროტთა და შეგინებულთა, რაჲთა არა იწურთიდენ ბოროტსა საქმესა.
13. რამეთუ ვითარცა ჴორცნი, უკუეთუ უკეთურებით სხუათა ჴორცთა ეზიარნენ, შეიგინებიან და განიხრწნებიან,
14. ეგრეთვე სული განიხრწნების და შეიგინების, რაჟამს იწურთიდეს ბოროტსა და წურთითა მით მისითა ეზიარებოდის ძალთა მათ ბოროტთა,
15. რომელნი-იგი ებრძოდიან მას, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან განხრწნას ტაძარი ღმრთისაჲ, რომელ არს გუამი, განხრწნას იგი ღმერთმან“.
16. ეგრეთვე რომელმან განხრწნას სული და ბუნებაჲ შეაერთოს სიბოროტესა მას ვნებათასა და უხილავთა მათ ცოდვათა ეზიაროს, რომელ არიან გულისსიტყუანი ბოროტნი, ეგევითარი იგი თანამდებ არს სატანჯველისა.
17. ჯერ-არს, რაჲთა დავიცვნეთ ჴორცნი ჩუენნი წმიდად ცხადთა მათ ვნებათაგან ხილულთა ყოველთა, რამეთუ ტაძარი არს იგი ღმრთისაჲ და ჯერ-არს დაცვაჲ სულისაჲ ბოროტთა მათ და შეგინებულთა გულისსიტყუათაგან,
18. რაჲთა არა შევაგინოთ გონებაჲ ჩუენი ნეფსით ჩუენით, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოვლითავე ძალითა შენითა დაიცევ სული შენი, რამეთუ ამათგან არიან გამოსლვანი ცხორებისანი“.
19. და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „გულარძნილნი გულისსიტყუანი განაშორებენ სულსა უფლისაგან“, რამეთუ სძალი არს იგი დიდისა მის მეუფისა ქრისტესი, ვითარცა იტყჳს პავლჱ, ვითარმედ: „მიგათხოენ თქუენ ერთსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა“.
20. რამეთუ ესრეთ სათნო იყო ღმერთმან და ესრეთ ბრძანა, რაჲთა მეძიებელთა შორის მისთა დაიმკჳდროს და მათ შორის ვიდოდის და ესრეთ ჯერ-არს დაცვაჲ სულისაჲ წმიდად გულისსიტყუათაგან
21. რამეთუ ღმერთსა არა სათნო-უჩნს დამკჳდრებაჲ მეძავთა შორის და უჴმართა და შეგინებულთა და არა სათნო-უჩნს დამკჳდრებაჲ სულთა მათ შორის, რომელთა გულისსიტყუანი განხრწნილ არიან უხილავთა მათგან ვნებათა და სიბოროტისაგან ძუელისა მის კაცისა, რომელი-იგი მათ თანა მყოფ არს.
22. ამიერითგან თითოეული განსჯის და განიკითხავს სულსა თჳსსა და გამოიწულილევდინ გულისსიტყუათა თჳსთა წმიდათა წერილთაგან და გამოიცადებოდენ, თუ რომელთა საქმეთა შინა შეპყრობილ არს იგი ნეფსით და ხედევდინ,
23. თუ შეეზავების-ძი გული და გულისსიტყუანი მისნი შჯულსა ღმრთისასა, თუ არა, ისწრაფდინ და იღუწიდინ თითოეული ყოვლითა ძალითა თჳსითა, რამეთუ ვითარცა-იგი ჴორცი იმარხავს გარეგან ბოროტთა საქმეთაგან რაჲთა არა შეიგინოს, რამეთუ სძალი არს იგი ღმრთისაჲ.
24. რამეთუ ვითარცა ჴორცნი შეიგინებიან ზიარებითა სხუათა ჴორცთაჲთა,
25. ეგრეთვე სული შეიგინების ზიარებითა ძალთა მათ ბოროტთაჲთა განიხრწნების გულისსიტყუათაგან ბილწთა და ისიძავს უხილავითა მით ცოდვითა, ურწმუნოებითა, მზაკუვარებითა, ცუდად მზუაობრებითა, რისხვითა, შურითა, ჴდომითა.
26. რამეთუ სული, რომელსაცა ეზიარებოდის, მასცა ჰმსახურებს.
27. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „კაცნი იგი განხრწნილნი გონებითა“ და გრძნობაჲ და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „შეიგინა გული მათი და გონებაჲ“ და კუალად იტყჳს,
28. ვითარმედ: „მეშინიან მე, ნუუკუჱ ვითარცა გუელმან აცთუნა ევა მანქანებითა თჳსითა, ეგრეთვე განიხრწნნენ გონებანი თქუენნი სიმარტივისა და სიწრფოებისა მისგან ქრისტესისა“.
29. ამისთჳს უკუჱ საცნაურ არს, ვითარმედ არს სიძვაჲ და ხრწნილებაჲ ფარული სულსა შინა, რომელი-იგი აღესრულების ბოროტთა გულისსიტყუათა მიერ,
30. რამეთუ რჩულსა შინა საიდუმლოდ მოასწავებდა სული წმიდაჲ სულთა ჩუენთათჳს და წმიდანი იგი ოთხფერჴნი და მფრინველნი არაწმიდათაგან განიყვანა, ხოლო წმიდანი – წმიდათაცა ნაყოფთა გამოიღებენ.
31. ეგრეთვე თანა-აც სულსა, რაჲთა გულისჴმის-ყოფითა სიტყჳსაჲთა ყოვლითა მოსწრაფებითა განყვნეს წმიდანი იგი ბუნებისა თჳსისა გულისსიტყუანი არაწმიდათა მათგან გულისსიტყუათა ცოდვისათა,
32. რაჲთა სულმან თჳსისა მის ბუნებისა წმიდანი გულისსიტყუანი შვნეს გულისჴმის-ყოფითა სიტყჳსაჲთა და რაჲთა არა ეზიაროს და შეერთოს უკეთურებასა მას და უგულისჴმოებით არაწმიდანი იგი გულისსიტყუანი, ვითარცა ბუნებითნი, ესრეთ შვნეს.
33. ეტყჳს, ვითარმედ – „ჭლიკოსანნი და აღმოიცოხნიდენ იგი წმიდა არიან“.
34. ესე იგი არს, ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა მარადის ორითა პირითა ხედვიდეს კაცი თავსა თჳსსა, რაჲთა წინააღუდგებოდის და არა შეერთებოდის ბოროტსა მას წესსა ვნებათასა.
35. ხოლო ჯერ-არს, რაჲთა პირველად სულმან განყოს გულის-სიტყჳთურთ თჳსით სიტყჳსა მიერ ზიარებისაგან ცოდვისა და მერმე ჭეშმარიტებით განყოს თავით თჳსით ძალითა სულისა წმიდისაჲთა უკეთურებისაგან სულთა მათ ბოროტთა, რომელ არიან ძირნი გულისსიტყუათანი.
36. რამეთუ ვითარცა მუშაკი მოქმედი ქუეყანისაჲ პირველად მოჰჴნავს და განსწმედს და მერმე დასთესავს თესლსა, რაჲთა მოიღოს ნაყოფი კეთილი, ესრეთ თანა-აც,
37. რომელსა ენებოს სათნო-ყოფაჲ უფლისა და მიღებად თესლსა მას მადლისასა, რაჲთა პირველად განწმიდოს და განაახლოს და განჰმზადოს ყოვლითავე ძალითა თჳსითა ქუეყანაჲ გულისა თჳსისაჲ.
38. რაჲთა რაჟამს დავარდეს თესლი სულისაჲ კეთილისა მას ქუეყანასა გულისასა, ასი წილი გამოიღოს მან სრული ნაყოფი.
39. ანუ ვითარცა ჴელოვანი, რომელი კეთილად მოიქმოდის ტყავსა, უკუეთუ არა პირველად აჴოცოს მისგან თმაჲ და სიზრქე იგი ჴორცისაჲ და სიშავჱ სისხლისაჲ და სხუაჲ იგი არაწმიდებაჲ
40. და ესრეთ კეთილად მოქმნას და განწმიდოს და განასპეტაკოს ტყავი იგი, არა დაიწერებინ მას ზედა შჯულნი ღმრთისანი.
41. ხოლო ოდეს ჴელოვნებით და სიბრძნით კეთილად მოქმნას და განწმიდოს და განასპეტაკოს, მერმე დაწერაჲ მათ ზედა შჯულთა საღმრთოთა და ეწოდების მიერითგან წერილ საღმრთო.
42. ეგრეთვე, რომელთა ენებოს გულთა შინა მათთა, სულთა და გონებათა მათ, რაჲთა ყოვლითავე მოსწრაფებითა და სიჴელოვნითა მოქმნან
43. და განწმიდონ გული მათი ყოვლისაგანვე ნივთისა ამის საწუთროჲსა და სიზრქისაგან სისხლთა და ჴორცთა, რომელ არიან ზრუნვანი და საკრველნი ამის სოფლისნი.
44. და ამის ყოვლისაგან განაშორონ და განწმიდონ იგი, რაჲთა ესრეთ პირველვე განწმიდონ და განჰმზადონ გონებაჲ მათი და გული მათი, რაჲთა ესრეთ დაწერნეს ღმერთმან შჯულნი იგი სულისა თჳსისანი გულთა შინა მათთა აღთქუმისა მისებრ თჳსისა, რომელსა იტყჳს,
45. ვითარმედ: „მივსცნე შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა დავწერნე იგინი და ვიყო მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად“.
46. ხოლო მოციქული ამას ყოველსა ზედა იტყჳს, ვითარმედ: „აჰა ესერა ესე ყოველნი, აღთქუმანი გუქონან, ძმანო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა“,
47. რაჲთა ესრეთ შემძლებელ ვიქმნნეთ ჭეშმარიტებით ცნობად ღმრთისა და შესლვად ცხორებისა მას საუკუნესა.
48. ხოლო უკუეთუ არა დაეწეროს რჩული ღმრთისაჲ გულსა შინა, ეგევითარი იგი გული ჯერეთ ჴორც და სისხლ არს და არა მოქმნილ არს, ვითარცა ღმერთსა ჰნებავს.
49. ხოლო იგავი იგი მუშაკისა და ჴელოვნისაჲ მის სხჳთა სახითა გულისჴმა-იყოფების: ვითარცა-იგი ქუეყანაჲ მორჩილ არს მუშაკისა და ვერ.........................
50. სხუაჲ საქმჱ უკეთესი და უპატიოსნესი, ვითარ განწმედაჲ სულისაჲ და გონებისა განმტკიცებაჲ ნებისაებრ ღმრთისა.
51. და ესე ოდენ არს პატიოსან და დიდ წინაშე ღმრთისა, ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ: „იქმოდეთ ნუ ჭამადსა წარსაწყმედელსა, რომელ-იგი არიან საქმენი ბოროტნი, არამედ ჭამადსა მას, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“.
52. და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „აღსაარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ არიან საქმენი მისნი“ რამეთუ რაჟამს კაცმან ესრეთ განწმიდოს გული მისა, მერმე მოეცემის სულსა მას ზეცით საქმე ზეცისაჲ, საქმე ცხორებისა საუკუნოჲსაჲ ღმრთეებისა მისგან სულისა წმიდისა კეთილად.
53. უკუჱ, ჵ შვილნო, დაუტევეთ ყოველივე წარმავალი და მოუჴედით თქუენ ღმერთსა და მამისა წილ თქუენისა ეძიებდით მამასა მას ზეცისასა, ხოლო დედისა წილ განხრწნადისა დედად გივის სული იგი ღმრთისაჲ სახიერი და იერუსალჱმი იგი ზეცისაჲ.
54. ხოლო ძმათა მათ წილ გივის ძმად თჳთ უფალი, რომელმან-იგი ჯერ-იჩინა ძმად წოდებად მორწმუნეთა თჳსთა.
55. ხოლო ნათესავთა წილ და მეცნიერთა, რომელნი დაუტევენით, მყვანან წმიდანი ანგელოზნი და კრებულნი იგი წმიდათანი.
56. ხოლო ქუეყანისა მის წილ წარმავალისა, რომელი დაუტევეთ, დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი ცხორებისაჲ – ზეცისა სასუფეველი, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „სათნო-ვეყო მე ღმერთსა ქუეყანასა მას ცხოველთასა“.
57. და უფალი იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“.
58. ხოლო ზიარებისა მის წილ განხრწნადისა, რომელი მოიძულეთ, გაქუს ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ და ყოველთა მათ წილ ქუეყანისა მოსაგებელი, რომელ დაგიტევებიან, მიიღოთ საუკუნოჲსა მის და გამოუთქუმელისა ცხორებისა მონაგები, რომელი-იგი უკუნისამდე ჰგიეს.
59. რამეთუ მონაგებნი ესე და კეთილნი ქუეყანისნი გარეგან კაცისა არიან, ხოლო საუკუნენი იგი მონაგებნი და კეთილნი ზეცისანი, რომელნი ამიერითგანვე იეცემიან მორწმუნეთა, შინაგან სულსა და გულსა მოცემულ არიან ღმრთისაგან.
60. ესე არს საუკუნე იგი სულისა წმიდისა ნუგეშინისცემაჲ უხრწნელებითა მით ზიარებითა მადლისაჲთა, რამეთუ საუნჯენი იგი ბნელისა და სიკუდილისანი განისხმიან სულისაგან და საუნჯენი ნათლისა და ცხორებისანი მოეცემიან ღირსთა მათ.
61. კეთილად უკუჱ და ჯეროვნად ჰქმენით, რამეთუ დაუტევენით საქმენი ესე ქუეყანისანი, რომელნი კეთილსაგონებელ იყვნეს და შეეწყნარენით ღმერთსა, რაჲთა მოიგნეთ საუკუნენი იგი წარუვალნი კეთილნი.
62. რამეთუ სული ღმრთისმოყუარჱ, რომელი მართლითა გულისჴმის-ყოფითა და ჭეშმარიტითა სიბრძნითა სარწმუნოებისა და სიყუარულისაჲთა მოსრულ იყოს ქრისტესა და უწყოდის ჭეშმარიტებაჲ, მას ყოვლად არა შეურაცხიეს თავი თჳსი,
63. თუმცა აქუნდა რაჲმე კეთილი, ანუ თუ უქმნია რაჲმე სათნოებაჲ, ანუ თუ უწყიეს რაჲმე, დაღაცათუ ყოველნივე საჴმარნი ქუეყანისანი განუყვნეს გლახაკთა.
64. არამედ ღამე და დღჱ ჯუარცუმულ არს და ქრისტეს მიმართ ოდენ ხედავს.
65. დაუტეობია ყოველივე უცალოებაჲ და ზრუნვაჲ ამის სოფლისაჲ.
66. დაღაცათუ მარხვითა ჴორცნი თჳსნი დააჭნვნეს და მღჳძარებასა მისცეს თავი თჳსი და ყოვლადვე გულის-ჴმის-ყოფაჲ ისწაოს, არადვე შეურაცხია თავი თჳსი წინაშე ღმრთისა და წინაშე კაცთა, არამედ ყოველსავე ღმრთისა მიაგდებს,
67. რამეთუ მის მიერ არიან ყოველნივე ქველისმოქმედებანი და არა მაღლოის საქმესა ზედა თჳსსა, ვითარცა-იგი აბრაჰამ რაჟამს იხილა ღმერთი, მიწა და ნაცარ უწოდა თავსა თჳსსა.
68. რამეთუ პირველთაგან სახენი ესე სათნოებათანი მოეცნეს ადამს და მონაგებნი ქუეყანისანი.
69. ხოლო ღმრთისმოყუარჱ სული ყოველსავე ღმერთსა მისცემს, რამეთუ იგი წარჰმართებს და იგი შეეწევის.
70. და მერმე ღმერთმან რაჟამს იხილოს სიმტკიცე იგი გულისჴმის-ყოფაჲ სულისაჲ და მართლმეცნიერებაჲ იგი მისი, ჭეშმარიტებით ყოველივე მისცის მას და მიანიჭებს მადლსა, ვითარმცა მას ოდენ ეშრომა.
71. რამეთუ უკუეთუ ინება ღმერთმან განშჯაჲ თავისა თჳსისა და კაცთა შორის, არარაჲმცა პოვა კეთილი კაცისა მიერ ქმნული, გულისჴმა-ყავ, თუ საჴმარნი და ყოველნი კეთილნი სოფლისანი, რომელთა მიერ კაცი კეთილსა იქმს, ვინ დაჰბადა?
72. ანუ ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, ვინ შექმნა?
73. ჴორცნი ანუ სული კაცისაჲ ვინ დაჰბადა?
74. და უკუეთუ ენებოს ღმერთსა, ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს და უკუეთუ არა ენებოს, არა გამოიღებს.
75. უკუეთუ ენებოს, ცხოველ ხარ შენ და უკუეთუ არა ენებოს, ვერ ცხოველ ხარ.
76. აწ იხილე, თუ რაჲ არს საქმე კაცისაჲ, რაჲთამცა მას ზედა მაღლოოდა და შეერაცხამცა თავი თჳსი დიდად, რამეთუ, აჰა ესერა,
77. ყოველივე ჴელმწიფებასა შინა მისსა ქუეშე არს და მიუღებია და აქუს კაცსა და ყოველივე მადლითა მოუგია და თჳთ არსებაჲ და ყოფაჲ მისი ქუეყანასა ზედა მადლით აქუს.
78. არამედ ამას ზედაცა დიდად ემადლიერების ღმერთი კაცსა და ამის ზედა დიდად განისუენებს, რაჲთა სულმან გულისჴმა-ყოს ჭეშმარიტითა გულისჴმის-ყოფითა და მტკიცითა სარწმუნოებითა და მისწუთეს საქმეთა, ვითარცა არიან, და ყოველი, რომელცა ქმნას კეთილი
79. და რაჲცა იღუაწოს ღმრთისათჳს, ყოველივე, უწყოდის, ვითარმედ ღმრთისა ძალითა უღუწიეს და ყოველსავე მას მიუტეობს და ყოვლადვე არად შეჰრაცხოს, ვითარმედ უქმნიეს კეთილი რაჲმე, არამედ თავი თჳსი და ყოველივე საქმე თჳსი მისა მიაგდოს.
80. და რაჟამს იხილოს ღმერთმან სული ესრეთ გულისჴმის-ყოფითა სავსჱ, რომელ ყოველსავე ზედა მას ესვიდეს და უწყოდის, ვითარმედ ყოველივე მადლითა მოუგია, მაშინ მიანიჭებს მას ყოველსავე, სრული დასაბამსავე მოანიჭა.
81. და არა ოდენ, არამედ თავსაცა თჳსსა და ყოველსავე თჳსსა მას მიანიჭებს და ეტყჳს მას, ვითარმედ: „აჰა ესერა, ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, შენი არს და ოქროჲ და ვეცხლი შენი არს და, გუამი ჩემი შენი არს, სული და მეცნიერებაჲ ჩემი შენი არს.
82. ხოლო უკუეთუ არა გაქუს გონებასა შინა შენსა, მიგცემ შენ თავსა ჩემსა და ყოველსავე ჩემსა, რამეთუ ვინაჲთგან ღმერთი მისი არს, საცნაურ არს, ვითარმედ ყოველნივე საუნჯენი სიბრძნისანი დაფარულნი მისნი არიან, ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს,
83. ვითარმედ: „ყოველივე თქუენი არს: გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორებაჲ, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ ანგელოზნი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ საწუთროჲ, გინა თუ საუკუნოჲ“.
84. რამეთუ ვითარცა რაჟამს შეირთოს კაცმან მდიდარმან დედაკაცი ვინმე შუენიერი ცოლად ზიარებად მისა, მაშინ დედაკაცმან მან ყოველივე სიმდიდრჱ მისი მისა მიიღის და ეგრეთვჱ მან ყოველივე მას მისცის და იქმნის ორთაჲვე მათ ერთი სახლი და ერთი სიმდიდრჱ.
85. და არა თუ სიმდიდრესა ოდენ მისსა ეუფლის, არამედ გუამიცა მისი მეუღლებად, რამეთუ გუამი მისი მისი არს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მამაკაცი ჴორცთა თჳსთა ზედა არა უფალ არს, არამედ დედაკაცი“.
86. ესრეთ არს ღმრთისა მიერ ჭეშმარიტი და გამოუთქუმელი ზიარებაჲ სულისაჲ უფლისა მიმართ, რაჲთა ეზიაროს ქრისტესა და იქმნას მის თანა ერთსულ.
87. და მიერითგან უეჭუელად გამოუთქუმელთა მათ მისთა საუნჯეთა დედუფალ იქმნების სული იგი, რამეთუ სძალი არს დიდისა მის მეუფისა ქრისტესი, ვითარცა წერილ არს: „რამეთუ სათნო-იყო ღმერთმან, რაჲთა მორწმუნენი მისნი იქმნენ ზიარ წმიდისა მის ბუნებისა მისისა“.
88. რამეთუ, ვითარცა წერილ არს, „რაჲთა იქმნეთ თქუენ მის დიდებაჲ დიდებულებასა“.
89. კუალად სხჳთაცა ახითა სასმენელ არს იგავი: ვითარცა მეუფემან ვინმე მდიდარმან ფრიად დიდებულმან სათნო-იყვის სძლად გლახაკისა ვისიმე დედაკაცისაჲ, რომელსა აქუნ არარაჲ თჳსისა გუამისაგან კიდე, მიერითგან,
90. უკუეთუ აჩუენოს მან ყოველი ერთგულებით სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა და ისწრაფოს, რაჲთამცა სათნო-ეყო მას ყოველი მსახურებაჲ მისი და სიყუარული მისი ჯეროვნად დაიჭიროს,
91. ვითარცა თანა-აც, აჰა ესერა, გლახაკი იგი იქმნა დედუფალ ყოველსა ზედა სიმდიდრესა ქმრისა თჳსისასა, რამეთუ კმა-ეყოფვის მას სიწმიდე მისი და კეთილად მსახურებაჲ ქმრისა თჳსისაჲ და ჯეროვნად სიყუარული მისი.
92. უკუეთუ კულა იქმოდის რასმე გარეგან წესისა თჳსსა და უჯეროსა იქცეოდის სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა და თანამდები იგი ერთგულებით სიყუარული არა აქუნდეს,
93. მაშინ უპატიოებით და გინებით განძებულ იქმნის და დაისხნის ორნივე ჴელნი თავსა ზედა და ესრეთ განვიდის, ვითარცა შჯულსა შინა მოსესსა მოასწავებს დედაკაცისათჳს ურჩისა, რომელი უჴმარ არს ქმრისა თჳსისა.
94. და მერმე მოიგის მან გლოვაჲ და სალმობაჲ დიდი და თუ ვითარისა დიდებისაგან დაეცა და სულისა სიმდიდრისაგან განვარდა უგუნურებისა თჳსისაგან.
95. ეგრეთვე სული, რაჟამს შეიწყნაროს იგი ქრისტემან სძლად საღმრთოსა მას და საიდუმლოჲსა მისისა ზიარებასა, რაჲთამცა ყო იგი თანაზიარ სულისა თჳსისა და გულისჴმა-ყვის მან ყოველივე იგი სიმდიდრე სულიერი და განვიდეს იგი სიგლახაკისა მისგან პირველისა,
96. მიერითგან თანა-აც რაჲთა ყოვლითავე სიბრძნითა მეცნიერებისაჲთა ისწრაფდეს სათნო-ყოფად სიძესა თჳსისა ქრისტესა რაჲთა მსახურებასა მას შინა სულისასა, რომელი მისდა რწმუნებულ არს და სათნო-ეყოს მას შინა ღმერთსა,
97. რაჲთა სული წმიდაჲ არარას ზედა შეაწუხოს და არარას ზედა უგულებელს-ყოს იგი და კეთილი იგი სიწმიდე და სიყუარული მისი ჯეროვნად დაიმჭიროს,
98. სახლსა მას შინა დიდსა და სამეუფოსა ზეცათასა წმიდად იქცეოდის ყოვლითავე ერთგულებითა მადლისაჲთა, და რაჲთა ყოვლადვე არა დაემჴუას იგი მადლისა მისგან.
99. ესერა, ესევითარი იგი სული დედუფალ კეთილთა მათ ღმრთისათა და საუნჯეთა მათ გამოუთქუმელთა და თჳთ დიდებული იგი გუამი ღმრთეებისა მისისაჲ მისი არს.
100. უკუეთუ კულა უჯეროდ რასმე და სცთებოდის სულიერსა მას მსახურებასა შინა ღმრთისასა და სათნოებათა მისსა არა იქმოდის
101. და ნებასა მისთა არა შეუდგეს და არა თანაშემწჱ ექმნას მადლსა მას სულისასა, რომელი მას თანა დამკჳდრებულ არს, მაშინ გინებითა და უპატიოებითა განეყენების სავანისა მისგან, უგუნურად და უჴმრად გამოჩნდა და უღირსად ზიარებასა ზედა ზეცისა მეუფისასა.
102. და მიერითგან სულსა მას ზედა მოეწევის მწუხარებაჲ და სალმობაჲ.
103. დიდი ტირილი არნ ყოველთა ზედა წმიდათა და საცნაურთა სულთაჲ და ანგელოზნი და მთავარანგელოზნი, ძალნი მოციქულნი და წინაწარმეტყუელნი ტირიედ მწარედ სულსა მას ზედა,
104. რამეთუ ვითარცა სიხარული არს ცათა შინა „ერთისათჳს ცოდვილისა, რაჟამს შეინანოს“, სიტყჳსაებრ უფლისა, ეგრეთვე მწუხარებაჲ იქმნების ფრიადი და გლოვაჲ დიდი და ტირილი ცათა შინა ერთსა სულსა ზედა, რომელი დაეცეს ცხორებისა მისგან საუკუნოსა.
105. და ვითარცა მო-რაჲ-კუდის სოფელსა შინა კაცი მდიდარი, გლოვაჲ არნ ძმათა თჳსთა და მეგობართა მისთაჲ მის ზედა, ეგრეთვე სულსა მას ზედა გოდებით ყოველნი წმიდანი იგლოვენ.
106. და ვითარცა ისრაჱლი, რაჟამს-იგი ჰმადლობდა და სათნო-ეყოფოდა ღმერთსა და მეუფესა, დაღაცათუ ვითარცა ჯერ-არს, ვერ სათნო-ეყო ღმერთსა, არამედ ოდეს-იგი ჰქონდა მისა მიმართ სრული სარწმუნოებაჲ,
107. მაშინ მოვიდა მათ ზედა სუეტი ღრუბლისაჲ და უჩრდილობდა მათ და სუეტი ნათლისაჲ განანათლებდა მათ, განიპებოდა წინაშე მათსა წყალი კლდით გამოეცენა მათთჳს და წყობისაგან მტერთაჲსა ჰფარვიდა მათ ღმერთი და სხუანი ბევრეულნი კეთილნი მოჰმადლნა მათ.
108. ხოლო ოდეს განდრკის გონებაჲ მათი ერთგულებისაგან ღმრთისა, მაშინ, ვითარცა წერილ არს, მიეცნიან ჴელთა მტერთა მათთასა და ტყუედ წარიყვანნიან იგინი მონებასა მას შინა მწარესა, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს,
109. რამეთუ ეგევითარისა მისთჳს სულისა მოასწავებდა სული წმიდაჲ და იტყოდა, რეცა იერუსალჱმისათჳს და თქუა, ვითარმედ: „გპოე შენ უდაბნოსა ზედა შიშუელი და განგბანე სისხლთაგან არაწმიდებისა შენისათა და შეგმოსე შენ სამოსელი ჩემი
110. და სალტენი მოვარტყენ ჴელთა შენთა და ფარღელნი ქედსა შენსა და საყურნი ყურთა შენთა და სამკაული შუბლსა შენსა და იქმენ შენ სახელოვან წარმართა შორის და თაფლი გაჭამე შენ
111. და უკუანაჲსკნელ დაივიწყე ქველის-მოქმედებაჲ ჩემი და შეუდეგ შენ ტრფიალთა მათ შენთა და ისიძვე შენ ძალითა შენითა“.
112. რამეთუ ვითარცა შესცთიან ისრაჱლნი, მეყსეულად მტერთა მიეცნიან.
113. ხოლო ამას ყოველსა სულისათჳს მოასწავებს სული წმიდაჲ, რომელი-იგი მადლითა განწმიდის პირველად და ყოველთა მათ მრავალთაგან შეამკვის სამკაულითა მით წმიდისა სულისაჲთა და სამოსელნი ზეცისა ძალისანი შეიმოსნის და მიიღის საზრდელი იგი წმიდაჲ და ზეცისაჲ.
114. და არავე ბრძენ იქმნის იგი მეცნიერებითა მით საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფისაჲთა და არცა დაადგრის იგი ჯეროვნად მსახურებასა მას ზედა ღმრთისასა
115. და არცა დაიმარხის კეთილად სიყუარული და ერთგულებაჲ ზეცისა მის სიძისა ქრისტესი და ესრეთ უკუანაჲსკნელ განვარდის იგი ცხორებისა მისგან კეთილისა, რომლისა მიერ ზიარ იქმნა.
116. რამეთუ ეშმაკიცა მათ ზედა ძლიერ იქმნების, რომელნი-იგი მიწთომილ იყვნენ ესევითარსა საზომსა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „გულისსიტყუანი განვიწმიდნეთ და ყოველივე სიმაღლე აღმაღლებული გულისჴმის-ყოფასა ზედა ღმრთისასა“.
117. ჰხედავა, რამეთუ, რომელთა-იგი ღმერთი მადლითა და ძალითა გულისჴმა-უყოფა, მათცაე ებრძვის უკეთურებაჲ ეშმაკისაჲ დაცემად.
118. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ვიღუწიდეთ და ვიმარხვიდეთ თავთა ჩუენთა ყოვლითა კრძალულებითა, „რაჲთა შიშით და ძრწოლით მარადის ცხორებასა ჩუენსა ვეძიებდეთ“, ვითარცა წერილ არს.
119. და უფროჲსად რომელნი-ეგე სულისა ქრისტესისა თანაზიარქმნულ ხართ, ნუცა დიდსა, და კუალად სხჳთა სახითა ვთქუათ ესევე პირი: ვითარცა მონაჲ რაჲ შევიდის მსახურებად პალატსა მეფისასა, ხოლო ჭურჭელი იგი სამსახურებელი ყოველი მეფისაჲ არნ
120. და იგი შიშუელი შევალს მსახურებად მეფისა, უჴმს უკუჱ ფრიადი გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ და სიბრძნე, რაჲთა არა ჰმსახურებდეს უწესოდ
121. და არა დააგოს ტაბლასა მეფისასა სხუაჲ ჭურჭელი სხჳსა წილ, ანუ სხუაჲ საჭმელი სხჳსა ადგილსა, არამედ რაჲთა ვითარცა ჯერ-არს, ესრეთ ჰმსახუროს.
122. უკუეთუ კულა უჯეროდ ვინმე და უწესოდ ჰმსახურებდეს უგუნურებისა და სიცოფისა მისისაგან მერმე თანამდებ სატანჯველთა
123. და სიკუდილისა იქმნების და უპატიოდ-შეურაცხებით და გინებით განიძებვის პატივისა მისგან სამეუფოჲსა ვითარცა იტყჳს დიდი იგი მოციქული პავლჱ ვითარმედ: „ნუუკუჱ სხუათა უქადაგო და თჳთ გამოუცდელ ვიპოო“.
124. ხედავა, შიშსა მას და ზრუნვასა, რომელი აქუნდა კაცსა მას ღმრთისასა.
125. ეგრეთვე სული მადლითა სულისა წმიდისაჲთა ჰმსახურებს ღმერთსა და ამისთჳს უჴმს ფრიადი გულისჴმის-ყოფაჲ, რაჲთა, ჰმსახურებდეს რაჲ ღმერთსა მისითავე ჭურჭელითა, რომელ არს სული მისი, შესცთეს მსახურებასა მას შინა,
126. რაჟამს-იგი გონებაჲ მისი არა შეერთებოდის მადლსა მას. რომელ არს რაჲმე საიდუმლოჲ სულისა წმიდისა მსახურებაჲ, რომელი-იგი ფარულად შინაგანისა კაცისა მიერ შეიწირვის ღმრთისა თჳსითა ჭურჭლითა, ესე იგი არს ვითარმედ, სულითა თჳსითა იმსახურების ღმერთი კაცისა მიერ.
127. ხოლო შეუძლებელ არს, თუმცა ვინ ჰმსახურა ღმერთსა თჳნიერ ჭურჭლისა მისისა, რომელ არს სულისა წმიდისა მადლი, და აღასრულამცა ვინმე თჳნიერ მისა ნებაჲ ღმრთისაჲ.
128. ხოლო რაჟამს ღირს იქმნას მადლსა მას სულისასა, მერმე უმეტესი მეცნიერებაჲ და განკითხვა უჴმს, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲცა და მეცნიერებაჲ ღმრთისა მიერ მიეცემის,
129. რაჟამს ითხოვდეს კაცი ღმრთისაგან, რაჲთა ესრეთ ჰმსახუროს ღმერთსა სათნოდ სულითა მით, რომელისაცა ღირს იქმნა მოღებად მისგან რაჲთა არარასა ზედა მოიპაროს გონებაჲ მისი უკეთურებამან და უგულისჴმოებამან
130. და განდრკეს იგი უშიშოებითა და უდებებითა და გარეგან ნებისა ღმრთისა იყოფოდის.
131. თუ არა, სატანჯველი და სიკუდილი და გლოვაჲ მოიწევის ეგევითარსა სულსა ზედა.
132. ვევედრნეთ უკუჱ, ძმანო, ღმერთსა ყოვლითავე სარწმუნოებითა, რაჲთა მსახურებასა მას ღმრთისასა ყოვლითავე ძალითა ნებისაებრ მისისა აღვასრულებდეთ, უმეტეს ხოლო, რომელნი-ეგე ღირს-ქმნულ ხართ მათსა სულისასა.
133. და რაჲთა არა ვცხონდებოდით უდებებით, რაჲთა ესრეთ სათნო ვცხოვნდებოდით და სულიერითა მსახურებითა ნებისაებრ მისისა, ვჰმსახუროთ უბიწოდ
134. და მის თანა დავიმკჳდროთ უკუე ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ ქრისტეჱ იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ და სიმტკიცჱ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.