მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი მეჩვიდმეტე

 

1. თქუმული მისივე, წმიდისა მამისა ჩუენისა მაკარისი, თავი 17
2. ხოლო ვითარცა კაცნი ჟამსა ამას მკუდარ და განხრწნილ არიან, ეგრეთვე გულისსიტყუანი ეშმაკისა მიერ მკუდარ არიან და განხრწნილ და დაფლულ მწჳრესა შინა, რამეთუ წარწყმდა სული.
3. და ვითარცა ისრაჱლი ოქროჲსა და ვეცხლისა იგი ჭურჭელი შთაასხეს ცეცხლსა და იქმნა იგი კერპად, ეგრეთვე სულმან გულისსიტყუანი იგი კეთილნი მისცნა უკეთურებასა და დაინთქნეს იგინი მწჳრესა შინა ცოდვისასა.
4. და ვითარცა საკერპოსა შინა არს სული სიბნელესა მას ცოდვისასა და ვითარმე ვინ განყვნეს იგინი და განასხნეს თჳსისა სახლისაგან?
5. რამეთუ არა ეგების, უკუეთუ არა მოვიდეს წმიდაჲ იგი სული, რომელი შეამკობს დაბნელებულსა სახლსა და გჳჴმს მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელი აღმობრწყინდების გულთა შინა და განანათლებს მას.
6. გჳჴმს ჩუენ საჭურველი იგი, რომელი სძლევს ბრძოლასა.
7. რამეთუ დედაკაცმან მან, რომელმან წარწყმიდა დრაქმაჲ, პირველად აღანთო სანთელი და, მერმე შეამკო სახლი და ესრეთ პოვა დრაქმაჲ იგი არაწმიდებასა შინა და მწჳრესა დაფლული.
8. და აწცა სულსა თავით თჳსით ვერ ძალ-უც პოვნაჲ გულისსიტყუათა თჳსთაჲ, არამედ ოდეს აღენთოს სანთელი იგი საღმრთოჲ დაბნელებულსა მას სახლსა სულისასა, მაშინ ჰპოებს გულისსიტყუათა თჳსთა და იხილავს მათ, ვითარ-იგი არიან არაწმიდებასა შინა დაფლულ.
9. აღმობრწყინდების მზჱ და მაშინ იხილავს სული წარწყმედასა თჳსსა და იწყებს გამორჩევად მწჳრესა შინა დაფლულთა გულისსიტყუათა თჳსთა, რამეთუ წარწყმიდა სულმან ხატი თჳსი გარდასლვითა მცნებათაჲთა.
10. ვითარცა მეფჱ, რომელსა ესხნიან მსახურნი და მონანი მრავალნი, ხოლო მოჰჴდის ჟამი და შეიპყრიან იგი მტერთა და ტყუჱ-ყვიან, მაშინ უეჭუელად მონანიცა მის თანავე წარვლენ.
11. ეგრეთვე ადამ დაჰბადა ღმერთმან წმიდად, რაჲთა, ჰმსახურებდეს მას და ყოველნივე დაბადებულნი მისცნა მონებად მისა.
12. რამეთუ უფალ და მეუფჱ ყოველთავე ზედა დაადგინა იგი.
13. არამედ ვინაჲთგან სიტყუაჲ იგი ბოროტი მოვიდა და ეუბნა მას, ხოლო მან შეიწყნარა და შევიდა გულად მისა და შეიპყრა ყოველივე ძალი მისი, და ესრეთ ვითარცა-იგი შეპყრობილ იქმნა, მის თანა ტყუე იქმნეს დაბადებულნი მონებად მისა.
14. რამეთუ ხატი ადამისი უჩინო-ყო ურჩებითა მისითა, ვიდრემდე მიიქცეს კაცნი და მოვიდეს თაყუანისცემად ეშმაკისა.
15. და, აჰა ესერა, ნაყოფნი ქუეყანისანი, ღმრთისა მიერ კეთილად დაბადებულნი, შეიწირვებოდეს მსხუერპლად ეშმაკთა: პური და ღჳნოჲ და ზეთი საცხოვარი, არამედ ძენიცა და ასულნი მათნი დაუკლნეს კერპთა.
16. ხოლო თჳთ დამბადებელი სულისაჲ და ჴორცთაჲ მოვიდა და დაჰჴსნნა ყოველნი ღონენი მტერისანი და საქმენი მისნი,
17. რომელნი აღესრულებოდეს გულისსიტყუათა შინა და განაახლებს ხატსა ზეცისაჲსა და ჰყოფს სულსა მას განახლებულად, რაჲთა იქმნას კუალად ადამ მეუფჱ დაბადებულთა და უფალ სიკუდილისა.
18. და ვითარცა აჩრდილსა მას შინა შჯულისასა მოსეს ეწოდებოდა მაცხოვრად ისრაჱლისა და განიყვანნა იგინი ეგჳპტით, ეგრეთვე აწ ჭეშმარიტი იგი მჴსნელი ქრისტჱ შევალს დაფარულთა შინა სულისათა და გამოიყვანებს მას ეგჳპტით და მათისა მის მონებისაგან და გუასწავებს ჩუენ,
19. რაჲთა განვიდეთ სოფლით და დავგლახაკნეთ საქმეთა შინა ამის სოფლისათა, რაჲთა ყოვლადვე არაჲ ზრუნვაჲ გუაქუნდეს,
20. არამედ დღჱ და ღამჱ ვდგეთ კართა ზედა და მოველოდით, თუ ოდეს მოვიდეს უფალი და განახუნეს დაჴშულნი იგი კარნი გულისანი და მოჰფინოს ჩუენ ზედა ნიჭი სულისა წმიდისაჲ.
21. და გჳბრძანა ჩუენ დატევებაჲ ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და თჳსთაჲ და განსყიდაჲ ყოვლისავე მონაგებისაჲ და მიცემად გლახაკთა, რაჲთა გუაქუნდეს საუნჯჱ ცათა შინა და მას ვეძიებდეთ, რამეთუ იტყჳს უფალი ვითარმედ: „სადაცა იყვნენ საუნჯენი თქუენნი, მუნცა იყვნენ გულნი თქუენნი“.
22. უწყოდა ღმერთმან, რამეთუ მათ სძლევს ეშმაკი გონებასა, რაჲთა შთაიყვანებდეს მათ ზრუნვათა შინა ამის სოფლისათა.
23. ამისთჳს განგებულებით გჳბრძანა ჩუენ განშორებაჲ სოფლისაგან და რაჲთა ესრეთ ვეძიებდეთ ზეცისა კეთილთა, გჳნდეს, თუ არა, რამეთუ დაღაცათუ ენებოს კაცსა მიქცევაჲ მონაგებთავე თჳსთა მიმართ,
24. რაჟამს იგი იხილოს, რამეთუ არა რაჲ აქუს, მერმე უნდეს, თუ არა, მიიქცევის ზეცადვე, „სადა-იგი საუნჯჱ მისი არს“.
25. რამეთუ რჩულსაცა შინა უბრძანა ღმერთმან მოსეს, რაჲთა შექმნას გუელი სპილენძისაჲ და შემშჭუალოს იგი თავსა ძელისასა.
26. და რაოდენნი იწყლნიან გუელთაგან, მიხედვიდიან გუელსა მას და განიკურნებოდიან.
27. ხოლო ესე განგებულებით იქმნა, რაჲთა რომელნი შეპყრობილ არიან ქუეყანისა ზრუნვათაგან და კერპთმსახურებისა და გემოთაგან ეშმაკისათა, ამით ესევითარითა სახითა აღიხილვიდენ ზეცად და დაუტეობდენ საქმეთა ქუეყანისათა.
28. და კუალად მისგანვე იხილონ უმაღლჱსი იგი და ესრეთ მცირე-მცირედ ისწრაფონ გულისჴმის-ყოფად უზეშთაესისა მის და უმაღლჱსისაჲ და ცნიან, ვითარმედ არს ღმერთი დამბადებელი ყოველთაჲ.
29. და ამისთჳს ბრძანა დაგლახაკებაჲ ყოვლისაგან, რაჲთა, დაღაცათუ გინდეს მიქცევაჲ სოფლად, ვერვე შეუძლო, რამეთუ რაჟამს იწყო ზრახვად გულისა შენისა თანა
30. და თქუმად ვითარმედ: „ვინაჲთგან არარაჲ გაქუს ქუეყანასა ზედა, გუალე და წარვიდეთ ზეცად მიმართ, სადა-იგი არს საუნჯჱ ჩუენი“, მაშინ იწყებს გონებაჲ ჩუენი ძიებად საქმეთა ზეცისათა.
31. ხოლო რაჲ არს, რამეთუ „გუელი მკუდარი განჰკურნებდა წყლულთა მათ“ და უსულოჲ ცოცხალთა მათ გუელთა სძლევდა?
32. სახე იყო იგი ჴორცთა უფლისათა, რამეთუ ჴორცნი, რომელნი შეიმოსნა უფალმან ღმრთისმშობელისა მარიამისაგან, შეიმშჭუალნა იგი და დამოეკიდა ძელსა ზედა.
33. და გუელი იგი, რომელი ცოცხალ იყო და ვიდოდა გულთა ჩუენთა, გუამმან მან მომკუდარმან სძლო და მოაკუდინა.
34. საკჳრველი საქმჱ იქმნა, ვითარ მკუდარმან ცოცხალი მოკლა.
35. არამედ ვითარცა დასაბამითგან არავის უქმნია გუელი სპილენძისაჲ, ვიდრე მოსესამდე და მოსჱ ქმნა საქმე იგი ახალი, ეგრეთვე უფალმან ახალნი ჴორცნი შეიმოსნა ქალწულისა მარიამისგან, არამედ არა ზეცით მოიხუნა ჴორცნი იგი.
36. სული ზეცისაჲ იყო, არამედ კაცი ახალი შეიმოსა ღმრთეებისა თანა.
37. და შეიმოსნა ჴორცნი კაცობრივნი და ხატი მონისაჲ შთაიცუა საშოსა შინა.
38. და ვითარცა გუელი სპილენძისაჲ მოსესამდე არა ყოფილ არს, ეგრეთვე ჴორცნი უცოდველნი არავის მოუხმან სოფელსა შინა.
39. რამეთუ გარდაჰჴდა რაჲ მცნებასა პირველი ადამ, „უფლებდა სიკუდილი“ ყოველთა ზედა შვილთა მისთა.
40. ხოლო მკუდარმან მან გუელმან სძლო გუელსა მას ბოროტსა.
41. და ესე საკჳრველი საქმჱ ექმნა „ჰურიათა საცთურ და წარმართთა სისულელე“, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა და მასცა ჯუარცუმულსა, ხოლო.
42. რამეთუ სიკუდილითა მისითა იქმნა ცხორებაჲ და მოეფინა ნათელი და მოგუეცა ძლევაჲ და გამოჴსნაჲ.
43. ესრეთ მოუჴდა უფალი სიკუდილსა ჰზრახვიდა მას და უბრძანა აღმოყვანებაჲ სულთაჲ ჯოჯოხეთით და სიკუდილით და განტევებაჲ..........................
44. მაშინ შეძრწუნდეს ძალნი იგი ბოროტნი და განუტევეს შეწყდომილი იგი ადამ.
45. არამედ რაჟამს გესმას, ვითარცა მას ჟამსა შინა იჴსნნა სულნი ჯოჯოხეთისაგან და ბნელისა და ვითარმედ შთაჴდა იგი ჯოჯოხეთად
46. და ქმნა საქმე დიდებული, ნუ აგონებ, თუ შორს არიან საქმენი იგი სულისა შენისაგან, რამეთუ ჯოჯოხეთი არს კაცი დამტევნელი და შემწყნარებელი უკეთურებათაჲ.
47. რამეთუ შეპყრობილ არიან უკეთურებისა მიერ ჯოჯოხეთისა სულნი იგი ადამისი და ბნელსა შინა შეწყდომილ არიან გულისსიტყუანი იგი სულისანი.
48. და რაჟამს გესმას საფლავსა იტყჳს, რამეთუ საფლავი და სამარჱ გული შენი არს.
49. რაჟამს მთავარი იგი უკეთურებისაჲ და ანგელოზნი მისნი მუნ იბუდებდენ და რაჟამს-იგი გზანი და კუალნი, სადა-იგი ძალნი ეშმაკისანი ვლენან, ბუდესა შინა შენსა იყვნენ და გულისსიტყუათა შინა შენთა ვიდოდიან, არა სამარჱ ხარა და საფლავ და მკუდარ წინაშე ღმრთისა?
50. რამეთუ მუნ დაჰბეჭდა ეშმაკმან ვეცხლი გამოუცდელი სულსა შინა და დასთესა თესლი მწარჱ და შეზილა ცომი ძუელი.
51. მუნ გამოდის წყაროჲ მწჳრისაჲ.
52. ხოლო მოვალს უფალი სულთა მათ ზედა, რომელნი მას ეძიებდენ სიღრმესა შინა მას ჯოჯოხეთისასა, რომელ არს გული და მუნ უბრძანებს სიკუდილსა და ეტყჳს: „გამოუტევენ სულნი ეგე შეყენებულნი მეძიებელნი ჩემნი, რომელნი შეყენებით გიჭირვან“.
53. მაშინ განჰხეთქს მძიმეთა მათ ლოდთა მდებარეთა სულსა ზედა და აღაღებს სამარეთა და აღადგინებს ჭეშმარიტსა მას მკუდარსა და ბნელისა მის საპყრობილისაგან გამოიყვანებს შეყენებულსა მას სულსა.
54. და ვითარ ვინმემცა ავშეკრული კაცი განჰჴსნა ჯაჭჳთა ჴელითა და ფერჴითა და განუტევის იგი თავისუფლებით სლვად,
55. ეგრეთვე განჰჴსნის უფალი შეკრულსა მას სულსა ჯაჭჳთა სიკუდილისაჲთა და განუტევებს მას და განათავისუფლებს გონებასა მისსა, რაჲთა, ვითარცა ენებოს, ესრეთცა ვიდოდის ჰაერსა შინა საღმრთოსა.
56. ხოლო ვითარცა კაცმან გამოუცდელმან ცურვისამან უკუეთუ იხილის სხუაჲ კაცი წარღებული წყლისა მიერ და მომრჩვალი შორის მჴეცთა მრავალთა ბოროტთა
57. და ინების გამოყვანებაჲ მისი ცურვითა, იგიცა წარწყმდების მის თანავე, არამედ ჯერ-არს ჴელოვანი მცურვალი და ძლიერი, რაჲთა შევიდეს და გამოიყვანოს მომრჩვალი იგი შორის მჴეცთა მათ ბოროტთა.
58. და თჳთ წყალმანცა, ოდეს იხილის მცურვალი ჴელოვანი იგი, შეეწევის მას და ამოაგდებს ზე.
59. ეგრეთვე სული უფსკრულსა მას შინა სიკუდილისასა და მკუდარ არს იგი ღმრთისაგან შორის მჴეცთა მათ მძლავრთა და ვინმცა შემძლებელ იყო საუნჯეთა მათ და სიღრმეთა მათ ჯოჯოხეთისათა შთასლვად?
60. არამედ იგი ოდენ ჴელოვანი, რომელმან დაჰბადნა ჴორცნი და სული იგი მოვალს სიღრმესა მას ჯოჯოხეთისასა და ღმათა მათ წიაღთა შინა გულისათა,
61. სადა-იგი სული არს შეპყრობილ სიკუდილისა მიერ გულისსიტყჳთურთ თჳსით და აღმოიყვანებს უფსკრულისა მისგან ბნელისა მომკუდარსა მას ადამს და თჳთ სიკუდილი გამოცდილებითა მით შემწჱ ექმნების კაცთა, ვითარცა-იგი წყალი – მცურვალსა.
62. რამეთუ რაჲ სიძნელჱ არს წინაშე ღმრთისა შესლვაჲ სიკუდილისა მიმართ და ღრმათა ამათ შინა წიაღთა გულისათა და აღმოყვანებად მიერ მოკუდინებულისა ადამისი?
63. რამეთუ სოფელსა ამას შინა ხილულსა არიან ნაშენებნი და ტაძარნი, სადა-იგი კაცნი მკჳდრ არიან.
64. და არიან კუალად საყოფელნი მჴეცთანი – ლომთა, გინა ვეშაპთანი და სხუათა მჴეცთა ბოროტთანი.
65. ხოლო უკუეთუ მზჱ, რომელი დაბნელებულ არს, შევალს კართა მიერ, გინა სარკუმელთა საყოფელსა შინა ლომთასა და ქუჱწარმავალთასა და არარაჲ ევნების,
66. მაშა ვითარ არა უფროჲსად შევიდეს ღმერთი, მეუფჱ ყოველთაჲ საყოფელთა შინა სიკუდილისათა, დაიჴსნას ადამ და არარაჲ ევნოს სიკუდილისაგან.
67. და წჳმაჲ იგი მომავალი ზეცით „შთავალს სიღრმეთა ქუეყანისათა“ და განჴმელთა მათ ძირთა აღმოაცენებს.
68. რამეთუ სხუაჲ არს, რომელსა-იგი აქუს ღუაწლი და ბრძოლაჲ ეშმაკისა მიმართ და ეგევითარისაჲ მის ესრეთ შემუსრვილ არს სული, რამეთუ ზრუნვასა და გლოვასა და ცრემლთა შინა არს იგი.
69. ხოლო ორთა პირთა ზედა დგას ეგევითარი იგი.
70. ხოლო უკუეთუ ესე-ვითართა საქმეთა შინა დგას იგი ბრძოლად, მის თანა არს უფალი და ჰფარავს მას.
71. უკუეთუ ოდენ იგი ეძიებდეს მას და ჰრეკდეს კარსა, არამცა განეღო, კუალად უკუეთუ იხილოს ძმაჲ ვინმე ტკბილი, მშჳდი, ძმათა მოყუარჱ, სახიერი, ეგევითარი იგი მადლისა მიერ განმტკიცებულ არს.
72. ხოლო რომელსა საფუძველი არა აქუნდეს, არა აქუს ესევითარი შიში ღმრთისაჲ, არცა შემუსრვილ არს გული მისი, არცა არს შიშსა შინა და არცა შეიკრძალავს გულსა თჳსსა და სხუათა ასოთა, რაჲთამცა არა უწესოდ ვიდოდეს.
73. ეგევითარისა მის სული ჯერეთ წარწყმედასა შინა არს, რამეთუ არღა შესრულ არს იგი ღუაწლსა მას შინა.
74. სხუაჲ არს, რომელი-იგი წყალსა შინა იყოს და სხუაჲ არს, რომელმან არა უწყოდის ბრძოლაჲ, რამეთუ თესლი, რაჟამს დაეთესის, ჭირსა შინა არნ ზამთრისაგან და ყინულისა და სიცივისა ჰაერთაჲსა და ჟამსა მარჯუესა გამოიღის მან ნაყოფი.
75. ხოლო მრავალგზის ეშმაკი გულსა შინა გეტყჳს შენ ესრეთ, ვითარმედ: „აჰა ესერა, ესეზომნი ბოროტნი გიქმნიან და აღვსებულ არს სული შენი უკეთურებითა და დამძიმებულ ხარ ცოდვათაგან შენთა“.
76. ხოლო ამას ყოველსა ჰყოფს, რაჲთამცა მიგიყვანა სასოწარკუეთილებად, ვითარმედ ვერ ძალ-გიც ცხორებად, არა შეიწირვის სინანული შენი, რამეთუ ვინაჲთგან გარდასლვითა მცნებათაჲთა შემოვიდა უკეთურებაჲ, მიერითგან მარადღჱ ეუბნების სულსა შინა, ვითარცა კაცი კაცსა თანა.
77. არამედ შენ მიუგე და არქუ მას, ვითარმედ: „მქუნან მე აღთქუმანი უფლისანი, რომელსა იტყჳს ვითარმედ: „არა მნებავს მე სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და სინანული მისი“.
78. რამეთუ ამისთჳს მოვიდა იგი, რაჲთა ცოდვილნი აცხოვნნეს და მკუდარნი აღადგინნეს, რამეთუ ჭეშმარიტებით შვილებად ღმრთისა გჳწოდნა ჩუენ და ქალაქად წმიდად და მშჳდობისა და ცხორებად უკუდავად და დიდებად უხრწნელად.
79. უკუეთუ ოდეს დასაბამადია ჩუენ ზედა ვქმნათ აღსასრულიცა კეთილი და დავადგრეთ სიგლახაკესა შინა და უცხოებასა და ჭირსა, მარადის ვევედრებოდით ღმერთსა და ურცხუენელად ვჰრეკდეთ კარსა, ვითარცა ახლოს არს სული ჴორცთა,
80. ესრეთ ახლოს არს უფალი მოსლვად და განხუმად დაჴშულთა კართა გულისათა, რაჲთა მოგუეცეს ჩუენ ზეცისა იგი სიმდიდრჱ, რამეთუ სახიერ არს და კაცთმოყუარე და უტყუველ არიან აღთქუმანი მისნი, უკუეთუ ოდენ აღსასრულადმდე. ვეძიებდეთ მათ.
81. დიდებაჲ სახიერებასა მისსა და აუარაცხელსა მოწყალებასა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.