მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი მეთექვსმეტე

 

1. თავი 16
2. ..................სიმდაბლედ მოვიდა ნათესავი ადამისი.
3. ვეძიებ მე კაცსა გლახაკსა სულითა და ვერ ვჰპოებ.
4. ვითარცა მდიდარი, რომელსა აქუნ ფრიადი საუნჯჱ სახლსა შინა თჳსსა და ვერვე განძღებინ, არამედ ვითარცა გლახაკი არნ და ყოველსავე მოიგებნ და ყოველთაგანვე ითხოვნ................
5. ხოლო ვინაჲთგან ძალი ეშმაკისაჲ კაცსა ბოროტისა მიმართ აწუვევს და არა აიძულებს, რამეთუ კაცისა ბუნებისაჲ ღმერთჲან თავისუფლად დაჰბადა,
6. ამისთჳს უკუეთუ კაცმან ქმნეს ბოროტი ეშმაკისა წუევნითა, არა ეშმაკი დაისჯების მისთჳს, არამედ კაცი თჳთ, რამეთუ ნებსით დაჰმორჩილდა მას.
7. და კუალად უკუეთუ კეთილი ქმნეს, ღმერთი კეთილისა მისთჳს ადიდებს მას და მიაგებს, რამეთუ თჳთ კაცი მიზეზ კეთილისა ექმნა თავსა თჳსსა.
8. და ძალი იგი ღმრთისაჲ აიძულებს კაცსა კეთილისა მიმართ, დაღაცათუ თჳთ მარადის მის თანა არს და მიუტევებს მას ნებასა თჳსსა, რაჲთა იხილოს გონებაჲ მისი, უკუეთუ პატივსცემს-ძია მადლსა მას, ანუ თუ არა და თუ ისმენს-ძი მისსა, ანუ არა.
9. რამეთუ მრავალთა პატივსცეს მას და არა ისმენს მისი.
10. და სხუანი განდრკეს მისგან, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სულიერად დაიწყეთ და აწ ჴორციელად აღასრულებთ“, რამეთუ ბუნებასა შჯული არა აქუს,
11. არამედ თავისუფლითა მით გონებითა შემძლებელ არს მიდრეკად ბოროტისა და კეთილისა მიმართ, ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ: „ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა ზედა და მნებავს ხილვაჲ, უკუეთუ აღგზებულ არსა?“.
12. ვითარცა უფალსა ჰნებავს, რაჲთამცა ცეცხლი მისი ზეცისაჲ აღეგზნა გულსა შინა კაცისასა, რომელთამე ჰნებავს და რომელთამე არა.
13. და კუალად იტყჳს: „მრავალგზის ვინებე შემოკრებაჲ თქუენი, ვითარცა მფრინველმან მართუენი თჳსნი და არა ინებეთ“.
14. ჰხედავა, რამეთუ უფალსა ჰნებავს და თჳთ კაცსა არა ჰნებავს მიახლებად უფლისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.