მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი მეთხუთმეტე

 

1. თქუმული მისივე, მაკარისი, თავი 15
2. ყოველივე ხილული ეკლესიისაგან ღმრთისა განგებულებაჲ იქმნა საცნაურისა მის და ცხოველისა არსებისა, სულისა მის სიტყჳერისა, ხატად მღრთისა დაბადებულისა, რომელი-იგი არს ცხოველი და ჭეშმარიტი ღმრთისა ეკლესიაჲ.
3. ამისთჳს მსგავსითა სახითა პატივცემულ იქმნეს უსიტყუელნი იგი და უსულონი და ჴორციელნი სიტყჳერთა მათ თანა და ცხოველთა ზეცისათა, რაჲთა აჩრდილთა შინა ვიდოდის სული იგი ჩჩჳლი და მიიწიოს ჭეშმარიტსა.
4. რამეთუ ეკლესიაჲ ქრისტჱსი და ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი იგი ჭეშმარიტი და მსხუერპლი ცხოველი კაცი საღმრთოჲ არს.
5. ამისთჳს ჴორციელნი იგი, რომელნი განწმდებიან, სახელები ზეცათაჲ ეწოდა.
6. რამეთუ ვითარცა იგი შჯულისა მსახურებაჲ აჩრდილი იყო აწინდელისა ამის ქრისტეს ეკლესიისაჲ, ეგრეთვე აწინდელი ესე ეკლესიაჲ სახჱ არს შინაგანისა მის სიტყჳერისა და ჭეშმარიტისაჲ,
7. რამეთუ, აჰა ესერა, ყოველი განგებულებაჲ და მსახურებაჲ საიდუმლოთა ეკლესიისათა იგი შინაგანი კაცი, რომელსა შინა ჯერ-არს, რაჲთა აღესრულოს ყოველივე მსახურებაჲ საიდუმლოთა ზეცისათაჲ ეკლესიასა ღმრთისასა ძალითა სულისა წმიდისაჲთა,
8. რაჲთა ჭეშმარიტად ტაძარ ღმრთისა და ეკლესია ქრისტესა იქმნას შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა და დაიმკჳდროს ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ....................
9. რაჲთა ნათლისღებისა მიერ და საკურთხეველისა და მსახურებათა მიერ სარწმუნონი იგი სულნი აღივსნენ სულითა წმიდითა და ნაყოფიერ იქმნენ სათნოებითა და ესრეთ განახლდენ ძალითა მადლისაჲთა
10. და გამუჩნდენ მოქალაქე მოქალაქობითა მით ჭეშმარიტითა და განაგდონ ნივთიერი იგი ქუეყანისა გონებაჲ ძალითა სულისაჲთა და შეიმოსონ გონებაჲ იგი ზეცისაჲ.
11. რამეთუ ხილული ესე ფარულთა მათ სახე არს.
12. ტაძარი ამის და მღდელი – სახჱ არს ჭეშმარიტისა მის მღდელისა – ქრისტესი, რაჲთა ცხადითა მით ეკლესიისა მსახურებითა სახჱ მივიღოთ შემწედ სულთა ჩუენთა მადლითა.
13. ხოლო ვითარცა წმიდასა ეკლესიასა შინა უკუეთუ პირველად არა იყოს შემოკრებაჲ ერისაჲ და არა წარითქუას გალობაჲ და არა წარიკითხნენ საკითხავნი,
14. მღდელისა შესაწირავსა ჴორცისა და სისხლისა ქრისტესისასა არა აღასრულებდეს და საიდუმლოჲსა იგი ზიარებაჲ მორწმუნეთაჲ არა იქმნების.
15. და კუალად უკუეთუ ყოველივე გალობაჲ საეკლესიოჲ აღასრულოს და მღდელმან ჴორცი და სისხლი ქრისტესი არა შეწიროს და არა ეზიაროს ერი, არარაჲთვე აღსრულებულ არს საიდუმლოჲ, არამედ ნაკლულევან არს, რაჟამს მღდელმან საკურთხეველსა ზედა შესაწირავი არა შეწიროს.
16. და არცა შესაწირავი თჳნიერ სხჳსა მის კანონისა სრულ იქმნების, არცა გალობაჲ იგი თჳნიერ შესაწირავისა, არამედ ერთი მეორისა მოყუასობითა სრულ იქმნების.
17. ეგრეთვე ქრისტეანესა, თუ აქუნდეს მარხვაჲ, ლოცვაჲ და მღჳძარებაჲ და სხუანი სათნოებანი, ხოლო ძალი იგი სულისა წმიდისაჲ დაფარულსა მას საკურთხეველს გულისასა ზედა არა აღესრულებოდის, ნაკლულევან არს მოღუაწებაჲ მისი, რამეთუ არა აქუს თავი იგი, რომელ არს სული წმიდაჲ.
18. და კუალად სული წმიდაჲ, დაათრობს სულსა სიხარულითა მადლისაჲთა, გულთა შინა შეგინებულთა არა დაემკჳდრების, არამედ ეძიებს გულსა წმიდასა და სულსა მოღუაწესა და სათნოებასა.
19. და რაჲზომცა პოვოს სულმან წმიდამან კაცი მოღუაწებასა შინა კეთილსა და სიმდაბლესა სხუათა სათნოებათა, ეგზომცა განისუენებს მის ზედა.
20. კუალად სულსა, რომელსა მოღუაწებაჲ და შეწევნაჲ სულისა წმიდისაჲ აქუნდეს არა, იგი ნაკლულევან არს კეთილისაგან.
21. ამისთჳს უკუჱ ტიროდენ და იგლოვდინ უფლისა მიმართ, რაჲთა მოეცეს მას სიწმიდე სულისა წმიდისაჲ სამკაულად სათნოჲსა მის მოქალაქობისა თჳსისა და ძალი იგი მადლისაჲ გონებასა შინა თჳსსა იხილოს გამოუთქუმელად,
22. რაჲთა სრულ იყოს ქრისტეანობაჲ მისი, ვითარცა ვთქუ, სახჱ იგი ეკლესიისაჲ.
23. ხოლო ვითარცა ეკლესიასა შინა მღდელი შეცოდებულთა განაყენებს და რაჟამს კუალად მოიქცენ, ღირს იქმნებიან ზიარებასა, ხოლო უცოდველნი ღირს იქმნებიან მადლობასა და მახლობელად საკურთხეველისა დადგებიან,
24. რაჲთა მუნ ჰმსახურებდენ, ეგრეთვე სახედ მოღუაწენი განისუენებენ სულისა მიერ წმიდისა ზეცისა სიხარულითა და ზიარებითა სულისა წმიდისაჲთა, რომლისათჳს პავლჱ თქუა, ვითარმედ: „მადლმან უფლისა ჩუენისა....................................