|
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
თავი მეთოთხმეტე
1. თქუმული მისივე, მაკარისი, თავი 14
2. ...................რამეთუ სულსა ჭეშმარიტად ქრისტესმოყუარესა, დაღაცათუ ყოველნი სიმართლენი აღასრულნეს, ვითარცა არარაჲ შეურაცხია თავი თჳსი უზომოჲსა მისთჳს ქრისტეს მიმართ სიყუარულისა მისისათჳს.
3. დაღაცათუ ჴორცნი მისნი მარხვითა და მღჳძარებითა დააჭვნეს, ესრეთ არს, ვითარმცა არა დაეწყო მოღუაწებად და უკუეთუ პოვნეს მადლნი ზეცისანი და გამოცხადებანი საიდუმლოთანი, ესრეთ არს,
4. ვითარმცა არარაჲ მოეგო უზომოჲსა მის სიყუარულისა მისისათჳს, რომელი აქუს უფლისა მიმართ, არამედ მრავალდღე მშიერ და წყურიელ არს სარწმუნოებითა და სიყუარულითა და ლოცვითა საიდუმლოთა მათთჳს მადლისათა
5. და ყოვლისავე სათნოებისა მიმართ უძღებ არს და განგურემულ არს ტრფიალებითა ზეცისაჲთა.
6. და სურვილი მჴურვალჱ მარადის აქუს თავსა თჳსსა შორის სიძისა მის მიმართ ზეცათაჲსა, რაჲთამცა ღირს იქმნა სრულსა მას მის თანა სიწმიდესა და ზიარებასა განცხადებულითა სულითა პირისპირ ნათლითა მით სულიერითა გამოუთქუმელითა,
7. რაჟამს იგი შეეზავის მას ყოვლითავე გულსავსებითა და თანახატ ექმნის სიკუდილსა მას მისსა, სურვილითა დიდითა ქრისტეს სიკუდილსა მოელინ მარადის, რაჲთა წმიდა იქმნას მადლითა ღმრთისაჲთა სულითა და ჴორცითა.
8. და ესრეთ იქმნას ჭურ რჩეულ შთასასხმელ ნელსაცხებლისა მის ზეცათაჲსა და სავანე ქრისტესა იქმნას დასამკჳდრებელ სულისა წმიდისა და მაშინ პოოს სასუფეველი ცათაჲ.
9. ხოლო ამათ საზომთა სული გამოუცდელად ვერ მისწუთების, არცა ერთითა რაჲთმე მოღუაწებითა და შრომითა, მრავალთა ჟამთაჲთა და განსაცდელითა თითოსახითა აღორძნდების სულიერად,
10. ვიდრემდე მისწუთეს საზომსა მას სრულსა უვნებელობისასა, რაჲთა ყოველსავე შინა განსაცდელსა მტერისასა გამოცდით იპოოს და ესრეთ ღირს იქმნას პატივთა და ნიჭთა მრავალთა
11. და დამკჳდრებად სასუფეველისა ცათასა ქრისტჱ იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის პატივი და დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|