|
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
თავი მეთერთმეტე
1. თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი 11
2. კაცობრივი ბუნებაჲ ვინაჲთგან შევარდა ბრძანებასა ქუეშჱ რისხვისა ღმრთისაას ურჩებისათჳს პირველქმნულისა ადამისა და პირველისავე მისგან წმიდისა და უვნებელისა ცხორებისა დაეცა და უკეთურებასა ვნებათასა შეეყო და მათ მიერ უფლებულ იქმნა და ცთომითა ეშმაკისაჲთა
3. და მიერითგან ვერღარა შემძლებელ იქმნა განთავისუფლებად პირველისა მისგან სიბნელისა ვნებათაჲსა, ამისთჳს საჴმარ არს ძალისა მის საღმრთოჲსა მისსა შეყოფად, რაჲთა მის მიერ პოვოს ჴსნაჲ ვნებათაგან და შეწევნაჲ სათნოებათა ზედა.
4. და ესრეთ შემძლებელ იქმნეს მიწევნად პირველსა მას სიწმიდესა და მისცნეს უფალსა სიმართლისა იგი ნაყოფნი სრულად.
5. ამისთჳსცა იქმნა მოსლვაჲ უფლისაჲ, რომელმან პირველადვე განაგო მამათა მიერ და წინაწარმეტყუელთა, რაჲთა შეეწიოს უძლურებასა კაცთასა და სულითა თჳსითა ქმნნეს გულნი მორწმუნეთანი, რაჲთა შემძლებელ იქმნნენ ნაყოფთა მათ ზეცისათა მოგებად.
6. რაჲთა ვითარცა ხილულსა ამას ზედა თჳთოეულსა უკუეთუ უცხოჲ რაჲმე ბუნებაჲ არა შეეზაოს, ერთ სახედ თჳსაგან ვერარას შუენიერებასა აღასრულებს, არამედ არს იგი ყოვლადვე უშუერ და უჴმარ,
7. რამეთუ გამოუთქუმელმან ღმრთისა სიბრძნემან სახეთა და საიდუმლოთა მოასწავა ხილულთა ამით დაბადებულითა და ყოველსა თჳსაგან უშუერად გამოაჩინებს სახედ კაცობრივვისა ბუნებისა,
8. რომელი თჳსაგან ვერ შემძლებელ არს გამოჩინებად და აღსრულებად თჳსისა მის შუენიერებისა სათნოებათაჲსა თჳნიერ ძალისა მის საღმრთოჲსა.
9. აწ იგავით გამოვაცხადოთ სიტყუაჲ ესე ჩუენი: ქუეყანაჲ, უკუეთუ თჳთ ოდენ იყოს, შუენიერ არს იგი, უკუეთუ არა მიიღოს მუშაკთა მიერ ზრუნვაჲ და არა აღმოჰფხურნენ ყოველნივე ეკალნი და კუროჲსთავნი
10. და დასთესონ თესლი და მერმე შეიწყნაროს ზეცისა ცუარი და ესრეთ ჰაერთა მიერ და მზისა აღორძნდენ ნაყოფნი მისნი, ხოლო თჳთ თავით თჳსით ვერ შემძლებელ არს ნაყოფთა სრულთა გამოღებად.
11. ანუ ვითარცა სახლი, რომელსა აქუნ ყოველივე ნივთა მისი და შუენიერებაჲ ქუეყანისაგან და უჴმან მასცა ნათელი იგი მზისაჲ, და ვითარცა არა არს ბუნებისა მისისა,
12. რაჲთამცა შუენიერებაჲ და ყოველი სახეობაჲ ნათლისაჲ მისგან ოდენ აქუნდა, არამედ უჴმს სხუაჲცა ნივთი განშუენებად სახლისა მის, ეგრეთვე კაცობრივი ბუნებაჲ, ვინაჲთგან დაეცა ცოდვასა შინა ვნებათასა და მოუძლურდა სათნოებათაგან,
13. ვერღარა შემძლებელ არს თავისა თჳსისა შეწევნად და განრომად მძლავრებისა მისგან ვნებათასა, რაჲთამცა მისცნა ნაყოფნი სათნოებათანი სრულიად ზეცისა მეუფესა.
14. ამისთჳს სათნო იყო სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან ფრიადითა სახიერებითა თჳსითა ჩუენთა ტკივილი იგი სულთა ჩუენთაჲ სულიერი, ესე იგი არს, სული ქრისტესი, რამეთუ ჩუენ დაბადებულნი ვართ, ხოლო იგი – დაუბადებელი,
15. რაჲთა მან თჳსითა ჴელოვნებითა განწმიდნეს გულნი მორწმუნეთანი, რომელთა მისცნენ ყოვლითა ნებითა მათითა თავნი მათნი ზეცისა მუშაკსა მას, რაჲთა შეიწყნარონ ზეცისა იგი ცუარი და ესრეთ შემძლებელ იქმნნენ მიღებად ნაყოფთა მათ სულისათა.
16. და ნაშობნი იგი სიმართლისანი მისცნენ მეუფესა მას ზეცათასა და მაშინ დაიმკჳდრონ ზეცისა იგი კურთხევაჲ.
17. რამეთუ მან სათნო-იყო სიმართლისა მის მზისა გამობრწყინვებაჲ, რომელი-იგი არა ჩუენისა ბუნებისაგანი არს დაბნელებულსა მას ვნებათა მიერ სულისა ჩუენისა სახლსა,
18. რაჲთა ესრეთ ბოროტი იგი სულისა ჩუენისა სიბნელჱ განვარდეს არსებისაგან კაცობრივისა და შუენიერებაჲ იგი სულისაჲ გამოუბრწყინდეს გამოჩინებითა სულიერისა მის და ზეცისა ნათლისაჲთა და ესრეთ შემძლებელ ვიქმნეთს ქონებად სამკაულისა მის და შუენიერებისა წმიდისა სულისა,
19. რაჟამს-იგი სიმართლისა მზჱ გამობრწყინდეს ჩუენ შორის, რომელი არა ჩუენისა ბუნებისაგანი არს, ვითარცა წერილ არს: „რაჲთა იქმნას თანაზიარ საღმრთოჲსა მის ბუნებისა“.
20. რამეთუ სული, ვინაჲთგან ცოდვასა შევარდა სულთა მათ მიერ უკეთურთა განფიცხნა და მწარე იქმნა და პირველისა მის ნეტარისა ცხორებისაგან უცხო იქმნა და, ვნებანი უკეთურებისანი კეთილისა მის ბუნებისა მისისა წილ მიიხუნა,
21. რომელთა-იგი ვერვინ შემძლებელ არს მისგან მიღებად და პირველსავე ცხორებასა მოყვანებად, თჳნიერ უცხოჲ იგი ბუნებისა ჩუენისა ძალი წმიდისა სულისაჲ რაჟამს მოვიდეს სულსა ზედა მორწმუნესა
22. და მან განაქარვოს ყოველივჱ სიფიცხლჱ და ზედამოსრული იგი ვნებაჲ და პირველსავე მას პატიოსნებასა სათნოებათასა მოიყვანოს.
23. რამეთუ ვითარცა ჟამსა ზამთრისასა სიმწარჱ იგი ფიცხელთა ქართაჲ ნეფხვანი იგი დიდნი ქუეყანისა ლბილსა ბუნებასა გარდააქცევს ყინულად და ეგრეთვე წყლისა ბუნებასა ამას ლბილსა ყინულთა ქვისა ბუნებად გარდააქცევს,
24. რამეთუ იხილეღა, ჟამსა მას ზამთრისასა მდინარენი ჩრდილოჲსა კერძისანი ვითარ ფიცხელისა ამის სიცივისაგან ქვისა ბუნებად გარდაიქცევიან, ვიდრემდის ვიდოდიან მას ზედა, ვითარცა ქუეყანასა ზედა ჴმელსა,
25. რამეთუ მას ჟამსა ვერცაღა თჳთ შემძლებელ არიან თჳსსავე ბუნებასა მოსლვად, ვერცა თუ შეკრბენ ყოველნი კაცნი ერთად, მოიყვანებენ რაჲთ ძალითა თჳსითა ბუნებასავე თჳსსა წყალთა მათ, რამეთუ შეცვალებულ იყვნიან იგინი ქვისა ბუნებად მეტისა მისგან ნეფხვისაგან.
26. და ვინმცა შემძლებელ იქმნა მოყვანებად მისა თჳსსა ბუნებასა თჳნიერ უცხოჲსა მის ძალისა, რომელ არს მზჱ, რომელი-იგი მოვალსა და ძალითა თჳსითა და დაადნობს ყოველსავე ყინელსა და მოიყვანებს თჳსსავე ბუნებასა სილბოსა.
27. ეგრეთვე კაცი, შთავარდა ცოდვასა პირველისა მცნებისა გარდასლვითა, შთავარდა იგი ბოროტსა ზამთარსა ბოროტთა მათ სულთასა და ყოველნი წინააღმდგომნი ქარნი უკეთურებისანი ქრიან სულსა შინა და ძალისა მის ბნელისა სიცივჱ შევიდა მას შინა
28. და გარდააქცია წმიდაჲ იგი და უბიწოჲ ლბილისა მისგან გულისა წესი სიფიცხლედ და ურჩებად მცნებათა ღმრთისათა და ყოვლისავე სათნოებისა შუენიერი იგი ბუნებაჲ გარდააქცია,
29. მწარედ და შეკრულად წესად და მარტივი იგი უმანკოჲ და გულისსათქუმელი წესი სულისაჲ გარდააქცია ბოროტად და სახედ წესად.
30. და ვის ძალ-უც მოყვანებაჲ თჳსსავე ბუნებასა წმიდასა მას და ლბილსა, რაჲთამცა ჭეშმარიტებით დაემორჩილა შჯულსა უფლისასა თჳნიერ უცხოჲსა მის ბუნებისა ჩუენისაგან, რომელი არს მზჱ იგი სიმართლისაჲ ქრისტე უფალი,
31. და გამობრწყინდეს იგი ჩუენ შორის და ნათლისა მისისა წმიდითა მით ბრწყინვალებითა და მან თჳსისა მის ცეცხლისა მჴურვალებითა დაადნოს სიფიცხლე იგი უკეთურებისაჲ
32. და მოიყვანოს პირველსავე მას კეთილსა ბუნებასა სული იგი მორწმუნე, რომელსა მიეცეს თავი თჳსი სრულიად უფლისადა.
33. და უკუეთუ კაცმან არა მისცეს სრულიად ნებაჲ თჳსი უფალსა და შეჰვედროს მას ყოვლითავე გულითა თავი თჳსი, ვერ ჰპოებს იგი გამოჴსნასა მას ესევითარსა..........................
34. რამეთუ რაჟამს კაცი განეშოროს თჳსთა მშობელთა და მოყუარეთა და მეგობართა და მონაგებთაგან, შეკრებისა და ჩვეულებისაგან ბოროტთა ვნებათა და იღუაწოს და სძლოს წინააღმდგომსა,
35. რამეთუ ესენიცა ბრძოლანი არიან, მაშინ შეიკრიბოს თჳსი ბუნებაჲ მსახურებად უფლისა, და გამოიწულილოს თავი თჳსი და იხილოს შინაგან სულსა თჳსსა შინა ბრძოლაჲ და ღუაწლი დიდი ძალთა მიმართ წინააღმდგომთა,
36. უხილავთა მიმართ მტერთა და ძალთა მიმართ ბნელისათა, რომელთა მიმართ თანა-აც ბრძოლაჲ საჭურველითა მით საღმრთოჲთა, რაჲთა სძლოს მწარესა და ძნელსა ბრძოლასა.
37. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ამასცა თავით თჳსით ვიტყჳთ, ისმინეთ პავლესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „განსაცდელი არა მოწევნულ არს ჩუენ ზედა, თჳნიერ კაცობრივისა“ ვითარმედ ხილულითა.
38. და ამით საცნაურ არს, ვითარმედ არს განსაცდელი არა კაცობრივიცა, არამედ უხილავი ბრძოლა.
39. და კუალად იტყჳს იგივე: „ამიერითგან, ძმანო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძალისა მისისაჲთა შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინააღდგომად ღონეთა მიმართ ეშმაკისათა,
40. რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლისა მპყრობელთა ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურთა“,
41. და ამით ყოვლითა საცნაურ არს, ვითარმედ არიან მთავრობანიცა და ჴელმწიფებანი და სოფლისამპყრობელნი ბნელისანი ამის და სულნი უკეთურნი, რომელთა მიმართ თანა-გუაც ბრძოლაჲ.
42. და სადა არიან ესე ყოველნი, ანუ სადა იბრძვიან?
43. შინაგან სულსა შინა შენსა და, გონებასა შინა.
44. და ამისთჳს შესძინა ამას ყოველსა ზედა მოციქულმან და თქუა: „დადეგით უკუე მორტყმულ ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ და შეისხენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ იგი სახარებისა მის მშჳდობისაჲ
45. და ამას ყოველსა ზედა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ“ დაიდგთ მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ და, მერმე გუასწავებს, თუ ვითარ ვინ მოიგოს ესევითარი საჭურველი
46. და იტყჳს: „ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მისა მიმართ იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა“.
47. აჰა ესერა, გუასწავა ჩუენ, თუ ვითარითა სახითა ვჰპოოთ საჭურველი იგი სულიერი, რომლითა შემძლებელ ვიქმნნეთ ძლევად ბრძოლასა უხილავთა მტერთასა.
48. და უფალიცა ორსა ამას ბრძოლასა – ხილულსა და უხილავსა მოასწავებდა და იტყოდა: „ვინ არს იგი მეუფჱ, რომელი მივალნ ბრძოლად სხჳსა მეფისა და არა დაჯდის პირველად და აღრაცხის და იხილის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა ძლევად ოცი ათასისა.
49. უკუეთუ ვერ შემძლებელ არნ, ვიდრე შორსღა იყვის, მიავლინის მისა და ითხოვნ მშჳდობასა“.
50. და ამით გასწავლის შენ, რაჲთა მჴნე იყო და იტყჳს მოციქულ: „იხილე ვითარ თანა-გაც ღწოლაჲ და ყოვლითურთ მიცემაჲ თავისა შენისაჲ ბრძოლად, ესევითარნიმე ბრძოლანი წინააღდგომად არიან შენდა ცხადნი და დაფარულნი“.
51. რამეთუ მოსეცა აჩრდილსა მას ჭეშმარიტებისასა მოასწავებდა და ამისთჳს ბრძანა ქადაგისა განვლინებაჲ,
52. რაჲთა ჴმობდეს ერსა შორის, გან-რაჲ-ვალნ იგი ბრძოლად, ვითარმედ – რომელიცა არს მოშიშ, ნუ გამოვალს ბრძოლად, ნუუკუჱ შეშინდეს და მოიყუვანნეს სხუანიცა გულნი შიშად და შეაქცინეს უკუღმართ.
53. და კუალად რომელსა ახლად უქორწინებიეს, ნუცა იგი გამოვალსა ბრძოლად, ნუუკუჱ შე-რაჲ-ვიდეს ბრძოლად, მოეჴსენოს ცოლი თჳსი და იქცეს უკუღმართვე და სხუანიცა თჳსისა თავისა თანა მიიზიდნეს.
54. და რომელსა აღუგია სახლი და ჯერეთ ვერ აღუსრულებია, ნუ გამოვალს ბრძოლად, ნუუკუე მოეჴსენოს სახლი თჳსი და დაიჴსნას ბრძოლასა შინა და სხუანიცა შეაქცინეს უკუღმართ.
55. ეგრეთვე აქა უფალი ეძიებს სულთა მჴნეთა და მოთმინეთა და იტყჳს ვითარმედ: „პირველად განიზრახენ უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცისა ათასისა, ხოლო უკუჱ არა, ვიდრეღა შორს იყოს, მოიპოოს მშჳდობაჲ“.
56. ხოლო ამას იტყჳს, რამეთუ ეძიებს იგი სულთა გულსმოდგინეთა და, რაჲთა მისცნენ მას სრულიად თავნი მათნი და დაუტეონ ყოველი ნებაჲ მათი და მას ოდენ შეუდგენ.
57. და რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ ყოველივე ძლევაჲ ზეცისა საჭურველითა იქმნების მორწმუნეთა ზედა.
58. ამისთჳს უკუე თანა-აც ყოველსა, რომელსა ენებოს ღირს უფლისა ყოფად და, რაჲთა პირველად განეშოროს ყოვლისაგან ხილულისა
59. და მოიძულოს ყოველივე საქმჱ სოფლისაჲ: გემონი და საშუებელნი, დიდებაჲ და პატივი,და მონაგები და მამულნი და ნათესავნი და თჳსნი და მეგობარნი ჴორციელნი და ქებანი და თაყუანისცემანი კაცთაგან.
60. და რაჟამს ამათ ხილულთა საქმეთა ზედა იღუაწოს და სძლოს, მერმე უჴმს, რაჲთა მოითმინოს ვედრებასა შინა უფლისასა მჴურვალებითა და ტკივილითა, რაჲთა მოიღოს ზეცით „მახჳლი სულისაჲ“ და საჭურველითა მით გამოიცადოს.
61. რამეთუ ვითარცა მჴედართა, რაჟამს აღიღონ საჭურველი ახლად, ჯერ-არს, რაჲთა პირველად გამოიცადნენ და მოიწუართნენ ბრძოლად და ესრეთ შევიდენ ბრძოლასა.
62. ხოლო არს სხუაჲ, რომელი შესრულ არნ და გამოსრულ ბრძოლათა მრავალთა და არღარა უცხო-უჩნ, არამედ ახოვნად და უშიშად შევალს ბრძოლად.
63. ეგრეთვე აქა, რომელნი მიიღებენ ზეცით საჭურველსა სულიერსა, პირველად განსცდის თავსა თჳსსა წინაძღომითა მადლისაჲთა.
64. რამეთუ პირველად უძღჳს მათ მადლი იგი ღმრთისაჲ და ასწავლის, თუ ვითარ ჯერ-არს ბრძოლად უხილავთა მათ მტერთაჲ.
65. და ესრეთ შევლენ ბრძოლასა მას „უკეთურთა სულთასა“ და ძრწიან და უცხო-უჩნს მათ.
66. ხოლო არიან სხუანი, რომელთა უჩნს ბრძოლაჲ იგი, ვითარცა მღერაჲ, რამეთუ მრავალგზის შევიდეს და გამოერნეს და მიერითგან სასოებითა სულისა წმიდისაჲთა და ძალითა უფლისაჲთა
67. და საჭურველითა მით სულიერითა სძლევენ მტერთა და არიან იგინი ესრეთ ახოვან და ბრძენ და დიდსა წარმართებასა სულიერსა დღითი დღე მოვლენ.
68. არამედ ესე საზომნი სხუანი არიან და იგი სხუანი, რომელნი პირველად შევიდოდინ ბრძოლასა.
69. ხოლო უკუეთუ არა აქუნდეს სულსა საჭურველი იგი სულისაჲ, ვერ ებრძვის იგი მტერთა, ვერცა მოიღოს ძლევასა სულთა ზედა უკეთურთა, რამეთუ წარწყმდების იგი მათ მიერ, ვითარცა-იგი თჳნიერ მახჳლისა ზედა ვერვინ შევალს ბრძოლად, თუ არა, მოიკლვის იგი მტერთა მიერ უკეთურთა.
70. ხოლო აწ, ძმანო, ვევედრნეთ უფალსა, უფროჲსად, რომელნი-ესე სოფლისაგან უცხო ქმნულ ვართ და მონაზონებისა ხატი შეგჳმოსია და განშორებულ ვართ თჳსთა ჩუენთაგან, შეუვრდეთ უფალსა ლოცვითა დაუცადებელითა და ტკივილითა გულისაჲთა,
71. რაჲთა მოგუცეს ჩუენ უფალმან საჭურველი იგი სულიერი ზეცისაჲ და მათ მიერ შემძლებელ ვიქმნეთ ძლევად ყოველთავე წინააღმდგომთა ჩუენთა სულთა მათ უკეთურთა.
72. და ესრეთ ვიღუაწოთ ნებისაებრ ღმრთისა და მივსცეთ მას თავი ჩუენი და ყოველივე ნებაჲ ჩუენი და საჭურველითა მით ვიღუაწოთ და მტერთა ზედა ძლევა მოვიგოთ,
73. რაჲთა ესრეთ მოგუანიჭოს ჩუენ ქრისტემან გჳრგჳნი სიმართლისაჲ და ღირს-მყვნეს მის თანა დაუსრულებელთა საუკუნეთა სუფევად.
74. დიდებაჲ სახიერებასა მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|