|
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
თავი მეცხრე
1. თქუმული მისივე, წმიდისა მამისა მაკარისი, თავი 9
2. შევალს ვინმე მოდრეკად მუჴლთა და გული მისი აღივსების ძალითა საღმრთოჲთა და იხარებს სული მისი უფლისა თანა, ვითარცა სძალი სიძისა თანა,
3. მსგავსად სიტყჳსა მისა ესაია წინაწარმეტყუელისა, რომელსა იტყჳს: „ვითარმედ იხარებნ სიძე სძალსა თანა, ესრეთ იხარებდეს უფალი შენ თანა“.
4. და მრავალგზის უცალო არს იგი ყოველსავე დღესა შინა და ერთსა ჟამსა მისცემს თავსა თჳსსა ლოცვად და ლოცვასა მას შინა აღიტაცების შინაგანი კაცი და შევალს სიღრმესა მიუწთომელსა მის საუკუნოჲსასა სიჰამოვნითა მრავლითა, ვიდრემდის უცხოდ უჩნ გონებასა საქმე იგი,
5. რამეთუ არს ყოვლით კერძოვე განტეხილ და აღტაცებულ და მას ჟამსა დაჰვიწყდების ყოველივე საქმჱ ქუეყანისაჲ,
6. რამეთუ აღივსების გონებაჲ მისი და წარიტყუენვის საქმეთა მიმართ საღმრთოთა და ზეცისათა დაუსრულებელთა ძალთა და მიუწდომელთა, რომელნი არა ითარგმნებიან პირითა კაცთაჲთა.
7. ვიდრეღა ილოცავნ ჟამსა მას და იტყჳნ: „ნეტარ თუმცა წარვიდა სული ჩემი ლოცვასა ამას თანა?“
8. კითხვაჲ: ყოვლადვე შევალსა სული ესევითართა საქმეთა?
9. მიგებაჲ: მადლი იგი მოუკლებელ არს და შეუძრველ და განფუვნებულ არს სიჩჩოჲთგან.
10. და არს იგი, ვითარცა ბუნებითი რაჲმე და აღორძინებულ არს და არა ერთ არს მადლი იგი, არამედ მრავალ.
11. ვითარცა უნდეს, ეგრეთცა განაგებს საქმეთა კაცისათა უმჯობესისათჳს.......................
12. გარნა რომელი-იგი შევიდა ჟამსა ოდესმე საზომსა სისრულისასა და იხილა გემოჲ და აქუს გამოცდილებაჲ მის საუკუნოჲსაჲ, მან იცის ყოველივე.
13. გარნა წუთ ვერვინ ვპოე სრული ქრისტეანჱ ანუ თავისუფალი, არამედ მრავალგზის განისუენებს ვინმე მადლსა მას ზედა და შევალს საიდუმლოთა შინა და ჩუენებათა და სიჰამოვნესა ფრიადსა მადლისასა და ცოდვაჲ წუთის შინაგან არს.
14. ხოლო ესენი გარდამატებულისა მის მადლისაგან და ნათლისა მის, რომელ არს მათ შორის, აგონებენ, ვითარმედ თავისუფალ და სრულ არიან.
15. და სცთებიან იგი გამოუცდელობისაგან, რამეთუ აქუს მათ შეწევნაჲ იგი მადლისაჲ, ხოლო ჯერეთ ვერ ვპოვე აზნაურებასა შინა, რამეთუ მე მცირედთა ჟამთა რომელთამე შევედ მას საზომსა და ვიცი შეტყუებაჲ, თუ ვითარ იქმნების კაცი სრული.
16. კითხვაჲ: გჳთხარ, თუ შენ რომელსა საზომსა ხარ?
17. მიგებაჲ: შემდგომად სასწაულისა ჯუარისასა აწ მადლი ესრეთ იქმნების: მშჳდობასა ჰყოფს წმიდათა შორის ასოთა გულისათა, ვიდრემდის სული იგი ფრიადისა სიხარულისაგან ჩანს,
18. ვითარცა ყრმაჲ უმანკოჲ და წრფელი და არღარა განიკითხავს კაცი იგი არავის, არცა ჰურიასა, არცა წარმართსა, არცა ცოდვილსა, არცა ერისკაცსა,
19. არამედ შინაგანი იგი კაცი წმიდითა თუალითა ხედავნ ყოველსავე და უხარინ კაცსა მას ყოველსავე სოფელსა ზედა და უნებნ ყოველთა თაყუანის-ცემაჲ და უყუარან ყოველნივე გინა თუ ჰურიანი, გინა თუ წარმართნი.
20. სხუასა ჟამსა, ვითარცა ძჱ მეფისაჲ, ეგრეთ მიენდვების ძესა ღმრთისასა, ვითარცა მამასა და განეხუმიან მას კარნი და შევალს შინაგან მრავალთა სავანეთა და რაჲზომცა შევალს.
21. და რაჲთა სიტყუად ვთქუათ, ასთა სავანეთაგან შევალს კუალად ასოთა სხუათა და განმდიდრდების იგი.
22. და რაჲზომცა განმდიდრდებოდის იგი, სხუანი უაღრესნი და უსაკჳრველესნი საქმენი ეჩუენებიან მას და ერწმუნებიან მას, ვითარცა ძესა და მკჳდრსა, საქმენი, რომელნი ვერ შესაძლებელ არიან თქუმად ბუნებისაგან კაცობრივისა, არცა სათარგმანებელ არიან ენითა და პირითა.
23. სხუასა ჟამსა ვითარცა მოხუცებული ღმრთისაჲ ფრიადისა სიყუარულისა მისისაგან, რომელი აქუს მისა მიმართ, იწყებს ვედრებად ღმრთისა სოფლისათჳს, რაჲთა ცხოვნდეს ყოველივე ადამიანი,
24. რამეთუ იწუების სიყუარულისაგან ღმრთისა და ჰნებავს ყოველთავე ცხორებაჲ და ისწავლის სიტყუასა ცხორებისასა და სასუფეველს უქადებს ქრისტესა და მოუთხრობს,
25. რაჲზომცა შესაძლებელ იყოს სმენად საიდუმლოთა მათ საღმრთოთა ზეცისათა დაუსრულებელისა მის საუკუნოჲსა, გამოუთქუმელისა მის და მიუწდომელისა.
26. სხუასა ჟამსა აღიჭურვის ყოვლითკერძოვე კაცი იგი და მიიღებს მჴედრობათა ზეცისასა სულითა წმიდითა.
27. და იწყებს ჴოცად განწყობილებსა მას მტერთასა და დასცემს მუნ მძორებსა მრავალთა მოკლულთასა.
28. სხუასა ჟამსა შეეწევის სულსა მას და იხარებენ ურთიერთას უფალი და სული იგი, და კაცი იგი არს დიდსა სიხარულსა და ნათელსა უფლისა მიმართ და ძმათა მიმართ და ლამპარი იგი ნათლისაჲ მარადის იწუების დღე და ღამე.
29. არამედ განგებულებით ყოვლითურთ კაცი იგი ვერ განთავისუფლებულ არს, კაცი იგი ყოვლითურთ არს წმიდა.
30. და კუალად ვთქუა, ვითარმედ არა არს იგი, ვითარცა ჯერ-არს.
31. გარნა კულა შუა კედელი იგი განკუეთილ არს და ძლეულ არს სიკუდილი.
32. ხოლო ოდესმე ლამპარი იგი უფროჲ განბრწყინდების და იწუების, ვიდრეღა ვერ შემძლებელ არნ კაცი იგი ტჳრთვად ბრწყინვალებასა მას და შუენიერებასა, არამედ არნ იგი, ვითარცა დაჴსნილი და კუალად ნათელი იგი ენთებიან,
33. არამედ მჭუნვარე იქმნის და ზედა ჰბურავნ საბურველი რაჲმე წინააღმდგომისა მის ძალისაჲ, ვითარცა ჰაერი რაჲმე თოვლიანი და ნისლიანი.
34. ამისთჳსცა იტყჳს ეგევითარი იგი კაცი, ვითარმედ არა ვარ ყოვლითურთ თავისუფალ.
|
|