მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი მეექვსე

 

1. თქმული მისივე, წმიდისა მამისა მაკარისი, თავი 6
2. ნეტარმან წინაწარმეტყუელმან ეზეკიელ იხილა ჩუენებაჲ და ხილვაჲ საღმრთოჲ დიდებული და დაწერა ხილვაჲ სავსჱ საიდუმლოჲთა, რამეთუ იხილა მან ვაკესა მას შინა, მდინარესა ზედა ქობრსა ეტლი ქერობინთაჲ, რომელსა აქუნდეს ოთხნი ცხოველნი სულიერნი.
3. და თითოეულსა ცხოველსა ესხნეს ოთხნი პირნი: ერთი პირი ლომისაჲ და ერთი პირი არწივისაჲ და ერთი პირი ზუარაკისაჲ და ერთი პირი კაცისაჲ. ოთხთავე კიდეთა ხედვიდეს.
4. და ფრთენი ყოველსავე პირსა თანა, რომელ არა იყო უკუანაჲ კერძი მათ თანა, არცა ზურგით კერძი, რამეთუ ზურგნი მათნი თუალითა სავსე იყვნეს და მუცელნი ეგრეთვე სავსჱ თუალებითა.
5. და არა იყო მათ თანა ადგილი, რომელსა არა იყო თუალები.
6. და ურმისთუალი ყოველსავე პირსა თანა.
7. ურმისთუალი ურმისთუალსა თანა და ურმისთუალთა მათ შინა იყო სული და ხილვაჲ ურმისთუალსა იყო ვითარცა ხილვაჲ თარშისაჲ.
8. და იხილა, ვითარცა მსგავსებაჲ საყდრისაჲ და მის ზედა მჯდომარჱ მსგავსებაჲ კაცისაჲ და ფერჴთა მისთა ქუეშე იყო საქმე საფირონისაჲ.
9. და ეტჳრთა ეტლთა მათ ქერაბინთა და ცხოველთა მათ ზედა მჯდომარე იგი მეუფჱ.
10. სადაჲთცა ენების სლვაჲ, ყოვლით კერძოვე ერთი პირი წინაჲთ არნ და ერთსა მას პირთაგანსა შეუდგიან სხუანიცა იგი პირნი და ურმისთუალნიცა.
11. და იხილა ქერაბინთა მათ ქუეშე, ვითარცა ჴელი კაცისაჲ, რომელსა ეტჳრთა და მოჰქონდეს.
12. და ესე, რომელი წინაწარმეტყუელმან იხილა, არსებით ჭეშმარიტ იყო და მტკიცე.
13. ხოლო მოესწავებოდა სხუაჲ რაჲმე „დაფარული და საღმრთოჲ საქმჱ“, „საიდუმლოსა, ჭეშმარიტად საუკუნითგან დაფარული“,
14. რომელი-იგი უკუანაჲსკნელ გამოცხადნა მოსლვითა უფლისაჲთა, და ხედვიდა საიდუმლოსა სულისასა, რომელსა ეგულებინ შეწყნარებაჲ უფლისა თჳსისაჲ და საყდარ მადლისა ყოფაჲ.
15. რამეთუ სული, რომელი ღირს იქმნას ზიარებად სულსა ნათლისა მისისასა და განბრწყინდეს შუენიერებითა გამოუთქუმელისა მის დიდებისა მისისაჲთა და განმზადოს თავი თჳსი საყდრად და საყოფლად მისა, და ყოვლით კერძოვე პირ და ყოვლადვე თუალ.
16. არარაჲ იპოვებინ მის შორის, რომელი არა სავსე არნ თუალითა სულიერითა ნათლისაჲთა. არარაჲ არნ მის შორის დაბნელებულ, არამედ ყოველი ყოვლით კერძოვე ნათელ და თუალ არნ და სულ და ყოველივე პირ არნ.
17. არარაჲ არნ მის შორის ზურგით კერძოჲ ადგილი, არამედ ყოველივე პირ არნ, რამეთუ ზის მის ზედა გამოუთქუმელი იგი შუენიერებაჲ ნათლისა ქრისტესისაჲ.
18. და ვითარცა მზჱ ყოველივე მსგავსი არს.
19. და არა არს მის თანა ადგილი ნაკლულევანი, ანუ უმეტესი, არცა უკუანაჲ ანუ წინაჲ, არამედ ყოვლითურთ დიდებულ არს ნათლითა. და ყოველივე ნათელ არს.
20. ანუ ვითარცა ნათელი იგი ცეცხლისაჲ ყოვლითურთ თჳსი მსგავსი არს და არა არს მის შორის წინაჲ ანუ უკანაჲ, უფროჲსი ანუ უმცროჲსი, ეგრეთვე სული წმიდაჲ.
21. რომელი განბრწყინდეს ნათლითა მით გამოუთქუმელითა პირისა ქრისტესისაჲთა და ეზიაროს ზიარებითა მით სულისა წმიდისაჲთა და ღირს იქმნას საყდარ და სამკჳდრელ ქრისტესა ყოფად ყოველი თუალ და პირ და ნათელ და დიდებაჲ და, ყოვლითურთ სულ იქმნების.
22. რამეთუ რომელი-იგი უტჳრთავს და ჰმოსია, იგი შეამკობს მას ესრეთ, ხოლო უფროჲსად ესრეთ ვთქუათ, ვითარმედ: რომელსა-იგი უტჳრთავს და ზე აქუს, იგი შეამკობს მას შუენიერებითა სულისაჲთა,
23. რამეთუ იტყჳს, „ვითარმედ ჴელი კაცისაჲ იყო ქერაბინთა ქუეშე“, რამეთუ იგი არს მას ზედა მჯდომარჱ და წარმმართებელი მათი და იგივე არს, რომელსა ქუეშე უტჳრთვან და აღუსუბუქებს მათ.
24. ხოლო ოთხნი იგი ცხოველნი, რომელთა ეტჳრთა ეტლები იგი, სახე არიან ოთხთა მათ მთავართა გულისსიტყუათა სულისათა.
25. და ვითარცა არწივი მთავარი არს მფრინველთაჲ და ლომი ველურთა მჴეცთაჲ და კუროჲ შინათა პირუტყუთაჲ და კაცი ყოველთავე მთავარი არს,
26. ეგრეთვე მეუფენი იგი გულისსიტყუათა სულისათანი, რომელ არიან ნებაჲ და სჳნდისი გონებაჲ და შემყუარებელი იგი ძალი სულისაჲ, რომლისაგან იქმნების სიყუარული.
27. და მათ მიერ ვალს სული და ამათ ზედა განისუენებს ღმერთი.
28. ხოლო სხუად სახედცა გულისჴმა-იყოფების ეტლი იგი ქერაბინთაჲ, რამეთუ სახე არს იგი შესაკრებელისა მის წმიდათაჲსა, რომელნი არიან ცათა შინა.
29. რამეთუ იგი არს ზედამჯდომელი იგი, და იგი არს კუალად საყდარი სულიერი საჯდომელი და განმსუენებელი თჳსი.
30. და ვითარცა მუნ იტყჳს, ვითარმედ ცხოველნი იგი იყვნეს მაღალნი და სავსენი თუალითა და ვერვინ შემძლებელ იყო რიცხჳსა ანუ სიმაღლისა ცნობაჲ,
31. რამეთუ ესე სხჳსა არავის და მიცემულ არს ცნობაჲ, რამეთუ ესე არავისდა მიცემულ არს ცნობად, და ვითარცა ვარსკულავთა ცისათა ხილვაჲ ყოველთადა მიცემულ არს, რომელთა ასხენ თუალნი,
32. ხოლო აღრიცხვაჲ მათი შეუძლებელ არს, და მცენარეთა ქუეყანისათა მიღებაჲ ყოველთადა მიცემულ არს, ხოლო რიცხჳსა მათისა ცნობაჲ შეუძლებელ არს,
33. ეგრეთვე კრებულსა მას ზეცისა წმიდათასა შესლვაჲ მიცემულ არს მათდა, რომელთა ჰნებავს ღწოლაჲ, ხოლო ცნობაჲ რიცხჳსა თავისად თჳსისა თავისადა ოდენ განუჩენია.
34. ხოლო იტჳრთვის ზედამჯდომარე იგი ეტლისა მის მიერ და საყდრისა მის თუალთა მათ ცხოველთა, ესე იგი არს, გინა თუ თითოეულისა სულისა მიერ, რომელი იქმნა საყდარ მისა და არნ იგი ყოველი თუალ და ნათელ,
35. გინა თუ ყოვლისაგანვე გუამისა შესაკრებელისა წმიდათაჲსა, რომელი-იგი არს ნათელ და თუალ, რამეთუ ზის მათ ზედა უფალი და ჰმართებს მათ ძალითა სულისა თჳსისაჲთა და, მან უწყის, უძღჳს მათ.
36. და ვითარცა ცხოველნი იგი სულიერნი არა ვიდოდეს, ვითარცა ჰნებავნ მათ, არამედ ვიდრეცა ენების ზედამჯდომელსა მას, ეგრეთვე ესენი, ვიდრეცა ენების მას და ჰმართებდეს სულითა თჳსითა, მუნ ვლენ, და კრებულნი იგი წმიდათანი არა ვლენ, ვიდრეცა ენებოს.
37. და კუალად ჴორცნი აქა იყვნიან, ხოლო სულისა გონებითა მით ზეცისაჲთა ზეცას უძღჳს.
38. და კუალად ოდეს ენებოს, მოვალს გუამად და ოდეს ენებოს, კიდეთა ქუეყანისათა გამოცხადებითა საიდუმლოჲთა უჩუენების.
39. ეჰა, საკჳრველი კეთილისაჲ მის და მხოლოჲსა უფლისაჲ.
40. ხოლო ეგრეთვე არს იქმნენ გუამნიცა მათნი აღდგომასა მას, რაჲთა სული ესრეთ პირველთაგანვე იდიდოს და შეეზაოს სულსა წმიდასა.
41. ხოლო რაჲთა არა გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ სულნი წმიდათანი ნათელსა ზეცისასა შეიმოსენ, ისმინე უფლისაჲ, რომელსა ეტყჳს მოციქულთა,
42. ვითარმედ: „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი“, რამეთუ მან ყვნა იგინი ნათელ და მათ მიერ ბრძანა განათლებაჲ სოფლისაჲ და კუალად იტყჳს: „არა აღანთიან სანთელი და დადგიან იგი ჴჳმირსა ქუეშე, არამედ სასანთლესა ზედა და ჰნათობნ ყოველსავე კაცსა.
43. ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა“.
44. ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ დაჰფარავთ, რომელი-ესე მიგიღებიან ჩემგან, არამედ მიეცით ყოველთავე, რომელთა ენებოს და ჰსუროდის.
45. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ნათელი გუამისაჲ თუალი არს და, უკუეთუ თუალი შენი ნათელ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ არს, უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს, ბნელი იგი რაჲზომის“.
46. ვითარცა თუალნი არიან მნათობ გუამისა და უკუეთუ იგინი მრთელ იყვნენ, ყოველივე გუამი ნათელ იყოს, კულა იგინი დაბნელდენ, ყოველი გუამი ბნელ არს, ეგრეთვე მოციქულნი არიან თუალ და მნათობ ყოვლისავე სოფლისა.
47. და ამისთჳს ასწავებდა მათ მაცხოვარი, ვითარმედ: „უკუეთუ თქუენ ნათელ იყვნეთ, ყოველივე სოფელი განათლებად არს.
48. ხოლო უკუეთუ ეგე თქუენ, რომელი ნათელ ხართ, დაჰბნელდეთ, მაშა ბნელი იგი რაჲღა იქმნას, რომელ არს სოფელი“.
49. ამისთჳსცა ნათელ იყვნეს მოციქულნი და განანათლნეს ნათლითა მით სულიერითა ზეცისაჲთა გულნი მორწმუნეთანი, ვითარცა თჳთ იყვნეს.
50. და მარილ იყვნეს და დაამარილნეს გულნი მორწმუნეთანი მარილითა მით წმიდისა სულისაჲთა, ვითარცა უფალი ეტყოდა, ვითარმედ: „თქუენ ხართ მარილნი სოფლისანი“.
51. ხოლო სოფლად უწოდა სულთა კაცთასა.
52. ამისთჳსცა შეზავნეს მათ სულნი კაცთანი მარილითა მით სულისაჲთა და მოაქცინეს ფრიადისა მის სიმყრალისაგან და ყვნეს იგინი ულპოლველ.
53. რამეთუ ვითარცა ჴორცი უმარილოჲ მალე დალპის და იქმნის სავსე სიმყრალითა და ყოველნივე ივლტოდიან სიმყრალისა მისგან და მატლთა საჭმელ იქმნის იგი,
54. ხოლო რაჟამს მოვიდის მარილი, მეყსეულად ივლტოდიან მატლნი და განქარდის სიმყრალე იგი რამეთუ ბუნებაჲ მარილისაჲ აღმჴოცელ არს მატლთაჲ და უჩინომყოფელი სიმყრალისაჲ.
55. ეგრეთვე სული, რომელი შეეზაოს სულსა წმიდასა და არა აქუნდეს მარილი იგი სულიერი, რომელ არს ძალი ღმრთისაჲ, დალპების იგი და აღივსების სიმყრალითა ბოროტითა გულისიტყუათაჲთა ხოლო ბოროტთა მათ მატლთა დაიბუდიან მას შინა,
56. რომელ არიან სულნი იგი უკეთურნი და მუნ იშვებიან ძალნი იგი ბნელისანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შეყროდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი“, რამეთუ იგინი შეშჭამენ და განჰხრწნიან სულთა.
57. ხოლო უკუეთუ მოიქცეს სული იგი ღმრთისა და სთხოვდეს სურვილით და სარწმუნოებით მარილსა მას ცხორებისასა,
58. კაცთმოყუარესა მას სულსა მაშინ მოვიდეს მარილი იგი ზეცისაჲ წარმწყმედელი და უჩინომყოფელი ბოროტთა მათ მატლთაჲ და სიმყრალისა მათისაჲ და განწმიდის იგი ძალითა თჳსითა და წარწყმიდნის ყოველნივე ბოროტნი და გულისსიტყუანი.
59. მაშინ იქმნის სული იგი საჴმარ ჭურჭელ მეუფისა მის ზეცისა.
60. ამისთჳსცა შჯულსა შინა სახედ და მომასწავებელად ამცნო ღმერთმან, რაჲთა მსხუერპლსა მას მარილითა დაჰმარილებენ.
61. ხოლო პირველად ცხოვარი იგი დაიკლის მღდელისა მიერ, მერმე დაიჭრის და დაიმარილის და ესრეთ დადვიან იგი ცეცხლსა ზედა.
62. უკუეთუ პირველად არა დაიკლის ცხოვარი იგი, არცა დაიმარილის, არცა შეიწირის ღმრთისა.
63. ეგრეთვე ჯერ-არს, რაჲთა ოდეს მოუჴდეს სული ჩუენი მღდელსა მას ზეცისასა, პირველად დაიკლას მის მიერ და მკუდარ იქმნას ცოდვისა მიმართ და განვიდეს მისგან უკეთურებაჲ.
64. ვითარცა სული გუამისაგან და ვითარცა ჴორცნი ვინაჲთგან განვიდეს სული მკუდარ არიან, და არღარა ცხოველ არიედ პირველითა მაცხოვარებითა, არცა ესმინ, არცა ვალნ,
65. ეგრეთვე ვინაჲთგან დაიკლას და მოაკუდინოს სული ჩუენი ჭეშმარიტმან მღდელთმოძღუარმან ქრისტე ძალითა მადლისა თჳსისაჲთა, მიერითგან მოკუდების იგი ცხორებისა მისგან ბოროტისა და არღარა ესმინ, ვერცა ზრახავს, არცაღა ვალს სიბნელესა შინა ცოდვათასა,
66. რამეთუ მადლითა ღმრთისაჲთა განვალს ცოდვაჲ და სიბოროტე მისგან, ვითარცა სული ჴორცთაგან, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ჩემდა სოფელი ჯუარცუმულ არს და მე სოფლისადა“.
67. რამეთუ სული, რომელი იყოფებოდის სოფელსა შინა და სიბნელესა ცოდვისასა და არა მომკუდარ იყოს მისგან, არამედ წუთ უკეთურებაჲ იგი მის თანა იყოს და ჰმორჩილობდეს მას, იგი არა არს ნათლისაჲ, არამედ არს იგი გუამი ბნელისაჲ და ნათელი ბნელისაჲ არს მის თანა.
68. ხოლო სულთა, თანა რომელთა იყოს სული იგი მადლისაჲ, რომელ არს ძალი წმიდისა სულისაჲ, მათ თანა არს ნაწილი იგი ნათლისაჲ.
69. ხოლო იტყჳან ვიეთნიმე ვითარმედ: „ვითარ უწოდოს სულსა გუამად ბნელისა, რომელ-იგი არა არს ბნელისათჳს დაბადებული?“
70. ისმინეთ ამისთჳს კეთილად: ვითარცა სამოსელი, რომელი გმოსიეს სხუასა შეუქმნია და შენ გმოსია და კუალად, ვითარცა სხუამან აღაშენის სახლი და შენ დაიმკჳდრი მას შინა,
71. ეგრეთვე ვინაჲთგან გარდაჰჴდა ადამ მცნებისაგან ღმრთისა და დაემორჩილა ეშმაკსა, მიერითგან მიჰყიდა თავი თჳსი ეშმაკსა და შეიმოსა ეშმაკმან სული, ვითარცა სამოსელი, კეთილი იგი და რჩეული ჭურჭელი, დაბადებული იგი ხატად ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს,
72. ვითარმედ: „განძარცუნა ყოველნი მთავრობანი და ჴელმწიფებანი ჯუარსა ზედა და განაქიქნა იგინი“, რამეთუ ამისთჳს განკაცნა უფალი, რაჲთა განაშიშულოს იგი და მოუღოს მას თჳსი ტაძარი, რომელ არს კაცი.
73. ამისთჳს ეწოდების სულსა გუამ ბნელისა, ვიდრემდის იყოს მის თანა ბნელი იგი ცოდვისაჲ, რამეთუ მუნ არს სიბოროტჱ იგი სიბნელისაჲ, ვითარცა მოციქული უწოდს გუამსა ამას ჩუენსა ჴორცად ცოდვისა და ჴორცად სიკუდილისა,
74. რამეთუ იტყჳს: „ვითარმედ განქარდენ ჴორცნი ესე ცოდვისანი“ და კუალად იტყჳს: ვინ მიჴსნას მე ჴორცთა ამათგან სიკუდილისათა?“.
75. ხოლო სული, რომელმან ირწმუნოს ღმერთი და მკუდარ იქმნას ცოდვისა მიმართ და მიიღოს ნათელი წმიდისა სულისაჲ, მიერითგან მარადის მუნ არნ გონებაჲ მისი,
76. რამეთუ შეპყრობილ არს ნათლითა მით ღმრთეებისაჲთა, რამეთუ სული კაცისაჲ არა ღმრთეებისა ბუნებისაგანი არს, არცა ბნელისა მის უკეთურებისაჲ,
77. არამედ თჳთ დაბადებული არს საცნაურ და შუენიერ და დიდი და საკჳრველ და მსაგავსება ღმრთისა და ურჩებითა შევიდა მის თანა სიბნელჱ ვნებათაჲ.
78. ხოლო აწ სული თჳსსა ნებასა ზედა არს: უკუეთუ მიიღოს ნათელი ღმრთისაჲ, მას შინა ცხონდების ყოვლითავე სათნოებითა და არს იგი განსუენებასა შინა.
79. კუალად უკუეთუ ბნელსა მას შინა ვნებათასა იყოფოდის, მას შინა ცხოველ არს ცოდვითა და სიბნელითა.
80. რამეთუ სულსა, რომელსა ენებოს, რაჲთა ცხოვნდეს ნათლითა მით და განსუენებითა საღმრთოჲთა, თანა-აც,
81. რაჲთა მოუჴდეს იგი ჭეშმარიტსა მას მღდელთმოძღუარსა ქრისტესა და დაიკლას მის მიერ და მოკუდეს სოფლისაგან და პირველისა მის ცხორებისაგან ბოროტისა და მიიცვალოს ცხორებად საღმრთოდ.
82. და ვითარცა მკუდარსა არა ესმინ არცა ჴმაჲ, არცა ზრახვაჲ კაცობრივი, არამედ მიიცვალების იგი სხუასა ადგილსა, სადა არა არიან ჴორცნი, არცა ზრახვანი კაცთანი, ეგრეთვე სული, რომელი მოკუდეს ქალაქსა მას შინა ცოდვისასა,
83. არღარა ესმის მას ჴმაჲ ბოროტთა გულისსიტყუათაჲ და არღარა იპოების მის შორის ამაოჲ წურთაჲ უკეთურებისაჲ, არცა აღძრვაჲ სულთა ბოროტთაჲ,
84. არამედ მიიცვალების იგი ქალაქსა მას მშჳდობისასა და სავსესა ნათლითა მით ღმრთეებისაჲთა და მუნ იყოფებინ და ესმინ ჴმაჲ, ჴმაჲ იგი საწადელი და მუნ არნ გონებაჲ მისი და მუნ იქმან საქმეთა სათნოებისათა, ღირსთა ღმრთისათა.
85. აწ, ძმანო, ვიღუწოთ რაჲთა დავიკლნეთ ჩუენცა, მის მიერ და მოვკუდეთ სოფლისა ამისგან ვნებათაჲსა რაჲთა მოკლას ჩუენ შორის სული იგი ცოდვისაჲ და გამოვიღოთ ჩუენ სული იგი ზეცისაჲ და მივიცვალნეთ სიბნელისაგან უკეთურებისა ნათლად ქრისტესა და ესრეთ განვისუენოთ უკუე.
86. რამეთუ ვითარცა სარბიელსა შინა ეტლთასა ცხენნი რბიან და წინაჲ იგი აყენებნ უკუანასა მას, რაჲთამცა არა წარჰჴდა მას, ეგრეთვე რბიან კაცთა შორის გულისსიტყუანი სულისანი და ცოდვისანიცა.
87. ხოლო უკეუთუ წინამოექცეს ცოდვაჲ, მიერითგან აყენებს სულსა, რაჲთა არღარა მიეახლოს ღმერთსა, რაჲთამცა ვერ მოიღო ძლევაჲ მის ზედა.
88. ხოლო სულსა, რომელსა ზედა ჯდეს უფალი და ეპყრნენ მას აღჳრნი მისნი, იგი სძლევს მას, რამეთუ უძღჳს იგი ეტლსა მას სულისასა კეთილად სიბრძნითა ზეცისაჲთა, რამეთუ არცა ებრძვის იგი ეშმაკსა, არამედ არს იგი მთავარ და ჴელმწიფე და მარადის ძლევაჲ მისი არს.
89. ხოლო ვითარცა ქერაბინნი ვლენან, არა სადა თჳთ ენებოს, არამედ სადაცა ენებოს ზედამჯდომელსა მას, რომელი-იგი ზის მათ ზედა და კუალად უტჳრთვან იგინი, რამეთუ წერილ არს,
90. ვითარმედ: „ჴელი კაცისაჲ იყო ქუეშე მათსა“, ეგრეთვე სულნი წმიდათანი, ვიდრეცა სულსა წმიდასა ენებოს ვლენან: და ოდესმე ცათა შინა და ოდესმე კიდეთა ქუეყანისათა და ოდესმე გუამთა შინა მათთა.
91. და ვიდრეცა ენებოს, მუნ ჰმსახურებენ, რამეთუ ვითარცა მფრინველისა ფერჴნი ფრთენი არიან, ეგრეთვე სულმან მან ზეცათამან ნათლისამან შეისხნის ფრთენი გულისსიტყუათანი და ღირსთა მათ სულთა, უძღჳს, ვითარცა თჳთ.
92. ხოლო შენ, რაჟამს გესმას ესე ყოველი, იცი უკუეთუ მოგიგია ესე ჭეშმარიტებით და საქმით სულსა შინა შენსა, რამეთუ ესე არა ამაო არიან, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით აღესრულებიან სულთა შინა ქრისტეანეთასა.
93. ხოლო უკუეთუ არა მიგიგიან კეთილნი ესე, მაშა თანა-გაც, რაჲთა იგლოვდე და სწუხდე მარადის, რამეთუ წუთ მკუდარ ხარ სოფლისა მისგან ცხოველთაჲსა და უცხო.
94. ვითარცა კრული და წყლული ღაღადებდ უფლისა მიმართ და ითხოვდი სარწმუნოებით, რაჲთა ღირს იქმნე ჭეშმარიტსა მას ცხორებასა.
95. რამეთუ ვითარცა რაჟამს დაჰბადა გუამი ესე ჴორცთა ჩუენთაჲ, არა მისცა მას, რაჲთამცა თჳსისა ბუნებისაგან, ანუ თჳსთა ჴორცთაგან აქუნდა ცხორებაჲ, საჭამადი, გინა სასუამადი, გინა სამოსელი, არამედ ყოველი განგებულებაჲ და ცხორებისა მისისა განგებაჲ გარეშეთ მოსცა მას.
96. და ჴორცნი ოდენ დაჰბადნა შიშუელნი, და თჳნიერ გარეშეთა ჴორცნი ვერ ცხოვნდებიან, რომელ არს საჭამადი, ანუ სასუამადი, ანუ სამოსელი.
97. ხოლო უკუეთუ თჳსსა ოდენ ბუნებასა ზედა ეგოს და გარეშე თჳსისა მის ბუნებისა არა იჴმაროს, განიხრწნების და წარწყმდების.
98. ეგრეთვე სული დაიბადა ღმრთისა მიერ ხატად თჳსად და ესრეთ განაგო, რაჲთა არა თჳსისა ბუნებისაგან აქუნდეს სულსა საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ, არამედ მისისა ღმრთეებისაგან და მისისა სულისაგან და მისისა ნათლისაგან აქუნდეს საზრდელი იგი ზეცისაჲ და სამოსელი სულიერი.
99. და ესე არს სულისა ჭეშმარიტი ცხორებაჲ.
100. და ვითარცა ჴორცთა ცხორებაჲ ქუეყანისაგან არს და თჳნიერ მისსა ვერ ცხონდებიან, ეგრეთვე სული, უკუეთუ წინაჲთგანვე ქუეყანასა მას შინა ცხოველთასა არა იყოს და მუნ აღიზარდოს სულიერად და აღორძნდეს სულისა მიერ წარმართებითა სათნოებათაჲთა
101. და შეიმოსოს ღმრთისაგან სამოსელი გამოუთქუმელისა და ზეცისა შუენიერებისაჲ და არა იყოს მის ბუნებისაგან თჳნიერ მის საზრდელისა განსუენებით ცხორებად ვერ შემძლებელ არს,
102. რამეთუ ბუნებასა მას საღმრთოსა აქუს პური ცხორებისაჲ, რომელმან-იგი თქუა: „მე ვარ პური ცხორებისაჲ“.
103. და აქუს ღჳნოჲცა, რომელ ჭეშმარიტად ახარებს გულსა კაცისასა.
104. და აქუს ზეთიცა, რომელ-იგი არს საცხებელი სიხარულისაჲ და მრავალსახე საზრდელი ზეცისაჲ სულიერი და სამოსელი ნათლისაჲ ზეცათაჲ, რომელ-იგი არნ სულისაგან ღმრთისა და ამას შინა არნ ცხორებაჲ სულისაჲ.
105. ვაჲ არს ჴორცთაჲ რაჟამს თჳსსა ოდენ ბუნებასა შინა ეგნენ, რამეთუ განიხრწნებიან და მოკუდებიან.
106. და ვაჲ არს სულისა მის, რომელი თჳსსა ოდენ ბუნებასა ზედა დგეს და საქმეთა თჳსთა ესვიდეს და არა აქუნდეს სულისა წმიდისა ზიარებაჲ, რამეთუ ეგევითარი მოკუდების და არა ღირს იქმნების ცხორებასა მას ღმრთეებისასა.
107. რამეთუ ვითარცა უძლური, რაჟამს მისწყდის სრულიად საჭამადსა და სასუამადსა, განსაწირავ არნ იგი რამეთუ ტიროდიან მის ზედა ყოველნივე მოყუარენი და თჳსნი მისნი,
108. ეგრეთვე სახედ არნ ღმერთი და ყოველნი ანგელოზნი მრავალნი სულსა ზედა, რომელი არა ეზიარებოდის საზრდელითა მით წმიდისა სულისაჲთა და იყოს უხრწნელებით.
109. ხოლო ესე ყოველი არა სიტყუანი ოდენ არიან, არამედ საქმე სულიერი, საქმე ჭეშმარიტებისაჲ, რომელი აღესრულების სულსა შინა მისსა ღირსსა და სარწმუნოსა.
110. ხოლო აწ უკუეთუ ქმნილ ხარ შენ საყდარ ღმრთისა და უკუეთუ ზის შენ ზედა ზეცათა იგი მეუფჱ და უკუეთუ იქმნა სული შენი ყოვლითურთ თუალ და ნათელ და უკუეთუ სუამ წყლისა მისგან საღმრთოჲსა და სულიერისა მისგან ღჳნისა,
111. რომელი ახარებს გულსა კაცისასა და უკუეთუ ჰმოსია სულსა შენსა სამოსელი გამოუთქუმელისა მის ნათლისაჲ, უკუეთუ ესე ყოველი შინაგანსა კაცსა მოუგია გულსავსებით, გიხაროდენ, რამეთუ გაქუს შენ ცხორებაჲ საუკუნოჲ და მიერითგან განისუენებს სული შენი უფლისა თანა.
112. ხოლო უკუეთუ ესე ყოველი ღმრთისაგან ჭეშმარიტებით არა მოგიგია, მაშა, ტიროდე და წუხდი და გოდებდი, რამეთუ ესევითარი საუკუნოჲ სიმდიდრე და ცხორებაჲ არა მოგიგია და ტკივილი გაქუნდინ მარადის სიგლახაკისათჳს სულისა.
113. და ევედრებოდე ღმერთსა, რამეთუ ბოროტსა სიგლახაკესა ცოდვისასა მდგომარე ხარ.
114. ხოლო ნეტარ, თუმცა ბარე ტკივილი ვის აქუნდა თჳსისა სიგლახაკისათჳს, და რაჲთა არა იყოს სრულიად უზრუნველობასა შინა, ვითარცა მაძღარი, რამეთუ რომელსა ტკივილ აქუნდეს და ევედრებოდის უფალსა მარადის,
115. ადრე ჰპოებს იგი გამოჴსნასა და სიმდიდრესა ზეცისასა, ვითარცა იტყჳს უფალი უსამართლოჲსა მის მსაჯულისათჳს სიცრუვისა და ქურივისა მისთჳს და თქუა: „რაჲზომ უფროჲს ყოს ღმერთმან საშჯელი მათი, რომელნი ღაღადებენ მისა მიმართ დღე და ღამჱ, მისთჳს ადრე“.
116. რამეთუ მისი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.