მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი მეხუთე

 

1. თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისა, თავი 5
2. ..............მიითრევნ იგი სამოსელსა თჳსსა და არა მოიზიდავნ, არამედ მიუტევის იგი ცეცხლსა მას შინა დაწუვად და ეკალთა მიერ დახევად და ესრეთ ადრე წარწყმიდის და განხრწნის იგი სამოსელი და კეთილი იგი წმიდაჲ მისი თჳსითა დაჴსნილობითა და უკრძალველობითა. ხოლო უკუეთუ არა ეკრძალებინ, თჳთცა შებრკოლდინ ანუ ცეცხლსა შთავარდის, ანუ წყალსა და ესრეთ წარწყმდის.
3. ეგრეთვე სულსა ჰმოსიან ჴორცნი, ვითარცა სამოსელი, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ და განკითხვაჲ მიცემულ არიან მისდა, ვითარცა თუალნი, რომელნი უძღჳან სულსა,
4. რაჟამს-იგი წარჰვლიდეს ეკალთა მათ და კაპანთა და მწჳრესა მას და ცეცხლსა, რომელ არიან გულისთქუმანი და განსაცდელნი ამის სოფლისანი.
5. ხოლო თანა-აც, რაჲთა ყოვლით კერძოვე სიმჴნით და კრძალულებით ვიდოდის, რაჲთა თავიცა თჳსი მშჳდობით დაიცვას და ჴორცნიცა თჳსნი შეუგინებელად,
6. რაჲთა არა მიემთხჳოს იგი ეკალთა და კუროჲსთავთა ამის სოფლისათა, რომელ არიან ზრუნვანი და უცალოებანი საქმეთა შინა ამაოთა და ესრეთ ცეცხლითა მით გულისთქუმათაჲთა დაიწუას.
7. ხოლო ესრეთ ეკრძალებოდის, რაჲთა თუალი მისი არა ხედვიდეს ბოროტსა, ეგრეთვე ყურნი მისნი არა ისმენდენ უჯეროსა.
8. კუალად რაჲთა ფერჴთა თჳსთა აყენებდეს გზასა ბოროტსა სლვად, რამეთუ სულსა აქუს ნებაჲ და უკუეთუ ენებოს,
9. შემძლებელ არს გარემიქცევად ასოთა ჴორცთასა გზისაგან ბოროტთა და სმენისაგან ბოროტისა საქმეთა და საერისკაცოთა და აყენებს თავსა თჳსსა მიმოტაცებისაგან დაიცავს გულსა თჳსსა, რაჲთა არა მიმოიტაცებოდის გულისსიტყუათა შინა სოფლისათა.
10. და უკუეთუ ესრეთ იღუწიდეს და ისწრაფდეს და შეიკრძალნეს ასონი გუამისა თჳსისანი გუილსთქუმათაგან და საქმეთა ამის სოფლისათა, მაშინ დაიცავს სამოსელსაცა თჳსისა გუამისასა განურყუნელად და თავსაცა თჳსსა გულისჴმის-ყოფითა და განკითხვითა განერების მშჳდობით.
11. ხოლო ესე ყოველი შეწევნითა უფალთაჲთა მოეცემის.
12. და უკუეთუ თავსა თჳსსა ყოვლითა ძალითა თჳსითა გარე-მიაქცევდეს გულისთქუმათაგან, მერმე მოეცემის მას უფლისა მიერ შეწევნაჲ, რაჲთა ჭეშმარიტად განერეს საფრჴეთაგან ამის სოფლისა.
13. რაჟამს იხილოს უფალმან სული, ვითარმედ ევლტოდის გემოთა ამის სოფლისათა და ზრუნვათა და უცალოებათა და წარტყუენვასა გონებისასა და ამის ყოვლისაგან დაიცავს თავსა თჳსსა და ჴორცთაცა თჳსთა,
14. მაშინ მოუვლენს მას უფალი თჳსისა მადლისა შეწევნასა და დაჰფარავს, რაჲთა მშჳდობით და უცთომელად განვლოს ბოროტი ესე საწუთროჲ.
15. და ესრეთ ჰპოვებს სული იგი სიხარულსა ზეცისასა, რამეთუ განუხრწნელად დაიცვა სამოსელი ჴორცთა თჳსთაჲ და თავიცა თჳსი, რაჲზომცა შეეძლოს, განარინოს ყოვლისაგანვე გემოჲსა ამის სოფლისა და შეწევნითა მისითა კეთილად განვლოს საბრძანებელი იგი ამის სოფლისაჲ.
16. ხოლო უკუეთუ სული უდებებით და დაჴსნილობით ვიდოდის საწუთროსა ამას და არა ევლტოდის ყოველთა გულისთქუმათა სოფლისათა და არა უფალსა ოდენ სურვილით ეძიებდეს,
17. ეგევითარი იგი განიგუმირის ეკალთაგან ამის სოფლისათა და ცეცხლითა გულისთქუმათაჲთა ამას დაიწუვის სამოსელი გუამისა მისისაჲ და შეიგინის მწჳრითა გემოთმოყუარებისაჲთა და ესრეთ არა აქუნ კადნიერებაჲ დღესა მას საშჯელისასა,
18. რამეთუ არა დაიცვა სამოსელი თჳსი შეუგინებელად, არამედ განხრწნა იგი გულისთქუმათა მიერ და მერმე განვარდის სული იგი სასუფეველისაგან.
19. ხოლო რაჲ უყოს უფალმან სულსა მას, რომელი ნეფსით თჳსით გულისთქუმათა და გემოთა სოფლისათა მისცემდეს თავსა თჳსსა,
20. რამეთუ უფალი მას შეეწევის, რომელი ევლტოდის გემოთა ამის სოფლისათა და აიძულებდეს გონებასა თჳსსა, რაჲთამცა მარადის უფალსა იგონებდა და უვარ-ყოს თავი თჳსი და მას ეძიებდეს.
21. ეგევითარსა მას დაიცავს უფალი რომელი იმარხვიდეს თავსა თჳსსა საბრჴეთაგან სოფლისათა, შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა ეძიებდეს.
22. და არა იყოფებოდის იგი გულისსიტყუათა შინა ბოროტთა, არამედ მარადის თავსა თჳსსა იმარხვიდეს და წყალობასა მისსა ეძიებდეს და ესრეთ მადლითა ცხონდებოდის.
23. რამეთუ, აჰა ეგერა, ხუთნი იგი ქალწულნი ბრძენნი, რომელთა განიფრთხვეს და უვარ-ყვეს უცხოჲ იგი ბუნებაჲ და აღიღეს ზეთი ჭურჭელთა შინა გულისათა, რომელ-იგი არს მადლი სულისა წმიდისაჲ, იგინი შევიდეს სიძისა თანა სასძლოსა მას ზეცისასა.
24. ხოლო სხუანი იგი ცოფნი, რომელნი დაშთეს თჳსსავე ბუნებასა, არა ისწრაფეს, რაჲთამცა მიიღეს ზეთი იგი სიხარულისაჲ ჭურჭელთა შინა გულისა მათისათა, ვიდრეღა იყვნეს ჴორცთა შინა, არამედ მიეძინა უდბებისა და დაჴსნილობისაგან ზუაობითა სიმართლისაჲთა.
25. ამისთჳსცა კარი სასძლოჲსაჲ მის დაეჴშა მათ ზედა, რამეთუ ზეცისა სიძესა მას არა სათნო-ეყვნეს, არამედ შეიკრნეს იგინი სიყუარულითა სოფლისაჲთა და სიყუარული და ტრფიალებაჲ მათი არა იყოს ზეცისა სიძისა მიმართ.
26. რამეთუ სულნი, რომელნი უზეშთაეს ამის ბუნებისა მათისა სიწმიდესა წმიდისა სულისასა ეძიებდენ, ყოველი სიყუარული მათი უფლისა მიმართ არს და მისსა სიყურულსა შინა ვლენან, მას ითხოვენ, მას იგონებენ, მას იწურთიან.
27. ყოველსავე დაუტევებენ სიყუარულისათჳს მისისა.
28. ამისთჳს ღირს იქმნნიან მიღებად ზეთსა მას მადლისასა და განეშორნიან დაუცემელად და სათნო-ეყვნიან სიძესა მას ზეცისასა.
29. ხოლო სულნი, რომელნი თჳსსავე ბუნებასა შინა დაშთენ, მათნი გონებანი ქუეყანასა ზედა ვლენან და ქუეყანისასა იგონებენ.
30. დაღაცათუ იგინი აგონებენ, ვითარმედ სიძისანი არიან და დაღაცათუ ჰგონებენ, ვითარმედ შემკულ არიან ჴორციელითა სიმართლითა, არამედ არა ზეცით შობილ არიან იგინი მამისა მისგან ზეცათაჲსა და ამისთჳს არა აქუს მათ ზეთი იგი სიხარულისაჲ.
31. ხოლო უკუეთუ ხუთთა მათ საცნობელთა სულისათა, რომელ არიან: მეცნიერებაჲ, განკითხვაჲ, გულისჴმის-ყოფაჲ, მოთმინებაჲ და წყალობაჲ, უკუეთუ ამათ მიიღონ ზეცისა იგი მადლი და სიწმიდჱ სულისაჲ, ჭეშმარიტად იყვნენ იგინი ქალწულ ბრძენ.
32. უკუეთუ კულა თჳსსა ბუნებასა შინა დარჩენ, იპოვნენ ცოფ და შვილ სოფლისა, რამეთუ არა აღიძარცუეს მათ სული იგი სოფლისაჲ, დაღაცათუ აგონებენ, ვითარმედ სიძისა მიერ სძალ არიან.
33. და ვითარცა სულნი, რომელნი უფლისა შემშჭუალულ იყვნენ მარადის, მის თანა არიან გონებანი მათნი, ეგრეთვე კუალად სულნი, რომელნი შემშჭუალულ იყვნენ სიყუარულსა ამის სოფლისასა, მარადის გონებაჲ მათი მუნ არს და სიღრმესა მას დანთქმულ არიან.
34. ამისთჳსცა არა მიიცვალებიან იგინი კეთილისა მიმართ.
35. ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა შევზავოთ გონებასა ჩუენსა თანა უცხოჲ იგი ბუნებაჲ ზეცისაჲ, რაჲთა შეუძლოთ შესლვად სასძლოსა მას ზეცისასა ქრისტეს თანა და პოვნად საუკუნოსა მას ცხორებასა.
36. რამეთუ ვითარცა უცხოჲ ბუნებისაგან ჩუენისა უკეთურებაჲ შევიწყნარეთ ურჩებითა პირველქმნულისა ადამისითა და ჟამთა მრავალთაგან უცხოჲ გუექმნა ჩუენ, ვითარცა ბუნებითი, ეგრეთვე კუალად გჳღირს ჩუენ,
37. რაჲთა მოვიგოთ უცხოჲ იგი ჩუენგან მადლი წმიდისა სულისაჲ და ამის მიერ უკეთურებაჲ იგი განვდევნოთ და პირველსავე მას სიწმიდესა მივსწუდეთ.
38. რამეთუ უკუეთუ არა მოვიგოთ ზეცისა იგი წმიდისა სულისა სიყუარული აწვე მრავალითა თხოვითა და ვედრებითა და სარწმუნოებითა და სივლტოლითა სოფლისაჲთა
39. და უკუეთუ არა განწმინდეს უკეთურებითა შეგინებული ესე ბუნებაჲ ჩუენი სიყუარულითა უფლისაჲთა და აღსასრულადმდე მცნებათა შინა მისთა ვიყოფვოდი, სასუფეველსა მისსა ვერ ვჰპოებთ.
40. ხოლო მნებავს წულილისა რაჲსამე და ღრმისა სიტყჳსა თქუმად: ძალისაებრ განაჴორციელა თავი თჳსი მიუწთომელმან მან და უხილავმან და თუალთშეუდგამმან ღმერთმან მიუწთომელისა მის და მოუგონელისა სახიერებისა მისისათჳს.
41. და რაჲთა ესეცა ვქუათ, დაიმცირა თავი თჳსი, რაჲთა შეჰზაოს უხილავთა მათ და საცნაურთა დაბადებულთა თჳსთა, ხოლო ვიტყჳ სულთა წმიდათა და ანგელოზთასა, რაჲთა ესრეთ მიიღონ მათცა ცხორებაჲ უკუდავებისაჲ.
42. რამეთუ თჳთეული ბუნებისაებრ თჳსისა ჴორციელ არს: ანგელოზნიცა და სულიცა კაცისაჲ და ეშმაკიცა.
43. დაღაცათუ წულილ არიან ჴორცნი მათნი, არამედ არსებითა მით და ხატითა წულილითა მის ბუნებისაჲთა ჴორციელ არიან.
44. და ვითარცა გუამი ესე ჩუენი არსებითა ზრქელ არს, ეგრეთვე სული ჴორციელ არს წულილი და შეიმოსიან ასონი ამის გუამისანი, მიიღო თუალი, რომლისა მიერ ხედავს და ყურნი, რომლითა ესმის და ჴელი.
45. და ესრეთ ყოველივე გუამი და ასონი მისნი შეიმოსნა სულმან და შეეზავა ყოვლითურთ ჴელი ჴელსა და ფერჴი ფერჴსა, თუალი თუალსა და ყური ყურს, რომელთა მიერ იქმს ყოველთავე ღონითა.
46. ეგრეთვე სხუად მიუწდომელ და მიუთხრობელ და მოუგონებელ სახიერებაჲ ღმრთისაჲ დაამცირებს თავსა თჳსსა მიუწთომელისა მის დიდებისა მიერ კაცთმოყუარებითა თჳსითა
47. და განჴორციელდების და შეეზავების სარწმუნოთა და ღირსთა მისთა სულთა და შეიტკბობს მათ და იქმნების მათ თანა ერთ სულ, სიტყჳსაებრ პავლესსა, სული სულსა შინა და არსებაჲ არსებასა შინა,
48. რაჲთა შემძლებელ იქმნენ ღმრთეებასა შინა ცხორებად და იხილონ გემოჲ უკუდავისა მის ცხორებისაჲ და უხრწნელისა სიტკბოებისა მისისაჲ და თანამდებ იქმნენ დიდებასა მას გამოუთქუმელსა.
49. რამეთუ უკუეთუ არარაჲსაგან არსად მოიყვანა ხილული ესე სოფელი თითოსახითა განყოფილებითა, რომელი-იგი უწინარეს დაბადებისა არა იყო, ხოლო ინება და ადვილად დაჰბადა არარაჲსაგან და შექმნნა არსებანი მსხჳლნი და ფიცხელნი.
50. ხოლო მსხჳლად ვიტყჳ ქუეყანასა, მთათა, ხეთა.
51. ხედავა სიფიცხლესა ბუნებასა მთათასა?
52. კუალად დაჰბადნა ბუნებანი რომელ არიან წყალნი, და მათგან განაგო გამოსლვაჲ მფრინველთაჲ.
53. და კუალად დაჰბადნა უწულილესნი ბუნებანი, რომელ არიან ჰაერნი და ქარნი, რომელ-იგი დაღაცათუ უხილავ არიან, არამედ ჴორციელ არიან იგინიცა.
54. ფრიად მიუწთომელმან სიბრძნისა მისისა ჴელოვნებამან არარაჲსაგან დაჰბადნა ბუნებანი ფიცხელნი ლბილნი და მსხჳლნი და წურილნი?
55. ხოლო ესე ყოველი ქმნა მან და ოდეს ინებოს სახიერებით, რომელი-იგი თჳთ არს დაუსაბამოჲ, ვერმცა იცვალაა, ვითარცა ენებოს?
56. რამეთუ დაამტკიცებს თავსა თჳსსა და ჴორციელ იქმნების და შეეზავების წმიდათა და ღირსთა სულითა, რაჲთა იხილვოს უხილავი იგი და შეიხოს შეუხებელი იგი ბუნებისაებრ სიწლოჲსა მის სულისა,
57. რაჲთა იხილოს სულმან გემოჲ სიტკბოებისაჲ და ნათლითა მისითა განბრწყინდეს და გამოუთქუმელისა მისგან განსუენებისა გამოცდილებაჲ რაჲმე მოიღოს.
58. ოდეს ენებოს, ცეცხლ ექმნების იგი და დასწუავს ყოველთა ვნებათა სულისათა, რამეთუ წინაწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი ჩუენი ცეცხლ შემწუველ არს“.
59. კუალად, ოდეს ენებოს, იქმნების განსუენება გამოუთქუმელ, რაჲთა განისუენოს სულმან და იშუებდეს ეღმრთეებითა.
60. კუალად, ოდეს ენებოს, იქმნების იგი სიხარულ და მშჳდობა და ჰფარავნ სულსა მას.
61. და უკუეთუ ენებოს, შესცვალებს თავსა თჳსსა და იქმნების ვითარცა ერთი დაბადებულთაგანი სიხარულად და მხიარულებად სულისა, ანუ ქალაქად ნათლისა იერუსალჱმად, ანუ მთად ზეცისად სიონად.
62. შემძლებელ არს ყოფად, ვითარცა ენებოს წერილისაებრ, რომელი იტყჳს: „მოსრულ ხართ თქუენ მთასა სინასა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა იერუსალჱმსა ზეცისასა“.
63. ყოველივე წინაშე მისსა ადვილ არს.
64. ვითარცა ენებოს, შეიცვალების და ეჩუენების წმიდათა და სარწმუნოთა სულთა.
65. ოდენ თანა-აც სულსა ღუწოლაჲ, რაჲთა იქმნას საყუარელ და სათნო მისა და თჳთ რაჟამს მისწუდეს საზომსა მას საქმით, იხილნეს გამოუთქუმელნი კეთილნი ღმრთისანი და შუებაჲ გამოუთარგმანებელი და სიმდიდრე ღმრთეებისაჲ მიუწდომელი.
66. ჭეშმარიტად, „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, გულსა კაცისასა არა მოუჴდა“, ვითარ-იგი სული უფლისაჲ შეიცვალების განსუენებად და სიხარულად ცხორებად საუკუნოდ ღირსისა სულისა,
67. რამეთუ მიამსგავსებს თავსა თჳსსა საჭმელსა სულიერსა და სამოსელსა და შუენიერებასა გამოუთქუმელსა, რაჲთა განუსუენოს გამოუთქუმელად და აღავსოს სიხარულითა სულიერითა ღირსი და სარწმუნოჲ სული.
68. ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან ჭამოს ჴორცი ესე ჩემი, ცხონდეს უკუნისამდე“. და „მე ვარ პური ცხორებისაჲ“.
69. და „რომელი სუმიდეს წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, ექმნას მას წყარო წყლისა მდინარისა ცხორებად საუკუნოდ“.
70. და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „ყოველნივე მითვე სულითა განვნათლდით“.
71. და თითოეულსა წ~ა, ვითარცა ენება, ეჩუენა და ვითარცა ჯერ-იყო: სხჳთა სახითა აბრაჰამსა და სხჳთა – იაკობსა, სხჳთა – ნოეს და დანიელს, დავითს, სოლომონს და იოსებს და თითოეულსა წმიდათა წინაწრმეტყუელთა .................
72. ხოლო სული, რომელი ღირს იქმნას ფრიადითა სურვილითა და სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეწყნარებად ძალისა მიერ ზეცით
73. და რაჟამს შეეზაოს ასოთა მიერ სიყუარული იგი სულისა წმიდისაჲ პოოს ცეცხლი იგი ზეცისაჲ უკუდავისა მის ცხორებისაჲ, მიერითგან განიჴსნების ჭეშმარიტებით ყოვლისაგანვე სოფლისა ამის და განთავისუფლდების ყოვლისაგანვე საკრველისა უკეთურისა.
74. და ვითარცა რკინაჲ ანუ ბრპენი, ანუ რვალი, ანუ ოქროჲ, ანუ ვეცხლი, რომელი ცეცხლსა შთავარდის, მოლბების სიფიცხლისა მისგან თჳსისა.
75. და ვიდრე ცეცხლსა შინა იყოს, ლბილ არნ იგი და უცხო ბუნებისაგან თჳსისა ძალისა მისგან ცეცხლისა, ეგრეთვე სული, რომელმან უვარ-ყოს სოფელი და უფალი ოდენ შეიყუაროს და მას ეძიებდეს ფრიადითა მოსწრაფებითა
76. და შეიწყნაროს ზეცისა იგი ღმრთეებისა სიყუარულისა მის წმიდისა სულისა, მაშინ ჭეშმარიტებით განიჴსნების ყოვლისაგან სიყუარულისა ამის სოფლისა და ყოვლისაგან უკეთურებისა ვნებათაჲსა განთავისუფლდების და ბუნებითისა მისგან სიფიცხლისა ცოდვისა შეიცვალების.
77. და ოდენ განისუენებნ სიძესა მას ზეცისასა თანა, რომლისა შეწყნარებად ღირს იქმნა და იხარებნ სული იგი მჴურვალედ სიყუარულითა მისითა.
78. ხოლო გეტყჳ შენ, ვითარმედ საყუარელნიცა და სასურველნი იგი ძმანი, უკუეთუ დაახრწევდენ მას მისისა სიყუარულისაგან, მათცა განიშორებს, რამეთუ იგი არს ცხორებაჲ მისი და ჭეშმარიტი განსუენებაჲ სულიერი, გამოუთქუმელი იგი ზიარებაჲ სიძისა მის ზეცათაჲსაჲ,
79. რამეთუ უკუეთუ ჴორციელისა ქორწინებისა სიყუარული განაშორებს კაცსა მამისაგან და დედისა და ძმათა და ყოველივე გარეწრადვე უჩნს, მას დაღაცათუ ვინმე უყუარდეს, გარეწარად ხედავნ მას.
80. და იგი ოდენ ჴორციელი ზიარებაჲ ყოველსავე სიყუარულსა დაჰჴსნის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე ერთ ჴორც“.
81. ხოლო უკუეთუ ჴორციელი სიყუარული ესრეთ მოსწყუედს კაცსა ყოვლისაგან სიყუარულისა, მაშა რომელნი ღირს იქმნენ სურვილსა მას ზეცისასა და სიყუარულსა მას წმიდისა სულისასა ზიარებად,
82. ვითარმცა არა უფროჲსად მოსწყუედდა ყოვლისაგან სიყუარულისა ამის სოფლისა და ყოველივე გარეწარად უჩნ მათ.
83. რამეთუ იიძულებიან იგინი და განიგურიმებიან საღმრთოჲთა მით ტრფიალებითა და მას ოდენ იგონებდიან და მას შინა ვიდოდიან და მუნ არნ გონებაჲ მათი, მარადის ძლეული საღმრთოჲთა მით სიყუარულითა.
84. ამისთჳსცა, ჵ საყუარელნო ძმანო, ვინაჲთგან ესოზომნი კეთილნი წინა-გჳსხენ და ესევითარნი აღთქუმანი მოცემულ არიან ჩუენდა, მოვედით და განვაგდოთ ჩუენგან ყოველივე წინააღმდგომი ვნებაჲ
85. და დაუტეოთ ყოველივე სიყუარული სოფლისაჲ და მისა მიმართ ოდენ დავდვათ ყოველი სურვილი ჩუენი, რაჲთა ვპოოთ სიყუარული სულისაჲ გამოუთქუმელი, რომილსათჳს ფრიად გუასწავლის ჩუენ ნეტარი პავლჱ,
86. რაჲთა მას მივსდევდეთ და ესრეთ შემძლებელ ვიქმნნეთ სიფიცხლისა მის ჩუენისაგან შეცვალებად შეცვალებითა მით მარჯუენისა მაღლისაჲთა და სილბილედ სულიერად მოსლვაჲ დაგურემულნი ტრფიალებითა საღმრთოჲთა.
87. რამეთუ, აჰა ესერა, უფალი სულგრძელ გუექმნების ჩუენ და მოელის მოქცევასა ჩუენსა მისა მიმართ.
88. და დაღაცათუ ჩუენ უგულისჴმოებისა ჩუენისაგან და ჩუეულებისაგან ბოროტისა გარე-მოვიქცევით ცხორებისაგან და არა გუნებავს ჭეშმარიტად სინანული,
89. არამედ იგი კაცთმოყუარჱ სულგრძელ არს ჩუენ ზედა და მოელის თუ ოდეს მოუჴდეთ მას, და ჭეშმარიტებით განახლდეს შინაგანი კაცი და არა ჰრცხუენეს პირთა ჩუენთა დღესა მას სასჯელისასა.
90. დაღაცათუ ძნელ-გჳჩნდეს ჩუენ მისლვაჲ მისსა სიფიცხილსათჳს სათნოებათაჲსა უფროჲსად განზრახვისაგან წინააღმდგომისა, რომელი ისწრაფის დახრწევასა ჩუენსა კეთილისაგან, ხოლო უფალი მარადის მოელის სინანულსა ჩუენსა,
91. და დაღაცათუ დავეცნეთ ცოდვითა, არა სირცხჳლ-უჩნს მას კუალად შეწყნარებაჲ ჩუენი, ვითარცა წინაწარმეტყუელისა მიერ იტყჳს: „ნუუკუე რომელი-იგი დაეცის, არა აღდგისა, ანუ რომელი მიიქცის, არღა მოიქცისა?“
92. ოდენ ჩუენ მცირედ განვიფრთხოთ და გულისსიტყუაჲ კეთილი მოვიგოთ და მოვიქცეთ მისა მიმართ და იგი მზა არს ცხორებად ჩუენდა, ოდენ ჩუენ წარვემართნეთ მისა მიმართ ნეფსით ჩუენით სარწმუნოებით და სიყუარულით და გულსმოდგინებით, ხოლო ძალსა თჳთ იგი მოგუცემს ჩუენ.
93. ხოლო აწ ვისწრაფოთ ჩუენ, ჵ შვილნო საყუარელნო, და აღვიძარცოთ ყოველი ჩუეულებაჲ ბოროტი და უდებებაჲ და დაჴსნილობაჲ ახოვნად მზა ვიყვნეთ შედგომად მისა.
94. და ნუმცა ვადროებთ დღითი დღე, რამეთუ არა უწყით, თუ ოდეს იყოს განსლვაჲ ჩუენი ჴორცთაგან.
95. რამეთუ დიდ და გამოუთქუმელ არიან აღთქუმანი იგი ქრისტეანეთანი და ერთისა სულისა მორწმუნისა დიდებასა ვერ შეესწორების ყოველივე შუენიერებაჲ და სამკაული სიმდიდრისაჲ და საშუებელისა ხილულისაჲ.
96. ხოლო ყოვლითა გულითა და მიცემაჲ თავთა ჩუენთა ჴელთა უფლისათა და უვარის-ყოფაჲ ნებათა ჩუენთაჲ სიტყჳსაებრ სახარებისა და დატევებაჲ სულთა ჩუენთაჲ და შეყუარებაჲ იესუსი ოდენ?
97. არამედ, აჰა, ეგეზომი დიდებაჲ აღგჳთქუა უფალმან რავდენი სახიერებაჲ აჩუენა ჩუენ ზედა პირველითგან და უკუანაჲსკნელ თჳთ მოწყალებითა გამოუთქუმელითა მოვიდა და ჯუარსეცუა ღმერთი ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ ცხორებად მოგუაქცინეს.
98. და ამას ყოველსა ზედა ჩუენ არავე დაუტეობთ ნებათა ჩუენთა და სიყუარულსა სოფლისასა და ჩუეულებათა ბოროტთა და ამისთჳს მცირედ მორწმუნე ვიქმნებით ჩუენ, და ნუუკუე სრულიად ურწმუნო.
99. ხოლო იგი სულგრძელებითა უხილავად გუფარავს ჩუენ და არა ცოდვათაებრ მოგუაგებს, რაჲთამცა მიგუცნა სრულიად ცოდვასა.
100. არცა მიგჳშუებს ჩუენ სრულიად წარწყმედად, რამეთუ ელის სინანულსა ჩუენსა.
101. არამედ ვეკრძალნეთ და ნუმცა უგულებელს-ვჰყოფთ სახიერებასა მისსა.
102. თუ არა, მეშინიან, ნუუკუე ესრეთ უდებებითა ვიქცეოდით და დაემტკიცოს ჩუენ ზედა სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, რომელსა იტყჳს: „ანუ სიმდიდრესა სახიერებისა მისისასა უგულებელს-ჰყოფ და არ უწყი, ვითარმედ მაცხოვარებაჲ უფლისა სინანულად მიგიზიდავს ჩუენ“.
103. რამეთუ უკუეთუ იგი სულგრძელ გუექმნებოდის და ჩუენ უფროჲსად ვცოდვიდეთ და შევსძინოთ ძჳრი ძჳრსა ზედა, მაშინ უდებებითა ჩუენითა აღვაორძინებთ საშჯელსა ჩუენსა და მოვალს ჩუენ ზედა შემდგომი იგი სიტყუაჲ მოციქულისაჲ:
104. „ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისასა და გამოჩინებასა სიმართლისა საშჯელისა ღმრთისასა“,
105. რომელი მიაგებს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ, რამეთუ დიდად და გამოუთქუმელად სულგრძელ ექმნების ღმერთი ნათესავსა კაცთასა.
106. ოდენ ჩუენ განვიფრთხოთ და მისა მოვიქცეთ, რაჲთა ვპოოთ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
107. ხოლო უკუეთუ კაცი ხედვიდეს სახიერებასა და სულგრძელებასა ღმრთისასა, რამეთუ არა მიაგებს მას საქმეთაებრ მისთა, არამედ მოელის სინანულსა მისსა,
108. და უფროჲსად შეურაცხ-ჰყოფდეს მცნებათა მისთა შესძინოს ცოდვაჲ ცოდვასა ზედა და დაცემაჲ დაცემასა ზედა, მერმე აღასრულებს საზღვართა ცოდვისათა და გარდაჰვლის მათ.
109. და ეგევითარსა ცთომასა მოვალს, რაჲთა ვერღარა შემძლებელ იყოს მისგან აღდგომად, არამედ შეიმუსრის და მიეცის სრულიად უკეთურსა მას და წარწყმიდის.
110. ესრეთ წარეკიდა სოდომელთა მათ, რამეთუ ცოდეს და არა მოიქცეს.
111. უკუანაჲსკნელ ეგევითარსა მიემთხჳნეს და არღარა აქუნდა მათ სინანული, რამეთუ გარდაჰჴდეს საზღვარსა ცოდვისასა.
112. ამისთჳსცა ღმრთისა მიერ ცეცხლითა დაიწუნეს....................
113. ხოლო ესე, საყუარელნო, მრავალთაგან მცირედი გამოვიღეთ წმიდათა წერილთაჲ, რაჲთა ჩუენცა ვისწრაფოთ და მოვიქცეთ მისსა მიმართ და დაუტეოთ ყოველივე ჩუეულებაჲ ცოდვისაჲ, რამეთუ ელის იგი სინანულსა ჩუენსა.
114. და მო-რაჲ-ვიქცეთ, სიხარულით შეგჳწყნარებს ჩუენ, რაჲთა არა აღორძნდეს უდებებაჲ ჩუენ შორის დღითი დღედ და განმრავლდენ ცოდვანი ჩუენნი და მოიწიოს ჩუენ ზედა რისხვაჲ ღმრთისაჲ.
115. ამისთჳს ვისწრაფოთ და მოუჴდეთ მას ყოვლითა გულითა.
116. და ნუმცა წარვჰკუეთთ სასოებასა ცხორებისა ჩუენისასა, რამეთუ ესეცა უკეთურისა ეშმაკისა ღონჱ არს, რომელი ჴსენებითა პირველქმუნლთა ცოდვათაჲთა სასოწარკუეთილებად მოიყვანებს კაცსა და დაჴსნილობად და უდბობად, თუ არა მოიქცეს უფლისა მიმართ კაცთმოყუარისა და ცხონდეს.
117. ხოლო რაჟამს ესრეთ ეშმაკებისა მანქანებაჲ უცხოდ აგჳჩნდეს ჩუენსა ცხორებასა, რაჲთამცა არა მოვიქეცით უფლისა, რომელ /სა-იგი ჰნებავს ცხორებაჲ ჩუენი.
118. რამეთუ რომელმან ჴორცნი დაჰბადნა, მანვე დაჰბადა სულიცა და მო-რაჲ-ვიდა ქუეყანად, ყოველთავე სენთა განჰკურნებდა და, რაჲცა ვინ ითხოვის, მისცის.
119. ხოლო უკუეთუ განხრწნადთა და მოკუდავთა გუამთა ზედა ეგოდენსა წყალობასა აჩუენებდა და ესრეთ ჰკურნებდა, მაშა, სული უკუდავი იგი უხრწნელი,
120. რომელ-იგი არნ სენსა შინა უგულისჴმოებისასა და ურწმუნოებისა და უშიშოებისასა და იყოფებინ ბნელსა შინა ვნებათასა და ეძიებნ იგი შეწევნასა მისსა და ესავნ წყალობასა მისსა და ითხოვნ მისგან მადლსა მას სულისასა საჴმრად ცხორებად მისისასა,
121. არამცა მალე მოუვლინა სულსა მას შეწევნაჲ თჳსი, რომელმან-იგი თქუა ვითარმედ: „არა უფროჲს ყოს მამამან თქუენმან ზეცათამან ვითარ სასჯელი, რომელნი ღაღადებენ მისა მიმართ ღამჱ და დღჱ?
122. ჰჱ, გეტყჳ, ყოს სასჯელი მისა ადრჱ“.................
123. რამეთუ იგი ცოდვილთათჳს მოვიდა, რაჲთამცა მოაქცინა იგინი სინანულად და განკურნნა მორწმუნენი თჳსნი.
124. და ჩუენ ოდენ თანა-გუაც, რაჲთა თავნი ჩუენნი ბოროტთა გულის-სიტყუათაგან მოვსწყჳდნეთ ძალისაებრ ჩუენისა და მოვიძულნეთ საქმენი ბოროტნი და ნივთნი ამის სოფლისანი და გარე-მივაქცინეთ მოგუნებანი საეშმაკონი და მარადის მისა მივილტოდით.
125. და იგი მზა არს შეწყნარებად ჩუენდა, რამეთუ არს იგი მოწყალე და მაცხოვარ და მკურნალ ძნელოვანთა ვნებათაჲ.
126. და იგი არს მჴსნელი მონანულთაჲ მათ, რამეთუ სული, რომელმან განაშოროს თავი თჳსი ყოვლისაგანვე სიყუარულისა ამის სოფლისა და გონებაჲ მისი,
127. რაჲზომცა ძალ-ედვას, მოსწყჳდოს ქუეყანისაგან და უფლისა წყალობათა ოდენ ეკიდოს, უეჭუელად ჰპოებს იგი შეწევნასა მისსა, რომელი ეძიებდეს მას ყოვლითა გულითა თჳსითა.
128. და არარასა ზედა განისუენებდეს ამის სოფლისა საქმეთაგანსა, არამედ მას ოდენ.
129. ეგევითარითა მათ სარწმუნოებითა პოვის ნიჭი იგი ზეცისაჲ და სურვილი იგი მისი აღესრულის მადლითა უფლისაჲთა და
130. კუალად ჰმონის სულსა წმიდასა და დღითი დღედ წარმემართებინ კეთილსა შინა და ვალნ გზასა მას სიმართლისასა, ვიდრე აღსასრულადმდე არარასა ზედა უკეთურისასა, არცა შეაწუხის მადლი იგი სულისა წმიდისაჲ.
131. და ამით სახითა ღირს იქმნის ცხორებასა საუკუნესა ყოველთა წმიდათა თანა, ვითარცა თანამოზიარე შრომათა მათთა და მსგავსად მათდა ყოფილი სოფელსა შინა.
132. დიდებაჲ სახიერებათა უფლისათა და აურაცხელთა წყალობათა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.