მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ეპისკოპოსი კალისტე უეარი

 

ბიოგრაფია

 

ეპისკოპოსი კალისტე უეარი (ერისკაცობის სახელი ტიმოთი უეარი) არის დიოკლეის ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თეატირიისა და დიდი ბრიტანეთის ეპარქიაში და წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის ბერი კუნძულ პატმოსზე. ის ასწავლის მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას ოქსფორდის უნივერსიტეტში და ავტორია წიგნებისა: „მართლმადიდებელი ეკლესია“ (1963), „ევსტრატიოს არჯენტი: გამოკვლევა ბერძნული ეკლესიის თურქეთის ბატონობის ქვეშ ყოფნის პერიოდისა“ (1964) და „მართლმადიდებლობის გზა“ (1979); „ფილოკალიის“, საღვთისმსახურო წიგნების: „სადღესასწაულოსა“ „ზტიკის“ ინგლისურ ენაზე მთარგმნელი და ჟურნალ „სობორნოსტის“ თანარედაქტორი.


მან განათლება მიიღო ვესტმინსტერის სკოლასა და მაგდალენ კოლეჯში, ოქსფორდში. 1958 წელს, 24 წლის ასაკში გახდა მართლმადიდებელი ქრისტიანი (აღზრდილი იყო ანგლიკანად). 1966 წელს ხელდასმულ იქნა მღვდლად, ამავე დროს აღიკვეცა ბერად და მიიღო სახელი კალისტე. იმავე წელს გახდა ოქსფორდის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების პროფესორი. ეს თანამდებობა ეკავა 2001 წლამდე, 35 წლის განმავლობაში. 1982 წელს აკურთხეს ეპისკოპოსად როგორც auxiliary ეპისკოპოსი დიოკლეის ეპისკოპოსის ტიტულით.


მას შემდეგ, რაც აღარ არის ჩართული აქტიურ აკადემიურ ცხოვრებაში, 2001 წლიდან ის აგრძელებს წიგნებისა და სტატიების გამოქვეყნებას და ლექციების კითხვას მართლმადიდებლობის შესახებ მთელს მსოფლიოში.

 

 

ავტორი წიგნებისა:


1. მართმადიდებელი ეკლესია 1963 წ.
2. ევსტრატიოს არჯენტი: გამოკვლევა ბერძნული ეკლესიის თურქეთის ბატონობის ქვეშ ყოფნის პერიოდისა 1964 წ.
3. მართმადიდებლობის გზა 1979 წ.
4. შინაგანი სასუფეველი 2000 წ.
5. "ფილოკალიის", საღვთისმეტყველო წიგნების: "სადღესასწაულოსა" და "ზატიკის" ინგლისურ ენაზე მთარგმნელი.



ამონარიდები წიგნიდან:


1. ქრისტეს არ უთქვამს: "მე ვარ ტრადიცია"; მან თქვა: "მე ვარ ცხოვრება".

2. ბერძენი მამები ამბობდნენ: "ღმერთი, რომლის წვდომა შესაძლებელია, ღმერთი არ არის." ღმერთი, რომლის ამომწურავ გაგებაზე გვაქვს პრეტენზია, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ და მხოლოდ კერპია, რომელსაც ჩვენივე სახე აქვს.

3. ღმერთი შორსაც არის ჩვენგან და უფრო ახლოსაც, ვიდრე რაიმე სხვა. პარადოქსული აღმოჩენაა, ეს პოლუსები არ გამორიცხავს ერთმანეთს, პირიქით, რაც უფრო მეტად გვაქვს მიზიდულობა ერთი პოლუსისაკენ, უფრო აშკარად ვაცნობიერებთ მეორესაც.

4. თავისთავად ღმერთი არც მამრობოთია, და არც მდედრობითი. თუმცა ჩვენი ადამიანური სქესი, თავისი უმაღლესი და ჭეშმარიტი მნიშვნელობით, საღვთი სიცოცხლის რაღაც ასპექტის ასახვაა, და მაინც, ღმერთში არ არის არაფერი სქესის მაგვარი.

5. "ჩვენი ტვინი სუსტია, ენა კი უფრო სუსტი", - აღნიშნავს წმ. ბასილი დიდი.

6. ბოროტი არ არის მარადიულად თანაარსებული ღმერთთან. თავდაპირველად იყო მხოლოდ ღმერთი: ყველაფერი, რაც არსებობს ზეცაში თუ დედამიწაზე, სულიერი თუ ფიზიკური, ღმერთის შექმნილია და ამიტო ყველა ქმნილების არსი კეთილია.

7. სიკვდილის დროს სხეულისა და ხორცის გაყრა არაბუნებრივი მოვლენაა, ღმერთის თავდაპირველ გეგმას ეწინააღმდეგება და ცოდვით დაცემის შედეგია. ამას გარდა, ეს განსხვავება მხოლოდ დროებითია: სიკვდილის შემდეგ მოველით მკვდრეთით აღდგომას უკანასკნელ დღეს, როდესაც სხეული და სული კვლავ შეერთდებიან.

8. ნამდვილი პიროვნება ხდება მაშინ, როდესაც სამყაროს სხვისი თვალით ხედავ, როდესაც სხვის სიხარულსა და მწუხარებას გაითავისებ. თითოეული ადამიანი უნიკალურია და შექმნილია სხვებთან ურთიერთობისთვის.

9. ქრისტიანებისადმი წაყენებულ ბრალდებებს შორის ყველაზე საშინელი ნიცშეს ბრალდება იყო, როდესაც თქვა, რომ ქრისტიანებს არ აქვთ სიხარული...

10. სული ფლობს ღმერთს, მაგრამ მაინც ეძიებს მას; მისი სიხარული სრულია და მაინც მუდმივად ძლიერდება. ღმერთი მუდმივად გვიახლოვდება და მაინც ყოველთვის სხვად რჩება; პირისირ ვჭვრეტთ მას და მაინც სულ უფრო ღრმად შევდივართ საღმრთო მისტერიაში. თუმცა აღარა ვართ "უცხო", მაინც პილიგრიმებად ვრჩებით, წინ მივიწევთ, "მივიცვალებით დიდებითი დიდებად", და კვლავ უფრო მეტი დიდებისაკენ და ვერასოდეს მივაღწევთ მომენტს, როდესაც შესრულებელი გვექნება ყველაფერი, რაც გასაკეთებელია და აღმოჩენილი ყველაფერი, რისი ცოდნაც შეიძლება. "არა მხოლოდ ამქვეყნიურ, არამედ მომავალ ცხოვრებაშიც", - წერს წმ. ირინეოს ლიონელი, - "ღმერთს ყოველთვის ექნება რაღაც მეტი, რომ ასწავლოს ადამიანს და ადამიანს კი ყოველთვის ექნება რაღაც მეტი, რომ ღმერთისაგან ისწავლოს".