|
წმიდა იოანე ოქროპირი
თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ სოფლისა ამისთჳს წარმავალისა, სიკუდილისათჳს და საშჯელისა
ძველი ქართული თარგმანი
გუაკურთხენ უფალო!
იხილეთ, საყუარელნო, რომელთა დაგიტევებიეს ზრუნვაჲ ამის სოფლისა წარმავლისაჲ და საქმეთა მისთა დაცუდებადთაჲ. იხილეთ და ნუ კუალად იქცევით პირველთავე მათ სოფლისა უცალოებათა. გეშინოდენ ღმრთისა და უწყოდეთ, რამეთუ სიმდ[იდ]რე წარმავალ არს, და პატიოსნებაჲ ცუდ იქმნების, და სიკეთეჱ შეიცვალების, და შუენიერებაჲ განირყუნების, და ყოველივე დიდებაჲ ამის სოფლისაჲ ამა იქმნების, და ვითარცა სიზმ\არი დაივიწყების, და ვითარცა კუამლი განქარდების, და ვითარცა აჩრდილი წარვალს.
და ამისთჳს თქუა ბრძენმან სოლომონ, ვითარმედ: "ამაოებაჲ ამაოებისაჲ და ყოველივე ამაო არს" (ეკლ. 1.2). დავით წინაწარმეტყუელი იტყჳს: "რამეთუ ყოვლითავე ცუდ არს ყოველი კაცი ჴორციელი" (ფსალმ. 38.5). და ყოველნივე საქმენი ამის სოფლისანი ცრუ და წარმავალ არიან, და მცირედისა ჟამისა შემდგომად ყოველივე დაუტეოთ და შიშუელნი, ვითარცა ვიშვენით, ეგრეთ განვიდეთ ამიერ სოფლით ყოველნივე. და ესრჱთ წარვდგეთ ყოველნი წინაშე მართლმსაჯულებისა მის და ყოველი, რომელი მოვიგეთ სოფელსა ამას, აქავე დაუტეოთ და შიშუელნი განვიდეთ მისა ყოვლისა მონაგებისაგან შეგინებულნი მწინკულევანებითა და სირცხჳლეულნი, და მივიწინეთ ზარ-განჴდილნი და შეძრწუნებულნი, თავ-დადრეკილნი და გულ-განპებულნი ბნელსა მას გარესკნელისასა ბოროტთა საქმეთა ჩუენთათჳს. და ესრჱთ წარვდგეთ განსაკითხავსა მას საშინელსა წინაშე მსაჯულისა მას, რომელი არა ხედავს პირთა და არცა მიიღებს ქრთამსა სატანჯველთა მათ დაუთმენელთა და გამოუთქუმელთა, რომელთა თხრობაჲ ვერ შესაძლებელ არს პირითა ბოროტად მძჳნვარებისა მათისათჳს, სადა-იგი დგეს სიმრავლე აურაცხელი წმიდათა ანგელოზთაჲ შეშინებულნი და ზარ-განჴდილნი, სადა-იგი დაიდგას საყდარი საშჯელისაჲ საშინელი, სადა-იგი დიოდის მდინარე ცეცხლისა მის უშრეტისაჲ და მატლი იგი წამლეანი და უკუდავი, სადა-იგი იყოს სიცივე განუტფობელი, სადა-იგი იყოს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ დაუცხრომელი, სადა-იგი იყვნენ ცრემლნი შეუშრომელნი მჴურვალენი, სადა-იგი იყოს სულ-თქუმაჲ დაუცადებელი, სადა-იგი გლოვაჲ, რომელსა აქუს ნუგეშინის-ცემაჲ, სადა არა არს სიცილი, არამედ ტირილი და ძრწოლაჲ, და სადა არა არს სიხარული, არამედ მწუხარებაჲ მიუთხრობელი, სადა-იგი იყოს ბნელი განუნათლებელი წყუდიადი.
ძმანო ჩემნო საყუარელნო, უკუეთუ ესე თხრობაჲ სმენად საშინელ არს, ვინ გულისჴმა-ყოს, რავდენ შევრდომაჲ მას შინა! და კუალად ამის ყოვლისა უსაშინელეს და უსაზარელეს არს, რაჟამს-იგი იხილნეთ ყოველნი დაბადებულნი, შეკრებულნი ერთად და წარდგომილნი განსაკითხავსა მას ვერ-მისათხრობელსარაჲთა სიტყუაჲ მისცენ მსაჯულსა მას საშინელსა ყოველთა საქმეთა მათათჳს, რომელ უქმნიან ცუდსა ამას შინა სოფელსა.
ძმანო ჩემნო, რაჲღა ბოროტ არს ჟამი იგი და რაჲღა ფრიად საშინელ არს, და რაჲღა საზარელ არს დღე იგი განკითხვისაჲ, რომლისანი ჭირნი ვერ აღირაცხებიან ზამთრისა მის ბოროტისანი და დანთქმისა საშინელისანი, რომელი მაშინ იყოს, რომელი ეგევითარ(ი) არა სადა ყოფილ არს. ოდეს-იგი რბიოდეს გუნდი წმიდათა ანგელოზთაჲ და მენესტუენი სცემდენ ნესტუსა, რომლისა ჴმაჲ შეს(ძ)რვიდეს ყოველსა დაბადებულსა საფუძველითურთ. მაშინ ვარსკულავნი ვითარცა ფურცელნი დამოცჳვენ, და მზჱ და მთოვარე დაბნელდენ, და ცაჲ წარიგრაგნოს ვითარცა ქსელი ერთი ეტრატი, და შეიძრას ქუეყანაჲ ყოვლით კერძოვე, ზეჲთ და ქუეჲთ. და სამარენი აღეხუნენ და განცხოველდენ ყოველნი მკუდარნი დასაბამითგანნი. და კუალად შეიძრნენ სულნი და ჴორცნი განახლებულნი უხრწნელად, და შეკრბენ ყოველნი წინაშე მსაჯულისა და საშჯელი დაეგოს და სატანჯველნი განემზადნენ.
ისმინეთ, ძმანო, თქუმული იგი დანიელ წინაწარმეტუელისაჲ, ვითარმედ იხილნა მან ჩუენებით, ვითარმედ: საყდარნი დაიდგნეს და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა, საყდარი მისი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ და ურმის-თუალნი მისნი ცეცხლებრ მოტყინარენი. მდინარე ცეცხლისაჲ იძრვოდა წინაშე მი(ს)სა და ათასნი ათასთანი დგეს წინაშე მი(ს)სა, და ბევრნი ბევრთა ჰმსახურებდეს მას, და იგი ჯდა და განიკითხვიდა, წიგნ(ნ)ი მატიანისანი განეხუნეს წინაშე მისსა. მე, დანიელ, ვიხილე ესე ყოველი და შემიძრწუნდა გული ჩემი და იცვალა ხატი ჩემი, და შეშფოთნა გონებაჲ ჩემი შიშისაგან და ზარისა (დან. 7.9-15). დიდებაჲ ღმერთსა მხოლოსა, ძმანო ჩემნო!
უკუეთუ წინაწარმეტუელმან ჩუენებით ოდენ ძილსა შინა იხილა და შეძრწუნდა ესრჱთ, რომელი-იგი მერმე ყოფად არს ცხადად, რავდენ-მეღა ჩუენ, რომელნი მერმე წარვდგეთ დღესა მას საშჯელისასა წინაშე საყდართა მათ განკითხვისათა, ოდეს-იგი ვხედვიდეთ აღმოსავალისათა და დასავალისათა, ყოვლით კერძოვე ყოველნი გუამნი ადამეანნი შეკრბენ და შიშუელნი წარმოდგენ, და ყოველთა ეკიდნენ საქმენი მათნი თითოეულად, რაჲცა ვის ექმნეს სოფელსა ამას! და ცოდვილთა ეტჳრთნენ ცოდვანი მათნი ბეჭთა მათთა ზედა და დადგენ განქიქებულნი. და ჰხედვიდეთ მათ ცხადად ყოველნი დაბადებულნი და კრებული ანგელოზთა და კაცთაჲ, და იგინი სირცხჳლითა ვერ შემძლებელ იყვნენ თუალთა მათთა ახილვად ზეცად. მაშინ ენაჲ იგი მგმობართაჲ დაიწუებოდის და არავინ იყოს, რომელმანმცა განუგრილა მათ. მაშინ კბილნი მწვალებელთანი შეიმუსრვოდიან ჴელითა ანგელოზთა მათ უწყალოთაჲთა. მაშინ თუალნი იგი მეწამწამეთანი აღმოიწყვებოდიან და არავინ იყოს მწყალობელ მათდა, რამეთუ არავინ ერგებოდის და ვერცა ვინ შეეწეოდის ჟამსა მას: არცა მამაჲ და არცა დედაჲ, არცა ძმანი, გინა დანი, გინა ნათესავნი, გინა მეგობარნი. სადა იყოს ჟამსა მას დიდებულებაჲ იგი მეფეთაჲ, სადა იყოს ჴელმწიფებაჲ იგი მთავართაჲ და უმშჯავრობაჲ იგი მათი?!
სადა უკუე იყვნენ მაშინ მსაჯულნი იგი სიცრუვისანი, რომელნი ბჭობდეს შეპოვნებით და მიიღებდეს ქრთამსა და განამართლებდეს ცრუთა! სადა იყვნენ მონანი გინა აზნაურნი! სადა იყოს შუენიერებაჲ იგი ჭაბუკთაჲ! სადა იყოს მაშინ სიქადული საფასეთაჲ! სადა იყოს სიკეთე მარგალიტისა პატიოსნისაჲ! სადა იყვნენ ბეჭედნი და შუენიერებაჲ თითთაჲ! სადა იყვნენ მაშინ სანოვაგენი და საშუებელნი გემოვანნი, და სასუმელნი ტკბილნი და საწადელნი, რომლითა იშუებდით სოფელსა შინა! სადა იყვნენ მაშინ მჴედარნი და შუენიერებაჲ და სამკაული საჴედართა მათთაჲ! სადა იყოს მაშინ ტაძრები იგი და ეზოები შუენიერად შემკობილი! სადა იყო(ს) მაშინ ჴამლები იგი შუენიერად განგლესილები და სამოსელნი მეფეთანი: ძოწეულნი და პორფირნი! სადა იყვნენ მაშინ საცხებელნი იგი სურნელნი, გინა საკუმეველნი ცუდნი! სადა იყვნენ მაშინ საფასენი იგი დამალულნი! სადა იყვნენ ცხედარნი ოქროქანდაკებულნი! სადა იყვნენ მაშინ, რომელნი-იგი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკთა და უყუედრებდეს დავრდომილთა! სადა იყვნენ მაშინ, რომელნი-იგი ყოლადვე არა მიხედვიდეს და(ვ)რდომილთა და ჭირვეულთა! სადა იყვნენ მაშინ, რომელთა-იგი ბრძენ ეგონნეს თავნი თჳსნი! სადა იყვნენ მაშინ, რომელთა-იგი აღასრულნეს დღენი ცხორებისა მათისანი სიცილითა და განცხრომითა და ლაღობითა! სადა იყვნენ მაშინ, რომელნი-იგი ეცინიედ და ჰბასრობედ მოქმედთა კეთილისათა! სადა იყვნენ, რომელნი-იგი უწყალოდ ჰგუემდეს სახლეულთა და მონათა თჳსთა! სადა იყვნენ მაშინ, რომელთა-იგი ყოლადვე არა ეჴსენა სიკუდილი და არცა საშჯელი! სადა იყვნენ მაშინ, რომელნი-იგი იტყოდეს - ვჭამოთ და ვსუათ დღეს აქა, და მერმე, ვითა უნებს, იყოს, არა მეურვების მუნისაჲ!
სადა იყვნენ მაშინ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი მოწყალე და შემნდობელ არს და არა მიაგებს ცოდვილთა საქმეთა მათთაებრ! ძმანო ჩემნო, რაჲღა ბოროტ იყოს სინანული მათი სატანჯველთა შინა საუკუნეთა და არავინ იყოს მწე მათდა. მაშინღა იტყოდიან ჴმითა სიმწარისაჲთა: ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა, და ვათარღა თავნი ჩუენნი წარვიწყმიდენით და სულნი ჩუენნი აქა დავამკჳდრენით, რამეთუ ვიცოდეთ კეთილი, და არა ვიქმოდეთ; გუესმოდა, და არა გულისჴმა-ვჰყოფდით; გუასწავებდეს, და არა ვისმენდით. წიგნთა სიტყუანი დღითი-დღე გუესმოდეს და ჩუენ უდებებითა გარე-წარვჰვიდოდეთ.
აწ უკუე სამართლად ვიდრემე დავისაჯებით ჩუენ ღმრთისა მიერ და სამართლად მივეცენით სატანჯველსა, რამეთუ ვითარცა-იგი ვიქმოდეთ, მოგუეგო, რამეთუ საწუთროჲსა საშუებელთათჳს საუკუნოდ ვიტანჯებით ცეცხლისა ამის სიმჴურვალესა შინა და ცუდისა მის წილ პატივისა და დიდებისა დავაკლდით ჩუენ პატივსა ღმრთისამიერსა წარუვა\ლსა, და სიმდიდრისა მისთჳს წარმავალისა წარვიწყმიდეთ ჩუენ სასუფეველი ცათაჲ. ესრჱთ იტყოდიან დღესა მას თავით თჳსით: ვაჲ ჩუენდა, რამეთუ კეთილნი ჩუენნი და საშუებელნი და საწუთროჲსანი მივიხუენით და აქა ვიტანჯებით. ხოლო რომელთა აიძულეს თავთა თჳსთა საწუთროსა მას მონებად ღმრთისა და სათნო ყოფად მისა და ერიდნეს განრისხებასა მის(ს)ა, იგინი იშუებენ საუკუნესა მას საშუებელთა მათ შინა წარუვალთა. და რომელმან იმარხა და ილოცა და იღუაწა სულისა თჳსისათჳს და განკაფა გუამი თჳსი, მან დაიკჳდრა სასუფეველი ცათაჲ. ხოლო ჩუენ, საწყალობელთა ამათ, რომელთა უდებ ვყავთ მორჩილებაჲ ღმრთისაჲ და ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ, მისთჳს მივეცენით ამათ სატანჯველთა, და აწღა ვეძიებთ შეწევნასა, და არავინ იპოების შემწე ჩუენდა. სულთ-ვითქუამთ და არავის ვეწყალით ჩუენ, ვტირთ და ვიგლოვთ სიმწარითა გულისა ჩუენისაჲთა და არავინ ნუგეშინის გუცემს ჩუენ. და ვაჲ ჩუენდა ჭეშმარიტად!
ჰე ძმანო ჩემნო, გევედრები თქუენ, რაჲთა მოსწრაფე იყვნეთ დაცვად სულთა თქუენთა და იღუაწოთ საქმჱ კეთილისაჲ, რაჲთა არა იპოვნეთ სულელთა მათ თანა და წარსწყმდეთ. არამედ იქმოდეთ კეთილსა პირველ სიკუდილისა მოწევნადმდე. და ვიდრე ესე მცირედი ჟამი მაქუს-ღა, შევინანოთ კეთილითა სინანულითა სამარიდი\სოჲთა, და განვიღჳძოთ ძილისაგან მცონარეობისაჲსადა მოწყინებისა და ბრძოლა-ვსცეთ პირველ მზის დასლვისა და ღამისა მოწევნისა, რამეთუ ოდეს ღამე მოიწიოს, ვერღარას ვინ საქმედ შემძლებელ არს, და პირველ ვაჭართა განბნევისა, რამეთუ რაჟამს ამის საწუთროჲსა სავაჭროთა ვაჭარნი განიყარნენ, ვერღარას ვინ ვაჭრობად შემძლებელ არს. და პირველ წარსლვისა კაცად-კაცადი ვანად თჳსა, და პირველ კარისა დაჴშვადმდე საფარდულსა, რამეთუ რაჟამს კარი დაეჴშას, ვერდარავინ შემძლებელ არს ვაჭრობად. და რაჟამს წარვიდეს კაცად-კაცადი, ცუდ იქმნეს სავაჭროჲ და აღიღოს ვაჭრობაჲ, რამეთუ რაჟამს კარი დაეჴშას, ვერღარავინ შემძლებელ არს ვაჭრობად.
აწ უკუე ვისწრაფოთ, ძმანო, და არა უდებ-ვყოთ სინანული, ვიდრე-ესე ვართ-ღა სოფელსა ამას შინა, რამეთუ მას საუკუნესა სინანული არღარა არს. და ვეკრძალნეთ, რაჲთა არა მათ თანა ვიპოვნეთ, რომელთაჲ-იგი თქუა უფალმან სახარებასა შინა, ვითარმედ: ჰრეკდეს კარსა, და მოუგოს მათ და ჰრქუას, ვითარმედ: "არა გიცნი თქუენ, რამეთუ მშიოდა და არა მე\ცით მე ჭამადი, და მწყუროდა და არა მასუთ მე, შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და არა მიხილეთ მე, საპყრობი\ლესა ვიყავ და არა მოხუედით ჩემდა" (მათე 13.25) . მაშინ მიუგონ მათ: "უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და არა გეცით ჭამადი, წყურიელი და არა გასუთ შენ, გინა სნეული და არა გიკითხეთ შენ, ანუ საპყრობილესა და არა მოვედით შენდა?" მაშინ მიუგოს მათ უფალმან და ჰრქუას: "ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან არა ყო ერთსა გლახაკთაგანსა თანა წყალობაჲ, ჩემ თანა არა ყო (მატე 25.42-45). წარვედით ჩემგან ბნელსა მას გარესკნელსა, რომელი განმზადებულ არს თქუენთჳს უწინარეს ჟამთა, სადა-იგი არს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ (მათე 22.13). ხოლო რომელთა-იგი კეთილი უყვეს, მათთჳს განმზადებულ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ სასუფეველსა ცათასა, და დადგენ იგინი მარჯუენით სიძისა ქორწილსა მას ზეცისასა.
აწ უკუ[ე], ძმანო, მოვისწრაფოთ სინანულად, რაჲთა ღირს ვიქმნეთ სმენად ჴმისა მის, რომელი ეტყოდის: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა" (მათე 25.34), და დაემკჳდრენით მას შინა. ვიდრემდის ვცოდავთ და არა მრცხუენის, ვიდრემდის განვარისხებთ ღმერთსა ჩუენ ზედა და არა ვზრუნავთ, ვიდრემდის განუდგებით ბრძანებათა მისთა და არა გუეკდიმების. მას ვეწყალით და ჩუენ არა შევიწყალებთ თავთა ჩუენთა, იგი მოგუცემს უშურველად საზრდელსა და ჩუენ ცოდვასა არა დავსცხრებით.
ძმანო, სიკუდილი მოახლებულ არს, და ჟამი მოწევნულ არს, რაჲთა მოგუეგოს ჩუენ ყოველთა საქმეთა ჩუენთა ბოროტთა მოსაგებელი, რომელ ვქმნენით ცხორებასა ჩუენსა. ამისთჳს გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რაჲთა დასცხრეთ ბოროტისაგან და იქმოდით კეთილსა და სცხონდეთ. დასცხერით ტყუვილისაგან და ფიცისა, რამეთუ ბოროტ არს. დასცხერით მონაგებთა შეკრებისაგან და საფასეთა, რომელთა დაჰფლავთ ქუეყანასა, რამეთუ თავი არს ყოვლისა ბოროტისა და უკეთურებისაჲ, და მოვიგოთ ლოცვაჲ და მარხვაჲ და მღჳძარებაჲ ღამით და განვამრავლოთ ქველის საქმჱ, და დავისხნეთ ჩუენ მეგობარნი ფასისა ამისგან სიცრუვისა წარმავალისა, და ტიროდეთ სიღრმითა გულთა თქუენთათჳს, რაჲთა იხილოს ღმერთმან მოსწრაფებაჲ თქუენი და ფრიადი სინანული თქუენი და კეთილი გულს-მოდგინებაჲ თქუენი, და შეგინდვნეს თქუენ ყოველნი ცოდვანი თქუენნი. მოიგეთ თქუენ გული წმიდაჲ და სული მდაბალი, და ვტიროდით ჩუენ მცირედსა ჟამსა ამას, რაჲთა არა ვტიროდით მუნ ფრიად უსარგებლოდ, რამეთუ ცხორებაჲ სოფლისაჲ ამის მოკლე არს და პატიჟი მერმისაჲ მის გრძელ და ძნელ არს. დიდი შიში და გამოუთქუმელი ჭირი ყოფად არს მუნ ცოდვილთათჳს, რამეთუ ვინ იყოს, ვინმცა სწყალობდა მათ, რამეთუ ინატრიდენ იგინი საწუთროსავე ამას ცხორებასა, რომელი დაუტევეს და ვერ ჰპოებდენ და იტანჯებოდიან მარადის. ვაჲ არს მისა, რომელმან არა ისწრაფოს სინანულად, რამეთუ საუკუნესა მას ვერღარა პოოს წყალობაჲ. ვაჲ არს მისა, რომელმან არა იპყრას მარადის თუალთა წინაშე სიკუდილი და საშჯელი, რამეთუ საუკუნოდ იტანჯებოდის.
ვაჲ არს მისა, რომელი არა ტიროდის მარადის ცოდვათა თჳსთათჳს ამას სოფელსა ნეფსით, რამეთუ მას საუკუნესა ტიროდის იგი უნებლიაჲთ ტირილითა მწარითა. ვაჲ არს მისა, რომელმან არა მოსწრაფედ იღუაწოს სულისა თჳსისათჳს, რამეთუ მიეცეს იგი ჴელთა ანგელოზთა უწყალოთასა. და ესეცა უწყოდეთვე ჭეშმარიტად, რამეთუ რომელმან წარაგოს მონაგები თჳსი გლახაკთა ზედა დაჯერებისათჳს ღმრთისა, მას ასი წილი მოიგოს ღმრთისაგან, და რომელმან შეურაცხ-ყოს საწუთროჲ და მოიძულნეს საქმენი მისნი, მან პოოს საუკუნესა მას წყალობაჲ დაუსრულებელი.
ძმანო ჩემნო, გეშინოდენ ღმრთისა და განკაფენით გუამნი თქუენნი მორჩილებასა შინა ღმრთისასა და ნუ სწყალობთ; გულისხმა-ყავთ სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ, რომელსა იტყჳს: "ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ" (მატე 5.6). ნეტარ იყვნენ, რომელნი ტიროდიან და იგლოვდენ, რამეთუ იგინი იხარებდენ საუკუნოდ. ძმანო ჩემნო, ესე უწყოდეთ, რამეთუ ესე გუამი ჩუენი, რომელ გუმოსიეს, მიწაჲ არს და მიწადვე მიიქცევის აწვე. ამისთჳს ვევედრნეთ უფალსა და განაღჳძენით სულნი თქუენნი ძილისა მისგან მცონარებისა და მოწყინებისა და უდებებისა, რამეთუ ჟამი სიკუდილისაჲ უეჭველად მომავალ არს და ღონე არა არს განრომად მისგან.
მაუწყეთ-ღა, რავდენმე ყოფად არს ცხორებაჲ თქუენი ამას სოფელსა შუებით და სიხარულით - ორმეოცდაათ წელ გინა თუ ას წელ; ხოლო მისა შედგომად მოვიდეს სიბერჱ და უძლურებაჲ და მრავალ-ფერნი ტკივილნი გუამისანი, და მას შინა მოიწიოს სიკუდილი, და განიკუეთნენ გემონი და მივემთხჳნეთ ჟამსა მას საშინელსა, რაჟამს-იგი სული ჴორცთაგან განეშორებოდის და დაეყოს პირი სიტყუად, და დაშრტეს ჴმაჲ ჴორჴისაგან და ვერღარა შემძ\ლებელ იყოს ენაჲ სიტყუად ერთისაცა სიტყჳსა, და ექცეოდიან თუალნი. და რომელნი გარემოჲს დგენ თჳსნი, და მშობელნი გინა ნაშობნი, ნათესავნი ანუ მეგობარნი იგლოვდენ და ტიროდიან და ვერას შემძლებელ იყვნენ შეწევნად და რგებად რაჲ მისა, და ვერცაღა იგი შემძლებელ იყოს სიტყჳს-გებად ერთისაცა მათგანისა, და ვერცაღა ვინ მიეახლებოდის მას ცნობითა. ხოლო იგი ხედვიდეს მათ და ესმოდის საზრახავი მათი, და პასუხისა მიცემად ვერ შემძლებელ იყოს. და ნუთუცა გონებასა აქუნდეს მას ჟამსა მას მონაგებთა თჳსთა ანდერძისა და განგებისათჳს, რომელი-იგი ქუეყანასა დაეფლა მისისა უწყებისათჳს. ხოლო სიტყუად ვერღარა შემძლებელ იყოს და ესრჱთ განეშოროს ჴორცთაგან, და მივიდეს მართლმსაჯ\ულისა. და მონაგებნი მისნი საჩინონი მუნთქუესვე თჳსთა მისთა მრავლითა პასუხობითა და ბრძოლითა განიყვნენ. ხოლო დამალული იგი უნდოდ და ამაოდ წარჴდეს სულისა მისისა დასაშჯელად საუკუნეთა მათ სატანჯველთა, ვინაჲთგან არცა გლახაკთა მისცა, არცა სულსა თჳსსა ირგო.
და რაჲმე უკუე ვთქუათ ჟამისა მისთჳს, რომელსა შინა არღარა არს ზრუნვაჲ მონაგებთაჲ და არცაღა ტომთაჲ, გინა მეგობართაჲ. და რომლითამე სახითა შეემთხჳოს მსაჯულსა მას, გინა რომელი მიზეზი შენდობისაჲ მოიღოს წინაშე მისსა? და რასა-მე უკუ[ე] იტყოდის, ოდეს-იგი გარე მოადგენ მას ანგელოზნი ღმრთისანი, მოვლინებულნი წარყვანებად სულისა მისისა, რაჟამს-იგი განაშორებდენ გუამისაგან? მაშინ შეშფოთდეს გონებაჲ მისი და იღულარჭნებოდის სარეცელსა ზედა თჳს[ს]ა, და განტეხილად ჰხედვიდეს გარემოჲს მდგომარეთა თუალითა შემრღეულითა და პირითა მჭუნვარითა, და ვერას შემძლებელ იყოს.
მაშინ იწყოს ანგელოზთა მათ ვედრებად და ეტყოდის: შემიწყალეთ მე, ჵ ანგელოზნო ღმრთისანო, კეთილნო, შემიწყალეთ მე, და ნუ წარიყვანებთ სულსა ჩემსა მსაჯულისა ესრეთ ტჳრთ-მძიმესა ცოდვითა, რომელი მიქმნიეს, და ნუ განმაშორებთ გუამისა ჩემისაგან. არამედ ვითხოვ სახიერებისაგან თქუენისა, დრო მეცით მე ამას ხოლო ერთსა წელიწადსა, რაჲთა შევი\ნანო ტირილითა და გლოვითა, მარხვითა და ლოცვითა, და მღჳძარებითა და ღამის თევითა, და განუყო ყოველი მონაგები ჩემი გლახაკთა. და ნუუკუე მივეწიო, რომელი წარსრულ არს ჟამთა ჩემთაგანი უდებებითა. განვკურნო იგი სინანულითა, რამეთუ უგრძნულად მოხუედით და განუმზადებელსა მომეწიფენით. და არღარა მოველოდე მოსლვასა თქუენსა ჟამ რავდენმე და მისთჳს არა განვემზადე.
გევედრები თქუენ, მომმადლეთ თხოვაჲ ჩემი, რამეთუ ბოროტსა შინა აღმისრულებიან აქამომდე დღენი ჩემნი და წარმიწყმედიეს ცოდვითა სული ჩემი, არამედ დრო-მიყავთ მე ამას ხოლო წელიწადსა, გევედრები. მაშინ მიუგონ ანგელოზთა მათ და ჰრქუან: ჵ უბადრუკო ვინმე და საწყალობელო კაცო, სადა უკუე იყავ დღეთა ცხორებისა შენისათა. რაჲსათჳს უდებ-ჰყავ სინანული, ვინაჲთგან ესე ყოველი უწყოდე, რომელი-ესე მოსთუალე, ვითარმედ მოგეტევებიან ცოდვანი შენნი, რაჲსა არა პირველვე იწყე და აწღა ეძიებ სინანულსა? ჵ უგუნურო და საწყალობელო ვინმე, აწ მზე დასრულ არს და საზღვარი სინანულისა შენისაჲ გარდასრულ არს, და საწუთროჲსა ცხორებაჲ შენი განსრულებულ არს. და ღმერთსა უბრძანებიეს შენდა, ჵ სულო უბადრუკო, რაჲთა განეშორო ჴორცთაგან და დაისაჯო მსგავსად საქმეთა შენთაებრ ბოროტთა ცეცხლსა მას შინა საუკუნესა და სატანჯველთა დაულევნელთა. ძმანო, გასმიეს სამე ესე ყოველი, არამედ გრწმენინ, ვითარმედ ჭეშმარიტად ესრჱთ ყოფად არს და არა არს ტყუვილი, არამედ მოიგეთ სინანული და ნუ უდებ-ჰყოფთ ცხორებასა სულთა თქუენთასა, და განმზადებულ იყვენით პირველ მოწევნამდე ჟამისა საშინელისა და საჭირველისა. და უკუეთუ ცოდვაჲ გიქმნიეს და ბრალითა შესუარულ ხართ, განირცხით იგი სინანულითა, რამეთუ ადგომაჲ ყოფად არს, და საშჯელი და სირცხჳლი და კდემაჲ და ბოროტი სატანჯველი ცოდვილთათჳს. რამეთუ წარისხნენ იგინი ანგელოზთა მიერ მრისხანეთა ცეცხლსა მას ჯოჯოხეთისასა, ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან, ვითარმედ: "ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა სადა წარჴდენ" (მატე 24.35).
აწ უკუე გეშინოდენ ღმრთისა, ძმანო ჩემნო, და იღუაწეთ სულთა თქუენთათჳს. და რომელთა აღგირჩევიეს საწუთროჲ საუკუნესა მას, შეინანეთ მრავლითა გულს-მოდგინებითა და მოსწრაფებითა, რაჲთა ღირს იქმნეთ წმიდათა თანა სასუფეველსა ცათასა. და ნუმცა ვინ თქუენგანი იტყჳს, ვითარმედ: ვითარ შეიწიროს ღმერთმან სინანული ჩემი, რამეთუ მრავალ გზის ვისიძვე და ვიმრუშე, ვიპარე და კაც-ვკალ, და ყოველი ბოროტი მიქმნიეს ურიცხუად. ღმერთი სახიერებითა თჳსითა და კაცთ-მოყუარებითა შეიწირავს სინანულსა ყოველთა ცოდვილთასა; და უხარის სინანული მათი, რამეთუ ცოდვილთათჳს გარდამოჴდა ზეცით ქუეყანად და ცოდვილთათჳს დასთხინა უბიწონი სისხლნი თჳსნი ჯუარსა ზედა, რომლითა განწმიდა ყოველი ნათესავი კაცთაჲ მამულთა მათგან ბრალთა ურჩებისათა და მიჴსნა ჩუენ მონებისაგან მტერისა, და ჴელით-წერილი იგი ცოდვისაჲ შემშჭუალა ჯუარსა და ჩუენ ერად თჳსა განგჳკუთნა, და მონად თჳსა განგუაწესნა, და საყუარელად თჳსა გჳჩინნა, რაჲთა ყოლადვე მადლობასა და ქებასა შევსწირვიდეთ მისა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|