მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ სინანულისათჳს

 

ძველი ქართული თარგმანი

 

გუაკურთხენ უფალო!


ისმინეთ, საყუარელნო, სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი განგაღჳძებს თქუენ უდებებისაგან თქუენისა, ვითარცა დაფისა ცემამან განაღჳძნის მჴედარნი მეფისანი. ევლტოდეთ თქუენ მარადის, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ლომი იგი ბოროტი, რომლისათჳს იტყჳს პეტრე მოციქული: რამეთუ მბრძოლი იგი თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყჳრალი ეძიებს მარადის შთანთქმად, რომელნი პოვნეს უდებებით (I პეტრე. 5.8).

აწ უკუე ვეკრძალნეთ მას, რამეთუ ბრძოლაჲ მისი დაუცადებელ არს, არა ხოლო დღისი, არამედ ღამეცა და ყოველსა ჟამსა, და ჰქონან მას მრავალ-სახენი მჴედარნი გულის-სიტყუათათჳს შეგინებულთა და გულის-თქუმათათჳს მწინ\კულევანთა. იხილე, უბადრუკო, რამეთუ ლომი იგი მზირის შთანთქმად, არამედ შეირტყ ძაძაჲ წელთა შენთა და იგლოვდი და ევედრებოდე უფალსა დაუცადებლად ლოცვითა, რაჲთა არა შეჰვარდე პირსა მისსა. ნუ დასცხრები ლმობიერითა სულ-თქუმითა და მჴურვალითა ცრემლითა თხოვად მისგან, რაჲთა გარე მიაქციოს შენგან და ღაღადებით ჰმადლობდი მას, რომელმან გიჴსნეს შენ. გულისჴმა\-ჰყოფდ ყოველსა ჟამსა და უწყოდე, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს, თუმცა საშჯელი არა მიგჴადა ქრისტემან ყოველთა საქმეთა შენთათჳს დღესა მას, რაჟამს განიკითხვებდეს მონათა თჳსთა, და მოელოდე დღესა მას საშინელსა ყოველსა ჟამსა და მარადის განიხილევდი გონებასა შენსა და მოიჴსენებდი საქმეთა შენთა, რომელნი სიყრმითგან გიქმნიან, და უწყოდე, ვითარმედ მით წარდგომად ვართ ყოველნი წინაშე ღმრთისა. მონანი და აზნაურნი, მდიდარნი და გლახაკნი, მთავარნი და შეურაცხნი, ბრძენნი და უგუნურნი, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ პავლე მოციქული: ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე ქრისტესა და სიტყუაჲ მიცემად გჳც არა ხოლო საქმეთათჳს, არამედ სიტყუათათჳსცა, რამეთუ ყოვლითა გამოწულილვი\თა გამოეძიებს. უკუეთუ სადამე იტყოდე სიტყუასა ცუდსა ანუ უსამართლოდ ვისმე შესწიე, გინათუ სადამე უსამართლოჲ სიტყუაჲ გამოვიდა პირით შენით.

რამეთუ არა სარგებელ არს კაცისა წარგებაჲ საფასისაჲ უსარგებლოდ, ვითარ-იგი სავნებელ არს სულისა ცუდის მეტყუელებაჲ და განცხრომაჲ, რომელსა იჴმევენ ძენი კაცთანი, რამეთუ სიტყუაჲ მისცენ მისთჳს დღესა მას განკითხვისასა. იხილე, ჵ უბადრუკო, რამეთუ არა ხოლო თუ სიტყუათათჳს ოდენ მიგჴადონ საშჯელი დღესა მას, არამედ სმენისათჳსცა და გულის-სიტყჳსა. უკუეთუ ვინმე შენ წინაშე ბოროტად აჴსენებდა მოყუასსა და შ   შეიწყნარე იგი, ეზიარე ცოდვასა და თანა-მდებ იქმენ საშჯელისა, რამეთუ შჯული დამაყენებს ამას. უკუეთუ რომელი ისმენდეს, დაისაჯოს, რომელი თჳთ ძჳრსა უზრახვიდეს და განიკითხვიდეს ძმასა, რაჲ უკუე-მე სიტყჳს-გებაჲ პოოს წინაშე ღმრთისა?

აწ უკუე ვეკრძალნეთ ძჳრის ჴსენებასა და დავიცვნეთ განკითხვისაგან, რაჲთა არა დავისაჯნეთ საუკუნოდ. უკუეთუ ეზრახო მოყუასსა შენსა სიტყჳთა ზაკუვისაჲთა, გინა აქო იგი პირის-პირ ენითა შენითა და უკუანა ძჳრსა ჰზრახვიდე მისთჳს, გულისჴმა-ყავ ესე და გეშინოდენ საშჯელისაგან მომავალისა, რამეთუ დაღაცათუ შენ დაგავიწყდენ სიტყუანი შენნი, არამედ  ღმერთი არა დაივიწყებს ცოდვათა შენთა, რამეთუ თჳნიერ იჭჳსა   გამოცხადებად უსხენ ყოველნი საქმენი შენნი წინაშე თუალთა ყოვლისა დაბადებულისათა, უკუეთუ ჩუენ არა ვისწრაფოთ აქავე აჴოცაჲ მათი.

აწ გეშინოდენ სიქადულისა მისგან, რამეთუ საშინელ არს შევრდომაჲ   ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა ცეცხლისასა. მეძავნი პირველითა   შჯულითა ქვითა განიტჳნვოდეს და ცოდვილნი მოისრვოდეს აქავე და არღარა ალოდინებდეს მერმესა მას ცეცხლსა დაუშრეტელსა. და ესე პატიჟი ფრიად უსუბუქეს და უმოლხინე იყო საუკუნეთა მათ სატანჯველთა განმზადებულთა.

ამისთჳს თუალთა წინაშე გაქუნდინ მარადის საუკუნოჲ იგი მისაგებელი ცოდვილთაჲ და მართალთაჲ, უკუეთუ "რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, საშჯელისა თანა-მდებ არს იგი" (მათე 5.22). სულმან რომელმან ცოდო ცოდვაჲ დიდი, ვიდრე უკუე მიიწიოს იგი, ესე ღირს არს სატანჯველთა   ჯოჯოხეთისა უბოროტესთა. და ვითარცა თქუა მოციქულმან კეთილთა მათთჳს მოსალოდებელთა, "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჴდა" (I კორ. 2.9). ეგეთნივე სატანჯვლნი ყოფად არიან ცოდვილთანი. სადა უკუე შემძლებელ ხარ სივლტოლად გინა დამალვად, ოდეს-იგი დაჯდეს მსაჯული განკითხვად, ვერ შემძლებელ ხარ დამალვად, ვითარ-იგი დაიმალა ადამ, და ვერცა მოჰრიდებ პირსა ღმრთისასა, ვითარცა კაენ. გაქუნდინ შენ კადნიერებაჲ და ნუ ეძიებ დამალვასა. უკუეთუ გონებაჲ შენი არა გამხილებდეს   აქავე ბოროტისა საქმეთა შენთა, მუნ კადნიერად წარსდგე წინაშე საყდართა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა.

იღუაწე ყოვლითა ძალითა შენითა, რაჲთა შეიკრიბნე სიტყუანი წიგნთანი და დაიუნჯნე იგინი გონებასა შინა შენსა განგებულად, რაჲთა განიკურნო ცოდვისაგან პირველ განსლვისა შენისა ამიერ სოფლით; და განემზადე განრინებად ცეცხლისა მისგან საშინელისა და აღივსე შენ ნათლითა   მით ჭეშმარიტითა, და უწყოდე, ვითარმედ ღმერთი არა ხოლო თუ ნათე\ლ ოდენ არს, არამედ ცეცხლ, შემწუველ ცოდვილთა, და ნეტარ არს რომელი ღირს   იქმნეს ნათელსა მისსა, და ვაჲ არს მისა, რომელი მოელის ცეცხლსა მისსა. რამეთუ საქმენი კაცად-კაცადისა ჩუენისანი ცეცხლითა გამოიცადებიან. და არა საჴმარ არს მუნ შეშაჲ საგზებელად, არამედ საქმეთა ედებოდის ცეცხლი.

იხილე და ნუმცა იქმნებიან საქმენი შენნი შეშა დასაწუველ სულისა შენისა საუკუნოდ, აღიხუენ წიგნნი საღმრთონი და იხილე, ვიდრე მიიწინეს მართალნი და წმიდანი და ვიდრე მივიდეს ცოდვილნი და უღმრთონი, და ეკრძალე რომელთა თანა წარხჳდე. ღმერთმან დაგასხა შენ ვენაჴად ჭეშმარიტად, ნაყოფის გამომღებელად და იგი თჳთ მომავალ არს მოსთულებად ნაყოფისა შენისა. იხილე და ჰპოებსმცა შენ თანა ნაყოფთა სიტკბოებისათა, რომელ არიან ნაყოფნი სათნოებისანი. იხილე და ნუმცა ჰპოებს შენ თანა ნაცვალად ყურძნისა ეკალსა და ნაცვალად იფქლისა კუროჲს-თავსა, რომელ არს ცოდვათა მედგრობაჲ. ნუმცა განხუალ ამიერ ტჳრთ-მძიმე შეშითა და თივითა და ბზითა და ლერწმითა, რომელი დასაწუველ არს, ვინაჲთგან უწყი, ვითარმედ ღმერთი ცეცხლ შემწუველ არს ცოდვილთათჳს. ეკრძალე, რაჲთა არა ნარჩევ და შეურაცხ იქმნე, რამეთუ ნარჩევნი წინაშე მისსა არიან მოქმედნი ბოროტისანი. ამათ შეურაცხ-ჰყოფს, ხოლო მოშიშთა მისთა ადიდებს. გეშინოდენ, ჵ უბადრუკო, სატანჯველთაგან, რამეთუ ცოდვაჲ არა თუ გარეშე არს ჩუენგან, არამედ დაწერილ არს გულთა შინა ჩუენთა, რაჲთა,   უკუეთუ მუნ გენებოს უარის-ყოფად და სთქუა, არა უწყი, თუ მიქმნიეს ესევითარი რაჲმე, მუნთქუესვე გამხილოს შენ წერილმან მან გულისა შენისამან. რამეთუ არა თუ მელნითა დაწერილ არს იგი, ვითარმცა შეუძლე აჴოცად, არამედ დაწერილ არს იგი კალმითა რკინისაჲთა, რაჲთა გამხილოს დღესა მას განკითხვისასა საშინელსა, ოდეს-იგი განიშიშულოს მკერდი შენი და ცხადად გამოჩნდეს წერილი იგი გულისა შენისაჲ, და იხილოს იგი ყოველმან დაბადებულმან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს. და მსაჯულმან მან გამოაცხადნეს საიდუმლონი გულისანი არა თუ ამისთჳს, რაჲთა მან იხილნეს, რამეთუ იგი წინაჲსწარ ყოველსავე მეცნიერ არს, არამედ გამოუცხადნეს იგინი ყოველთა ძეთა კაცთასა. მაშინ აღდგენ ცოდვილნი ყუედრებად და სირცხჳლად საუკუნოდ დაისაჯნენ.

ილოცევდით, საყუარელნო, რაჲთა განერნეთ მისგან, და მიისწრაფეთ მკურნალისა და უჩუენეთ მას წყლულებაჲ სულთა თქუენთაჲ და იტყოდეთ: განმკურნე მე, უფალო, და განვიკურნო; მაცხოვნე მე და ვცხონდე. აწ უკუე ეკრძალე თავსა შენსა და მას იქმოდე, რომელი საკურნებელი იყოს სულისა შენისაჲ და ნუ განეშორები, ჵ უბადრუკო, კეთილის მყოფელსა შენსა და ეგრე იქმოდე, რაჲთა ვითარცა მიუწყო, მითცა მოგეწყოს შენ. და ნუ ექმნები მიზეზ სულსა შენსა არა დაწერად სახელი მისი ცათა შინა. უკუეთუ გნებავს, რაჲთა იყო ზიარ წმიდათა თანა, იქმოდე საქმესა მათსა. რავდენნი განსაცდელნი შეემთხჳნეს მათ, რავდენ გზის იგინნეს, რავდენ გზის იყუედრნეს, დაიქოლნეს, განიხერხნეს, პირითა მახჳლისაჲთა მოისრნეს, განიდევნნეს და ურიცხუნი ჭირნი და სატანჯველნი თავს-ისხნეს. აწ უკუეთუ შემძლებელ ხარ შენცა დათმენად ამას ყოველსა, ნაწილი მოგეცეს მათ თანა აწვე. ხოლო უკუეთუ გნებავს (უ)ჭირველად და უშრომელად გჳრგჳნოსან ყოფაჲ, დაჯერებულ იყავ, ვითარმედ ვერვინ გჳრგჳნოსან იქმნების თჳნიერ სულთა მოღუაწეთასა. ყვენ ცოდვანი შენნი მარადის გამოსახულ წინაშე თუალთა შენთა. მამხილებელად შენდა და ნუმცა თჳნიერ მწუხარებისა იჴსენებ მათ, რაჲთა არა საუკუნოდ მწუხარე იქმნე, არამედ სულთ-ითქუემდი, იგლოვდი და ტიროდე თავ-მოდრეკილად სულ-თქუმითა გულისა შენისაჲთა და ამით გლოვითა იჴსენ სული შენი გლოჲსა მისგან საუკუნოჲსა, რამეთუ რავდენცა შეაიწრო და შეაწუხო თავი შენი აქა, ეგოდენცა ფართოებაჲ და სიხარული ჰპოო მუნ.

აწ უკუე უმჯობეს არს შენდა, რაჲთა მოსტანჯო სული შენი აქა და არა მიხჳდე სატანჯველად საუკუნოდ. ტიროდე აქა, რაჲთა არა მუნ სტიროდი საუკუნოდ. განიფრთხვე, ჵ უბადრუკო, და უწყოდე ჭეშმარიტად, ვითარმედ წარდგომად ხარ შენ წინაშე მსაჯულისა მის, რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა, დაუთმე მტკივანთა სიტყუათა უპასუხოდ და იღუაწე ყოვლითა მოსწრაფებითა, რაჲთა არა მიეცე დიდსა მას განსაკითხავსა, რამეთუ უკუეთუ აქავე არა განიწმიდო, მუნ სულთ-ითქუმიდე მარადის, ვითარცა მდიდარი იგი. და გესმეს შენცა, ვითარმედ ჩუენ შორის დიდი მთხრებლი დახეთქილ არს და ვერვინ შემძლებელ არს წიაღმოსლვად მიერ. ევედრე ღმერთსა, რაჲთა განგარინოს შენ მუნთა მათ პატიჟთა და შეგრ\თოს სანატრელთა მათ თანა, რომელნი იშუებენ კეთილთა მათ შინა დაუსრულებელთა.

განაღჳძე სული შენი დაჴსნილობისაგან, რომელსა შინა ხარ შენ, რამეთუ ჯერ-არს შენდა, რაჲთა იყო მჴურვალე მცნებათა ღმრთისათა აღსრულებად. ვითარცა ცეცხლი, და ნუ ხარ უგრილეს ნაცრისა და მკუდარ უფროჲს მოკლულისა. განაგდე შენგან ყოველივე და შეჰვედრე თავი შენი ღმერთსა და ისწრაფდი დღე და ღამე ლოცვასა. უკუეთუ ესე ჰყო, განდევნოს შენგან ღმერთმან ყოველივე გემოთ-მოყუარებაჲ სოფლისაჲ ამის და დაგამკჳდოს ბუდეთა ზეცისათა და მოგაჴსენებდეს მუნთა მათ სატანჯველთა და საშუებელთა მარადის, და განგაშოროს შენ ყოველი უდებებაჲ, და ყოს სული შენი უსუბუქეს ფრთეთა მფრინველისათა, და ტრფიალ გყოს შენ კეთილთა მათ მოსალოდებელთა და შეურაცხ-ჰყვნე ყოველნი საშუებელნი და დიდებანი სოფლისანი.

აწ უკუე შეურაცხ-ყავ ყოველი ხილული და მოიგე ლმობიერებაჲ მარადის და განახუენ გარადმოსადინელნი ცრემლთანი, რომელთაგან ფრიადი სარგებელი იპოების, რამეთუ არარაჲ მიგუაახლებს ღმერთსა უფროჲს ცრემლთა ლმობიერთასა. უკუეთუ ესე საქმენი მოიგნე, დაღაცათუ ქალაქსა შინა მკჳდრ იყო, ვითარმცა უდაბნოს იყავ. ნუ ვის ჰხედავ და ნუ განსძღები ტირილითა, რომელსა მიიწიო. ამისთჳს ღმერთი მისცემს ნეტარებასა მგლოვარეთა და იტყჳს: "ნეტარ იყუნენ მგლოარენი გულითა" (მატე 5.4). და უკუეთუ თქუას მეტყუელმან, ვითარმედ რაჲსა უკუე თქუა პავლე: იხარებდით ღმრთისა მიმართ მარადის (ფილიპ. 4.4) ; იგლოვენ ესე მეტყუელმან, ვითარმედ პავლე სიხარულსა და შუებასა მას იტყჳს, რომელი ამის გლოვისა გამო იყოფვოდის, რამეთუ ვითარცა-იგი მწუხარებასა შეუდგნ სიხარული ამის სოფლისაჲ, ეგრეთვე ტირილი, რომელი ღმრთისათჳს არნ, შვის მან სიხარული საუკუნოჲ უცვალებელი, რამეთუ ეგრეთვე ლმობიერად ტირილითა მეძავი უწმიდეს ქალწულისა იქმნა, რამეთუ ვითარცა-იგი გარდამოჴდის ზეცით მძაფრი წჳმაჲ და შემდგომად მისა უმცხინვარეს გამობრწყინდის მზის-თუალისა იგი სინათლე, ეგრჱთვე ოდეს დაითხინიან ცრემლნი მჴურვალენი ლმობიერად, განანათლიან სიბნელე იგი ცოდვისაჲ. და ვითარცა-იგი წყლისაგან და სულისა განვიწმიდენით პირველად, ეგრეთვე აწ ტირილითა და აღსა(ა)რებითა ცოდვათაჲთა განვიწმიდნებით კუალად და უფროჲსღა, რაჟამს არა იყოს ტირილი ჩუენ თანა საჩუენებელად კაცთა. რამეთუ ტირილი, რომელი საჩუენებლად კაცთა არნ, მსგავ\ს არნ იგი რომელთამე მეძავთა, რომელთა მოიქმნიან პირნი მათნი სატრფიალოდ კაცთა უგუნურთა. მე მათ ცრემლთა ვიტყჳ, რომელნი არიან გულისაგან ლმობიერისა ფარულად და არა საჩუენებლად საუნჯესა შინა, სადა-იგი არა ჰხედავნ თჳნიერ ღმრთისა. ვითარცა იყო ტირილი ანაჲსი, დედისა სამოელისი, რამეთუ ენაჲ არა იძრვოდა და ტირილი მისი ღაღადებდა. ესრეთ ითხოვს შენგან ღმერთი, რაჲთა ვითარცა იგი სტიროდა იერუსალჱმსა, ეგრეთ სტიროდი. რამეთუ ტირილი მჴსნელისა ჩუენისაჲ გჳპოვნიეს წიგნთა შინა, ვითარმედ ტიროდა მრავალ გზის ვითარცა ლაზარეს ზედა. ხოლო სიცილი მისი არასადა გჳპოვნიეს და არცა ყოლადვე განღიმებაჲ. ეგრჱთვე პავლესიცა გჳპოვნი[ე]ს ტირილი წიგნთა შინა, ხოლო სიცილი არასადა. და არცა სხუათა წმიდათაჲ გუასმიეს ვისგანმე, თუმცა ვინმე იცინოდა. რამეთუ ესე ხოლო გუასმიეს, ვითარმედ ნოვეს ძე მარტოჲ იცინოდა უგუნურად, და ამისთჳს აზნაურებისაგან მონა იქმნა იგი და ნათესავი მისი უკუნისამდე. ხოლო მე არა ამას გეტყჳ, რაჲთა ყოლადვე არა იცინოდი, არამედ რაჲთა არა იყოს სიცილი შენი განტევებულად და განცხრომით კაცთა ბასრობისათჳს უგუნურად. და ესრჱთცა არავე ჯერ-არს შენდა სიცილი ყოლადვე, ვინაჲთგან მოელი შენ დღესა მას საშჯელისასა განკითხვად, და სიტყუაჲ მიცემად გიც ყოველთა საქმეთა შენთათჳს, რომელნი იცნი და რომელნი არა იცნი. რამეთუ დაღაცათუმცა არა უწყოდე შენ ბრალი შენი, ამით ვერვე განჰმართლდები.

აწ უკუე იგლოვდი მარადის და ეკრძალე, რაჲთა არა გასწაოს ეშმაკმან და სთქუა, ვითარმედ: ტირილი ჩემი რაჲ სარგებელ არს? რამეთუ მსაჯულთა მსოფლიოთა ოდეს განბჭიან ვისთჳსმე სიკუდილი გინა გუემაჲ, დაღაცათუმცა ტიროდა იგი ფრიად მწარითა ცრემლითა და ტირილითა ლმობიერითა, ვერ განერების იგი პატიჟსა მისგან განბჭობილისა მის ზედა, ხოლო ღმრთისაგან უკუეთუ გამოვიდეს შენ ზედა განბჭობაჲ, და სულთ-ითქუნე და შესწუხნე, მუნთქუესვე შეგიწყალებს და შეგინდობს. ამისთჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ვაებასა მისცემს, რომელნი იცინოდიან, რაჲთა სულ-თქუმითა და ტირილითა დაუმკჳდროს მას სასუფეველი.

უწყოდე, რამეთუ გიწოდა შენ ბაკსა მას ზეცისასა და გზასა ანგელოზთასა. აწ უკუე ნუმცა იტყჳ სიტყუათა ცუდთა განცხრომისა და ლაღობისათა, რომელნი აიძულებენ სიცილად, არამედ იყავნ გონებაჲ შენი ყოლადვე მგლოვარე და შემუსრვილ, და მოსწრაფე იქმენ ყოვლითა ძალითა შენითა მოგებად გჳრგჳნსა, და უწყოდე, რამეთუ მრავალთა ღელვათა და განსაცდელთა წინააღდგომაჲ გელის შენ. აწ უკუე საფუძველი მტკიცე და შეურყეველი დაუ\დევ სულსა შენსა, რამეთუ არა ერთი გინა ორი, გინა სამი განსაცდელი გეკუეთების შენ, არამედ მრავლითა ჭირითა შეხუალ სასუფეველსა ცათასა. და არა მსგავს არს ღუაწლი ჩუენი ღუაწლსა მსოფლიოთასა, რაჲთამცა რაჟამს ვიღუაწეთ ერთ გზის გინა ორ გზის, ანუ თუ სამ გზის, და მისსა შემდგომად გან-მცა-ვისუენეთ, არამედ ჯერ-არს ჩუენდა დღითი-დღედ, რაჲთა ვიღუწიდეთ ღუაწლთა აურაცხელთა, არა ხოლო თუ ოდენ დღისი, არამედ ღამეცა ღუაწლი ჩუენი მდგომარე არს დაუცადებელად. და მრავალთა სძლეს დღისი და იძლინეს ღამით. რამეთუ მრავალ-ფერ არს ბრძოლაჲ ჩუენი ფრიად: ანუ ვსძლოთ, ანუ ვიძლინეთ.

გნებავსა ხილვაჲ მათი, რომელნი სძლევნ, რომელნი იგინებიან და შეურაცხ კაცთა მიერ და დაწუნებულ არიან და მონაგები მათი მიიხუეჭების და იგინი არავისგან შურსა იგებენ, არამედ ძლიერად დაითმენენ ყოველსა? იგინი ჭეშმარიტად მძლედ გამოჩნდებიან ღუაწლსა, ვითარცა-იგი ღუაწლსა სოფლისასა მრავალნი იწყლნიან და იცემნიან და მოთმინებითა მათითა გჳრგჳნოსან იქმნიან. ეგრეთვე რომელმან იღუაწოს ღმრთისათჳს და მჴნედ დაუთმოს განსაცდელთა მომავალთა მის ზედა, ამან მოიღოს გჳრგჳნი მოღუაწებისაჲ. და ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან გლახაკთათჳს, ვითარმედ: რომელი უ\ყოთ ერთსა მათგანსა, ამას მე მიყოფთ (მატე 25.40). და ეგრეთვე იტყჳს კუალადცა: ყოველსა რომელსა ძჳრი უყოთ, მასცა მე მიზამთ (მათე 25.45), ნუ უმადლო ხარ კეთილის მყოფელისა შენისა, ჴმა-ეც მას, რომელი გიწოდს შენ ყოველსა ჟამსა. იგი დაჯერებულ იქმნა ვნებად შენთჳს და რომლისა შენ თანა-მდებ იყავ, მან თავს-იდვა.

აწ უკუე ჯერ-არს შენდა თქუმად, ვითარცა წიგნი იტყჳს: რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი-ესე მომცა მე? იღუაწე, რაჲთა არა განჰვარდე ხელისაგან ღმრთისა, ჵ უბადრუკო, რამეთუ ესე ხოლო მარტოჲ სარგებელ არს შენდა. რომელი ამისსა ურჩ იყოს, ვნებაჲ არს, რამეთუ საქმე ჩუენი მსგავს აჩრდილისა არს. სადა არს იგი, რომელ გუშინ იყო, რაჲთა დღესცა ეგრევე იღუწიდეს, ვითარცა გუშინ. სად(ა) არს, რომელი წარაგე მუცლისათჳს, რაჲთა მისებრვე იზრუნო. ესე საწუთროჲ, ვითარცა საუცარი არს და არა ჭეშმარიტი. განიფრთხვე დასულებისაგან, ჵ საყუარელო, და ნუ კუალად სცოდავ, ვითარცა წერილი იტყჳს: რამეთუ ყოველნი საქმენი აქა დაშთებიან, ხოლო ცოდვანი თანა მიგუყვებიან.

გეშინოდენ ღრჭენისა მისგან კბილთაჲსა და ცეცხლისა მისგან,   რომელი განჰლევს ყოველსა, უკუეთუ ჰგონებდე ყოველსა ჟამსა, ვითარმედ ღმერთი მახლობელ არს შენდა, არა სცოდო, რამეთუ ცოდვაჲ უმეცრებისაგან ღმრთისა იქმნების კაცისაგან. და არასადა ვინ კაცთაგანი იგონებნ გონებასა   ცოდვისა ჟამსა, ვითარმედ ღმერთი ჰხედავს მას, არამედ გულისჴმა-ყავ, ჵ საწყალობელო, ვითარმედ იგი დაფარულთა შენთა ყოველთა ცხადად ჰხედავს და საიდუმლოთა გამოეძიებს ყოველსა ჟამსა. დაღაცათუ სულგრძელ არს იგი შენ ზედა და არა მწრაფლ ჰნებავს წარწყმედაჲ შენი, რამეთუ ელის მოქცევასა შენსა სინანულად, რაჲთა კუალად შეგიწყალოს და არა წარსწყმიდე, რამეთუ უწყის უძლურებაჲ შენი, ვითარმედ ვერ შემძლებელ ხარ ხედვად ზეცას და ქუეყანად ერთსა შინა ჟამსა. უკუეთუმცა გულისჴმა-ეყო კაენს, ვითარმედ ღმერთი ჰხედავს, არა სამემცა მოეკლა ძმაჲ თჳსი აბელ შურითა. და კუალად უკუეთუმცა უწყოდა ევა, ვითარმედ ღმერთი ჰხედავს მას, არა სადამცა ხისა მის ნაყოფი მოეღო ბოროტად.

იყავნ ღმერთი მარადის წინაშე თუალთა შენთა და არა შეჰვარდე შენ მრავალსა შრომასა შემდგომად მცირედისა ცოდვისა, არამედ იყავ შ   მარადის დაწყნარებულ და მყუდრო, რამეთუ სადა შიში, ღმერთი იპოვის მუნ, ცოდვაჲ მიახლებად ვერ შემძლებელ იქმნის. აწ დააჯერე გონებაჲ შენი, ვითარმედ ღმერთი განუშორებელად მარადის თანა გიდგს და ჰხედავს საქმეთა შენთა და არარაჲ დაეფარების მათგანი. მოიგე შიში ღმრთისაჲ ვითარცა   საფასჱ განმა[მ]დიდრებელი, რამეთუ ყოველნი საქმენი ამის სოფლისანი ცუდ და ამაო არიან, ხოლო სათნოებაჲ ღმრთისაჲ არს საფასე განუხრწნელი და პატიოსანი. განიწმიდე გული შენი, რაჲთა ღირს იქმნე ხილვად ღმრთისა, რამეთუ თჳნიერ სიწმიდისა ვერვინ შემძლებელ არს ხილვად პირსა ღმრთისასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე 5.8). ჯერ-არს შენდა, რაჲთა იქმნე მარიდლ და შეამარილო სული შენი და განსწმიდო გული შენი და მით შეანელო გონებაჲ შენი და სიტყუანი შენნი და დაიცვნე საქმენი შენნი. და შეჰმარილნე განრყუნილნი გულის-სიტყუანი შენნი და განჰრცხე სულ-მყრალობაჲ ცოდვისაჲ. ხოლო განწმედაჲ ბილწებისა და შეგინებულობისა შენისაგან მხოლოჲსა ღმრთისა მიერ არს და მოქცევაჲ ცოდვისა და უდებობისაგან შენგან არს. და არა ხოლო თუ სულისა განრინებასა გიბრძანებს ღმერთი, არამედ მახლობელთა შენთასაცა, რაჲთა გარდამოადინო მათ ზედა ზრუნვაჲ და შეწევნაჲ შენი. უწყოდე სარგებელი სიტყუათაჲ, რომელნი ითქუნენ, და მოჰრიდე ყოველსა ცოდვასა, რომელი მოაწევს დაჭირვებასა და უფროჲსღა შესმენასა და ძჳრის ზრახვასა, რომელი დაჭირვება არს და არა შეძინება. რამეთუ ღმერთმან მხოლომან   უწყნის კეთილნი და ბორ[ოტ]ნი, რამეთუ იგი მხოლოჲ ჰხედავს საიდუმლოთა გულისათა. და შენ განკითხვითა ძმისა შენისაჲთა სულსა შენსა უფროჲს განიკითხავ. იხილეღა მეძავი იგი, რამეთუ არავის სხუასა განიკითხვიდა წინაშე ქრისტესა, არამედ ტირილითა დააჯერა უფალი, და რაჟამს ისმინა მკურნალმან ღაღადებაჲ იგი ტირილისა მისისაჲ, მიჰმადლა მას ცხორებაჲ.

ემსგავსე უკუე შენცა მეძავსა მას არა თუ ცოდვითა, არამედ სინანულითა   და ტირილითა. მოიგე მსაჯული შემწედ შენდა, ამით მცირედითა ცრემლითა დაშრიტე საჴუმილი იგი საუკუნოჲსა მის ცეცხლისაჲ. მცნებაჲ მოუცემია შენდა ღმერთსა არა თუ მძიმე და შრომითი, არამედ ფრიად სუბუქი, რომლითა განერები ყოველთა ცოდვათა შენთაგან. რაჲ უკუე შრომაჲ აქუს ტირილსა ლოცვასა შინა გინა შფოთისა დაცადებასა, გინა შურისა და კაცთა განკითხვისაგან დაცხრომასა. რომელთა საფასეთა წარგებაჲ გინებს ამის მცნებისა აღსრულებისათჳს, რამეთუ ლმობიერობაჲ ხოლო მარტო გინებს და მით შემძლებელ ხარ აღსრულებად.

გნებავსა, რაჲთა გასწაო შესლვაჲ, რომელსა შინა სარგებელ ჰპოო? იყავ შენ მარადის შემასმენელ თავისა შენისა და განმკითხველ სულისა შენისა და მამხილებელ ცოდვათა შენთა, ვითარცა წიგნი იტყჳს: "აღიარენ შენ   პირველად ცოდვანი შენნი, რაჲთა განჰმართლდე" (ესაია 43.26). ამას განკითხვასა აქუს მადლი და ცხორებაჲ. და ნუ გამოეძიებ სხჳსა საქმეთა, არამედ აღიარე ნაკლულევანებაჲ შენი. და ვინაჲთგან გიცნობია განკითხვაჲ სარგებელისა მომატყუებელი, განიკითხევდი მარადის თავსა შენსა და დააცადე სხჳსა განკითხვაჲ. და ისწავე სარგებელი დუმილისაჲ და დაჭირვება სიტყჳს-გებისაჲ, და ეკრძალე დაბრკოლებასა ყოლადვე. და განგებაჲ შენი-მცა ნათობს, ვითარცა მზე წინაშე მათსა, რომელთა ჰნებავს გაკითხვაჲ კაცთაჲ, რამეთუ შენ დაღაცათუ ბევრეულითა განკითხვითა განიკითხვიდე სულსა შენსა, არა მოაკლდების ნათელი შენი, არამედ სხუათაგანცა მადლი მოგეცეს, და არა ხოლო თუ სული   შენი აცხოვნო, არამედ სახელიცა ღმრთისაჲ იდიდებოდის შენ ძლით, ვითარცა-იგი თუმცა რაჟამს სხუათა განიკითხვიდი, სული-მცა შენ იზღვიე და ღმერთი-მცა იგმებოდა შენ ძლითვე.

იღუაწე, რაჲთა განაბრწყინვნე საქმენი შენ[ნ]ი არა თუ გამოცხადებითა   შენითა წინაშე კაცთა, არამედ რაჲთა არავის მიზეზ ექმნე განკითხვად შენდა და ცოდვად, დაღაცათუ სათნოებათა აღასრულებდე. და   უკუეთუმცა ყოველთა კაცთა ბოროტი თქუეს შენთჳს, არამედ ყოველთაგან ნეტარებაჲ მოგეცემოდის. ხოლო ნუ მწუხარე ხარ, რაჟამს ბოროტსა იტყოდიან შენთჳს, რამეთუ მით ფრიადი მადლი მოგეცემის შენ, უფროჲსღა რაჟამს ცუდსა იტყოდიან შენთჳს. ხოლო უკუეთუ სიმართლით განგიკითხიდვე[ნ], ვაჲ არს შენდა, თუცა არავინ განგიკითხოს. ნუ ხოლო სათნოების მოყუარე ხარ. არამედ ძმათ მოყუარე იყავ, რამეთუ რაჟამს იყო შენ ძმათ მოყუარე, განგიყრიან შენგან ისარნი განკითხვისა და შესმენისანი.

იყავ მოწყალე, რამეთუ ესევითარსა სათნოებასა მადლი აქუს   ფრიად. მიემსგავსე მას, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: ვტიროდე მე ყოველთა უძლურთათჳს და სულთ-ვითქუემდ ჭირვეულთათჳს. უკუეთუ რომელი ტიროდის, მას მადლი აქუს, რავდენ უფროჲს რომელი შემწე ეყოს გლახაკსა და განაძლიერნეს უძლურნი, უდიდესი მადლი მოიღოს მან! განაგდე შენგან სიმყრალე განკითვისაჲ, რამეთუ ეგების, თუ იყოს დღეს კაცი ბოროტ და ხვალე კეთილ. ნუ აცთუნებ თავსა შენსა და გნებავს აღსლვაჲ ზეცა განგდე შენგან ქუეყანისაჲ, რომელ არს საქმენი კაცთანი, და შეიკრძალე მარადის ტირილი, რაჲთა ცრემლნი შენნი იქმნნენ თესლ კეთილ და უშრომელად აღმოგიცენდეს შენ ნაყოფი სინანულისაჲ.

რამეთუ ღმერთი არა ეძიებს ჟამთა სიგრძესა, რაჟამს ენებოს რაჲმე შეცვალებაჲ საქმისაჲ, რამეთუ წამსა შინა გარდააქცია წყალი იგი   ღჳნოდ და ერთსა შინა ჟამსა განამრავლა პური იგი და ყო აღურაცხელ. და მეძავმან მან ჟამსა შინა ერთსა შეინანა და მასვე ჟამსა ცხონდა. ჟამსა შინა ერთსა დასთხინა ცრემლნი, მასვე ჟამსა შინა გამოსცა სული სურნელებისაჲ, რომელ   არს სინანულისაგან, რამეთუ არა ხოლო თუ ეგრე თქუა ქრისტემან, ვითარმედ: "მიგეტევნენ ცოდვანი შენნი" (მატე 9.2), არამედ ესრე თქუა: "ნუ გეშინინ, ასულო, რამეთუ მიტევებულ არიან ყოველნი ცოდვანი შენნი" (მატე 9.22).

აწ უკუე გასმიეს განკითხვისა და შესმენისათჳს, კუალად ისმინე სიმდაბლისათჳს, რომელ არს თავი ყოველთა კეთილთაჲ და გჳრგჳნი ბრწყინვალე   მომგებელთა მისთაჲ, ვითარცა თქუა უფალმან: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი სულითა" (მათე 5.4). შეწირე ღმრთისა მსხუერპლი სიმართლისაჲ, რამეთუ მსხუერპლ ღმრთისა არს სული მდაბალი. და უკუეთუ ესე სათნოებაჲ მოიპოო, ღმერთმან არა შეურაცხ-გყოს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: "გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყვის" (ფსალმ. 50.15). ესე სათნოებაჲ არს თავი ყოველთა კეთილთაჲ, ვითარცა-იგი ამპარტავნებაჲ თავი არს ყოვლისა ცოდვისაჲ, ეგრეცა სიმდაბლე თავი არს სათნოებათაჲ და ამისი ჭეშმარიტებაჲ გჳცნობიეს ფარისეველისა მისგანა და მეზუერისა, რამეთუ ერთი იგი ამპარტავნებითა დაეცა ყოველთაგან კეთილისა საქმეთა მისთა, რომელ ჰქონდეს, და მეორემან სიმდაბლითა თჳსითა პოა ნაყოფი, რომელი არასადა მოეგო მას. აწ უკუე ვინაჲთგან უწყით ესე, მოვიგოთ სიმდაბლჱ იგი აღმამაღლებელი და ვადიდებდეთ ღმერთსა უკუნისამდე, ამენ.



"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ
ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/