მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება
"ოქროს წყარო"

 

სიყვარულისათვის მოყვასისა

 

გევედრები, საყვარელნო ძმანო! რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ შეყვარებად ძმთა, რათა არა მტყუარად გამოვაჩინოთ სიყვარული ღვთსა, რამეთუ იტყვის: "რომელმან სთქვას, მიყვარს ღმერთი და ძმაი არა უყვარდეს, იგი მტყუარ არს". არამედ ვიღვწიდეთ სულთა ჩვენთა და ვისწრაფდეთ შეყვარებად მოყვასისა. და ნუმცა განვეშორეით გვამნი (ჩვენ) თავსა, რომელ არს ქრისტე, და ნუმცა განვეყოფით ასოთა ჩვენთა, რომელ ესე უკეთუ ესე ყძლურნი იყვნენ, რამეთუ ხორციელთა ამათ ასოთა (შინა არიან), უკეთუ ვიხილოთ ერთი რომელიმე მოუძლურებული, ყოვლითა მოსწრაფებითა არა დავსცხრებით კურნებად, და უკეთუ ვერ შეუძლოთ, არავე უგულებელს-ვყოფთ. ეგრეთვე უკვე საყვარელნო, ვისწრაფოთ ძმათ-მოყვარება და კეთილის ყოფა, რათა ურთიერთარს სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტეს სიყვარულისა" და მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდებაი თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.