|
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება "ოქროს წყარო"
სიყვარულისათვის მოყვასისა
ღირსი უკვე ესე ვითარისა მის ქრისტეს სიყვარულისა, პატივისა მოქალაქობა ვაჩვენოთ, საყვარელნო ძმანო და ნუმცა რაი გვაქვს ზიარება ქვეყნისა თანა, რამეთუ ამისთვის ქრისტემან ზეცით მოგვართვა ჩვენ სწავლა კაცთ-მოყვარებისა, რათა მოძღვრისა მის სწავლასა შევუდგეთ ძალისაებრ ჩვენისა და ვემსგავსნეთ, ხოლო მსგავსება ქრისტესი ესრეთ იქმნების, რათა არა თვისთა თავთასა ვეძიებდეთ ყოვლადვე, არამედ მოყვასთასა, ვითარცა იგი ქრისტემან ქმნა. და რაჟამს კაცი არა თვისსა ეძიებდეს, არამედ მოყვასისასა, მაშინ ეძიებს თვისსა ჭეშმარიტებით, რამეთუ მოყვასისა ყოველი ჩვენი არს, ვინათგან ერთ გვამ ვართ და ურთიერთარს ასოებ, ნუმცა უკვე ვინ იტყვის, თუ იგი ვინმე არა არს მეგობარი ჩემდაო, არც ნათესავი, და ვითარ მიყვარდეს იგი, ვითარცა ჩემნიო? ამისთვის გულის-ხმა-ჰყავ, საყვარელო, დაღაცათუ არა არს მეგობარი და ნათესავი, არამედ კაცი არს შენისავე ბუნებისა და მისვე ქრისტეს მეუფისა მონა, რომლისაცა შენ ხარ
და შენ თანა მკვიდრი. რამეთუ ყოველნი ერთსა სოფელსა შინა მკვიდრ ვართ, ვინათგან სარწმუნოებისა შენისა ზიარი არს. აჰა ესერა ასოცა არს შენი, რამეთუ რომელი მეგობრობა იქმს ესოდენ თვისებასა, ვითარ ერთობა იგი წმიდისა სარწმუნოებისა, რამეთუ ყოველნი ნათელღებულნი ვართ. ნუმცა უკვე უგულებელს-ვყოფთ ერთი ერთსა, რამეთუ არავინ თვისი გვამი და ასონი უგულბელს-ჰყვნის, არამედ ფუფუნებნ და იღვწინ. ამისთვის ერთი სახლი მოგეცა ღმერთმან, სოფელი ესე და ყოველივე ზოგად განგვიყო და ერთსა მზესა ყოველთა აღმოგვიბრწყინვებს და ერთი სართული გარდაართხა ჩვენ ზედაცა და ერთი საყოფელი ქვეყანა, და ერთი ტაბლა ცხოვრებისა ტაბლა იგი შესაწირავისა, ერთი სახე შობისა მოგვცა ყოველთა, – წმიდა ნათლისიღება, და ერთი არს ყოველთა მამული, სასუფეველი ცათა და ერთისა სასმელისაგან ვსვამთ ყოველნი, არა თუ მდიდართა უმეტესად მიეცემის საიდუმლო იგი ღა გლახაკთა უდარესად, არამედ ყოველთა სწორად უწდია სისხლი თვისი ქრისტემან და ყოველთა სწორად განუყო ხორცი თვისი საცხოვნებელად ყოველთა სულთა, აწ უკვე ვინა არს უწესოება ესე, რომელ არა გვიყვარან ძმანი? გარნა ანგაარებისაგან მდიდართასა და ამპარტავანებისაგან მათისა. არამედ ნუღარა იყოფინ ესე, ძმანო ჩემნო. საყვარელნო! ნუმცა განგვყოფენ ხორციელნი ესე საქმენი, რომელნი სულიერად ერთ ვართ; რამეთუ ყოველი ხორცი აჩრდილი არს და აჩრდილისა უძლიერესი, ხოლო ჩვენ, ძმანო, საკრველი იგი სიყვარულისა მტკიცედ დავიცვათ და ვერა რაი ვნებათაგანი შეგვემთხვიოს განყოფად ესე ვითარისა მის ერთობისაგან და სულიერისა სიყვარულისა, რომლისა მიერ ყოველნივე ერთობით საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნ ეთ, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|