|
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება "ოქროს წყარო"
წმიდისა ზიარებისათვისვე
საყვარელნო! განიცადეთ და იხილეთ, თუ რაბამ (რავდენად) ტკბილ და სახიერ არს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რამეთუ ხორცითა თვისითა გვზრდის და სისხლსა თვისსა არა ჰრიდებს დათხევად ჩვენთვის, ხოლო ჩეენ არცა თუ პურსა მივსცემთ მისთვის, არცა სასმელსა წყლისასა. ქრისტემან წიაღთა თვისთა შეგვიტკბო და შეგვიწყნარა, ხოლო ჩვენ არცა თუ ძმათა ჩვენთა უცხოთა შევიწყნარებთ სახლთა, ჰოი ესე უწყალოება! ღმერთმან ძე თვისი მისცა სიკვდილად ჩვენთვის და ჩვენ პურსაცა არა მივსცემთ მისთვის! ჩვენისა სიყვარულისათვის ჯვარს ეცვა ძე ღვთისა და ჩვენ არ გვნებავს ძმათათვის სიყვარულისა ყოფა. ჰოი ესე უგუნურება! ქრისტესთვის თანაგვედვა სიკვდილი და ჩვენ არცა მოწყალებასა მივსცემთ. და არავე უკვდავ ვართ, რომლისა ნებსით არა გვნებავს მიცემა, ესე უნებლიეთ დავუტეოთ. რამე სიტყვა მივუგოთ ქრისტესა, რომელმან ხორცი და სისხლი თვისი ყოვლითურთ მოგვცა?! ხოლო ჩვენ უმტკიცეს ქვისა ვართ და სიხარბესავე
შინა დავადგრებით, გარნა იგი ტკბილი ესრედ მეტყვის ჩვენ, ვეთარმედ არა რასა ვითხოვ დიდსა, არამედ ბორცსა და სისხლსა ჩემსა მიგცემ თქვენ და პურსა და წყალსა ვითხოვ, - სასუფეველსა აღგითქვამ და შეწყნარებასა ვითხოვ თქვენგან, არა გეტყვი შენ, ჰოი კაცო, ვითარმედ დაიხსენ სიგლახაკე ჩემი და მომეც სიმდიდრე შეხი, არამედ ვითხოვ მცირესა პურსა ნუგეშინის საცემელად სიყმილისა ჩემისა; საპყრობილესა რა ვიყო, არა გაიძულებ შენ გახსნად საკვრველთა და გამოყვანებად, არამედ გთხოვ, რათა მოხვიდე და მიხილო, მე ტკბილად, სნეულ რა ვიყო, არა გეტყვი, თუ განმკურნე და აღმადგინე, არამედ მოვედ და მიხილე ტკბილითა ენითა, სიტყვითა ნუგეშინის ცემისათა. უფროს ამით სახითა მნებავს სასყიდლის მიცემად შენდა და გვირგვინოსან ყოიფად. ამათ უნდოთა (უბრალო საქმეთა) წილ მნებავს, რათა წინამე ყოვლისა სოფლისა გაქო გამომზრდელი ჩემი და კურთხეულ გიწოდო, მამისა ჩემისა მიერ და შორის ანგელოსთა და მთავარ-ანგელოსთა განვაწესო სავანე შენი, რამეთუ ფრიად მიყვარ შენ, ესე ყოველი გულის-ხმა-ვპყოთ, საყვარელნო, და ვეძიებდეთ წყალობასა თვისისა ცხოვრებისასა! ამათ ესე ვითართა კეთილთა საქმეთა მიერ შევამკვნეთ თავნი ჩვენნი და გულითა წმიდითა ვეზიარნეთ უკვდავ-მყოფელსა ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რათა ღირს ვიქმნეთ მის თანა დგომად, ვითარცა იტყვის: „რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მისთანა“, რამეთუ მისსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|