|
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება "ოქროს წყარო"
წმიდისა ზიარებისათვისვე
აჰა ესერა, საყვარელნო, ხორცი და სისხლი ქრისტესი წინა მდებარე არს ჩვენდა, არა შესახებელად ხოლო, არამედ საჭმელადცა და სასმელად და, უკეთუ გვენებოს, მოუც (მოუცია) ჩვენდა. მოვუხდეთ უკვე სარწმუნოებით, რათა განიკურნენ ყოველნივე უძლურებანი ჩვენნი. უკეთუ რომელნი ფესვსა სამოსლისა მისისასა შეეხნესთ, ესრეთ სარგებელ ეყო, რავდენ უმეტესად სარგებელ ეყოსთ, რომელთა მეიწყნარონ იგი თავთა შორის თვისთა, უკეთუ
ოდენ ღირს იქმნენ გულითა წმიდითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეწყნარებად?! რამეთუ ჭეშმარიტად, მორწმუნენო, აწცა ქრისტესა მოუხდებით, დაღაცათუ ხმა მისი არა გვესმის, და უფროსდა გვესმის ხმა მისი დღითი დღედ სახარებისა მიერ.
აწ უკვე შეუორგულებელად გრწმენინ, ძმანო, ვითარმედ აწცა სერობა იგი არს, რომელსა შინა თავადი ინახით მჯდომარე იყო, და არა რაითა განყოფილ არს ესე მისგან,– რამეთუ, ვითარცა იგი მაშინ ქრისტემან შემზადა, ეგრეთვე აწ ამას, თქვენმცა არა მოგცაა მადლი მღვდელთა მიერ და სული წმიდა მოგანიჭა, რამეთუ არცა წმიდა იგივე შემზადებს!? ამისთვის გეტყვი, საყვარელნო, ოდეს იხილო, რომელ მღვდელი გაზიარებდეს წმიდასა საიდუმლოსა, ნუ ჰგონებ თუ მღგდელი იგი მოაგცემს შენ წმიდასა მას საიდუმლოსა, არამედ ხელი ქრისტესი განმარტებულ (გამოშვერილი) არს მოცემად შენდა ხორცსა დ სისხლისა მისსა. რამეთუ ვითარცა იგი ნათელ იღებდე რა, არა თუ მღვდელი იგი ნათელ გცემს, არამედ ღმერთსა უხილავად უპყრიეს თავი შენი და არცა ანგელოსი, არცა მთავარ-ანგელოსი, არცა სხვა ვინ იკადრებს მიახლებად. ეგრეთვე აქაცა იგი არს, რომელი გაზიარებს წმიდათა მათ საიდუმლოთა, რამეთუ არა ანგელოსთა დაურწმუნებიეს ნიჭი ესე, არამედ თავადი ქრისტე არს განმყოფელი და მიმნიჭებელი: რამეთუ, რომელმან უმეტესი ქმნა, უდარესიმცა უღირს იჩინაა? რომელმან თავი თვისი მოგვცა საჭმელად, ხელითამცა თვისითა არა ჯერ იჩინაბ განყოფად პატიოსნისა მის ხორცისა და სისხლისა მისისა მოყეარეთა მისთა? ვისმინოთ უკვე მღვდელთაცა და ყოველმან ერმან, თუ ვითარსა პატივსა ღირს ქმნულ ვართ! ვისმინოთ და შევიკრძალოთ და შევძრწუნდეთ, წმიდისა ხორცისა და სისხლისა მისისა ზიარ მყვნა ჩვენ, თავი თვისი დაკლული წინაშე დაგვიდვა, რაიმე უკვე მივუგოთ, რომელნი ესე ვითარსა საიდუმლოსა ზიარ ქმნილ ვართ და ესრეთ წარმდებებით ვსცოდავთ? რომელნი კრავსა მის ღვთისასა მოვიღებთ და არა შევიკდემთ. (მოკრძალებით არ მივალთ) მგელთა მიმსგავსებულად, რომელნი ტარიგსა მას მოვიქვამთ აღმხმელსა ცოდვათა სოფლისათა და ვართ მხეც მტაცებელ. ესე საიდუმლო ნიჭი არს მშვიდობისა, განმწმენდელი ყოველთა ცოდვათაგან,
ღირსად მიმღებელთა მისთა და არა ნებავს, რათა ყოვლადვე უფლებულ ვიყვნეთ ვნებათაგან შურისა, გინა მტერობისა, გინა მტაცებლობისა, გინა ანგაარებისა, ანუ თუ გულის-თქმისაგან ბოროტისა, – რამეთუ, უკეთუ ქრისტემან ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა არა რიდა თავსა თვისსა სიკვდილად მიცემად, ჩვენ ვითარ უგულებელს-ვყოფთ ცხოვრებასა ჩვენსა? არამედ, საყვარელნო ძმანო, წმიდითა გულითა ვეზიარებოდეთ წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, რათა საუკუნეთა კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|