|
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება "ოქროს წყარო"
აღსარებისათვის ცოდვათასა
საყვარელნო! აღიარებდით თვისთა ცოდვათ ყოვლით გულითა წინაშე სულიერისა მამისა თქვენისა, რამეთუ აღიარებითა წყლულებანი სულისანი განიკურნებიან, ვითარ იგი სალმობანი ხორცთანი განცხადებითა მკურნალისათა განმრთელდებიან. ხოლო დაფარვა ცოდვისა მოძღვრისა მიმართ დიდად სავნებელ არს – შემდგომად სიკვდილისა სულთა შესაწუხებელ და ეშმაკთა სახარულევან იქმნების. ამისთეის ფრიად სარგებელ არს აღსარება ცოდვათა, ხოლო დაფარვა სიხარულ სატანასი. რამეთუ იგი ლიქნით ეტყვის, ვითარმედ დღეს ესე სათნო იყავ და ხვალე შეინანე, არამედ ჰოი კაცო, უწყია მიწევნა ხვალისა დღე ანუ არა? არამედ ჰნებავს უფროსღა სიღრმესა ქვესკნელისასა შთაგდება შენი, რათამცა უნანელი წარგიტაცოს. უკეთუ მწიგნობარი ვინმე იყოს, ესე შთაუთესავს გონებასა შინა ეშმაკი, ვითარმედ თვით უწყი რაისაცა წერილი იტყვის კანონსა. ეგრეთვე ჰყავ შენცა და ნუ იტყვი აღსარებასა. არამედ, ჰოი საყვარელო, ნუ უსმენ ემმაკსა და ნუცა პყოვნი (აგვიანებ) აღსარებად ცოდვათა შენთა, რათა შენდობილ იქმნე ამასცა სოფელსა და მერმესა მას საუკუნესა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|