მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება
"ოქროს წყარო"

 

ეპისკოპოსთა პატივისათვის

 

დაემორჩილენით წინა ეპისკოპოსთა და პატივ-ჰსცემდინ მღვდელნი ეკკლესიისანი, რათა მათ თანა ზიარ იქმნნეთ მადლსა ღვთისა მიერ. რამეთუ სასმენელსა ჩემსა არს, რომლისათვის უღელი მოვიღე და პირისაგან კაცთასა არა მიცნობიეს, არამედ სული მიქადებს მე ესრეთ მეტყველი (ესე ამბობს, რომ), ვითარმედ „თვინიერ ებისკოპოსისა არა რაისა ყოფად, რამეთუ სადაცა გამოჩნდეს ეპისკოპოსი, მუნ სიმრავლე კეთილთა იყოს, და სადაცა სახელ იდვას ქრისტე, მუნ კრებულნი ეკლესიისანი შევლენ. ვითარცა, სადაცა მწყემსნი ცხოვართანი ვლენ, მუნ იგინი ჰსძოვენ და მწყემსნი ჰსცვენ; ხოლო თვინიერ მწყემსისა ცხოვარნი წარიტაცებიან მხეცთა მიერ და თვინიერ მღვდელთ-მთავრისა არცა ნათლისღება იქმნების, არცა სხვა საიდუმლოთაგანი.

ესე უკვე ღვთისა სათნო არს, რომელ პატივ-ჰსცე მღვდელთ-მთავართა და პატივის-მცემელი მღედელთ-მთავართა ღვთისაგან პატივ-ცემულ იქმნების, და რომელი თვინიერ მღვდელთ-მთავრისა რასამე ჰყოფდეს, არა შვენიერ არს; ხოლო მღვდელთა უღირს (ჰშვენის) მორჩილება, ვითარცა რა მოციქულთა ქრისტესთა ყოველსა შინა სათნო ყოფად, ვინათგან არა საჭმელისა და სასმელისა არიახ მსახურ, არამედ ღვთისა ეკკლესიათა და საიდუმლოთა მისთა. აწ უკვე, საყვარელნო! პატივს-სცემდეთ ეპისკოპოსთა, ვითარცა თვით ქრისტესა, ხოლო მღვდელთა, ვითარცა თანა მოსაყდრეთა და შეუღლებულთა მოციქულთასა, რამეთუ თვინიერ მათსა ეკლესია არა განათლდების. ამისთვი ისმინებიან (გამოითარგმანებიან ძალნი) ჰსჯულისანი, ვითარედ ყოველი რაოდენი გრქვას შენ მღვდელმან, ჰყავ და ნუ მიაქცევ მარცხენით, ნუცა მარჯვენით სიტყვათაგან. რომელმან არა უსმინოს მღვდელსა, თანა მდებ არს სიკვდილისა, ხოლო სთქვა წინასწარმეტყველმან მალაქია სიტყვანი მღვდელთათვის ღირსნი: „ვითარმედ დაიმარხენ მეცნიერება და სჯული პირისაგან მისისა; რამეთუ ქადაგი არს ღვთისა ყოვლისა მპყრობელისა და სოფლისა წარსამართებელად ვალს“. და სხვამან სთქვა: „ყოვლითა სულითა შენითა კეთილსა უყოფდი უფალსა და მღვდელთა მიმართ პატივ-პსცემდი და მსახურთა მისთა ნუ დაუტეობ, გეშინოდენ ღვთისა, ადიდე მღვდელი". ხოლო პავლე ესრეთ მისწერს ტიმოთეს მიმართ: "ვითარმედ შესძინებდი კეთილ ღირს ყოფისათვის მღვდელთა ორ კეცსა პატივსა", და სთქვა კანონმან ესრეთ: „მღვდელნი განწმენდილ არიან უფლისა მიმართ ღვთისა, რამეთუ მსხვერპლსა და ძღვენსა ღმერთსა შესწირვენ და წმიდა არიან“. და კვალად სთქვა უფალმან არონის მიმართ: „იტყოდი შენ მსახურთა მიმართ ჩემთა ტაძარსა შინა წამებისასა, იგინი მიიღებდენ ცოდვასა თვისთა ერთასა და მონაგებთა მათთაგან მისცემდენ ლევიტელთა, ვითარცა სასყიდელსა თქვენსა მსახურებისათვის“. ხოლო ისაია სთქვა: „თქვენ მღვდელთა გეწოდოს მსახურნი ღვთისანი“ , და იერემია სთქვა: „განვადიდო და გამოვზარდო სულნი მღვდელთანი“, ხოლო პავლეცა სთქვა: "რამეთუ ყოველი მღვდელთ-მთავარი შეწირვად სოფლისა მსხვერპლისა და მესაწირავისა დადგინებულ არს, რომელნი იგი სახედ აჩრდილისა მსახურებენ ზეცისასა". და ესე ვითარი დავითცა სთქვა: „ვითარმედ მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანნი შენნი იხარებდენ სიხარულითა“. ხოლო აწ მე გლოცავ თქვენ, ძმანო, იცით რომელნი შვრებიან თქვენთვის. ჰყავთ სიყვარული მღვდელთა მომართ და პატივის-ცემა, რამეთუ შვენიერ არს, საყვარელნო! ვითარცა რა მეგობართა ღვთისათა პატივის-ცემად მღვდელთა, რამეთუ გამოირჩინა უფალმან და ადიდნა ღმერთმან მღვდელნი და არა ვინ თავით თვისით მიიღებს პატივსა, არამედ ჩინებულნი ღვთისანი. არა არს თქმული აწ არცა პირველ მღვდელთა წინა აღდგომა, ხოლო, წინა აღმდგომნი სასჯელსა თავისა თვისისასა მიიღებენ, რამეთუ წერილ არს: „მთავრისა მიმართ შენისა ნუ იტყვი ძვირსა", და უფალი დიდი მთავარი იტყვის: „რომელმან თქვენ შეგიწყნაროს, მე შემიწყნაროს, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი მამა. რომელმან შეიწყწაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს, და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა სასყიდელი მართლისა მიიღოს“. დიდება ღმერთსა ჩვენსა, აწ, და უკუნისამდე, ამინ.