|
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება "ოქროს წყარო"
ლოცვად აღდგომისათვის
მიიღე ფარი სიმტკიცისა, ჰოი ძმაო, საყვარელო, ესე იგი არს, წმიდანი ლოცვანი და მით შეზღუdvil iqmeნ! აღსdeg ძილისაგან და იხადე მახვილი ესე ლოცვისა და დასდეგ მტკიცედ ძალისაებr შენისა და ევედრე ღმერთსა სურვილით, ყოვლითა სულითა შენითა და შეგეწიოს შენ ღმერთი მოსწრაფედ, და მოგცეს შენ ძალი და ძლიერება ძლევად უხილავისა მტერისა შენ ზედა კადნიერისა! რამეთუ არა მისთვის არს, ძმანო, ღამე ქმნული, რათა მარადის გვეძინოს და უქმად ვიყვნეთ, არამედ ჯერ-არს განყოფად ღამე: რომელნიმე უკვე საქმედ, ხოლო რომელნიმე განსვენებად. იხილეთ უკვე ვითარ აღსდგებიან ხელთ-მოქმედნი შუა ღამესა, მხვნელნი და ვაჭარნი. ამისთვის, გევედრები, თქვენცა, ყოველნი აღსდგებოდეთ კაცად-კაცადი ღამე და პირველ ყოველთა საქმეთა ჰყოფდეთ ლოცვასა ღვთისა მიმართ, რათა ღმერთმან მოწყალება თვისი მოგანიჭოს თქვენ. და ოდეს დასწვებოდეთ ძილად, ნუ უტევებთ ნუცა ერთსა ღამესა, რომელ არა თაყვანის-ჰსცემდეთ ღმერთსა, არამედ, რაოდენი უკვე ძალ გედვასთ ძალისაებრ თქვენისა, ჰყავთ თაყვანის-ცემა, რამეთუ ლოცვითა და თაყვანის-ცემითა სძლევს კაცი ძალსა ეშმაკისასა, და ლოცვისა მიერ იხსნები ცოდვათაგან, რომელი ჰსცოდე დღესა. რამეთუ ღამით გონებაცა შენი უმსუბუქეს არს და მიახლებულ ღვთისა მიმართ და შენი სინანულად მოქცევა. ლოცვასა ღამისასა და ღამეულთა ლოცვათა უფროს ისმენს ღმერთი, რამეთუ მაშინ სულიცა შენი უპატიოსნეს არს მყუდროებითა და გონება შენი დაწყნარებულ ვედრებად ღვთისა. ვინაცა (ამისთვის), საყვარელო, აღსდეგ ღამე და მოიდრიკენ მუხლნი და შეუვრდი ღმერთსა მვედრებელი: მოყოს ყური თვისი და ისმინოს ვედრება შენი. მოიხსენე უკვე დავით მეფისა, ვითარ იტყოდა: „შვიდ გზის დღეთა შინა გაქებდე შენ უფალო“, და კვალად „შუაღამე აღვსდეგი აღსარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლეთა შენთასა და დავშვერი მე სულთქმითა ჩემითა, ღამე ყოველ ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტე“. გულის-ხმა-ვჰყოთ, ძმანო, უკეთუ მეფედ მყოფსა ესოდენი აქვნდა მწუხარება და ესრეთ ჰყოფდა ღამე ყოველ, ხოლო ჩვენ ვითარი პასუხი მივსცეთ, ღმერთსა უდებებასა შინა მყოფთა?! გევედრები თქვენ, ძმანო, აღვსდგეთ ვედრებად ღვთისა (ცოდვათათვის ჩვენთა და აღსარებად მისა, რამეთუ ღამესა შინა არცა ცუდად მზვაობრობა აღსძრავს გონებასა და არცა ვის ევედრებინ – რამეთუ არავინ გავნებს, არცა გქენჯნის, იყავნ სახლი თქვენი ვითარცა ეკკლესია ღამე ყოველ, ქმარნი (ცოლთა თანა დადგინებულ ლოცვად, რამეთუ სთქვა უფალმან; „სადაცა არიან ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა". კეთილ არს ღვთისა ნებისა ყოფა, უკუეთუ თქვენგანთა ვისთანამე შვილნიცა არიან (ვისმეს შვილები ჰყვანან) განაღვიძეთ იგინი ვედრებად ღვთისა და ასწავეთ, რათა ილოცვიდენ ღამე და დღე, რამეთუ არა რა არს ესრეთ კეთილი სახლეულისა, ვითარ ღამე და დღე ლოცვა და ხსენება ღვთისა. ისმინეთ რასა იტყვის წინასწარმეტყველი: "უკეთუმცა მოგიხსენო შენ სარეცელსა ჩემსა ზედა და ცისკარსამცა გევედრებოდე შენ უფალო“. ვისწრაფოთ უკვე, ძმანო, ღამე ყოველ, რათა განვხსნნეთ საკრველნი ცოდვათა ჩვენთანი ლოცვითა. გეტყვი თქვენ – აღსდეგით ღამე; უკეთუ არა შუა ღამე, მაშა განთიად ეევედრებოდეთ ღმერთსა. რამეთუ ღამე ორად განყოფილ არს – ხორცთა განსვენებად და სულისა ცხოვნებად ლოცვისა მიერ. აღსდეგ უკვე ღამე და ევედრე
ღმერთსა, შეუვრდი სულთქმით დამბადებელსა შენსა ცოდვათა მოტევებისათვის და საუკუნოსა დიდებისა პოვნისათვის, რომელსა მიმთხვევად ღირს-მცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ. ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|