მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება
"ოქროს წყარო"

 

ლოცვისათვის

 

ყოველთა უკვე უწყოდეთ, საყვარელნო, რამეთუ დასაბამი ყოვლისა კეთილისა - ლოცვა არს. ცხოვრება და ცხოვრებისა შუა მდგომელი სახმარ არს ჩვენდა. რაოდენ შეუძლო, ვიტყოდე ლოცვისათვის, რათა გასწავო ლოცვათა შინა ცხოვრებულთა. და რომელნი ჰგიეთ საქმეთა ღვთისათა მარადის, უმოსწრაფეს გყოფსთ თქვენ სიტყვა ესე. ხოლო. რომელნი მყოფ არიან დახსნილობათა შინა, დაუტეობენ სულსა უნაყოფოსა, და ჰსცნან გარდასრულთა ჟამთა ამაოება, და არა დააკლონ თავნი თვისნი ცხოვრებასა შემდგომთა ჟამთა, ხოლო აწ მნებავს თქმად დიდი ესე სარგებელი ლოცვისათვის, რამეთუ ყოველი, რომელი ილოცვიდეს, ღვთისა თანა მზრახველობს, ხოლო თუ ვითარ არს კაცად მყოფისა ლვთისათანა ზრახვა, ყოველთა უწყით და არა ძალ-მიძს პატივისა მის გამოთქმად. რამეთუ ესე პატივი ლოცვისა და დიდად შვენიერება ანგელოსთაცა აღემატების, რომელი უფროს მათ უწყიან. რამეთუ ერთი დიდებული წინასწარმეტყველი მოგვითხრობს მათთვის, რომელნი შიშით ლოცვასა შესწირვენ ღმერთსა, დამფარველნი პირთა და ფერხთა თვისთა მრავლითა კრძალულებითა, რომელთა არა ძალ-უძსთ დადუმებად მრავლისათვის შიშისა. ხოლო შემდგომი ყოველი ბუნება, ცხოვრება, სიბრძნე, მეცნიერება და სხვა ყოველივე, რომელი უკეთუ ვინმე სთქვას. ხოლო ლოცვა საზოგადო საქმე არსანგელოსთა და კაცთა. არა რა არს განყოფილ შორის ორთა ბუნებისა ლოცვათა შინა, რამეთუ საიდუმლოდ შეირაცხების მათდა მიმართ და მსწრაფლ ცხოვრებასა მათსა მიეახლების მლოცველი პატივითა და აზნაურებითა და მეცნიერებისა ცხოვრებითა თვისითა. ამისთვის გევედრები, ძმანო, ყოველსა შინა ადგილთა და ჟამთა ვისწრაფოთ ღვთისა მიმართ ლოცვა, რამეთუ რამე იყოს უბრწყინვალეს მზრახველთა ღვთისათა და მვედრებელთა? რაიმე უმართლეს, რაიმე უბრძნეს და რაიმე ჯერ-არს თქმად თანა მზრახველთა ღვთისათა, რომელნი მარადის მისთანა არიან ლოცვისა მიერ და მისთანავე იდიდებიან საუკუნოდ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.