მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება
"ოქროს წყარო"

 

ეკლესიასა შინა დუმილისათვის

 

ეკლესია უკვე საყვარელნო, საყოფელი ზეცისა ადგილისა არს ქადაგებისა და ლოცვისა. ხოლო აწ ეკლესია არა რაისა უმჯობეს უბანსა და სახლსა სავაჭროსა არს, რამეთუ შეკრბებიან დედანი ეკლესიად, შემკობილნი, რათა შეაცთუნონ უგუნურნი. უკეთუ ვინ ინებოს მითხრობად სიტყვისა ვჰგონებცა თუ არა აქვს სხვა ადგილი მოპოვნებად თვინიერ ეკლესიისა. ხოლო უკეთუ ვინ ინებოს ვაჭრობისა ყოფად, ჰყოფენ ეკლესიასა შინა. დაღათუ ვის უნდეს ლალვად ანუ განგებად სახლთა მეტყეელებისა, ანუ სამხედროსა წესისა მეტყველებად, ანუ სასჯელი, ანუ ვითარნი რა სამკურნალო, ამას ყოველსავე ეკლესიასა შინა ჰყოფენ. ვინაცა მარადღე ვიურვი ამის ყოვლისათვის და მწუხარე ვიქმნები, რათამცა ვიქმენ მომპოვნებელ კეთილისა ეკლესიასა შინა. არამედ ესრეთ გპოვნენ თქვენ – საქენჯნელად და საცოდველად მოხვალთ მეტყველებად ეკლესიასა შინა და არა ცოდვათა სინანულად,– და ამას იტყვი, ვერ გულის-ხმა-ვჰყოფ? იხილე, ცითარ საჭურისი იგი გზასა ჩედა მყოფი იკითხვიდა წიგნსა? და შენ, შორის მოძღვართა მდგომარე, მიზეზ ჰყოფ მეტყველი უმეცრებასა და უგულის-ხმოებას? ამისთვის ევედრე უფალსა, რათა გულის-ხმა-ჰყო მცნებანი მისნი. და შენ გიხმს დუმილი ეკლესიასა შინა, რათა მიითვალოს ღმერთმან დუმილი შენი და მყუდროება. უკვთუ არა ძალ-გიძს დუმილად, განვედ ეკლესიით, რათა არა ექმნე სხვათა საწერტელ, (ნესტარი, მიზეზი). რამეთუ ერთი ოდენ ჯერ არს ეკლესიათა შინა გალობა და ლოცვა ჟამსა ეკლესიად შეკრებისასა და არა ხმიანობად და ურთიერთას ზრახვად, არამედ დუმილით სმენად საკითხავისა, რამეთუ თვით ეპისკოპოსიცა ჰსდუმს და მხოლოდ მგალობელნი ჰგალობენ. რად უკვე ჭე ჭეშმარიტებასა უტევებთ და აჩრდილსა და სიზმარსა სდევთ? ვინაცა, გლოცავ და გევედრები, საყვარელნო, მტერისა საქმეთაგან განთავისუფლდით და იხსენით საბრხეთაგან მისთა და ანგარებისა წილ შეიყვარეთ მოწყალება, ხოლო სიძულილისა წილ ძძათ-მოყვარება, რათა ესრეთ მყოფთა აწინდელიცა კეთილი და ყოფადიცა დაიმკვიდრნეთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.