|
წმიდა იოანე ოქროპირი
ღმრთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება "ოქროს წყარო"
წმიდათა წერილთა ხელად (სამოძღვრებელად) მიღებისათვის
სააყვარელო, იკითხვიდე რა საღმრთოთა სიტყვათა, პირველად ევედრე ღმერთსა, რათა განგიხვნეს შენ თვალნი გულისანი არა მხოლოდ კითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა, რათა არა ცუდად წმიდათა ცხოვრებასა და სიტყვათა აღმოიკითხვიდე. ხოლო ოდეს იკითხვიდე, წადიერად ყოვლითა გულითა და მრავლითა გულს-მოდგინებითა აღმოიკითხენ საღმრთონი სიტყვანი და ნუ ისწრაფი ფურცელთა გარდმოქცევად, არამედ ორ გზის და სამ გზის აღმოიკითხე და უმრავლესცა, რათა გულის-ხმა-ჰყო ძალი მისი. ოდეს გენებოს კითხვა ანუ სმენა, ევედრე ღმერთსა ესრეთ მეტყველმან:
უფალო იესუ ქრისტე, განმიხვენ მე თვალნი გულისა ჩემისანი, სმენად სიტყუათა შენთა და გულის-ხმის-ყოფად მისა და ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა. ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განახვენ თვალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სულისა შენისსა. მაუწყენ მე, უფალო დაფარულნი საიდუმლოჲსა სიბრძნისა შენისანი, რამეთუ შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი, ღმერთო ჩემო, რაჲთა განმინათლო გონებაჲ ჩემი და საცნობელნი წმიდისა მეცნიერებისა შენისანი, არა ოდენ აღმოკითხვად წერილისა, არამედ ყოფადცა მისა, რაჲთა არა დასასჯელად თავისა თჳსისა წმიდათა ცხორებასა და სიტყუათა აღმოვიკითხვიდე, არამედ განახლებად და განსანათლებლად სიწმიდით და საცხოვრებელად სულისა და სამკვიდრებელად საუკუნოსა სუფევისა. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი მდებარეთა ბნელსა შინა და შენ მიერ არს ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული, და შენდა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|
|