|
წმიდა იოანე ოქროპირი
თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ სინანულისათჳს და ლოცვისა მოუწყინებელად
ძველი ქართული თარგმანი
გუაკურთხენ უფალო!
ძმანო საყუარელნო, მივისწრაფოთ ტირილით სინანულად, რამეთუ ტირილითა განერა პეტრე რისხვისაგან ღმრთისა, რამეთუ ტირილისაგან მწარისა შეიწყნარა იგი ღმერთმან და მისცნა მას კლიტენი სასუფეველისანი და ჰრქუა მას: "რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 16.19).
მოვისწრაფოთ უკუე ცრემლითა სინანულად, რამეთუ ცრემლითა მოეტევნეს მეძავსა მას აურაცხელნი ცოდვანი მისნი, რომელმან-იგი თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მაცხოვრისანი (მათე 7.37-48) და ცრემლთა მისთათჳს მისცა მას ქრისტემან დღჱ იგი დიდი ხუთშაბათი.
მოვისწრაფოთ ცრემლითა სინანულად, რამეთუ ცრემლთა მიერ აღადგინა ქრისტემან საფლავით ლაზარე ოთხისა დღისა მკუდარი, რაჟამს-იგი მარიამ დაჲ მისი ცრემლოოდა წინაშე მისა, და რამეთუ უყუარდა ქრისტე ლაზარეს, ამისთჳსცა იჴსნა იგი ბოროტისაგან უვარგის-ყოფისა, და ინაჴით დაისუა იგი ტაბლასა, რაჟამს-იგი კრებულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა იხილონ ლაზარე აღდგომილი მკუდრეთით (იოანე 11.2-45; 12.2-3).
მოვისწრაფოთ ლოცვითა სინანულად, რამეთუ ლოცვითა ღირს იქმნა მოსე ზრახვად ღმრთისა (გამოსვლ. 31.11…; 34.28); და ლოცვითა აღმოიყვანა იონა წინაწარმეტყუელი სიღრმეთაგან ზღჳსათა და მუცლისაგან ვეშაპისა (იონა 2.1-11); ლოცვამან განაცივა საჴუმილი იგი სამთა ყრმათაჲ (დანიელ. 3.25…); და ლოცვამან ყვნა მონაზონნი სწორ ანგელოზთა; ლოცვითა განახლდების გონებაჲ კაცისაჲ გულისჴმის-ყოფად სივრცესა ცისასა.
მოვისწრაფოთ სინანულად მოწყალებითა გლახაკთა, ობოლთა და ქურივთაჲთა რომელნი-იგი დაგლახაკნეს მერმისათჳს სიმდიდრისა. იყვენით მოწყალე, რამეთუ იტყჳს წიგნი: "შეძრწუნდით პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამაჲ არს ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ, ღმერთი მოწყალე" (ფსალმ. 67.5). მიეცით მას, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ "მშიოდა, და არა Pაგე ოფ მს. A: 19 მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არ მასჳთ; უცხო ვიყავ, და არ შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და არა მოხუედით ჩემდა (მათე 25.42-43) იყვენით მოწყალე, რამეთუ წიგნი იტყჳს: "მდიდარნი დაგლახაკნეს, შეემშია, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა" (ფსალმ. 33.11).
მოვისწრაფოთ სინანულად დატევებითა ცოდვისაჲთა, რამეთუ მსგავს არს სინანული სახლსა დაცემულსა, რომელი-იგი სახლისა უფალმან მოსწრაფედ განაახლის; ეგრეცა ცოდვილი განახლდების სინანულითა. სინანული მსგავს არს სამოსელსა მწინკულითა შესუარულსა და შეურაცხსა ადგილსა მდებარესა, რომლისაჲ მოვიდის უფალი და აღიღის და განრცხის იგი წმიდად და განწმიდის და შეკეცის და კიდობანსა შთადვის იგი, და ოდეს დღჱ არნ დღესასწაულისაჲ და სიხარულისაჲ, შეიმოსის და შეიმკვის მით. ეგრეცა ცოდვილი არნ წინაშე ღმრთისა მწინკულევან და სულ-მყრალ, და ოდეს შეინანის, შეჰმოსის ქრისტემან სამოსელი თჳსი და შეამკვის იგი შუენიერად.
სინანული მსგავს არს კაცსა სნეულსა სიკუდიდ მიახლებულსა, რომელმან მოუწოდის მკურნალსა ჴელოვანსა და მოძღუარსა, და მეცნიერებით განკურნის და უხარინ. ეგრეთვე ცოდვილი, რომელი მომკუდარ არნ ცოდვითა, ხოლო რაჟამს შეინანის, განაცხოველის იგი ღმერთმან და სახელი მისი დაწერის წიგნსა მას ცხოველთასა. არა გიხილავსა, ძმაო, სახლი ოჴერი და დაცემული? რამეთუ სავსე არნ სიმყრალითა, ხოლო რაჟამს აღაშენიან და განაგიან, შეამკვიან იგი მრავალ-ფერითა სამოსლითა და კუმევითა მას შინა, და მიერითგან საწადელ არნ იგი ყოველთაგან, რომელნი შევლენედ მას შინა. ეგრეთვე ცოდვილმან რაჟამს ქმნის ცოდვაჲ, სულ-მყრალ და ბილწ არნ იგი წინაშე ღმრთისა, ხოლო რაჟამს შეინანის, განწმიდის იგი ქრისტემან წყალობითა, და სულნელად ფშჳნ იგი და პატიოსან არნ იგი წინაშე ღმრთისა და წინაშე ანგელოზთა მისთა.
სინანული მსგავს არს უძლურსა ქუე მდებარესა, რომელი განმრთელდის სენისაგან და აღსუბუქნის ვითარცა მფრინველი; სინანული მსგავს არს გლახაკსა პურის მთხოელსა, რომელმან პოის საფასე დიდძალი და იქმნის იგი მდიდარ და ღონიერ; სინანული მსგავს არს კაცსა მწუხარესა, რომელი ვალნ ბნელსა შინა წყუდიადისასა და მუყსეულად აღიხილნის და იხილის ნათელი ცხორებისაჲ და იხარებნ მას შინა.
მოვისწრაფოთ, საყუარელნო, სინანულად ქველის საქმითა და გულისჴმა-ვყოთ, რაჲ-იგი შეემთხჳა მდიდარსა მას, რომელმან-იგი არა შეიწყალა ლაზარე გლახაკი (ლუკა 16.19-31), რამეთუ მდიდარმან მან ჰკითხა მსახურთა თჳსთა და ჰრქუა: ვინაჲ უკუე არს საზრდელი გლახაკისაჲ ამის? ჰრქუეს მსახურთა მისთა: ტაბლისა შენისა გარდანაგევისაგან, რომელი გარე განვყარით მისგან, ესე იზარდების. ჰრქუა მათ მდიდარმან მან: ამიერითგან ოდეს ტაბლაჲ გარდაჰგაოთ, დაწჳთ გარდანაგევი იგი ცეცხლითა და ნუ გარდაჰყრით ამიერ კერძო, რაჲთა არა იპოოს საზრდელი და წარვიდეს კარისაგან ჩუენისა, რამეთუ ფრიად მძაგს ხილვაჲ მისი ყოველსა ჟამსა შესლვასა და გამოსლვასა.
ჵ უბადრუკო მდიდარო, რაჲღა უწყალო არს გული შენი, რამეთუ ძაღლნიცა მოვიდიან და ჰლოშნიედ წუთხსა მას წყლულებათა მისთასა (ლუკა 16.21), და იქმნეს პირუტყუნი უმოწყალეს შენსა. ჵ მდიდარო უწყალოო, ჵ საწყალო, რაჲსაღა მყისა შინა ურგებ და შეურაცხ იქმნა სიმდიდრე ეგე შენი, ვიდრემდის იიძულე შენ სატანჯველსა შინა თხოვად ლაზარესგან ნაწუეთი წყლისაჲ, რაჲთა განგიგრილოს სასაჲ შენი და ვერ მიემთხჳე მასცა. იხილე რაჲ-იგი შეემთხჳა ქალწულთა მათ უწყალოთა, ვითარ-იგი დაეჴშა კარი საქორწინისაჲ მის და დაშთეს იგინი გარეშე ბჭეთა მათ, ხოლო იგინი ტირილითა მწარითა ღაღადებდეს და იტყოდეს: "განგჳღე ჩუენცა, უფალო" (ლუკა 16.24). და ესმა მათ ჴმაჲ, ვითარმედ: "არა გიცნი, წარვედით ჩემგანო" (მატე 25.4-12).
აწ უკუეთუ იგინი უწყალოებისათჳს ესრეთ განიდევნნეს სასუფეველისაგან, ვითარმე უკუე ეყოს მათ, რომელნი ურიდად ცოდვასა იქმნან და კაცთა უსამართლოსა უყოფენ? არა თუ განსხმით განისხნენ, არამედ საუკუნესაცა ცეცხლსა მიეცნენ დასაწუელად. ისმინეთ, რაჲ-იგი შეემთხჳა კაცთა მათ, რომელნი დათქმულ იქმნეს ზღუასა შინა, რამეთუ ჴელითა თჳსითა შთააბნიეს ყოველი მონაგები მათი, რაჲთამცა აღუსუბუქეს ნავსა და განირინნეს თავნი თჳსნი დათქმისაგან და მცირედ ჟამ ჭირისაგან მოწევნულისა. აწ უკუე მიეც მონაგები შენი ნებითა შენითა გლახაკთა და იჴსენ სული შენი ჯოჯოხეთისაგან და სატანჯველთაგან საუკუნეთა მომავალთა.
ისმინე, რაჲ-იგი შეემთხჳა კაცთა მათ რომელნი-იგი შეცჳვეს ჴელთა ავაზაკთასა, რამეთუ ტირილითა და ლმობიერითა ევედრებოდეს მათ და ეტყოდეს: მიიღეთ მონაგები ჩუენი ყოველი და მოგუმადლენით ხოლო ჩუენ სულნი ჩუენნი, რაჲთა არა მოგუაკუდინნეთ. აწ უკუე, ჵ კაცო, შიშისათჳს მახჳლისა და მცირედ ჟამისათჳს ცხორებისა მისცემ მონაგებსა შენსა ყოველსა ნეფსით და სიხარულით ავაზაკთა, გან-ხოლო-თუ-სთავისუფლდე სიკუდილისა მისგან მცირედ ჟამისა, მიეც უკუე მონაგები შენი გლახაკთა და იჴსენ სული შენი დაულევნელთაგან სატანჯველთა. ნეტარ არს, რომელმან იღუაწოს მცირედსა ამას ჟამსა საქმეთათჳს კეთილთა. ნეტარ არს, რომელი იგლოვდეს სულისა თჳსისათჳს მცირედსა ამას ჟამსა, რაჲთა არა შეაფარილოს იგი ცოდვითა და ბრალითა.
ნეტარ არს, რომელმან შეაიწროს მუცელი თჳსი საწუთროსა ამას სათნოებისათჳს ღმრთისა და სასუფეველისათჳს ცათაჲსა. ნეტარ არს, რომელმან დაიცვნეს მცნებანი უფლისა და ღმრთისა თჳსისანი, რამეთუ მას დიდ ეწოდოს სასუფეველსა ცათასა. ნეტარ არს, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა და მწუხარებასა სოფლისა ამის წარმავალისასა, რამეთუ პატივცემულ იქმნეს იგი ღმრთისა მიერ საუკუნესა მას.
ნეტარ არს, რომელმან თავს-იდვას დევნაჲ და ჭირი და შეურაცხებაჲ სარწმუნოებისათჳს ღმრთისა თჳსისა, რამეთუ მოეგოს მას მრჩობლი მოსაგებელი მის მიერ, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: "აჰა ესერა წარგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა" (მატე 10.16). ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდის სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ საუკუნოდ (მატე 5.6-10). ხოლო ვაჲ ცოდვილთა, რომელთა არა შეენანოს პირველ სიკუდილისა მოწევნამდე მათ ზედა, ოდეს-იგი ანგელოზნი მრისხანენი გარე მოადგენ მათ წარყვანებად სულთა მათთა.
ძმანო ჩემნო, არა გუეშინისა ჟამისა მისგან, ოდეს-იგი განცივნიედ ფერჴნი და ძ(რ)წოლაჲ შეედვის მუჴლთა, ოდეს-იგი შეშფოთნეს სტომაქი და დაიჴშნენ თუალნი და დადუმნეს პირი, და გამოჰყავნ სული ანგელოზთა მათ საშინელთა და მრისხანეთა და ამხილებედ მას საქმეთა მისთა ბოროტთა, და რაჲთა სიტყუაჲ მისცეს მან ყოვლთათჳს ცოდვათა მისთა, რომელნი ექმნეს მას სოფელსა ამას შინა საწუთროსა?
მაშინ ეტყოდის სული იგი მწუხარებით: მართალ ხარ, უფალო, რამეთუ მრავალ გზის მიწოდე მე წმიდათა მიერ წერილთა, და მე არა ჴმა-ვეც წოდებასა შენსა. რავდენ გზის შეგცოდე, და შემინ\დვენ მე ცოდვანი ჩემნი. რავდენ გზის ეკლესიასა შინა გევედრე წყალობისათჳს, და შენ შემიწყალე მე და აღმმართე მე დაცემისაგან ჩემისა, ხოლო მე არა დავიმარხე წყალობაჲ შენი, არამედ აწ გევედრები შენ, ჵ მწყალობელო ყოველთაო, შემიწყალე მე. მე უწყი, უფალო, რამეთუ ავაზაკი გევედრა შენ მოჴსენებად, და შენ მიანიჭე მას სამოთხე (ლუკა 23.42-43), და მეძავი მიგეახლა, და შეუნდვენ მას ცოდვანი მისნი (მარკ. 5.25-34), და მეზუერემან სულთ-ითქუნა და შეიწირე მისგან (ლუკა 18.10-14). ხოლო მე არა ვარ მსგავს მათსა, რამეთუ არა მაქუს მე ცრემლთა მდინარე და არცა ლოცვაჲ წმიდაჲ შეწირული და არცა წყალობაჲ, რომლითა შევიწყალო, აწ უკუე მოვიგოთ ჩუენ, ძმანო, სინანული პირველ დადგინებადმდე ჩუენდა მარცხენით ქრისტესა, ოდეს-იგი ვიტყოდით: ჵ, ვითარღა უდებ ვყავთ სათნოებაჲ ღმრთისაჲ, ოდეს-იგი ვხედევდით სხუათა სინანულსა და ჩუენ არა შევინანეთ? და ვხედევდით კუალად სხუათა, რამეთუ ივლტოდეს სოფლისა ამისგან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა მისითა ვიძლიენით; და სხუანი განჰკფდებოდეს მარხვითა, და ჩუენ ყოლადვე არა ვიმარხევდით; იგინი ღამე ყოველ იღჳძებდეს, და ჩუენ მეძინა; და სხუანი მონაგებთა მათთა განუყოფდეს გლახაკთა, ხოლო ჩუენ სხუათა მონაგებსა გული გჳთქუმიდა და მცნებაჲ ღმრთისაჲ უგულებელს-ვყავთ უდებებით.
ხოლო აწ, უკუეთუ მოვისწრაფოთ სინანულად, ვი\პოვნეთ მარჯუენით ქრისტესა და იგი მეტყოდის ჩუენ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი ცათაჲ (მათე 25.34); მოვედით, ყოველნო წმიდანო, რომელთა გშიოდა და გწყუროდა სახელისა ჩემისათჳს; მოვედით, რომელთა დაუტევეთ სოფელი და დაემკჳდრენით მთათა და ქუაბთა და ნაპრალთა ქუეყანისათა სახელისა ჩემისათჳს, ვითარცა ნადირნი, და დაგამკჳდრნე თქუენ მოწამეთა და წინაწარმეტყუელთა თანა; მოედით ჩემდა ყოველნი გლახაკთ მოწყალენი და უცხოთ მოყუარენი და შიშუელთა შემმოსელნი, მმარხველნი და მლოცველნი, რაჲთა შეგიყვანნე თქუენ წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა; მოვედით ჩემდა, რომელთა-იგი დაჰმარხეთ ბეჭედი გუამისა თქუენისაჲ შეუგინებელად სიყუარულისათჳს ღმრთისა; მოედით კრებული ეგე ობოლთა და ქურივთაჲ და რომელნი მოითმენდით სოფელსა მას ჭირთა და განსაცდელთა მადლობით და განწმე\დილ იქმნენით ცოდვათაგან, რაჲთა დაგამჳდრნეს თქუენ სასუფეველსა ცათასა.
აწ უკ[უ]ე, ძმანო, ვეკრძალნეთ ცოდვისაგან, რომელი წარმწყმედელი არს სულისაჲ, და ვითხოვოთ ღმრთისაგან შენდობაჲ ბრალთა ჩუენთაჲ, და ვიტყოდით ესრეთ: უფალო, ცოდვანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და მე ვითარცა ტჳრთი მძიმე დამიმძიმდა, რამეთუ სახელი წმიდაჲ შენი შეურაცხ-ვყავ და მცნებანი შენნი უგულებელს-ვყვენ, და საფასე შენი განვაბნიე და სიმდიდრე შენი წარვწყმიდე ბოროტად. და მე უწყი, უფალო, რამეთუ მარცხჳნო უკუანაჲსკნელ, არამედ გევედრები შენ, უფალო, რაჲთა "არა გულის-წყრომითა შენითა მამხილო მე და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე" (ფსალმ. 6.1). მე უწყი, უფალო, რამეთუ ავაზაკი გევედრებოდა, მოიჴსენე იგი სასუფეველსა შენსა და მიანიჭე მას სამოთხე (ლუკა 23.42-43). ამისთჳს, უფალო, მეცა გევედრები, შემიწყალე მე და მიჩუენე გზაჲ ცხორებისაჲ, რაჲთა ვიდოდი მას შინა მოსწრაფედ.
ძმანო ჩემნო, ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, უწყოდენ, რამეთუ აღუგზნიეს სულისა თჳსისათჳს ცეცხლი იგი საუკუნოჲ უშრეტი. უკუეთუ არა აქუნდეს მას მდინარე ცრემლთაჲ, რამეთუ ცრემლთა მდინარე დაშრეტს საჴუმილსა ცეცხლისასა და ცოდვასა აგზნებულსა გუამსა შინა კაცისასა, ვითარცაღა-იგი წამალმან, კეთილად შემზადებულმან მკურნალისა მიერ ჴელოვნისა, დაჰჴსნის სენთა სიმძაფრე, რომელ არნ გუამსა შინა სნეულისასა და დასულიბნის ძარღუნი, რაჲთა განეგოს ტკივილი. ეგრეთვე უწყოდეთ, რამეთუ ცრემლნი გამოვლენ სინედლისაგან გუამისა მოზიდვითა თუალთაჲთა ნაწევართაგან ყოველთა, რაჲთა განაბნინეს ცოდვანი, რომელ დაფარულ არიან გუამსა შინა კაცისასა.
აწ უკუე, ძმანო, ნუ იტყჳთ, ვითარმედ: არა მქონან ცრემლთა მდინარენი; რამეთუ რომელსა ჰნებავნ თხრაჲ ჯურღომულისაჲ, უკუეთუ არა მოიწყინოს და არცა დაშურეს, უწყოდენ, რამეთუ აღმო\ეცეს წყალი. და რომელსა ეშინოდის სატანჯველთაგან და ცეცხლისა მისგან უშრეტისა, მან მოიპოვოს მდინარე ცრემლთაჲ უეჭველად.
აწ უკუე, ძმანო ჩემნო, ვეტყოდით თავთა ჩუენთა ლმობიერად და ვრქუათ ესრეთ: ჵ სულო ჩემო ცოდვილო, განეშორე ცოდვასა, რაჲთა განერე სატანჯველთა მათგან საუკუნეთა. ჵ სულო ჩემო უბადრუკო, მოიგე მარადის გლოვაჲ ცოდვათა შენთათჳს და ნუ განიშორებ მას ნუცა სლვასა და ნუცა ჯდომასა, ნუ საქმესა და ნუ წოლასა. და იყავ შენ მღჳძარე ღამე ყოველ, და აღრაცხე შენ რავდენი თანა-ნადები თანა-გაც და იტყოდე ღმრთისა მიმართ: უფალო, არა ხოლო თუ მე ოდენ ვარ პირველი თანა-მდები, რომელსა არაჲ აქუნ, რაჲთამცა გარდაიჴადა თანა-ნადები თჳსი, რამეთუ შენ სთქუ, უფალო: "მიუტევებდით ურთიერთას თანა-ნადებთა თქუენთა და მე მიგიტევნე თქუენ ყოველნი შეცოდებანი თქუენნი" (მატე 6.15). და აწ, უფალო, მომიტევენ შეცოდებანი ჩემნი და ნუ მო\იჴსენებ მათ საშინელსა მას განკითხვასა შენსა.
ჵ მწყალობელო ძეთა კაცთაო, შემიწყალე მე უძლური ესე სენითა დაფარულითა, რომლისა ვერვინ შემძლებელ არს კურნებად თჳნიერ შენსა ცათა დამბადებელისა, რომელი ხედავ დაფარულთა. შენ უწყი, უფალო, ყოველი, რომელი მე თანა-წარმჴდა, და შენ უწყი უძლურებაჲ და სიგლახაკე ჩემი, რომლისა მიერ დავეცემით ჩუენ დღე და ღამე. მომეც ჩუენ, უფალო, მარჯუენაჲ შენი, ვითარცა-იგი პეტრეს, და იჴსენ იგი დანთქმისაგან; ეგრეთვე, უფალო, მიჴსნენ ჩუენცა ცოდვათა ჩუენთაგან. მოგუმადლე ჩუენ სინანული, ვითარცა-იგი მიანიჭე ნინეველთა (იონა 3.10) და ვითარცა-იგი მიანიჭე მარიამს მეგჳპტელსა და ყოველთა ცოდვილთა, რომელნი შენ მოაქციენ სინანულად, ეგრეთვე მე, მონასა შენსა, მომანიჭე ცოდვილსა მოტევებაჲ ცოდვათა ჩემთაჲ.
აწ უკუე ვეკრძალნეთ, ძმანო, ყოვლისაგან ცოდვისა, ვეკრძალნეთ სიძვისაგან და მტერობისა და პარვისაგან, და შესმენისა ტყუილისაგან და ცრუ ფიცისა, სასჯელისაგან და ცილობისა, სიძულილისაგან და გულ-მანკიერობისა, ბოროტად ხედვისაგან და გულის-თქუმისა და ყოვლისაგან საქმისა, რომელი განარისხებს ღმერთსა. რამეთუ ვითარცა გესლი მაკუდინებელი ადგილით ერთით განეზავების ყოვლსა გუამსა, ეგრეცა ცოდვაჲ განეზავების ყოველთა ასოთა და მოაკუდინებს სულსა საუკუნოდ.
აწ, უფალო, შეგივრდები შენ ვედრებით, მასწავე მე სინანული, რომლითა განვერე ცოდვისაგან, რაჲთა განვიდე მე უდაბნოდ და ვიქცეოდი მჴეცთა თანა და ვსტიროდი ცოდვათა ჩემთა, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ შიშუელი წარდგომად ვარ წინაშე შენსა, რაჟამს-იგი მეტყოდე მე: ჵ ბოროტო მონაო, რომელმან არა დაიმარხე აღთქუმაჲ ჩემი და შეურაცხ-ყვენ წერილნი ჩემნი, რომელთა მიერ დღითი-დღე გიწოდდი შენ, ხოლო შენ არცა ისმინენ და არცა გულისჴმა-ჰყვენ სიტყუანი ჩემნი, არამედ დაიყვენ ყურნი შენნი, რაჲთა არა ისმინნე ზრახვანი ჩემნი შენდა მიმართ ყოლადვე, ამისთჳს წარვედ შენ სატანჯველსა საუკუნესა, რომელსაცა ღირს არს უგუნურებაჲ შენი მსგავსად საქმეთა შენთაებრ.
აწ, უფალო, ვევედრები მოწყალებათა შენთა, მიჴსენ მე ცოდვისაგან, ვითარცა იჴსნენ ყოველნი, რომელნი მოივლტოდეს შენდა სინანულითა ლმობიერითა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მოწყალე და კაცთ მოყუარე და შენდა დიდებასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|