|
წმიდა იოანე ოქროპირი
თქუმული მისივე დაბადებულისათჳს და წინაჲთვე განჩინებულისა კაცსა ზედა ღმრთისა მიერ კეთილისა და ბოროტისა, ვითარმედ არარაჲ არს
ძველი ქართული თარგმანი
გუაკურთხენ უფალო!
მრავალნი კაცთაგანნი იტყჳან, ვითარმედ წერილ არს კაცსა ზედა წინაჲთვე განჩინებული ღმრთისა-მიერი კეთილი და ბოროტი და თჳთ ვერას შემძლებელ არს საქმედ, თჳნიერ რომელი ღმერთმან უბრძანოსო პირველითგანვე და განაჩინოს. და ესრეთ ჰგმობენ და აგინებენ ღმერთსა უმეცრებით და უგუნურად, რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი კეთილად და ჴელმწიფე ყო იგი თავსა თჳსსა ზედა და უჩუენა გზაჲ ცხორებისაჲ და წარწყმედისაჲ, ვითარცა თქუა ღმერთმან წიგნსა შინა: უკუეთუ ისმინოთ ჩემი, კეთილსა ქუეყანისასა შჭამდეთ. იხილე, ვითარ თქუა ღმერთმან, ვითარმედ: "უკუეთუ ისმინოთ ჩემი". არა განუჩინა კაცსა საქმედ კეთილისა, და უკუეთუმცა ღმრთისაგან განჩინებულ იყო კეთილისა საქმჱ კაცსა ზედა, რაჲ უკუემცა მადლი აქუნდა მას კეთილისა საქმისათჳს? - არა რაჲ. არამედ კაცი აუფლა და თავით თჳსით იქმს კეთილსა და ბოროტსა არა თუ განჩინებითა ღმრთისაჲთა და არცა დაუწერია კაცსა ზედა, რაჲთამცა ქმნა ბოროტი. ნუ იყოფინ!
აწ უკუეთუ ეგრეთ არს თქუმულისა მათისაებრ, ღმერთი უკუე უსამართლოდ სტანჯავს მონასა თჳსსა მისთჳს, რომელი-იგი მან უბრძანა საქმედ და დაწერა მას ზედა. არა განუჩინებიეს ღმერთსა ბოროტისა საქმჱ და არცა დაუწერიეს, არამედ უჴელმწიფებიეს კაცი თავსა თჳსსა ზედა ყოფად კეთილისა და, თუ ენებოს, ბოროტისა. აწ უკუე ნუ ვინ ჰგონებთ, ვითარმედ ღმერთსა კაცისათჳს უნებს ბოროტი. უკუეთუ ქმნეს კაცმან კეთილი, ღმრთისა მიერ იქმს, და უკუეთუ ქმნეს ბოროტი, ეშმაკისა მიერ იქმს და თავით თჳსით. რამეთუ ოდეს ინებოს კაცმან საქმჱ კეთილისაჲ, ღმერთი შეეწევის მას; და უკუეთუ ინებოს ბოროტისაჲ, ეშმაკი შეეწევის მას ზედა. ამისთჳს შემძლებელ არს კაცი თავით თჳსით შესლვად სასუფეველად და ჯოჯოხეთად. და უკუეთუ ინებოს კაცმან სლვად გზასა ცხორებისასა, უწყებულ არს მისა, რამეთუ სიყუარული არს და გლახაკთ-მოწყალებაჲ, და მარხვაჲ და ლოცვაჲ, და სიწმიდე და სიმდაბლჱ.
რამეთუ უკუეთუ ქმნეს კაცმან ყოველი კეთილი და მას ზედა აღზუავნა და ამპარტავან იქმნა, არა შეიწირავს ღმერთი კეთილისა საქმესა მისსა, რომელ ქმნა, რამეთუ ამპარტავანებაჲ არს თავი ყოვლისა ცოდვისაჲ. და რომელსა ენებოს სლვად გზასა წარსაწყმედელისასა, რომელ არს ძჳრის-ჴსენებაჲ და მანკიერებაჲ, შური, სიძვაჲ და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ, და რისხვაჲ, და სმენაჲ მოყუსისაჲ და ზაკუვაჲ. რომელნიმე კაცთაგანნი იტყჳან, ვითარმედ გუნებავს კეთილისა საქმე და სათნოებათაჲ, რაჲთა შევიდეთ სამოთხედ და ვერ შეუძლეთ. ჵ კაცო, ვითარ უკუე სხუანი შემძლებელ არიან კეთილისა საქმედ და შენ ვერ შემძლებელ ხარ, რამეთუ ყოველმან კაცმან, რომელმან გულს-იდგინოს კეთილისა საქმჱ, ღმერთი მოატყუებს მას, და ყოველმან რომელმან გულს-იდგინოს ბოროტისა საქმჱ, ეშმაკი შეეწევის მას.
მრავალნი კაცთაგანნი აჩუენებენ სახიერებასა და ღმერთსა არა სთნავს საქმჱ მათი. და სხუანი ეჩუენებიან კაცთა სულელად და საქმენი მათნი სათნო არიან წ~ე ღმრთისა, და მრავალნი იყვნეს პირველ სახიერ და უკუანაჲსკნელ დაეცნეს და წარწყმდეს. და მრავალნი პირველად იყვნეს ძჳრის-მოქმედ დღეთა მათთა და უკუანაჲსკნელი მათი იქმნა კეთილ და წმიდა, და ღმერთი დაჯერებულ იქმნა მათგან, რამეთუ მეძავი იგი პირველად იყო ეშმაკისაჲ და უკუანაჲსკნელ იქმნა იგი ღმრთისად. და სოლომონ პირველად იყო ღმრთისაჲ და შემდგომად ეშმაკისაჲ, და იუდა პირველად ღმრთისაჲ იყო და უკუანაჲსკნელ იქმნა იგი ეშმაკისად. ამისთჳს, ძმანო ჩემნო, არა ვთქუათ კაცისათჳს ნეტარებაჲ ვიდრე სიკუდილადმდე, და არა უდებ ვიქმნეთ სულთა ჩუენთა ცხორებისათჳს ვიდრე განსლვად ჩუენდამდე ამიერ სოფლით. რამეთუ ჰრქუა ღმერთმან ეზეკიელს წინაწარმუეტყუელსა, ვითარმედ: რომელსაცა ზედა ვპოო კაცი დღესა განსლვისა მისისასა ამიერ სოფლით, კეთილსა გინა ბოროტსა, მითცა განვიკითხო. რამეთუ მრავალნი კაცთაგანნი იზმნიან ჴმასა მფრინველთასა. ვაჲ არს მზმნელთა, რამეთუ არნ ოდესმე პირუტყჳ შუენიერი, იხილის ეშმაკმან, გინა ხენი, დასცის მას თუალი კაცისაჲ და მოკუდის, და თქჳან, ვითარმედ: მან კაცმან თუალითა მოკლა იგი. რამეთუ ბოროტი იგი ეშმაკისაგან არნ და ყვნის კაცნი მიზეზად თუალსა კაცისასა. და ოდეს იხილნის ეშმაკმან კაცნი მზმნელად და და მგმობელად ღმრთისა, მაშინ დააჯერის მათ და ათქუმიის ესევითარი და მსგავსი ამისი მრავალი.
ღმერთმან, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, შექმნა ჴელითა თჳსითა კაცი ხატად და მსგავსად თჳა. ვითარმცა უკუე ბოროტად შექმნა იგი? ანუ ვითარ იყოს ესე გმობაჲ დამბადებელისა ზედა, რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, რამეთუ ბოროტად დაჰბადაო, ნუ იყოფინ ესე ღმრთისა! რამეთუ ესრე თქუა ღმერთმან დაბადებასა შინა, ვითარმედ: ყოველი რომელი დაჰბადა ღმერთმან - კეთილად ფრიად (შესაქ. 1.31) . და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: უშმაკი ვითარ ბოროტ არს, გრქუათ შენ, ვითარმედ ღმერთმან ესეცა კეთილადვე დაჰბადა და ამპარტავანებითა თჳსითა იქმნა იგი ბოროტ, რაჟამს-იგი განლაღნა დამბადებელსა თჳსსა ზედა. იყო იგი ვითარცა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზნი და ნეფსით თჳსით იქმნა იგი ბოროტ ეშმაკ.
არა გიხილავსა კაცი, რომელმან იხილის მდინარე მძაფრი და ძლიერი და ჰნებავნ მას წიაღსლვაჲ ამპარტავნებით და სილაღით და ვერ შეუძლის და მოიშთვის იგი მას შინა? გინა რომელმან იხილის მჴეცი ბოროტი და ზუაობით ზედა მიუჴდის მას მოკლვად და იგი ძლეულ იქმნის და შეჭმულ მის მიერ. ნუუკუე სისხლი მისი არა ჴელთა მისთაგან იძიოსა ღმერთმან? ჰე ჭეშმარიტად, რამეთუ იძიოს. ნუ ემსგავსებით მათ, ძმანო ჩემნო, და ნუ აღჰზუავნებით სილაღით, რამეთუ სილაღე და ამპარტავნებაჲ ეშმაკისაგან არს და არა ღმრთისაგან.
უკუეთუ შეიპყრას კაცი მჴეცმან უმეცრებით, გინა წაიღოს ღუარმან თჳნიერად ცნობისა მისისა, მშჳდობაჲ აქუს მას ღმრთისაგან და არა ევნოს ვითარცა პირველთა მათ, ნუ იყოფინ! და უკუეთუ მოკლას კაცმან მოყუასი თჳსი, ვერ შემძლებელ არს, ნუ იყოფინ! ესე საქმჱ ეშმაკისაგან არს და მან შემძლებელ ყო იგი, ვინაჲთგან კაცმან მან იუფლა იგი თავსა თჳსსა ზედა. და არნ ოდესმე, განსაცდელსა და ვნებასა ჴორცთასა და სენსა ბოროტსა შევარდის კაცი ღმრთისა მიერ გამოსაცდელად უმჯობესისა მისისთჳს და სწავლისა. ხოლო რომელნი მორჩილ ექმნენ ეშმაკსა და ქმნენ ბოროტი, ღმერთმან მიაგოს მათ მისაგებელი საშჯელი იგი ჯოჯოხეთისაჲ. და ნეტარ არიან, რომელნი უძლურ იქმნენ ჴორცითა და სულგრძელობით დაუთმონ სენსა მას მადლობითა ღმრთისაჲთა, რამეთუ მის მიერ ყოველნი შეცოდებანი მისნი მიეტევნენ უფლისა მიერ მისისა.
დაუთმეთ, საყუარელნო, სულგრძელებით და ნუ წარ\ხუალთ უძლურებისათჳს კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისათჳს შეიწყნარნა ყოველნი ჭირნი და დაჴსნაჲ გუამისაჲ, და არა მივიდა იგი კითხვად და კურნებად მისანთა და გრძნეულთა, და არცა შემლოცველთა და არცა წიგნის მწერალთა, რომელი-იგი ყელსა გამოაბიან. რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისა ღონე არს კაცთა საცთურისათჳს. რამეთუ რაჟამს კაცი დასნეულდის, მიისწრაფიან მისანთასა. ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვით კურნებასა ეძიებენ და წიგნის წერით - სიცოცხლესა, რომელი არა ბრძანა ღმერთმან საქმედ, არამედ განშორებად მისგან ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ოდეს უძლურებაჲ და განსაცდელი შეგუემთხჳოს, რაჲთა ღმრთისა, დამბადებელისა ჩუენისა მივივლტოდით და იგი მხოლოჲ შემწე ვიყოთ და ვილოცვიდეთ ეკლესიათა შინა მისთა, და მეოხ ვიყოფდეთ წმიდათა მოწამეთა ტაძართა შინა მათთა სრულითა სარწმუნოებითა, და ღმერთი არს მკურნალი ჩუენი. უკუეთუ ინებოს, განმკურნეს და თუ ინებოს, დამიტევნეს უძლურებასავე შინა, რომელი მომცა ჩუენ უმ\ჯობესისათჳს ჩუენისა, ვითარცა მან უწყის.
ჰმადლობდი ღმერთსა, რომელსა ჰნებავს გამწმედაჲ შენი ცოდვათაგან უძლურებითა მაგით შენითა. რამეთუ რომელნი სენითა ჴორცთაჲთა გუემნის ღმერთმან, იგინი უყუარან მას, ვითარცა სიბრძნესა სოლომონისსა წერილ არს და ვითარცა თქუა პავლე მოციქულმან: მსწავლის ჩუენ ღმერთი აქა, რაჲთა არა ვისწავლნეთ დღესა მას აღდგომისასა. გამოაჩინა აქა მოციქულმან და თქუა, რამეთუ: რომელი განისწავლა ღმრთისა მიერ განსაცდელითა აქა, არა იტანჯოს იგი საუკუნესა.
არა არს ზაკუვაჲ ღმრთისა თანა და არცა ვის ტანჯვით კუალად სატანჯველად მისცვალებს, რომელნი ჰმადლობენ მას, არამედ მცირედითა ამით უძლურებითა, რომლითა აქა ვიტანჯნეთ, შეგჳნდობს და მოგჳსპობს ჩუენ სატანჯველთა მათ საუკუნოთა, ხოლო რომელნი მოკუდენ და არა შეემთხჳოს განსაცდელი აქა, მათთჳს იტყჳს წიგნი: ბოროტ არს სიკუდილი ცოდვილთაჲ (ფსალმ. 33.22). არა არს ვითარცა სიკუდილი უძლურთაჲ, ვითარცა თქუა ღმერთმან ლაზარესთჳს გლახაკისა და მდიდრისა მისთჳს, ვითარმედ: მიგიღებიეს შენ კეთილი შენი საწუთროსა და მიიღე აქა სატანჯველი საუკუნოჲ კეთილთა მათ წილ (ლუკა 16.25). და ლაზარე სიგლახაკისა და უძლურებისა მისისათჳს შთაისუა წიაღთა აბრაჰამისთა და სუფევს იგი საუკუნეთა შინა კეთილთა უკუნისამდე. და რომელნი უძლურ იქმნენ აქა ჴორცითა მცირედ და ჰმადლობდენ, საუკუნეთა მათ განსუენებათა ღირს იქმნენ, და აქა განსუენებულნი და ნუკვეულნი საჭმლითა და სასუმელითა და ნები\თა ჴორცთაჲთა საწუთროსა მცირედ ჟამ მივიდენ მერმესა მას საუკუნესა შიმშილსა და წყურილსა, ბნელსა მას და ტირილსა და სატანჯველთა დაულევნელთა, ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ვითარმედ: გზაჲ იგი ცხორებად მიმყვანებელი იწრო და საჭირველ არს, ხოლო გზაჲ იგი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, ვრცელ და ფართო არს იგი (მათე 7.13-14).
აწ ვევედრნეთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა შემრაცხნეს ჩუენ სახიერთა მათ მონათა თჳსთა თანა, რომელნი განსწავლნა განსაცდელითა საწუთროსა ამას, და სუფევასა მას საუკუნესა ღირს ყვნა, და რაჲთა მოგუმადლოს ჩუენ საქმედ ნებაჲ მისი და სათნოებაჲ და ჴელმწიფებაჲ, რამეთუ მისი არს მეუფებაჲ და ჴელმწიფებაჲ და სუფევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|