არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
ბიოგრაფია
არქმინადრიტი იოანე (კრესტიანკინი) - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე საპატივსაცემო ხუცესი XX საუკუნის ბოლოს -XXI საუკუნის დასაწყისში.
ის დაიბადა 1910 წლის 11 აპრილს ქალაქ ორიოლში მრავალშვილიან ოჯახში. ბიჭს სახელი დაარქვეს იოანე მეუდაბნოეს საპატივსაცემოდ, რომლის ხსენებაც ამ დღესაა. ის ბავშვობიდან დადიოდა ტაძარში, იყო ორლოვის მღვდელმთავრის სერაფიმეს (წმინდანთა დასში აყვანილ იქნა 2001 წელს) (ოსტროუმოვის) მორჩილებაში. 1945 წელს მოსკოვში ვაგანკოვის სასაფლაოს ტაძარში ის დიაკონის ხარისხში აიყვანეს, შემდეგ პატრიარქმა ალექსი I იზმაილის ქრისტეს შობის ტაძარში ის მღვლად აკურთხა. მან იქ 1950 წლამდე იმსახურა, სანამ ხელისუფლებამ ის არ დააპატიმრა ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით და არ გააგზავნა შვიდი წლით ბანაკში.
მამა იოანე დროზე ადრე 1955 წელს განთავისუფლდა. განთავისუფლების შემდეგ ის მსახურებისთვის ფსკოვის ეპარქიაში გააგზავნეს, შემდეგ გადაიყვანეს - რიაზანში. 1966 წელს პრესვიტერი იოანე ბერად აღიკვეცა, ხოლო 1967 წელს ის გახდა ფსკოვ-პეჩერის მონასტრის მიძინების ტაძრის მოსახლე, სადაც ის მსახურობდა აღსასრულამდე, 2006 წლის 5 თებერვლამდე.
ბოლო წლებში ასაკისა და ავადმყოფობის გამო მამა იოანეს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო მასთან გასაუბრების მსურველები, თუმცა მონასტრის მისამართზე უამრავი წერილი მოდიოდა და მათგან ბევრს არქიმანდრიტი პირადად პასუხობდა. ზოგიერთი მათგანი გამოქვეყნდა კიდეც - გამოვიდა რამოდენიმე გამოცემა „არქიმანდრიტ იოანეს (კრესტიანკინის) წერილები“. ასევე ფართოდ გავრცელდა მისი ქადაგებების პუბლიკაციები და სხვა წიგნები, მათ შორის „აღსარების აგების გამოცდილება“.
|