|
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ნაზიანზელი მთავარეპისკოპოსი (+389)
საზარელი ამბავი
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი საზარელ ამბავს ჰყვება პეტრე დიაკვანთან საუბრისას: ”ბევრი ბავშვისთვის, – ამბობს იგი, – თუ მშობლები მათ ცუდად ზრდიან დახშულია ცათა სასუფეველის კარი.
ქალაქ რომში ერთ კაცს, დიდად დაფასებულს და ყველასათვის ცნობილს, ჰყავდა ვაჟიშვილი, ბავშვი ხუთი წლის თუ იქნებოდა და მამას შვილი ძლიერ უყვარდა, ზრდიდა მას განებივრებულს ყოველგვარი სიმკაცრის გარეშე.
ეს ბავშვი, რომელსაც ყველანაირად ათამამებდნენ, შეეჩვია თანდათან ბილწსიტყვაობს, წარმოსთქვამდა ხოლმე ხშირად ბინძურ სიტყვებს და მხოლოდ ადამიანებს კი არ ამცირებდა ამ ბოროტსიტყვაობით, იყო შემთხვევა, როდესაც სიწმინდეთა გმობასაც ბედავდა და ამის წარმოთქმისაც კი მეშინია, რომ თვით ღმერთზეც ბილწსიტყვაობდა.
საგმობ სიტყვებს ამბობდა ღვთაებრივ საკითხებზე და წმინდა საგნებზე! ხოლო მამა კი ისმენდა ამ ყველაფერს და საერთოდ არ უკრძალავდა შვილს ღვთისგმობას და ბილწსიტყვაობას.
ერთხელ, როდესაც ქალაქში გავრცელდა ჭირი, ამ მშობლის შვილი სასიკვდილო სენით დაავადდა. მამას კალთაში ჰყავდა ავადმყოფი ბავშვი ჩაწვენილი, როცა მოვიდნენ ბოროტი დემონები ბავშვის წყეული სულის წასაყვანად.
იქ დამსწრეები ყვებოდნენ მერე, რომ ბავშვი მათ დანახვაზე აცახცახდა, დახუჭა თვალები და დაიწყო ყვირილი: ”მამააა მიშველე, წაართვი მათ ჩემი თავი, წაართვი…!.
ყრმა შეძრწუნებული საშინლად გაჰყვიროდა და თავს მამის იღლიაში მალავდა, რათა ბოროტ დემონებს არ წაეყვანათ იგი. თავზარდაცემული მამა ეკითხებოდა შვილს, რომ ეთქვა, რასაც ხედავდა იგი, შვილი კი პასუხობდა: ” შავი კაცები მოვიდნენ ჩემს წასაყვანად, შავი კაცები, მიშველე მამააა!”.
და თან იმავდროულად გაჰყვიროდა ბილწ და ღვთისსაგმობ სიტყვებს, რის წარმოთქმასაც ჩვეული იყო მანამდე, და საბრალო ბავშვი მაშინვე გარდაიცვალა!”
დაე, წმინდა გრიგოლის ამ მონათხრობმა დააშინოს უღვთო მშობლები, რომელნიც ცუდად ზრდიან შვილებს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ასეთი მშობლები თავადაც ღვთის სამსჯავროზე გადაეცემიან შავი ეთიოპელი დემონების ხელში, სამარადჟამოსა და მწარესა მას სატანჯველსა!
და, როგორადაც ქამმა თავის შვილთან ერთად ქანაანთან ერთად მემკვიდრეობით დალოცვა კი არა წყევლა მიიღო, ასევე იქნებიან ასეთი მშობლები და მათი შვილები, და ყველა მობილწსიტყვავენი, რადგან დაიმკვიდრებენ ღვთის იმ წყევლას, რომელსაც სამსჯავროზე უფალი განუცხადებს თხებს – ცოდვილ ადამიანებს ამ სიტყვებით:
”წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში...”(მათე 25-41) |
|