მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი

 

მისივე თქმული, მესამჱ ხარებისათჳს

 

რაჟამს მოვიჴსენი ევაჲსი იგი ურჩებაჲ, ვცრემლოოდი; და რაჟამს ვიხილი ნაყოფი იგი მარიამისი, კუალად განვახლდი, უკუდაო ნათესავით, უხილაო სიკეთითა, პირველ საუკუნეთა ნათელი ნათლისაგან, ღმრთისაგან მამისა იშევ ძჱ ღმრთისაჲ და, სიტყუაჲ რაჲ იყავ, ჴორცნი შეიმოსენ ქალწულისაგან წმიდისა მარიამისა, რაჲთა ჴელითა შენითა წმიდითა შექმნული ადამი კუალად განაახლო.

წმიდაო, უკუდაო, საუკუნეო, მიუწდომელო, უცვალებელო, რომელი ჭეშმარიტი ძჱ ღმრთისაჲ პირველ საუკუნეთაჲ ხარ, სათნო-იყავ შესლვად საშოსა წმიდისა ქალწულისასა, რაჲთა პირველ დაბადებული იგი კაცი ჴელთაგან შენთა წმიდათა და ცოდვითა მომკუდარი კუალად განაახლო.


ნეფსით მოხუედ ნებითა მამისა უხილავისაჲთა. გიღაღადებთ შენ ყოველნი და მეუფედ გხადით, შემწე ჩუენდა იყავ, რომელი იშევ ქალწულისაგან და შეიხჳე სახუეველითა და მიიწვინე ბაგასა და სძითა იზარდებოდე მარიამისაგან, რაჲთა პორველ შექმნული ადამ კუალდ აღადგინო.


ღმრთის მეცნიერებისაჲ რაჲ გემოჲ ვიხილეთ, ჴმაჲ ტკბილი აღმოუტეოთ და ტკბილსა მას ღმრთისა სიტყჳსა ძალსა ვადიდებდეთ, ჴმა-ტკბილისა მის მოძღურისა სღმრთოჲსა მადლისაჲსა ღირსნი ქბანი შევწირნეთ. რამეთუ ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველივე დაბადებული, ხილული და უხილავი ღმრთისა კაცთ-მოყუარებასა უგალობს და ადიდებს მისისა მისთჳს სახიერებისა, რამეთუ ყო ჩუენდა მომართ. რამეთუ ღმერთი იყო და ჴორცითა გამოჩნდა, სიმდაბლჱ გამოუთქუმელი ინება, დედაკაცისაგან წმიდისა იშვა, რჲთა ურჩებ(ითა) მომკუდარი იგი კუალად განაახლოს.


მოვედით, ერნო, და ყოველნი ქალწულისაგან შობილსა უგალობდეთ. რომელი დიდებაჲ და პატივი ღმრთისაჲ უპირადჱს ყოველთა საუკუნეთაჲარს, მსგავსად ვნებისა და სიგლახაკისა ჩუენისა იქმნა დიდად შუენიერი იგი ჴელმწიფებაჲ; რომელი ხატი ღმრთისაჲ იყო, ხატი მონისაჲ შეიმოსა; რომელი მან შეიმოსა ნათელი ვითარცა სამოსელი, იქცეოდა კაცთა შორის ვითარცა შეურაცხი; რომელი ქერობინთა ზედა ბევრეულთაგან ანგელოზთა იდიდების, იქცეოდა სოფელსა შინა; რომელი პირველითვე არს და აცხოვნებს ყოველსა სოფელსა, წმიდისაგან ქალწულისა იშვა, რაჲთა პირველ შექმნული იგი კუალად განაახლოს.


იწყო დასაბამი განკაცებისაჲ ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა-დაუსაბამო იყო ღმრთისა და მამისაჲ, რაჲთა აღიყვანოს დაუსაბამოჲსა მის მთავრობისა ღმრთეებისაჲსა დაცემული იგი კაცი.


ხატი მონებისაჲ შეიმოსა წმიდისაგან ქალწულისა, რაჲთა კუალდ-გუაგნეს ჩუენ დიდებულსა მას ხატსა უფლისა ჩუენისასა; შეიმოსა მიწისაგანისაჲ მის ხატი, რაჲთა ზიარ მყვნეს ჩუენ ხატისა მის ზეცისაჲსა; მკლავთა ზედა წმიდისა დედაკაცისათა დაჯდა, რაჲთა მარჯუენით გჳწოდოს ჩუენ თჳსისა მამისა; შეურაცხი გუამი თავს-იდვა შემოსად და მითვე საფლავსა დაიდვა, რაჲთა მკჳდრად გამოგჳრჩინეს ჩუენ საუკუნისა ცხოვრებისა; საშოსა წმიდისა ქალწულისასა დაადგრა მიუწდომელი იგი, რაჲთა ცოდვითა განჴრწნილი ადამ კუალად განაახლოს.


ცხოველი წყაროჲ, ქრისტე ღმერთი ჩუენი, _ ცხოველისა მიმართ ჴმისა გურწმენა, _ ცხორების მომცემელ არს; საიდუმლოჲ ესე ცხორებასა დაუსრულებელსა მდიდრად მოანიჭებს, რომელნი ესვენ მას და სულითა მით მადლისაჲთა თუალთა გულისათა განანათლებს.


ამის დაუწყუედელისა და თაფლის გამომადინებელისაგან წყაროჲსა, რომელთა სარწმუნოებით სწყურის, განძღებიან; რომლისთჳსცა ერთი ჴმაჲ თითოეულსა საცხოვრებელად მსგავსად ღირსებისა განეყოფვის: სწორად მისცემს ჭაბუკთა და ბერთა, დედათა და ყრმათა; ერთისაგან დაუსრულებელისა წყაროჲსა გამოუთქუმელისა ღმრთეებისაჲსა აღმოეცემის მადლი იგი და ნიჭი სულისა წმიდისაჲ; ერთისაგან წმიდისა ქალწულისა მრავალ-სასყიდლისა იგი მარგალიტი გამოვიდა, რაჲთა ცოდვითა მომკუდარი იგი პირველ შექმნული იგი კაცი კუალად განაცხოველოს.


მზჱ სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა გამოჩნდა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, სახითა ხატად კაცისა მოსლვად ნათე(ს)ავისა ჩუენისა ჯერ-იჩინა; შესხრტულსა მას გ(უა)მსა კაცებისასა ელვარჱ იგი ბრწყინვალებაჲ ღმრთეებისაჲ დაეფარა და სულითა ღმრთეებისაჲთა მოგუეახლა ჩუენ; ანგელოზთა გალობასა ღირს მყვნა ჩუენ გალობად მისა; ოქრო-ფესოვანთაგან ყუავილითა შეთხზულითა გჳრგჳნითა დღესასწაულთ მოყუარეთაჲ მორჩილად მსმენელთა სულთაჲ ჰნებავს გჳრგჳნოსან ყოფაყ; დაუბერებელთაგან სამოთხეთაგან ნაყოფ-შუენიერნი იგი ყუავილნი მოუჴდეთ და ჴელითა მოვისთულნეთ, რამეთუ ღირს არს ღმრთისა სათნოჲ იგი ტაძარი წმიდისა ქალწულისაჲ ესევითარითა გჳრგჳნითა შემკობად. ამისთჳს მისგან განმანათლებელი იგი მარგალიტი გამოვიდა, რაჲთა ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა შთავრდომილი იგი კუალად ნათელსა მას უკუდავებისასა აღმოიყვანოს. საღმრთოთაგან სიტყუათა ქრისტჱ მადლითა რაჲ ვიშუებთ, ღირსნი გალობანი მისა შევწირნეთ საღმრთოთაგან საიდუმლოთა; უკუდავებისა ნაყოფთა მოსტულებად ვისწრაფოთ ღმრთით შემოსილთა მითხრობათა ნაყოფითა სუკნელებისაჲთა; სიტყუათა შინა სარმრთოჲსა მადლისათა ვიშუებდეთ და მყრალობაჲ განბანად ვისწრაფოთ, ხოლო სულნელებაჲ იგი სათნოებათაჲ შევიმოსოთ; ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ შთავიცუათ და სათნოჲ იგი ცხორებაჲ მოვიბლარდნოთ, წმიდაჲ იგი და შეუგინებელი სამოსელი სიწმიდისაჲ დავიმარხოთ, რამეთუ ესე სათნოებაჲ არს მშჳდობისა თანამყოფი და სიყუარულისა თანა-მეუღლჱ, ყუავილი, რომლისაგან სასოებისა სულნელებაჲ გამოვალს.


და რომელნი ამას ზედა კრავნი ძოვენ სარწმუნოებით, ნათლის-სახენი თესლნი სამებასა უგალობენ და ჩუენცა, საყუარელნო, მარანსა მას მაცხოვრისასა მივისწრაფოთ, საღმრთოჲთა სიტყჳთა მადლისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდასა ქალწულსა უგალობდეთ და ვიტყოდით: გიხაროდენ, მიმადლებულო! რამეთუ მისგან გამოვიდა ნათელი იგი მიუწდომელი და განგუანათლა ჩუენ გამოუთქუ(მე)ლითა მით მისითა სახიე(რე)ბი(თა).


კარავი განწმედილი (და) ტაძარი ღმრთისაჲ პატიოსანი ჭეშმარიტად წმიდაჲ ქ(ალ)წული იყო ოქროჲსა იგი ყოვლად დასაწუველთაჲ მათ საკურთხე(ვე)ლი გარდამეტებულ(ისა) მისთჳს მისისა სიწმიდი(სა); სარმრთოჲ იგი შეზავე(ბ)ული საკუმეველი და წმიდაჲ იგი საცხებელი ზეთ(ისა) მრავალ-სასყიდლისა(ჲ) იგი სარწმუნოჲსა ნარდისა ალაბასტრი(საჲ); სამღდელოჲ იგი გჳრგ(ჳნი) გამოუთქუმელისა (მ)ის ზრახვისა მაუ(წყ)ებელი, რომელი მხოლოჲ (ჴო)რცითა და სულითა (წმ)იდა იყო; ბჭჱ იგი, რომელი აღმოსავალად ხედვიდა და უფლისა შესლვითა და გამოსლვითა ყოველი სოფელი განანათლა; მსხმოჲ იგი ზეთისხილი, რომლისაგან ჴორციელი იგი უფალი მოიღო სულმან წმიდამან და მრავალ-გუემული ნათესავი კაცთაჲ აღჰმართა.


ესე ქალწულთა სიქადული, დედათა სიხარული, მტავარანგელოზისა მიერ უწყებული, ვითარცა წერილ არს: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა! და კუალად: შენგან, რაჲთა ცოდვითა მომკუდარი იგი ადამ განაახლოს.


მუცელსა ქალწულისასა რაჲ დატევნად ჯერ-იჩინა უფალმან, მთავარანგელოზი წინაჲსწარ მახარებელად მოივლინა, ხოლო იგი გამოუთქუმელთაგან რაჲ ზეცისა ძალთა მარიამისა მოვიდა და პირველად "გიხაროდენ, მიმადლებულო" უქადაგა მას და კუალად მეყსეულად მიაგება, ვითარმედ: უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა სოვრის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ, ხოლო იგი შეძრწუნდა და განიზრახვიდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე? შემსგავსებულად სამე წმიდასა მარიამს ქალწულად მადლი იგი გამოირჩევს, რამეთუ ბრძენი იყო ყოვლიტავე წმიდაჲ ესე, ყოველთა ნატესავთა დედათა შორის არასადა იპოვა მსგავს მისა.


არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა სამოთხესა შინა იპოვა მარტოჲ უსუსური გონებითა და გუელისაგან სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ესრჱთ განიჴრწნა თჳსისაგან გულის ზრახვისა და მის გამო ყოველივე შრომაჲ წმიდათაჲ იქმნა, არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განქარდების.

არა ვითარ-იგი სარას რაჲ ეხარა ძისა მიდგომილობისათჳს და თავჴედად იცინოდა; არა ვითარ-იგი რებეკა სამკაული იგი ნებით თჳსით მეყსეულად შეიწყნარა და გულს-მოდგინედ აქლემთა მათ ქმრისა თჳსისატა ასუმიდა წყალსა; არა ვითარ ყოველმან დედალკაცმან მხიარულებაჲ იგი მოკითხვისაჲ განუკითხველად შეიწყნარა, არამედ განცხოველებულითა გონებითა და განათლებულითა გულის სიტყჳთა თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე? ვინაჲ-მე აქუს (თ)ავი ნიჭსა ამას? ვინაჲ ჩუენდა ესევითარი კურთხევაჲ მოიღე? რომელთა საფასეთაგან მარგალიტი ესე სიტყუა(ჲ) მოივლინა ჩუენდა?მ(ნე)ბავს, რაჲთა უწყოდი: რაჲ არს ნიჭი იგი და ვინ არს მომღებელი, ანუ ვინაჲ არს მომძღუნებელი იგი? ზეცით მოსრულხ(არ) და კაცისა ხატად აჩუენებ და ლა(მპ)არ ნათლის ელვა(რე) ხარ.

ამას თავ(ით) თჳსით წმიდაჲ იგი განიზრახვიდა და იტყოდა. ხოლო ანგელოზმან მან ესევითარითა სიტყჳთა მარიამისგან კითხვაჲ იგი დაუჴსნა და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ, რომლისაგან მუცლად-იღო და შვე ძჱ და უწოდი სახელი მისი იესუ, რაჲთა იჴსნეს ნათესავი კაცთაჲ სიკუდილისაგან ცოდვათაჲსა.


მერმე კუალად მიუგო მარიამ ანგელოზსა მას და ჰრქუა: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მამაკაცი ქუეყანისაჲ ცნობად არა მნებავს? რამეთუ ზეცისასა მას სიძესა თავი თჳსი განუკუთნე; ქალწულად მნებავს დადგრომად და პატივი ქალწულებისაჲ არა მნებავს განცემად.


ხოლო ანგელოზი იგი ესევითარითა სიტყჳთა წმიდასა მას განამტკიცებდა: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპვე მადლი წინაშე ღმრთისა. მადლსა მას ნუ განიკითხავ, რამეთუ შჯულთა ბუნებისათა მადლმან დამონებად არა თავს-იდვას. ხოლო სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა. ამისთჳსცა შობილი იგი ძჱ ღმრთისაჲ თანა-ხატი და თანა-არსი და თანა-მსგავსი მამისაჲ, რომელსა შინა ყოველივე აქუს მამასა: ღმრთეებისა გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან დიდებაჲ იგი განახლდების.


ისწავენ, ჵ მარიამ, რომელნი აქამომდე ანგელოზთაგანცა დაფარულ იყვნეს; გულისხმა-ყვენ, მარიამ, რომელნი წინაწარმეტყუელთა და მამათ მთავართა ვერ იცოდეს; გესმა, რომელსა ვერსადა ვინ კრებულთაგანი ღმერთ-შემოსილთაჲ ღირს იქმნა. დავით და ესია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი უფლისა განკაცებისათჳს წინავე ქადაგებდეს, არამედ ვითარ ეგულებოდა ყოფად, არა უწყოდეს, შენ ხოლო მარტოდ, ჵ წმიდაო ქალწულო, რომელთა ყოველნი უმეცარ არიან საიდუმლოთა, შეიწყნარე და ისწავე და ნუ განიზრახავ და იტყჳ: "ვითარ-მე იყოს ჩემდა ესე"? რამეთუ რომელმან ქალწულისგან ქუეყანისა შექმნა კაცი, აწცა მანვე ყოს, ვითარცა უნდეს, რაჲთა აცხოვნოს თჳსი იგი შექმნული.


აწ ღმრთეებისა გამომეტყუელებისა გამოუთქუმელისა ნათლისა ლამპარნი ელვარედ გამობრწყინდებიან; აწ დამაკჳრვებს მე წმიდისა ქალწულისა სახჱ, ვითარცა-იგი შემსგავსებულად ესე ანგელოზმან ყოვლისა უპირადჱს ეევითარითა სიტყჳთა მოიკითხა, ვითარმედ: "გიხაროდენ, მიმადლებულო"!


ყოველთაგან ნათესავთა შობად ღმრთისა ესე ხოლო ღირს იქმნა, მარ(ტო)მან იტჳრთა, რომელსა სიტყჳთა უტჳრთვან. და არა ხოლო თუ შუენიერებაჲ იგი ღმრთის-მშობელისაჲ, დასაკჳრვებელ არს სულისა მისისაჲცა იგი სათნოებაჲ; რომლისათჳსცა ანგელოზმან მან უღაღადა მას, ვითარმედ: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა"! და მერმე კუალად: "შ(ენგან)", რაჲთა ხატად თჳსა შექმნული იგი აცხოვნოს. ვითარცა მოწყალემან სავანედ ღმერთსა წმიდაჲ სული თჳსი განუმზადა, უცხოთა საიდუმლოთა დამტევნელ იქმნა.

მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და ჩუენცა მსგავსად ძალისა ჩუენისა თანა-ნადებნი იგი გარდავიჴადოთ; ჴმასა მას ანგელოზისასა ჩუენცა შეუდგინოთ და ვღაღატ-ყოთ: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა!" რამეთუ შენდა არს სიხარული, ვითარცა არს ჭეშმარიტ, ამისთჳს რამეთუ შენ თანა და შენ შორის უფალმან ყოველთამან დაიმკჳდრა, ვითარცა უწყის. გიხაროდენ, მიმადლებულო! შენ თანა უფალი! და არა ქუეყანისაგანი სიძჱ, თჳთ იგი თავადი უფალი და სიწმიდისა მამაჲ, ქალწულებისა მცველი და სიწმიდისა უფალი, უჴრწნილებისა იგი შემოქმედი და აზნაურებისა მომცემელი და ცხოვრებისა იგი მოღუაწჱ და ჭეშმარიტებისა და მშჳდობისა მეუნჯჱ და მომცემელი, _ იგი თავადი უფალი შენ თანა, რამეთუ შენ შორის ღმრთეებისა მადლმან განისუენა, რაჲთა აცხოვნოს ნათესავი კაცთაჲ, ვითარცა მოწყალემან უფალმან, და არღარა ეშინის ადამს გუელისა მისთჳს მზაკუვარისა, რამეთუ მო-რაჲ-ვიდა უფალი ჩუენი, ყოველი ძალი მტერისაჲ განაბნია და არღარა ეშინის ნათესავსა კაცთასა ზაკუვისა მისთჳს გუელისა და საცთურისა, რამეთუ უფალმან ცუენმან შემუსრა თავები ვეშაპისაჲ წყლითა მით ნათლის-ღებისაჲთა.


არღარა მეშინის მე სმენად, ვითარმედ: მიწაჲ ხარ და მიწადვე წარხჳდე , რამეთუ უფალმან წმიდითა მით ნათლის-ცემითა მწინკული იგი ცოდვისაჲ განმბანა მე; არღარა ვტირ, არღარა ვიგლოვ, არღარა ვიტყჳ მე, ვითარმედ: მივიქცე მე გლახხაკებად, რამეთუ განმესხა მე ეკალი, რამეთუ უფალმან ეკალთა ჩუენთაჲ იგი ცოდვაჲ აღმოჰფხურა და თავსა ზედა თჳსსა გჳრგჳნად დაიდგა.


დაჴსნილ არს ციდვაჲ იგი ცუენი; დაჴსნილ არს პირველი იგი ჩუენი წყევაჲ, რომელი იტყჳს: ეკალთა და კუროჲსთავთა აღმოგიცჱნებდეს შენ ქუეყანაჲ. აღმოიფხურა ეკალი იგი, აღმოჴუარდა კუროჲსთავი იგი, აღყუავდა წმიდისაგან ქალწულისა ხჱ იგი ცხორებისაჲ და მადლისაჲ.


არღარა ეშინის ევას ყუედრებისაგნ, არცაღა შობადისა მის(თჳს) სალმობისა, რამეთუ წმიდისაგან ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განქარ(და) მის გამო, რომელი-იგი მის(გან) იშვა, რაჲთა აცხოვნოს, რომელი-იგი ხატად თჳსა შე(ქმნა).


წყარო ცხორების მე(ყავ)ნ ჩუენ წმიდაჲ ქალწული, წყარ(ო) ნათლის ქრისტჱს მიმართ არს და აღმოსავალ საცნაურისა მის ნათლისა. გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა და შენგან, რომელი ღმრთეებითა სრულ და კაცებითა სრულ; რომელსა შ(ინა) დამკჳდრებულ არს (ყოველი)ვე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ. გიხაროდენ, მიმალებულო! უფალი შენ თანა, მჴევლისა თანა მეუფჱ, შეუგინებელისა თანა განმწმედელი ყოველთაჲ, შუენიერისა თანა შუენიერი იგი სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა, რაჲთა აცხოვნოს რომელი-იგი ხატად თჳსა შექმნა.


სიტყჳთა საღმრთოჲთა მადლისაჲთა და სარწმუნოებისაჲთა ვიხარებდეთ, რამეთუ ვარდითა და შროშნითა და სულნელებისა ნელსაცხებლითა უჴრწნელი იგი არჱ ჩუენი _ ქრისტჱ ჩუენდა მოვიდა. შუენიერმან ეკლესიათა სამოთხემან საღმრთოთაგან სულნელებათა დასაკრებელნი სულთა ჩუენთანი აღავსნა.


წმიდითა გულითა მოუჴდეთ და ვპოოთ ოქრო-ბრკინვალჱ იგი სარწმუნოებაჲ ელვარჱ და ნაყოფნი უკუდავებისანი მას შინა სულნელებითა სავსენი, რამეთუ უჴრწნელებისაგან მარიამისა ნაყოფ-შუენიერი იგი ხჱ აღმოსცჱნდა, რაჲთა ვითარცა წმიდამან და მოწყალემან აცხოვნოს თჳსი იგი შექმნული.


ბრძენი იყო ყოვლითავე წმიდაჲ იგი, ყოველთა შორის ნათესავთა არავინ დედათა შორის მსგავს მისა იპოვა. არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა მარტოჲ სამოთხესა შინა უსუსური გონებითა შეიტყუვა გუელისაგან და ესრჱთ სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და სიკუდილი სოფლად შემოიღო და ამისთჳსცა ყოველი შრომაჲ წმიდათა შეამთხჳა, არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა მარიამისა ნერგი იგი ცხორებისაჲ აღმოგჳცჱნა ჩუენ. და რამეთუ ესე მარტოჲ სულითა და ჴორცითა იპოვა წმიდა და გულ-დებულითა გონებითა ანგელოზსა მას ეტყოდა: ვინაჲ არს მოკითხვაჲ ესე და ვითარ იყოს ესე ჩემდა? მინებს სწავლის, ვითარ დიდად შუენიერი იგი ჴელმწიფებაჲ მოგუემსგავსების ჩუენსა ამას სიგლახაკესა? ვითარ, რომელსა-იგი აქუს ძლიერებისა ჴელმწიფებაჲ, შეიმოსს ხატსა ჩუენისა შეურაცხებისასა? და რომელი უპირადჱს საუკუნეთა ღმერთ არს, ვითარ ყრმა იქმნების და ჴორციელ ი(ქმ)ნების, რომელმან შეიმოსა ნათელი (ვ~ა) სამოსელი და აცხოვნებს თჳსთა დაბადებულთა? ესევითართა საიდუმლოთა წმიდაჲ ქალწული ეძიებდა, მიუწდომელთა და საღმრთოთა საიდუმლოთა დამტევნელ იქმმ(ნა და)ფარვითა სულისა (წ~დი)საჲთა.


და გამოჴ(და) ჭეშმარიტებაჲ იგი (გუ)ამისაჲ გუამისა(გან), და რომელიგი თქჳს, ვითარმედ: სიბრძნემან იშჱნა თავისა თჳსისა სახ(ლი), სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკ(ჳდ)რა ჩუენ შორის, ესე იგი არს, მასვე გუამსა შინა, რომელ შეემოსა კაცისაგან და სულითა საშუმინველისაჲთა (ცხო)ველ ყო და უც(ვალე) ბელმან ღმერთმან ხატი მონებისაჲ შეიმოსა, რაჲთა ურწმუნოთა საგონებელ იყოს ვითარცა კაცი, ხოლო მორწმუნეთა გამოეცხადოს ვითარცა ღმერთი, რაჲთა პირველ შექმნული იგი კუალად განაახლოს.


ძე ღმრთის და ღმერთ უპირადჱს საუკუნეთა რაჲ იყო, ძედ დედეკაცისა წმიდისა ჯერ-იჩინა ყოფად და უხილავი იგი იხილეს, და მდიდარი იგი ჩუენთჳს დაგლახაკნა და უვნებელმან მან და უკუდავმან ივნო ვითარცა კაცმან: შეიერთა ჴორცითა და არა იცვალა სულითა, მოკუდავსა გუამსა დაიტია დაუტევნელი იგი, რაჲთა იგიცა უკუდავ ყოს, და თანა-უკუდავ ყო ღმრთეებისა, რაჲთა ჴელთაგან მისთა წმიდათა შექმნული იგი კუალად განაახლოს.


ნათელი მოვიდა სოფლად _ ქრისტე რმერთი ჩუენი, და განანათლებს ყოველთავე ნათლითა მით გამოუთქუმელითა; ჴმაჲ მამისა უხლილავისაჲ ზეგარდამო წამებს: ესე არს ძჱ ჩემი, სიტყუაჲ უპირადჱს საუკუნეთა არს.


ხოლო მარიამ სიტყჳთა მით ანგელოზისაჲთა მოიზღუდვოდა; ხოლო შობასა მას უფლისასა განიზრახვიდა, და უსწორებელსა გულის-სიტყუას კაცობრივსა განიზრახვვიდა: ოდესმე სიმაღლესა ღმრთეებისასა აღიწეოდა და ოდესმე სიმდაბლესა კაცობრივსა გულს-ეტყოდა და ესრჱთ საცნაურისა მის სასწორისა ორკერძოვე გამოიკულევდა. მაშინღა ჭეშმარიტისა მის ღმრთისა მიერ შეწევნასა ღირს იქმნა, რამეთუ რომელმან წმიდაჲ იგი ქალწულებისა ქმარი უვნებელად დაიცვა და გულისაჲცა განსაკითხავი უქცეველ ყო. და აცხოვნებს დაბადებულთა, რომელნი ხატად თჳსა შექმნა.

მადლი ჩუენდა მოვიდა ქალწულისაგან მარიამისა _ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ, რომელი იშვა მისგან, მადლითა გუაცხოვნებს ჩუენ დამბადებლი, ყოველთაჲ, იხარებს ყოველი დაბადებული, რამეთუ ქრისტჱ სოფელსა შინა იშვა _ უგამოცდილებისა დრაჰკანი, რაჲთა მოიგოს სასუფეველისა იგი საყოფელი; სიხარულითა შინაგან წმიდაჲ იგი ქალწული აღივსებოდა მის მიერ, რომელმან-იგი მისგან ჴჵრცნი შეისხნა, რაჲთა დაცემული იგი ცოდვასა ქუეშე კუალად განაახლოს.

გიგალობთ შენ, წმიდაო მამაო, რამეთუ ვიხილეთ ნათელი დიდი, რომელ მოგუეც ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ, რომელი წმიდისაგნ ქ(ალ)წულისა იშვა, აღა(სრ)ულნა ღმრთეებით სა(კჳრ)ველებანი და ვნება(ნი) ჩუენთჳს თჳსითა ჴო(რც)ითა, თავს ისხნა ს(ა)შუმინველითა და სული(თა). და ცუენცა, ვიდრე ჴორცთ(ა) შინა ვართ, ღმრთეება(სა) ანგელოზებრითა გალ(ობ)ითა სათნო-ყოფად ვისწრაფოთ გამო(ჩინ)ებულითა სახითა (და ს)აღმრთოთა მათ მ(ეც)ნიერებათა ჭეშმა(რიტ)ებითა მორწმუნ(ესა) გონებასა ჩუენსა და(ვს)თესოთ, რამეთუ არს საიდუმლ(ოჲ ე)სე მიუწდომელ, (უხ)ილავ,უცვალებელ, გამოუთქუმელ, მდუმრიად თაყუანის-საცემელ და, გონიერებითა დასაკჳრვებელ.


და ესეცა წმიდაჲ ქალწული დაჰკჳრდა და, ვითარ ნათლისა იგი ბრწყინვალებაჲ დედაკაცისა ნასობ იქმნა, საფასესა მას ცხორებისასა შეიტყბობდა და მოკითხვასა მთავარანგელოზისასა განიზრახვიდა, ვიდრემდე სრულიად გამოიღო ნაყოფი იგი მაცხოვარებისაჲ, რაჲთა აცხოვნოს კაცი.


აქა უკუე ამიერითგან ხატ-შუენიერნი იგი ყუავილნი ქრისტჱს მოძღურებისანი ნაყოფთა კურთხევისათა გამოგჳცჱნებენ ჩუენ; აქა ყოველივე სიწმიდჱ და სულნელებაჲ და ლოცვისა იგი საკუმეველი წმიდითა გონებითა ღმრთისა შევწიროთ; აქა ქალწულებამან და სიწმიდემან მოხარულად ცხოვრებითა შემოსილი იგი ტევანი გამოიღო; აქა მოღუაწებანი იგი ძლევითა შემოსილისა ძლიერებისანი ნაყოფთა სიხარულისათა; აქა სამებისა წმიდისა იგი საიდუმლოჲ მთავარანგელოზისა მიერ წმიდასა ქალწულსა გამოეცხადა მსგავსად სახარებისა, ვითარმედ: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ და შობილი იგი წმიდაჲ ძჱ ღმრთისაჲ.


მისა დიდებაჲ და პატივი და სიმტკიცჱ და თაყუანის-ცემაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.