წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი
საკითხავნი ხარებისანი
დღეს ანგელოზთა განწყობილებითა გალობანი ბრწყინვალე იქმნებიან და ნათელი იგი ქრისტჱს მოსულისაჲ მორწმუნეთა გამოუბრწყინდების. დღეს მხიარული იგი არჱ ჩუენი ქრისტჱ, სიმართლისა იგი მზჱ, ბრწყინვალითა ნათლითა გამოგჳბრწყინდა ჩუენ და მორწმუნეთა გონებანი განანათლნა. დღეს ადამ განახლდების და იხარებს, ანგელოზთა თანა ზეცად აღფრინდების, ამისთჳს რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა. დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა. დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ საუკუნითგან დაფარული იგი საიდუმლოჲ განცხადებულად გუაუწყა ჩუენ. დღეს სათნოებისა გამოუთქუმელისა გჳრგჳნნი იქმნებიან ღირსთა და მორჩილთაჲ დღესასწაულის მოყუარეთაჲ: ჰნებავს ღმერთსა გჳრგჳნოსან ყოფაჲ ტრფიალთაჲ მათ უქცეველისა სარწმუნოებისათაჲ, ვითარცა ჩინებულთა და მკჳდრთა მოუწოდა, და ზეცათა სასუფეველი მწრაფლ მოუწესს ზეცისა მობაძავთა შეერთებად ღმრთის მსახურებ(ისა) ანგელოზთა კრებულსა. დღეს ღმრთისა მიერი (იგი) აღესრულების თ(ქუმულ)ი, რომელსა იტყჳს: იხარებდით ცანი და იშუებდინ ქუეყანაჲ. მთანი იხარებენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს. და იხარებდენ ყოველნი ძელნი მაღნარისანი პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, და დავით სამე ძელად იტყჳს, ხოლო უფლისა წინამორბედმან ხედ ნაყოფის გამომღებელად ღირსად მოსლვისთჳს უფლისა უწოდა. ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ სიახარული იგი გამოუთქუმელი ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა აღუთქუა, რამეთუ ჰრქუა: გიხილნე თქუენ და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან. დღეს ყოველთა სასმე(ნე)ლი იგი და გამოუთქუმელი საიდუმლოჲ, რომელთა სასოებაჲ ქრისტჱს მიმართ გუაქუს ღირსად აღბეჭდულთა ქრისტიანეთა, განცხადებულად მოგუეთხრობის ჩუენ. დღეს გაბრიელ, ღმრთისა წინაშე მდგომელი, ქალწულისა წმიდისა მოვიდა და ესრჱთ ახარა მას: გიხაროდენ, მიმადლებულო! ხოლო იგი განიზრახვიდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე? ხოლო ანგელოზმან მან მეყსეულად მიაგება და ჰრქუა: უფალი შენ თანა! ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი ღმრთისაგან. ამისთჳს მუცლად-იღო და შვე ძჱ და უწოდო სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მოსცეს მას უფალმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ, და მეუფებდეს სახლსა ზედა ისრაელისასა უკუნისამდე და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? და-ღა-მე-ვადგრეა მერმე ქალწულად, ანუ მიმეღოს ქალწულებისა იგი პატივი? ამას რაჲ განიზრახვიდა წმიდაჲ ქალწული, მეყსეულად მთავარანგელოზმან მან შეწირა მისა სიტყჳსა მის კუალად-გებაჲ და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა მას წმიდასა სახელი ეწოდოს ძე ღმრთის. რამეთუ რომელი-იგი არს, გარნაღა ეწოდოს. შემსგავსებულად წმიდაჲ მარიამ ყოველთაგან ნათესავთა მხოლოჲ მადლმან მან გამოირჩია, რამეთუ ჭეშმარიტად ყოვლითავე ბძენი იყო. არავინ მსგავს მისა ყოველთაგან ნათესვთა სადამე იპოვა. არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა მარტოჲ სამოთხესა შინა იქცეოდა, უსუსური გონებითა, და განუზრახველად ბოროტთ მტავრისაჲ მის გულის-სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ესრჱთ გულისა მისისა ზრახვაჲ განჴრწნა და მის მიერ მზაკუვარმან მან გესლი იგი თჳსი დასთხია და სიკუდილი განზავა და ყოველსა სოფელსა მოაწია, ამისთჳსცა ყოველი შრომაჲ წმიდათა შეამთხჳა, - არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განიკურნების და არა პირველად წმიდამან მან ნიჭი იგი დაითმინა შეწყნარებად, ვიდრემდე ისწავა მოძღუნებული და რჴაჲ არს ნიჭი იგი, და ვინ არს მომღებელი. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი ქალწული და რეცა თუ ანგელოზსა მას ეტყოდა: ვინაჲ ესრე სახედ კურთხევაჲ ესე მოგართუ ჩუენ? რომელთა საუნჯეთაგან მარგალიტი ესე სიტყუაჲ ჩუენდა მოივლინა? ვინაჲ აქუს ჩუენდა მომართ ნიჭსა მაგას დასაბამი? ზეცით მოსრულ ხარ და კაცისა ხატად აჩუენებ და სანთელ ნათლის ელვარე ხარ. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი. ხოლო ესევითარითა სიტყჳთა მთავარანგელოზთმან ორგულებაჲ იგი დაჰჴსნა და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა შენსა წმიდას ეწოდოს, ძე ღმრთის. ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ არა საშინელებით მოვედ შეძრწუნებას შენდა, არამედ რაჲთა განსდევნო შიშისა იგი მიზეზი. ნუ გეშინინ, მარიამ, რამეტუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. მადლსა მას ნუ განიკითხავ ბუნებით, რამეთუ შჯულითა ბუნებისათა დამორჩილებად მადლმან არა თავს-იდვას. გულისხმა-ყავ, ჵ მარიამ, რომელნი მამათ-მთავართა და წინაწარმეტყუელთა შესცილდეს; ისწავენ, რომელნი მოაქამომდე ანგელოზთაგანცა დაფარულ იყვნეს. გესმა ესევითარი, რომელსა ვერსადა კრებული იგი ღმრთის შემოსილთაჲ ღირს იქმნა. მოსე, დავით, ესაია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინავე ქადაგებდეს, არამედ ვითარ სახედ იყო, ვერ იცოდეს. შენ ხოლო მხოლომან, ჵ წმიდაო, წმიდაო ქალწულო, რომლისა საიდუმლოსა ყოველნი უმეცარ არიან, შეიწყნარე და ისწავე, რამეთუ სადა სული წმიდაჲ, მუნ ყოველივე განმზადებულად წარმართებულ არს. სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს, ძე ღმრთისა. უკუეთუ ძე ღმრთის, ღმერთცა თანა-მსგავს ხატად მამისა და თანა-მფლობელ საუკუნეთა, რომელსა შინა აქუს მამასა ყოველივე გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან დიდებაჲ იგი განათლდების. და ვითარცა დაუწყუედელისაგან წყაროჲსა მდინარენი გამოვლენედ, ეგრეცა ამის დაუწყუედელისა და მარადის ცხოველისა წყაროჲსაგან გამოვიდა ნათელი იგი გამოუთქუმელი. მთავარანგელოზმან წმიდასა მარიამს უპირადჱს აუწყა ესრჱთ და ჰრქუა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ თანა ყოველი საფასჱ მადლისაჲ დაკრებულ იყო, რამეთუ ყოველთა შორის ნათესავთა ესე ხოლო მარტოჲ ქალწული წმიდაჲ ჴორცითა და სულითა იპოვა. ამან მარტომან იტჳრთა, რომელსა უტჳრთვან ყოველნი სიტყჳთა და არა ხოლო სიკეთჱ წმიდისაჲ ამის საკჳრველ არს, არამედ სულ[ის]აჲცა სათნოჲ სახჱ. მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, ანგელოზებრსა ქებასა თანა-შევერთნეთ და მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გონიერად შევწიროთ და ვიტყოდით: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! რამეთუ შენი არს სიხარული ჭეშმარიტად, ამისთჳს რამეთუ შენ თანა მადლმან ღმრთეებისამან, ვითარცა უწყის, დაიმკჳდრა, მჴევლისა თანა მეუფემან, შუენიერისა თანა შუენიერმან სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა, შეუგინებელისა თანა - რომელი განსწმედს ყოველთა ადგილთა. შენ თანა ღმერთი და შენგან ღმერთი. რომელიცა სრული კაცი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ. გიხაროდენ, მიმადლებულო, წყაროთა ნათლისაო, რომელი განანათლებ ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა. გიხაროდენ, საცნაურისა მის მზისა აღმოსავალო და ცხორებისა შეუგინებელო ყუავილო. გიხაროდენ, მარიამ მიმადლებულო, ვენაჴო მარადის შუენიერო, რომელი ახარებს სულთა, რომელნი შენ გადიდებენ, დაუთესველო, ნაყოფ-შუენიერო ყანაო, გონებით ჩუენდა მიმსგავსებისათჳს და ჟამთა შობისა აღვსებისათჳს, ხოლო უფროჲს ბუნებად ზეცით მოსრულისა მისთჳს, რომელმან მუცელსა შენსა ადამი განაახლა და რამეთუ მიდგომილებისა თესლი წმიდასა ქალწულსა სულმან წმიდამან მისცა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ გუემისაჲ გამოჴდა გუამისაგან. და ვითარცა-იგი მარგალიტი ორტაგან ბუნებათა: ელვისაგან და წყლისა _ უჩინოთა ამათგან სასწაულთა ზღჳსაგან _ გამოვალს, ეგრეცა უფალი ჩუენი იესუ შეუშფოთებელად და უქცეველად უბიწოჲსაგან და შეუგინებელისა ყოვლად წმიდისა ქალწულისაგან მარიამისა გამოვიდა ღმრთეებითა სრული და კაცებითა სრული. მრავალთა წმიდათა მამათაგანთა და მამათ-მთავართა და წინაწარმეტყუელთა გულმან უთქუა ხილვად პირისპირ და ვერ ღირს იქმნნეს. და რომელთამე ჩუენებით სახედ იგავად იხილეს, რომელნიმე სუეტითა ღრუბლისაჲთა ღმრთეებისა ჴმასა ღირს იქმნეს სმენად, და რომელნიმე წმიდათა ანგელოზთა გამოცხადებასა ღირს იქმნნეს. მარტოჲსა ხოლო წმიდისა მარიამისა გაბრიელ მთავარანგელოზი ბრწყინვალედ მოვიდა და ახარა მას: "გიხაროდენ, მიმადლებულო"! და ესრჱთ სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ჟამსა მას ჴორციელებრ აღვსებისა მისისასა მრავალ-სასყიდლისა იგი მარგალიტი გამოიღო. მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და დავითის მიერსა მას ღმრთის სულსა საგალობელსა, რომელი ჩუენ ვისწავეთ, უგალობდეთ და ვიტყოდით: აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ რამეთუ ჭეშმარიტად კიდობანი არს წმიდაჲ ქალწული შინაგან და გარეშე განრჩუნვილი ოქროჲთა, რომელმან-იგი თავადი საფასჱ სიწმიდისაჲ დაიტია. აღდეგ, უფალო, წიაღთაგან მამისათა, რაჲთა აღადგინო დაცემული ნათესავი - პირველ შექმნული ადამი. ამას დავით ევედრებოდა, რომელი-იგი მისგან აღმოცჱნებად იყო კუერთხი და ნაყოფ-შუენიერი ყუავილი, რომლისათჳს წინაწარმეტყუელებდა და იტყოდა: ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი, დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ. გულმან უტქუა მეუფესა სიკეთჱ შენი, რამეთუ უგუ თავადი არს უფალი ღმერთი შენი და თაყუანის-სცე მას. ისმინე, ასულო, რომელნი პირველითგან შენთჳს წინაწარმეტყუელებით ითქუნეს, რაჲთა აწ მეცნიერებისაცა თუალითა იხილნე საქმენი; ისმინე ჩემი, შენდა მიმართ მაუწყებელისაჲ, და მთავარანგელოზისაჲ, რომელი ჭეშმარიტთა საიდუმლოთა ჴმა-მაღლად გითხრობ შენ. მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და ჩუენცა წარსწრობილთასა მას მოსაჴსენებელსა მოვისსწრაფოდით და რომელი-იგი იჱსჱს ძირისაგან კუერთხი ესრჱთ დიდებულად აღმოსცჱნდა, ვადიდებდეთ, უგალობდეთ და ვჰნატრიდეთ და ვაქებდეთ. რამეთუ არა იოსებს, არამედ ღმრთის-მშობელსაცა ეწამების ლუკა სახარებასა შინა და მოასწავებს მისა მიმართ დავითისსა მას ნათესობასა და იტყჳს, ვითარმედ: აღმოვიდა იოსებ გალილეაჲთ ქალაქად ჰურიასტანისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, აღწერად მარიამის თანა, რომელიიგი თხოვილ იყო მისა. და იყო იგი მიდგომილ, რამეთუ იყვნეს იგი(ნი) სახლისაგან და ტომისა დავითისა. რამეთუ მისა შუენის ყოველი დიდებაჲ მამისა თანა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ. |