წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)
ტექსტისათვის
წინამდებარე გამოცემაში მოცემულია წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის ქადაგების, "სიტყუაჲ ჯუარისათჳს", წმ. ეფრემ მცირისეული ძველქართული თარგმანი. კრიტიკული ტექსტი დადგენილია ოთხი უძველესი ხელნაწერის მიხედვით. მათი ლიტერებია: A - A 162 (XI ს.), B - Q 39 (1560-1578 წ.წ.), C - Q 652 (XVII ს.), D - ქუთ. 8 (1579-1612 წ.წ.). გამოცემისას ძირითადად ვეყრდნობით უძველეს A ნუსხას, ხოლო დანარჩენი მანუსკრიპტების განსხვავებული ჩვენებები ჩატანილი გვაქვს სქოლიოებში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ძველი ქართული ენის ნორმათა დაცვის მიზნით, გვიანდელ იკითხვისებს ვანიჭებთ უპირატესობას. ტექსტში კავებით [ ] მოცემულია A 162 ხელნაწერის პაგინაცია.
[136v] პირველსა1 კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასაI წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გერმანოს კონსტანტინეპოვლელ2 მთავარეპისკოპოსისაჲ3 სიტყუაჲ ჯუარისათჳს და წმიდათა ხატთა, ჴელითქმნულთა და ჴელითუქმნელთათჳს, მწვალებელთა4 მათ მიმართ, რომელნი ჯუარსა ხოლო5 თაყუანის-სცემენ6 და ხატთა7 არა8 მამაო, გუაკურთხენ!9
1. ვინაჲთგან10 უკუე უგუნურებით და უმეცრებით განწვალებულთანი იგი უსწავლელობითნი და მეხდატეხილობითნი11 სიტყუანი და ბოროტნი იგი და გესლიანნი შჯულისდებანი, მერმეცა მდაბიორნი12 კითხვანი და ყოვლად ბრმანი იგი13 წინააღმდგომითნი სიტყჳსგებანი სამსახურებელთა ხატთათჳს არამცირედ აღშფოთების-მნებებელ არიან აღზრდილთა ამათ კათოლიკე ეკლესიისათა,14II მოვედ უკუე, მოვედ, რაჲთა სიტყუაჲ აღებასა პირისასა საღმრთოჲსა15 სიტყჳსაგანIII ვითხოვოთ16 და აწვე ჩუენცა მათდა მიმართ სიტყუაჲ-ვყოთ. -------------------------------------------------------------- 1 A-ში სათაურის გასწვრივ, აშიაზე, მთავრულით, სინგურით, ჯვრის ფორმით წერია: "თარგმნა ეფრემ", ხოლო D-ში – მარტო "ეფრემ". 2 კონსტანტინეპოლელ BC, კოსტანტიპოვლელ D. 3 მთავარებისკოპოსისა BC. 4 მიცვალებულთა C. აშიაზე შავი მელნით მიწერილია "მწვალებელთა". 5 მხოლო [მ~ხ] C. 6 თაყუანის-ცემენ ABC. 7 ხატსა D. 8 აარა D. 9 ~ გუაკურთხენ, მამაო A. სხვა ხელნაწერებისგან განსხვავებით, A-ში ეს სიტყვები დაწერილია აშიაზე და ცუდად იკითხება. 10 ვინათგან BC. 11 მეხდატეხელობითნი A. 12 მდაბითურნი BC, მდაბიურნი D. 13 + და BC. 14 ეკლესიათა C. 15 საღმრთოსა C. 16 ვითხოოთ D. 2. მითხართ ჩუენ, ჵ განცოფებულნო და არაწმიდანო, რომელისა ჯერისათჳს ბოროტებით ჰგმობთ განკაცებისსა1 მას უხრწნელსა ხატსა უფლისა ჩუენისა იესუ2 ქრისტესსა და პატიოსნისა მის ჯუარისა მისისა ცხოველსმყოფელისა შეუორგულებელად ამცნებთ თაყუანისცემად? რამეთუ ვითარ-ესე მე ვჰგონებ, ვითარმედ დაღაცათუ საღმრთოჲსა ძლიერებისა საჭურველ არს, ძლევაშემოსილ ეშმაკისა მიმართ და ყოველთა ძალთა მისთა,* წინააღმდგომთა ჩუენთა, და სიქადულ ყოველთა სიქადულთა მიერკერძო ჯუარი,**IV არამედ უსულოთაგან ძელთა შემზადებულ არს – საროჲსაგან ვიტყჳ და ნაძჳსა და ფიჭჳსა*** – და არა ხოლო ესე, არამედ ჴელითაცა უშჯულოთაჲთა3 ორღანოდ სიკუდილისა სამდღითისა მისთჳს სიკუდილისა4 უფლისა იესუჲსსა;5 არამედ სთქუათ სადმე უეჭუელად, ვითარმედ ჯუარისა მსახურებაჲ6 გჳსწავიეს და თაყუანისცემაჲ7 მის ზედა დამშჭუალულისათჳს8 ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რომელი "ჩუენთჳს წყევა იქმნა",**** რაჲთა ჩუენ, ძუელისა მის წყევისაგან***** განთავისუფლებულთა, "შვილებაჲ9 იგი მოვიღოთ".******V 3. ამისსა შემდგომად ვიტყჳ მე: ჯუარი, სულისა მისებრ საწინაჲსწარმეტყუელოჲსა,10 ორღანოჲ იყო წყევისაჲ,11 რამეთუ წერილ არს: "წყეულ იყავნ12 ყოველი დამოკიდებული ძელსა".******* აწ უკუე ყოველი თუ დამოკიდებული ძელსა წყეულ არს, ცხად არს, ვითარმედ – იგიცა, რომელსა ზედა დამოკიდებულ არს, ესე იგი არს ძელი ჯუარისაჲ, არათუმცა ზესთა13 სიწმიდისაგან მას [137] ზედა ამაღლებულისა ღმრთისა შეემოსა მას სიწმიდე, რამეთუ ამას ძლევაშემოსილსა14 სკიპტრასა ზედა განაქიქნა და საჩუენებელ-ყვნა ქრისტემან ძალნი წინააღმდგომნი.VI -------------------------------------------------------------- 1 განკაცებისასა BCD. 2 იესუს BC. 3 უსჯულოთათა BC. 4 + მისთჳს D. 5 იესუსსა BC. 6 თაყუანისცემაჲ BCD. 7 მსახურება BCD. 8 დამსჭუალვისათჳს B, დამსჭვაჲლვისათჳს C. 9 შვილება C. 10 საწიწყ~ლოსა CD. 11 წყევისა C. 12 იყუნ C. 13 ოთხივე ხელნაწერი ამ წაკითხვას უჩვენებს - "ზესთა"; სავარაუდოდ, დედანში უნდა ყოფილიყო "ზეშთა". 14 ძლე-შემოსილსა B. * შდრ. ეფესელ. 6:11,13. ** შდრ. გალატ. 6:14. *** შდრ. ეს. 60:13. **** გალატ. 3:13. ***** იხ. დაბად. 3:16-19. ****** გალატ. 4:5; შდრ. ჰრომ. 8:15. ******* II შჯ. 21:23; გალატ. 3:13. -------------------------------------------------------------- 4. ამით უკუე ბჭობითა სამართლისაჲთა1 ჩუენმიერცა და თქუენმიერცა პატიოსნებით და ყოვლადსარწმუნოებით თაყუანის-იცემებოდის რაჲ ჯუარი მის ზედა ამაღლებულისა ქრისტესთჳს, რაჲსათჳსღა2 თქუენ მარტონი მას ზედა ჩუენთა ცოდვათათჳს3 შემშჭუალულისა კაცისსახესა4 ხატსა ჯუარცუმისა5 და დაფლვისა,6 აღდგომისა და, ჴმისაებრ ღმრთისმამისა7 დავითისსა, ზეცად ღაღადებით8 ამაღლებულისა* მსგავსებად გამოსახულსა9 არა შეიწყნარებთ? რამეთუ ჩუენ ვხედავთ, ვითარმედ ჯუარი10 მისითა მას ზედა ნებსით11 დამშჭუალვითა12 წმიდა-იქმნა და კურთხევად შეიცვალა, ხოლო თქუენ არა ხედავთ და მის მიერ განწმედილსა მას ჯუარსა თაყუანის-სცემთ,13 ხოლო ხატსა მას მისისა14 განმწმედელისასა15 არა შეიწყნარებთ.16 5. არამედ რასა იტყჳან მცირედმორწმუნენი, რომელთა ჭეშმარიტისა სიტყჳსა მართლგანმკუეთელობაჲ არა უწყიან, უფროჲსღა არა ჰნებავს: "კერპნი წარმართთანიო, იგივე დავით იტყჳს, - ვეცხლისა და ოქროჲსანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი, პირ ათქს და არა იტყჳან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, ყურ ასხენ17 და არა ესმის",** და შემდგომი ამისი. ჵ უგუნურებასა,18 ჵ ურწმუნოებასა, ჵ ბოროტსა მოძღურებასა! მოვედით უკუე და იხილეთ ყოველთა, ხედვად შემძლებელთა, ვითარ "წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს",*** რამეთუ ესე დავით საწარმართოთა კერპთათჳს იგალობა და არა საქრისტეანოთა19 ხატთათჳს. 6. ხოლო ქრისტეანეთანი ესე ხატნი არათუ ღმრთად შერაცხილ არიან კეთილადგონიერთა მიერ, რამეთუ გამოვხატოთ რაჲ ჩუენ20 ჩუენგან მიღებული იგი ხატი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესიVII ფერებითა ნივთთაჲთა,21 საღმრთოჲსა22 მის და უნივთოჲსა ბუნებისა მისისა მიმართ მიუძღჳთ23 კუალთა გონებისათა,24 რამეთუ რომელი-იგი ეგო, ვითარ იყო – ღმრთად გარეშეუწერელად, არა უღირსიჩინა კაცთათჳს კაც გარეშეწერილქმნაჲ.25VIII -------------------------------------------------------------- 1 სამართალისაჲთა ABD. 2 რაჲსათჳს D. 3 ცოდვათა თჳსთა BC. 4 კაცისა სახესა D. 5 ჯ~რცმისა CD. 6 დაფლვისსა A. 7 ღმრთისა მამისა BCD. შდრ. ბერძნ. Θεοπάτωρ; დავით მეფის ერთ-ერთი ეპითეტი. 8 ღმრთეებით BC. 9 გამოუსახულსა C. 10 ჯუარითა D. 11 ნეფსით B. 12 დამშჭვალვითა C. 13 თაყუანის-ცემთ A. 14 მისსა AC. 15 განმწმედელისსა AB. 16 შევიწყნარებთ BC. 17 აასხენ A. 18 უგნურებისა C. 19 საქრისტიანოთა A. 20 – BC. 21 ნივთაჲთა A, ნივთთათა C. 22 საღმრთოსა C. 23 მიუძღუჳთ D. 24 გონებისა C. 25 გარეშეუწერელქმნაჲ AD. -------------------------------------------------------------- 7. ფრიადცა სამართლად გამოვხატავთ1 ხატთა მოსაჴსენებელად2 მისისა მიდგომილებისა და შობისა, აღზრდისა და3 ნათლისღებისა, სასწაულთა და ნიშთა, ჰურიათა სივერაგისა, თაბორს ფერისცვალებისა, ჯუარისამიერისა ვნებისა, სამდღე დაფლვისა, სადღესასწაულოჲსა4 მის და ბრწყინვალისა დიდებით აღდგომისა, მოწაფეთა მიმართ სიონს ბჭეთა ჴშულთა შესლვისა, ზეცად ამაღლებისა და კუალად მეორედ დიდებით მოსლვისა მისისა ყოვლად საზარელისა. არათუ ფერით5 ნაქმნევსა ამას ხატსა შინა შემოვსწერთ ღმერთსა,6 შემოქმედსა ცათა და ქუეყანისა,7 ზღუათა და8 უფსკრულთა, ხილულთა და უხილავთასა; ნუ იყოფინ! წარვედ ამის უწესოებისაგან!9 რამეთუ ელენთაIX და უღმრთოთა10 ნათესავთა საქმე არს. 8. ხოლო უკუეთუ ვინმე ამას გუწამებდენ, სირცხჳლეულ-იქმნნედ11 და პირი დაიყვედ, რამეთუ12 იგინი და არა ჩუენ ვიტყჳთ ამას არაოდეს, არამედ ჩუენ ამის ხატისა მიერ, ვითარცა13 პირველ ვთქუ, ჭეშმარიტებასა ღმრთისა პირველთქუმულთა14 წინაჲსწარმეტყუელებათასა განვიცდით, ვითარ ჩუენდა-მომართითა მოწყალებითა განჴორციელდა სულისაგან წმიდისა და მარადის [137v] ქალწულისა მარიამისსა,15 ერთი თანადაუსაბამოჲსა16 ღმრთისა და მამისა თანადაუსაბამოჲ17 ძე და ღმერთი, ორითა ბუნებითა და ერთითა პირითა, შეურევნელად, უქცეველად, უცვალებელად განყოფილი18 და განუყოფელი,19 ყოველთა მიერ, რომელნი ღმრთივგანბრძნობილ მსახურ მისსა არიან.X --------------------------------------------------------------- 1 გამოუხატავთ C. 2 მოსაჴს~ნებლ~დ C. 3 – ჩ. 4 სადღესასწაულოსა CD. 5 ფერითა D. 6 ეს სიტყვა A-ში ცუდად იკითხება. 7 ქ~ყნისა CD. 8 + ყოველთა D. 9 უწესოებისგ~ნ CD. 10 უღმრთოთაჲთა C. 11 სირცხჳლეულ-იქმნედ A, სირცხჳლ-იქმნნედ BC. 12 – C. 13 ვითარ BCD. 14 პირველთქმ~ლთა BC, პირველთქმულთა D. 15 მარიამისაგან B, მრ~მისგ~ნ C. 16 თანადაუსაბამოსა C. 17 თანადაუსაბამო D. 18 განყოფილად BC. 19 განუყოფელად BC. --------------------------------------------------------------- 9. რამეთუ საჭირო საჴმარ არს წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა და მახარებელთა მიერ წინაჲთვე1 თქუმულთა2 სიტყჳსთხრობათა უნაკლულოჲსა3 საქმით აღსრულებისა დასარწმუნებელად დამტევნელთა გამოხატვით გამოწერაჲ წმიდათა შინა ღმრთისა ეკლესიათა, რამეთუ ნაცვალად ვაცთა და ლომთა, ცხენთა და კერძოვირთა,4 კუროთა და ზუარაკთა, მფრინველთა და ზღჳს-მყოფთა5 – ამათი უსაკუთრეს არს სამკაულყოფაჲ წმიდათა ღმრთისა ეკლესიათაჲ წიგნად თჳთთარგმანებულად, მოსაჴსენებელად აღუჴოცელად, ფერჴთმყვანებელად შეუცთომელად, მოსათხრობელად შემოკლებითად6 და უფროჲსღა7 მსოფლელთათჳს, რომელნი უსწავლელ იყვნენ წიგნისკითხვისა.8 10. ხოლო, რაჲთა არა განვავრცოთ9 სიტყუაჲ სხჳთი-სხუად10 მიმოყვანებითა უსწავლელობითითა,11 მოვედ12 კუალად, რაჲთა წმიდათა და პატიოსანთა ხატთა თაყუანისცემისა სიტყუაჲ13 უსრულესისა სიტყჳსა მიმართ აღვიყვანოთ წარმოსაჩინებელად, ვითარმედ უსწავლელობისაგან14 შეემთხუევის მწვალებელთა კრებულსა, რამეთუ უკუეთუ15 არა ჰმსახურებენ ხატსა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ვერ ჴელ-ეწიფოს16 თაყუანისცემაჲ17 წმიდისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა18 მისისაჲ. ---------------------------------------------------------------- 1 წინათვე BC. 2 თქმ~ლთა BC. 3 უნაკლულოსა CD. 4 D-ში მინაწერია აშიაზე: "შეისწავე ჯორისა სახელი". საინტერესოა, რომ XVI საუკუნისთვის "კერძოვირი" უკვე განმარტებას საჭიროებს ქართველი მკითხველისთვის. 5 ზღვის-მყოფთა C. 6 შემოკლებილად BC. 7 უფროსღა C. 8 წიგნისკითხვასა D. 9 განვავრცო D. 10 სხჳთი-სხვად C. 11 უსწავლელობითა C. 12 მოედ ABD. D-ში ამ სიტყვის თავზე ორწერტილი ზის მნუსხველის დაეჭვების ნიშნად. 13 სიტყვა C. 14 უსწავლელობისგ~ნ C. 15 უკუეთო A. 16 ჴელეწიფების + მათ BCD. 17 თაყუანისცემა C. 18 ჯვარისა C. ---------------------------------------------------------------- 11. თქუენ გკითხავ: მითხართ, - ვითარცა იგი მამაჲ1 ძისა შორის არს და ძე მამისა შორის,* რაჲსა2 არა ეგრეთვე იყოს ჯუარი ხატისა3 შორის და ხატი ჯუარისა, რამეთუ ჯუარი და ხატი ერთ საქმე არს და არა სხუადასხუა,4 რომელი-ესე მოსე ღმრთისმხილველმან ცხად-ყო, რაჟამს ხილული იგი ამალეკი ჯუარისსახედ მთასა ზედა განპყრობითა ჴელთაჲთა5 დაამჴუა,** მაშინ ჯუარი ხატისა6 შორის და ხატი ჯუარისა შორის წინაგამოსახა, ესე იგი არს, იესუ ჯუარისა თანა და ჯუარი იესუჲს7 თანა, რაჲთა რომელი პატიოსანსა ჯუარსა მისსა ჰმსახურებდეს და თაყუანის-სცემდეს,8 უხრწნელსაცა9 ხატსა მისსა მისდავე მსგავსად, ვითარცა მასვე, თაყუანის-სცემს,10 რომელი-იგი კაცისსახე არს ხილულითა მით ხატითა და კაცობრივითა ჴელითა ნივთისაგან ფერთაჲსა11 გამოიხატვის.12 12. ხოლო უკუეთუ13 ჯერეთცა ნაბერწყალი ურწმუნოებისაჲ14 შესწუავს გონებათა თქუენთა და საეჭუ საგონებელ გიჩნს – გლოცავ, მარქუთ15 მე, მკითხველსა, თუ რაჲსათჳს კუერთხმან იოსებისმან სარწმუნოებით თაყუანისცემულმან ვისგანმე წუერსა ზედა,*** თჳთ მის იოსებისი აჩუენა თაყუანისცემულობაჲ16XI და ხატი იესუჲსი17 თაყუანისცემული არამცა მასვე აჩუენებდაა იესუჲს18 მსახურებასა? ჰჱ,19 უეჭუელად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ, ვითარცა რომელი არა პატივ-სცემდეს ძესა, იგი – არცა მამასა.**** ეგრეთვე რომელი არა თაყუანის-სცემდეს20 გამოსახვითსა21 ამას ხატსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ვერცა წმიდასა მას და საღმრთოსა განკაცებასა მისსა შეუძლოს მან ოდესცა თჳნიერ22 საოცარყოფისა აღსაარებად.23 ესევითარი-იგი ყოვლად იყავნ შეჩუენებულ, ვითარცა უწინააღმდგომესი საეშმაკოჲსა24 სულისაჲ. ---------------------------------------------------------------- 1 მამა C. 2 რაჲ A. 3 ხ~ტსა BCD. 4 სხვაჲ და სხ~ჲ C. 5 ჴელთათა BC. 6 ხ~ტსა BCD. 7 იჳ~ს BC. 8 თაყუანის-ცემდეს A. 9 უხრწნელსა D. 10 თაყუანის-სცეს BCD. 11 ფერთასა BCD. 12 გ~მოიტ~ტვის D. 13 უკეთუ B. 14 ურწმუნოებისა BC. 15 მარქუ D. 16 თაყუანისცემელობა C. 17 იჳ~სი BC. 18 იჳ~ს BC. 19 ჰე BCD. 20 თაყუანის-ცემდეს AC. 21 გამოხატვითსა A. 22 თინიერ B. 23 აღსარებად C. 24 საეშმაკოსაჲ C, საეშმაკოსა D. * შდრ. იოვანე 10:38, 14:10-11. ** იხ. გამოსლ. 17:8-16. *** იხ. დაბად. 47:31; ებრაელ. 11:21. **** შდრ. იოვანე 5:23. ---------------------------------------------------------------- 13. დავდვათ უკუე, [138] თქუენებრ ხატთმლეწელთა მაგათ და წმიდათმგოზელთა,XII ვითარმედ არა ჯერ-არს ხატისა1 თაყუანისცემაჲ,2 ხოლო ჩუენ3 რაჲ-იგი მოსეს მიერ სარწმუნოყოფად წინაჲთვე4 ვთქუთ5 – ჯუარი და ხატი ერთ საქმე არს. უკუეთუ, ვითარცა არა სამართალი, აღმოიკოდების ხატისა თაყუანისცემაჲ, მოეკუეთენ მართლ ჯუარისსახედ აღმართებულიცა ძელი ჯუარისა, და რაჲსათჳსღა ჰბორგთ ამიერითგან თაყუანისცემასა მისსა? ჵ, კაცნო უსწავლელნო და განბერილნო! ნამდჳლვე, უკუეთუ ყურნი გქონან სმენად და თუალ გასხენ ხილვად,* განიცადეთ, დაღათუ სხუაჲ არარაჲ, თჳნიერ ასოჲ ოდენ ანბნისაჲ6 – რომელ არს "ტავ".XIII რომელსა უცნობიეს, რაჲ არს თქუმული7 ესე, ცანნ8 და განემართენ,9 ხოლო რომელსა არა უცნობიეს, ისწავენ10 და მოიქეცინ. 14. ხოლო უკუეთუ მიზეზ-იდგამთ11 მიწისაგანთა ჴელთამიერ გამოხატულობისათჳს არასადა თაყუანისცემად ყოვლადშუენიერსა და წმიდასა ხატსა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ვითარცა ჴელითქმნულსა რასმე, მარქუთ მე, კუალად კითხვად თქუენდა სურვიელსა,12 - პირველისა მამისა ადამისითგან ვიდრე მოაქამდე13 რაჲ არს ჴელითუქმნელი ყოველსავე სოფელსა შინა? არამედ არცა ერთი რაჲ გაქუს ჩუენებად ჩემდა14 ესევითარი, რამეთუ15 იგი მხოლოჲ არს ჴელითუქმნელ,16 რომელი-იგი "უტყუველმან17 ღმერთმან"** ნებებით ხოლო დაჰბადა სიტყჳთა და სრულ-ყო სულითა წმიდითა.XIV ----------------------------------------------------------------- 1 ~ თაყუანისცემაჲ ხატისა D. სიტყვების თავზე "ა" და "ბ" ასოები წერია, გადანაცვლების ნიშნად. 2 თაყვანისცემა C. 3 – BCD. 4 წინათვე BC. 5 ვთქუ D. 6 ანბნისა C. 7 თქმული BCD. 8 ცნან C. 9 განემართნენ C. 10 ასწავენ C. 11 მიზეზ-იდგამთა C. 12 სურველსა C. 13 მოაქადმდე A. 14 ჩ~ნდა D. 15 რომელი D. 16 ჴელითუქმნელი BCD. 17 უტყუელმან BCD. ------------------------------------------------------------------ 15. ხოლო პირველ ნოვესსა1 და შემდგომად ნოვესსა,2 პირველ აბრაჰამისსა და შემდგომად აბრაჰამისსა, პირველ მოსესსა3 და შემდგომად მოსესსა,4 პირველ სოლომონისსა და შემდგომად სოლომონისსა კაცთა მიერ გებულნი საკურთხეველნი აღეშენნეს5 უფალსა6 და ვერარას შეუძლეს მათ შორის ქმნად,7* თჳნიერ შენებისა, გინა წახნაგებისა, ანუ მსახველობისა,8 გინა ჴელითქმნულებისა, რომელნი-ესე ყოველნი ჴელითა კაცთაჲთა9 იქმნებიან. 16. რამეთუ ვხედავთ, ვითარ ჴელითქმნულთა ქერობინთაXV შორის ეზრახებოდა ღმერთი მოსეს კარავსა შინა** და ჴელითქმნულსა შინა ტაძარსა სოლომონისსა დაიმკჳდრა სულმან საღმრთომან უფლისამან.*** და არა ხოლო ესენი, არამედ ფრიად უმრავლესნიცა ეპოვნენ10 ძუელსა შინაXVI მოსურნესა11 ძიებისასა.12 17. ხოლო ახალსა შინა,XVII ესე იგი არს შემდგომად სიტყჳსა13 ღმრთისა განკაცებისა, ნუუკუე არა ჴელითქმნულნი არიანა14 ყოველსა სოფელსა შინა აღშენებულნი საკურთხეველნი ღმრთისათჳს15 და წმიდათათჲს? ხოლო მათ ზედა აღმართებულნი ჯუარნი ანუ არა რომელნიმე ოქროჲსანი არიანა და რომელნიმე ვეცხლისანი, სხუანი რვალისანი16 და რკინისანი17 და თითოსახეთა18 ძელთაგან შექმნულნი? ანუ ყოველნივე19 ჭურჭელნი ჟამისწირვისა სამსახურებელნი ყოველთა ეკლესიათანი არა კაცობრივითა ჴელითა20 შექმნულ არიანა და იქმნებიან21 და ქმნად არიან? და პური იგი წინადაგებისაჲ,22XVIII რომელსა ზედა მადლობით მოწოდებითა ყოვლადწმიდისა სულისა ცხოველსმყოფელისაჲთა23 ჭეშმარიტად ჴორც საღმრთო შეცვალებაჲ24 მიემადლების და პურისა წილ ჴორც იპოვების,25XIX ანუ არა ჴელითა მიწისაგანისაჲთა26 შეიზილებისა და შეიცხობვის? და რომელიიგი პირველთქუმულთავეთანა27 სისხლ საღმრთო ყოფად უცთომელად ირწმუნების, საცხორებელ ყოველთა ღჳნოჲ იგი ტაკუკთა ბარძიმისათაჲ28XX არა [138v] კაცობრივთა ჴელთა ნამუშაკევი არსა? უეჭუელად სთქუთ,29 ვითარმედ: ჰჱ! ------------------------------------------------------------------- 1 ნოესსა BC. 2 ნოესსა BC. 3 მოსესა C. 4 მოსესა BC. 5 აღაშენნეს C. 6 თ~ა (?) BC. 7 ქმნა D. 8 მსახრველობისა BC. 9 კაცთათა BC.10 ეპოვნეს BC. 11 მოსურნეს C. 12 ძიებისსა ACD. 13 - D. 14 არიან BC. 15 ღ~ჲს~ათ~ს B, ღ~ისასათჳს C. 16 რვალისა AD. 17 რკინისა AD. 18 თჳთოჲსახითა BC. 19 ყოველნი BCD. 20 ჴელებითა BCD. 21 იქმნებიანა D. 22 წინადაგებისა BD. 23 ცხოველსმყოფელისათა BC. 24 შეცვალება C. 25 იპოების AB. 26 მიწისაგანისათა BC. 27 პირველთქმულთავეთანა BCD. 28 ბარძიმისათა BC. 29 სთქათ D. ------------------------------------------------------------------- 18. აწ უკუე, უკუეთუ ესე ყოველი სასოებით პატივ-იცემების და თაყუანისიცემების და წმიდა ღმრთისა ყოფად1 ირწმუნების,2 რაჲსა მხოლოდ ხატი ოდენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი დაუპყრობელითა პირითა თქუენ მიერ იგმობების? ეჰა სიბორგილესაღა,3 ჵ განსაცდელსაღა,4 ვაჲ საზარელსა განკრთომილებასა! ვითარ ქუეყნიერისა მეფისა ხატი უპატივო5 რაჲ იქმნას, ესოდენ შურ-იგის6 მან მისთჳს, ვიდრემდის მკადრებელთა ზედა ამისთა7 სიკუდილისაჲ8 განსცის განჩინებაჲ,9 რამეთუ ესრეთ თქჳს მეფემან მათდა მიმართ: "ვინაჲთგან10 შორიელი, ვითარცა მახლობელი, გინებულ-მყავთ უპატიოებითა ხატისა ჩემისაჲთა,11 ამისთჳსცა მწარედ და მოსასრველად ვბრძანებ მოკლვასა თქუენსა".XXI 19. ხოლო უკუეთუ ესე ესრესახედ განიბჭობვის, რაჲ-მე გიყოს თქუენ, სიტყუადიდთა და მგმობართა, მან, რომელი-იგი აწ თქუენ12 მიერ13 იგინების უპატიოებითა14 ხატისა მისისაჲთა,15 მეუფე ზეცათაჲ,16 რაჟამს მოვიდეს სიმართლით განშჯად17 სოფლისა* და მიგებად ყოველთა18 საქმეთაებრ მისსა მიმართ ურწმუნოებისა, გინა სარწმუნოებისათა?19** 20. ეჰა შიშსა, ეჰა ძრწოლასა, ჵ სალმობიერსა მას ჭირსა, რომელსა ეგულების20 მაშინ წევნად თქუენდა! რამეთუ უკუეთუ არა შეინანოთ, მათ თანა შერაცხილ იქმნნეთ, რომელთა სივერაგე წინამხედველობით წინაგამოეცხადა წინაჲსწარმეტყუელსა მესაიდუმლოებითა21 უფლისაჲთა.22 ამისთჳს, ვითარცა პირითა მათითა იტყჳს: "მოვედით, შეურთოთ23 ძელი პურსა მისსა და აღვჴოცოთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ".24*XXII ესე თჳთ იგინი25 არიან ღმრთისმბრძოლნი ჰურიანი, რომელთა აღმასრულებელად წინაჲსწარმეტყუელებისა მის პილატეს მიმართ26 ჴმა-ყვეს: "აღიღე, აღიღე, ჯუარს-აცუ ეგე!";*** "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა!".27**** ------------------------------------------------------------------- 1 ~ ყოფად ღმრთისაჲ BC. 2 ირწმუნებისა D. 3 სიბორგილესღა C. 4 განსაცდელსღა C. 5 უპატიოჲ BCD. 6 შუიგრის C, შურ-იგნის D. 7 მისთა C. 8 სიკუდილის BC, სიკუდილისა D. 9 განჩინება C. 10 ვინათგან C. 11 ჩემისათაჲ B, ჩემისათა C. 12 თქუენდა D. 13 მიმართ D. 14 უპატივოებითა B, უპატიოვებითა D. 15 მისისათაჲ B, მისისათა C. 16 ზეცათა ჩ. 17 განსჯად BCD. 18 + ყოველთა BC. 19 სარწმუნოებისათჳს BC. 20 ეგ~ლე D. 21 მესაიდუმლეობითაჲ C. 22 უფლისათა BC. 23 შეურიოჲთ BC, შეურიოთ D. 24 ცხოველთათ BC. 25 იგი BCD. 26 მ~რ C. 27 "და შვილთა ჩუენთა ზედა" აკლია C-ს; + და D. ------------------------------------------------------------------- 21. რამეთუ1 მრავალგზის თქუენცა ყოველი ხატი დაჰლეწეთ და დასწჳთ, ამას2 თანა კადნიერებით ჰნერწყუევდით3 და დასთრგუნევდით4 და მათითა შემუსრვითა მნებებელ ხართ უჩინოყოფად და უფსკრულსა5 დავიწყებისასა6 მიცემად განჴორციელებასა ღმრთისა სიტყჳსასა.7 ხოლო უკუეთუმცა ვინმე დაიბანნა [ჴელნი]8 წინაშე თქუენსა, ვითარცა ძუელ სადმე პილატე, და9 თქუა: "უბრალო ვარ მე უწესოებისა მაგისგან, თქუენ იხილეთ",* - ჴმა-ჰყავთ-მცა10 სამე11 თქუენცა ჰურიაებრ: "აღიღედ12 ყოველი ხატი და უშჯულოებაჲ13 ესე თავთა ჩუენთა ზედა იყოს". 22. ვაჲ საცთურსა ამას, ჵ სივერაგესა ეშმაკისასა,14 ეჰა წარპარვასა მომსრველისასა!15 შეძრწუნდი,16 ჵ კაცო, ამისო მომგონებელო!17 ნუ იქმნები მომკლველ თავისა თჳსისა, რამეთუ ჰგონებ რაჲ დგომასა, მძჳნვარედ დაცემულ ხარ. აღდეგ უკუე, ჵ კაცო, და სინანულითა ცხონდი, რამეთუ უკუეთუ ჰურიათა თანა შეირაცხო, უმჯობეს იყო შენდა, არათუმცა შობილ იყავ.** 23. იტყჳან ამასცა ყოველსავე ჟამსა და საქმესა და ადგილსა შინა ყრმისგონებანი18 მწვალებელნი: "უკუეთუ გნებავს სწავლისა შენისა სმენად ჩუენგან,19 ჵ მოძღუარ, მიჩუენე ჩუენ ცათა შინა სასწაული ხატისაჲ, ვითარ-იგი არს ჯუარისაჲ ვარსკულავთა მიერ და სარწმუნოებით თაყუანის-ვსცეთ".XXIII ხოლო ესე მსგავს არს ჰურიათავე მიერ თქუმულსა უფლისა მიმართ იესუჲსსა: "მოძღუარ, რასა20 სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ ზეცით, [139] რაჲთა გურწმენეს შენი?".*** რომელთა მიმართ მანვე უფალმან თქუას შემდგომი ამისვე სიტყჳსაჲ, ვითარცა ჩუენმიერვე და ჩუენ მისთანა ვიტყჳთ: ამას იტყჳს უფალი, – ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ხატისსა ცათა21 შინა ეძიებს და ესე მუნ არა ეცეს მას,**** გარნა ქუეყანისსა22 ამას შინა ცასა ჩემსა, რომელ არს ეკლესიაჲ,XXIV რაჲთა ზენაჲ იგი ერთ და მრავალთა ადვილად23 სარწმუნო იყოს ჯუარი, ხოლო ქუენაჲ ესე მსგავსებითა ურთიერთას მრავალთა მიერ ურწმუნო იყოს ჯუარი და ხატი რეცა ცუდ საგონებელქმნითა ნათესავისაგან ბოროტისა და მემრუშისა.XXV ------------------------------------------------------------------- 1 - D. 2 ამის C. 3 ჰნერწყვიდით BC, ჰნერწყჳდით D. 4 დასთრგუნვიდით BC. 5 უფსკრულთა C. 6 დავიწყებისსა AC. 7 სიტყჳსსა ABC. 8 არ არის არცერთ ხელნაწერში. შესაძლოა, ბერძნულიდან კალკირებული თარგმანისას, ეს სიტყვა ქართულად არც გადმოსულიყო. "ჴელნი" არ არის სლავურ თარგმანშიც. 9 - D. 10 ჴმა-ყავთ-მცა C. 11 სადმე ABC. 12 აღიღე D. 13 უსჯულოებაჲ BD, უსჯულოება C. 14 ეშმაკისსა ACD. 15 მომსრველისსა AC. 16 შერძწუნდი C. 17 მგონებელო D. 18 ამ სიტყვის შემდეგ წყდება B და C. 19 ჩ~მგ~ნ D. 20 რაჲსა D. 21 ~ ეძიებს ცათა შინა D. სიტყვების თავზე "ა" და "ბ" ასოები წერია, გადანაცვლების ნიშნად. 22 ქუეყანისასა D. 23 - A. *შდრ. მათე 27:24. ** შდრ. მათე 26:24. *** შდრ. მათე 12:38, 16:1; მარ. 8:11; იოანე 6:30. **** შდრ. მათე 12:39, 16:4; მარ. 8:12; ლუკა 11:29. ------------------------------------------------------------------- 24. ხოლო ბოროტთდასაბამსა ბელიარსXXVI ესე მიენიჭენ თანაწარსავალსა სიტყჳსასა:1 ვაჲ შენ, ეშმაკო, და ყოველსა2 მლიქნელობასა შენსა! ვაჲ შენ, ეშმაკო, და ყოველსა კუეთებასა შენსა! ვაჲ შენ, ეშმაკო, და ყოველსა სივერაგესა შენსა! ვაჲ შენ, ეშმაკო, და ყოველსა სიბორგილეთა შენთა ურგებობასა! ვაჲ შენ, ეშმაკო, და ნებებათა შენთა აღუვსებელობასა! რამეთუ ინებე თანამზრახვალთა შენთა თანა, რაჲთა განჭრითა3 ხატთაჲთა4 რეცა საგონებლობით და უცნებაყოფით5 ქადაგებაჲ განჴორციელებასა სიტყჳსასა6 დარწმუნებად, არამედ ვაჲ შენდა და თანამოქმედთა შენთა, ყოვლადბოროტო სატან!7XXVII რამეთუ ვითარ-იგი საღმრთოჲ სული იტყჳს წინაჲსწარმეტყუელისა8 მიერ - "უფალი განაქარვებს ზრახვასა წარმართთასა, გარემიაქცევს ზრახვასა ერთასა, გარემიაქცევს ზრახვასა მთავართასა, ხოლო ზრახვაჲ უფლისაჲ უკუნისამდე ეგოს".* 25. რასა9 მიყოფთ მე აწ, თქუენსა დამტევებელსა და ბოროტისა ამის და ცუნდრუკისა მონისა მბრძოლსა? რამეთუ მე თქუენ აღგაშურვებ, თქუენისა ღმრთისამიერისა ცხორებისა მსურის, თქუენსა10 დაცემულებისაგან აღდგომასა და განმართებასა ვეძიებ, რამეთუ ესე ერთგზის რაჲ დაეკუეთა, განზრქომილი11 ამპარტავანებითა, მიერითგან აღდგომასა არღარა მოელის.XXVIII ხოლო თქუენ, ძმანო, განიფრთხვეთ მთრვალობისაგან თქუენისა. გლოცავ, აღდეგით ჰრულისაგან უმეცრებათა თქუენთაჲსა, აღემართენით საცთურეანობისაგან დაცემათაჲსა, რამეთუ ძალ-გიც, უკუეთუ ოდენ ინებოთ. 26. იხილეთ, ვითარ ბუნებით გარეშეუწერელმან ღმერთმან ჩუენმან მამათა და მამათმთავართა, წინაჲსწარმეტყუელთა და მეფეთა აჩრდილით და სახით, სიზმრით და ხატით, მსგავსად დატევნისა მათისა, გამოუჩინა თავი თჳსი. და კუალად, ვითარ12 საცნაურნი ქერობინნი ქუეყანასა ზედა საიდუმლოდ გამოიხატნეს და მათითა მით გამოხატვითა სამწმიდაობითი ქებაჲ სამწმიდისა და13 სიწმიდეთა უზეშთაესისა,14 ერთარსისა და ცხოველსმყოფელისა სამებისა შეიწირვის.XXIX --------------------------------------------------------------------- 1 სიტყჳსსა A. 2 ყოველთა D. 3 გ~ნჭრას D. 4 ხ~ტთაცა D. 5 ოცნებაჲყოფით D. 6 სიტყჳსსა A. 7 სატანა D. 8 წწ~ყლი D. 9 რაჲსა D. 10 თქ~ნისა D. 11 გ~ნზრქომილ D. 12 ვითარცა D. 13 - D. 14 უზესთაესისა AD. --------------------------------------------------------------------- 27. ისწავეთ, ვითარ უფალი იესუ იორდანეს რაჲ ნათელს-იღებდა, ვითარ სახითა ტრედისაჲთა სულიწმიდაჲ გარდამოჴდა მის ზედა.* განისწავლენით, ვითარ დიდმან მან სუეტმან ცეცხლისამან, ყოვლადგანთქმულმან ბასილი, სახე ტრედისაჲ მის შექმნა ოქროჲსაგან წმიდისა და დაჰკიდა საკურთხეველსა ზედა.XXX და ისწავეთ, ვითარ ვითარცა სულიერსა ეზრახა ხატსა ყოვლადუხრწნელისა ღმრთისმშობელისასა1 მეძავთაგანი იგი, სამგზის სანატრელი და ყოვლადღირსი მარიამ, და ესოდენსა თავსმდებობასა და შეწევნასა მიემთხჳა მის მიერ, ვიდრემდის [139v] მიმქუმელად თჳსსა2 ხატისა მის მიერ მიიყვანა ყოვლადწმიდაჲ ღმრთისმშობელი.XXXI 28. ესე3 ყოველი ცანთ, გევედრები, ჵ მეგობარნო და ძმანო სასურველნო, და ყოვლად ნუღარაჲთ4 წინააღუდგებით ჭეშმარიტებასა. ნუუკუე მთხრებლთა და კაპანთა5 ყვანებითა სიღრმედ ურწმუნოებისა შთააგდოთ6 თავი თჳსი და უკუნითიუკუნისამდე წარსწყმდეთ. 29. ხოლო უკუეთუ ამისცა რაჲსმე თქუმად წინააღდგომით7 სწავლულ8 ხართ, ვითარმედ საშინელსა მას და განსაკრთომელსა მოსლვასა ღმრთისასა9 შეიძრნენ რაჲ ძალნი ცათანი, ცაჲ წარიგრაგნებოდის, მზე დაბნელდებოდის,10 მთოვარე უჩინო-იქმნებოდის,11 ვარსკულავნი დამოცჳოდინ,12 ქუეყანაჲ13 შეიწუებოდის14 და დაზულებოდის,** ვითარ ანუ15 სადა გამოჩნდეს მაშინ ნივთიერი ესე ხატი, რომელსა აწ16 გუასწავებ ჩუენ, ჵ17 კაცო, თაყუანისცემად, - კუალად ვიტყოდი მეცა, ვითარმედ, ვითარცა-იგი აჩრდილი შჯულისაჲ18 წარჴდა,19 ძმანო, მოსლვითა20 მადლისაჲთა,21XXXII ეგრეთვე ქალწულისაგან მიღებულისა რაჲ პირმშოჲსა22 სახისაჲXXXIII სიკეთე ღმრთეებისა ნათლითა23 საშინელად ბრწყინვიდეს,24 მაშინ ნივთიერისა ამის და ყოვლადპატიოსნისა ხატისა ხილვაჲ25 წარჴდეს. ხოლო მსახურებაჲ,26 პატივი და თაყუანისცემაჲ,27 რომელი ამის მიერ შევწირეთ28 ჩუენთჳს განკაცებულისა ღმრთისა, არა წარწყმდეს, არამედ სასყიდელი მისგან მოვიღოთXXXIV ჩუენ, მსმენელთა, ვითარმედ "პატივი ხატისაჲ29 პირმშოჲსა30 მის სახისა აღიწევის".31***XXXV ამისთჳს უკუე, რომელი მცირედსა32 ზედა სარწმუნო33 იყოს, მრავალსა ზედა სარწმუნო არს.34**** --------------------------------------------------------------------- 1 ღმრთისმშობელისსა A. 2 თ~სისა D. 3 ეს D. 4 ნუღარათ D. 5 აქედან გრძელდება B და C. 6 + თითოეულმან CD. 7 წინააღმდგომით C. 8 სწაულულ C. 9 ღ~ისა A, ღ~ისსა B. 10 დაბნელდებოდეს BC. 11 უჩინო-ექმნებოდის B. საწყის "ე"-ს ფეხი აქვს წაშლილი. 12 დამოცჳდინ A. 13 ქუეყანა D. 14 დაიწუებოდის BCD. 15 ანო B. 16 - A. 17 – BC. 18 შჯულისა BC. 19 წარხდა B. 20 მოსვითა C. 21 მადლისათა BC. 22 პირმშოსა C. 23 ნათლისა D. 24 ბრწყინვედეს A. 25 ხილვა C. 26 + და BCD. 27 თაყუანისცემა C. 28 შეეწირეთ A. 29 ხატისა B, ხახისა C 30 პირმშოსა CD 31 წიაღვალსD 32 მცირესა A. 33 + არს C. 34 "იყოს, მრავალსა ზედა სარწმუნო არს" აკლია C-ს. * იხ. მათე 3:16; მარკოზი 1:10; ლუკა 3:22; იოვანე 1:32. ** მათე 24:29; გამოცხ. 6:12-14. *** წმინდა ბასილი დიდი, "სულიწმინდის შესახებ" (Περί τοῦ ἁγίου Πνεύματος; Dე შპირიტუ სანცტო), 18.45 (შდრ. ბერძნ. ტექსტი: ἡ τῆς εἰκόνος τιμὴ ἐπὶ τὸ πρωτότυπον διαβαίνει); P.G. t. 32, col. 149C. **** შდრ. მათე 25:21,23; ლუკა 19:17. --------------------------------------------------------------------- 30. ხოლო უკუეთუ მრავალგზის კუალადქცევითა ვიდრე მოაქამდე ჯერეთ სამეუფოჲსა1 ოდენ2 ხატისათჳსXXXVI მარტოდ მოგაჴსენე თქუენ, ნუ დაგიკჳრდების, რამეთუ ჯერ-იყო ჩუენდა, რაჲთა პირველად წყაროჲ3 ხოლო უჩუენოთ წყურიელთა და ეგრეთღა ნაკადულები მისი, რომელ არიან ყოვლადსასურველნი ხატნი წმიდათანი. ვინაჲცა4 მასვე5 ხატთა თაყუანისცემისა6 ურწმუნოებასა შინა მოუქცეველად დადგრომილთათჳს გამცნებ თქუენ, მართლმადიდებელთა შვილთა ეკლესიისათა,7 რაჲთა ზიარებად არა შეიწყნარნეთ იგინი, ნუცა "გიხაროდენ" ეტყჳთ8 მათგანსა9 ვისმე და ნუცა10 ერთსა მათგანსა თანააღერევით,* ვიდრემდის სინანულისა მიერ მოიქცენ11 მეცნიერებად ჭეშმარიტებისა.** 31. ხოლო უკუეთუ თქუან ვიეთნიმე მათგანთა ფუცვაჲ12 ვისდამე13 მიმართ უგუნურებით და განკრთომილებით, რაჲთა ამიერითგან არღარა თაყუანის-სცენ14 მათ ყოველსა ხატსა, ისწავებედ15 ეგევითარნი, თუ რასა იტყჳს16 ღმრთისა მიმართ წინაჲსწარმეტყუელი:17 "ვფუცე და დავამტკიცე დაცვად მშჯავრთა სიმართლისა შენისათა".*** ხოლო, რომელსა იგი იტყჳს ესევითარი არს, ვითარმედ დაცვაჲ მიფუცავს და დამიმტკიცებიეს, ხოლო18 არადაცვაჲ არცა მიფუცავს, არცა დამიმტკიცებიეს. 32. ამას19 თანა, გონებად მოიღედ მათ დაუწყნარებელი და უცნობოქმნული20 მეფეჰეროდე,XXXVII ვითარ აღსრულებითა მისითა რაჲ-იგი ფუცა, ნივთ საუკუნოჲსა21 ცეცხლისა იქმნა საწყალობელი იგი.22**** ვინაჲცა ამათცა უხატოთა23 უჴმდა ყოვლად არაფუცვაჲ, კაცთა ხოლო და არა ღმრთისა სათნოყოფითა, დაღაცათუ ვიდრე სიკუდიდმდე მიიწეოდა შინებაჲ24 მათი. და დაღათუ ესე ყვეს, სინანულითა განერნენ25 ჭირისა მისგან, რაჲთა ესევითარისა მის ცრუფიცებისა საშჯელი და საზარელებაჲ ბრალისაჲ, რაჟამს ესენი მოქცევითა და სინანულითა ცხონდენ,26 [140] თავად27 მიიქცეს სულთა განმხრწნელისა მის ღმრთისმბრძოლისა,28 უსამართლოდმაფუცებელისა მათისა.XXXVIII 33. ვინაჲთგან უკუე, ვითარცა საღმრთოჲ მოციქული იტყჳს, "სიმშჳდით ჯერ-არს განსწავლაჲ29 წინააღმდგომთაჲ,"***** ამისთჳს მცირე რაჲმე სიტყუაჲცა30 ვთქუა მათდა მიმართ მიზეზითა31 თანალმობისაჲთა. --------------------------------------------------------------------- 1 სამეუფოსა CD. 2 - D. 3 ~ ხოლ 4 ვინაცა BC. 5 – BC. 6 თაყუანისც 7 ეკლესიისაჲთა D 8 ეტყჳ BC. 9 ამათგანსა BC 10 ნუმცა C. 11 მოქცენ D. 12 ფუცუაჲ C. 13 ვისდა D. 14 თაყუანის-ც 15 ისწავებდ AC. 16 იტყჳ BC. 17 წ~წარმეტყველი B. 18 ამ სიტყვის მერე წყდება C 19 ამ სიტყვიდან გრძელდება C. 20 უცნობოქმნილი C. 21 საუკუნოსა CD. 22 – C. 23 უცხოთაჲ C. 24 შინება C. 25 განერნედ BCD. 26 A-ში ეს სიტყვა არ იკითხება. 27 თავადვე BCD. 28 ღ~ისმბობ~ლისა C. 29 განსწავლა BC. 30 ს~ხაცა (?) D. 31 მიზეზთა D. ---------------------------------------------------------------------- 34. ძმანო, ვევედრებით1 თქუენსა უფლისა მიერ, გნებავს-თუ, საკუთრებასა, მოვედით ყოველნი ერთბამობითითა2 მასვე ზედაობითა3 კეთილისა მიერ მძლე-ვექმნეთ4 ბოროტსა.5 დაუტევეთ პირველი იგი უმეცრებითი ურწმუნოებაჲ თქუენი და საცთური, და კედელთა ზედა და ფიცართა და სამღდელოთა ჭურჭელთა ზედა გამოხატულთა წმიდათა ხატთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ყოვლადუხრწნელისა ღმრთისმშობელისა, ჴორციელად დედისა მისისათა, და მათ თანა ყოველთა წმიდათა ღმრთისათასა – მამათა, მამათმთავართა, წინაჲსწარმეტყუელთა, მოციქულთა, მოწამეთა და მამათასა და, რომელთა-იგი მოთმინებითა ღუაწლთაჲთა უძლურებაჲ დედობრივი სიმჴნედ მამათა შეცვალეს, ღუაწლითშემოსილთა დედათასა, - ნუ ვითარცა ღმერთთა შევიტკბობთ წარმართებითა6 პირუტყუებითა, რომელი-ესე წვალება არს და სულთა წარწყმედა, არამედ, ვითარცა ერთისა ღმრთისა მეგობრად განკუთნვილთა, ქრისტეანებრითა7 ამბორს-უყოფდეთ სიტყჳერებითა, რამეთუ "სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა8 შეწყნარებისა ღირს",* ვითარმედ ჩუენსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე, პატივი და თაყუანისცემაჲ, არა ხოლო უცთომელობა არს ესე, არამედ მომატყუებელცა9 გჳრგჳნთა. 35. მოვიძაგოთ საცთურეანი10 და უღმრთოებითი შჯული ბოროტადმადიდებელთაჲ,11 რაჲთა არა ჩუენცა მორწმუნეყოფად საგონებელ ოდენ ვიყვნეთ, ვისმინოთ ესე, ვითარმედ: "რომელმან ყოველი შჯული სარწმუნოებისაჲ დაიცვას და ურწმუნოებდეს ერთსა ხოლო რასმე ზედა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ",**XXXIX რამეთუ არა, ვითარ-იგი ვიეთნიმე ჰგონებენ, ვიდრე თაყუანისცემადმდე ოდენ დადგრომითა წარწყმდების პატივი ხატთაჲ, არამედ მერმესა მას წიაღვალს და მადლითა ღმრთისაჲთა12 სასყიდელსა სარწმუნოებისასა13 კუალად-გუაგებს, რაჟამსიგი ღირს-იქმნენ14 გუამნი წმიდათანი განბრწყინვებად უფროჲს ბრწყინვალებასა მზისასა,15***XL ჩუენ ყოველთათჳს მეოხებითა ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისითა, რომლისა ყოვლადსამსახურებელსა ხატსა პატივ-ვეცით და თაყუანის-ვეცით, და ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან ღმრთისა სათნოყოფილთაჲთა, რომელთა წყლულებათა და ქრისტესმიერთა ღუაწლთა გამოხატვითა16 წმიდათა ხატთა მათთაჲთა თჳსებით და სიყუარულით მსახურვექმნენით17 ერთსა მას არსებითა და სამსა პირებითა და გუამოვნებითა ღმერთსა ჩუენსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე, პატივი და თაყუანისცემაჲ, დიდებულებაჲ და18 დიდშუენიერებაჲ პირველ ყოველთა საუკუნეთა აწ და მარადის და19 უკუნითი-უკუნისამდე,20 ამენ. 1 ვევედრები CD. 2 ერთბამობისთჳს BC. აქ მთავრდება ძირითადი ტექსტი B, C-ში და ჰომილიას A და D-სგან განსხვავებული დასასრული აქვს: "რაჲთა შენ მიერ საძნაურთა ამათგან საწუთოჲსათა (საწუთოსათა C) გან-ვერნეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისაჲ ჩუენისა (ჩუენი B) იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სახიერით და ცხოველს მყოფელით სულით წმიდითურთ აწ და მარადის და საუკუნეთა (საუკუნეთაჲ B) საუკუნეთასაჲ, ამინ". 3 ზაობითა D. 4 A-ში "ე"-ს ზემოთ წერია "ა", ანუ "ვექმნათ"; მძლე-ვექმნნეთ D. 5 + ხოლო D 6 წარმართთებრითა D. აქაც, სიტყვის თავზე, ორწერტილი ზის დაეჭვების ნიშნად. 7 ქ~ეანებრივითა D. 8 ყ~ისავე D. 9 მომტყუებელცა D. 10 საცთურიანი D. 11 ბოროტადმდიდებელთაჲ D. 12 ღ~ისათა D. 13 სარწმუნოებისსა A. 14 ღირს-იქმნნენ D. 15 მზისსა A. 16 გარდამოხატვითა D. 17 მსახურ-ვექმნნენით D. 18 + და A. 19 + დაუსრულებელთა D. 20 ს~კნეთა საუკუნეთასა D.
|