წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)
"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" შემცველი ხელნაწერები და მისი რედაქციები
"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ეფრემისეული თარგმანი შემოგვინახა შვიდმა ქართულმა ხელნაწერმა: A 162, Q 39, Q 652 და ქუთ. 8, 35, 64, 8933. პირველი სამი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ მუზეუმში, ხოლო დანარჩენები - ქუთაისის სახელმწიფო-ისტორიულ მუზეუმში. ამათგან ჩვენს დაინტერესებას წარმოადგენს მხოლოდ პირველი ოთხი ხელნაწერი, ხოლო ბოლო სამ ქუთაისურ ნუსხას, როგორც გვიანდელ, XVIII ს-ის მიწურულის პირებს, კრიტიკული ტექსტის დასადგენად არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია და ჩვენს გამოკვლევაში არ შევეხებით. 1 - Van Esbroek M. Un discours inédits de saint Germain de Constantinople sur la Croix et les Icônes// Orientalia Christiana Periodica, 65, 1999, p. 19-51. უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე გამოკვლევაზე მუშაობისას (რაც წარმოადგენს თბილისის სასულიერო აკადემიაში დასაცავ სადიპლომო ნაშრომს), ჩვენ ხელთ არ გვქონდა ესბრუკის გამოცემა და ის, ფაქტობრივად, არ გაგვითვალისწინებია. ამასთან, წარმოდგენილი გამოცემა მაინც გამართლებულად მიგვაჩნია, რადგან, ჯერ ერთი, დასავლეთში გამოქვეყნებულ წიგნზე ქართულ მორწმუნე და სამეცნიერო წრეებს ხელი არ მიუწვდება (ცოტა ხნის წინ ჩვენც მხოლოდ მისი ერთადერთი ეგზემპლარის მოძიება შევძელით); მეორე მხრივ, პატივცემული მეცნიერის გამოქვეყნებულ ტექსტში უამრავი ლაფსუსია გაპარული, რომელთა აღრიცხვასაც აქ არ შევუდგებით. აგრეთვე, ბელგიელი მკვლევარი მხოლოდ ზოგადი შენიშვნებით შემოიფარგლა და ჰომილიის არსობრივ მხარეს არ შეხებია. 2 - Баранов В. А. Неизданный славянский перевод антииконоборческого полемического трактата «Слово о Кресте и святых иконах»; История и теория культуры в вузовском образовании. Выпуск 3. Новосибирск, 2006, с. 160-181. ორივე უცხოენოვანი გამოცემის მოწოდებისთვის უღრმეს მადლობას მოვახსენებთ მედიევისტიკის დოქტორს, ბატ. ლევან გიგინეიშვილს. 3 - იხ. მაგ., წმ. იოანე დამასკელი, "პირველი სიტყვისგება ხატმებრძოლთა წინააღმდეგ"პ; P.G. 94, col. 1257. 4 - დასახ. გამოცემა, გვ. 117, 138. იხ. შენ. XXIV. 5 - ამ განსაზღვრებაში აშკარად იგრძნობა არეოპაგიტიკის გავლენა, რომლის ერთ-ერთი კომენტატორიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, გახლდათ წმ. გერმანე პატრიარქი. 6 - Баранов В. А. დასახ. გამოცემა, გვ. 180-181. 7 - Van Esbroek M. დასახ. გამოცემა, გვ. 23-24. 8 - ამ დროისთვის კი, სპეციალურად ხატმებრძოლთა გასაკიცხად დაწერილი სხვა არც ერთი ნაშრომი არ არსებობდა, რომ წმ. გერმანეს რომელიმე ცნობილ მოღვაწეზე დაყრდნობა შეძლებოდა. თანაც, იმპერატორის მხრიდან შურისძიების შიშითაც არ ეგებოდა გერმანესგან გაჩუმება, რადგან წმ. იოანე სხვა იმპერიის მოქალაქე იყო და მისი დასჯაც ვერ ხელეწიფებოდა გამძვინვარებულ ბასილევსს. თანაც, როგორც ეს ჭეშმარიტ მორწმუნეს შეჰფერის, ამგვარ საფრთხეს თავად დამასკელი მამაც არ ერიდება, რომლის მხილებაც პირდაპირ ლეონისადმი არის მიმართული (იხ. წმ. იოანე დამასკელი, "მეორე სიტყვისგება"; P.G. 94, col. 1296-1297). 9 - იხ. მაგ., წმ. გრიგოლ ნოსელი, "მოსეს ცხოვრება", წმ. ექვთიმე მთაწმინდლის თარგმანი, ხელნ. A 108, 372v. იხ. რუს. გამოცემა, О жизни Моисея Законодателя; Пер. с древнегреческого: А. С. Десницкий; Москва, 1999, с. 62. 10 - იხ. ემაოსი, #2, თბილისი, 2004, 36-76. 11 - იქვე, გვ. 22, 24. 12 - Mansi 13, 377D. Деяния VII Собора, с. 589-591. 13 - იხ. Георгий Флоровский. Восточные отцы церкви, Москва, 2003, ст. 617. 14 - იხ. "პირველი სიტყვისგება", P.G. 94, col. 1240; "მესამე სიტყვისგება", P.G. 94, col. 1329. 15 - "ეპისტოლე თომა კლავდიოპოლელისადმი", P.G. 98, col. 173B. Mansi 13, 116A. 16 - იხ. Георгий Флоровский. იქვე, გვ. 616. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ხატმეტყველების თვისობრივად ახალ ეტაპზე აყვანისა, ზუსტად ეგევეს იმეორებს წმ. იოანე დამასკელიც ("პირველი სიტყვისგება"; P.G. 94, col. 1248C. იხ. ქვემოთ). 17 - იხ. Православная энциклопедия. Т. IX, Москва, 2005, с. 650. 18 - იქვე. 19 - ძველად, როგორც წესი, ცოცხალ ქადაგებას "წარმოთქმის დროს ჩასწერდნენ მაშინდელი სტენოგრაფები, გრიგოლ ღვთისმეტყველის მოწმობით, როგორც ოფიციალურად, ისე ფარულად" (კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, გვ. 551). 20 - ლოგიკურად სხვაგვარად ვერც ვიფიქრებთ, რადგან რაიმე ახალსწავლების სახალხოდ, ამბიონიდან მხილება შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ ამ უკანასკნელის გავრცელებულობის, მისი საჯარო განსჯის საგნად ქცევის შემთხვევაში. 21 - იხ. თ. ჟორდანია, ქრონიკები, I, ტფილისი, 1892, გვ. 224 (რეპრინტი, თბილისი, 2004) და II, ტფილისი, 1897, გვ. 39-40; კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, გვ. 254, 257, 259; ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, ტ. VIII, თბილისი, 1977, გვ. 162-164. აკად. ივ. ჯავახიშვილის პირუთვნელი დასკვნით, "ეფრემ მცირე თავის სამწერლობო მოღვაწეობას საკვირველის წინდახედულობითა და ნამდვილი მეცნიერული სიფრთხილით ეკიდებოდა" (იქვე, გვ. 164). 22 - როგორც ეფრემისვე ანდერძ-მინაწერებიდან ირკვევა, წმინდა მამა სირიაში, ანტიოქიის მახლობლად, შავ, ანუ საკვირველ, მთაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც ის კასტანას მონასტრის წინამძღვარიც იყო. იხ. მაგ., ქრონიკები, I, გვ. 33, 214-228. 23 - იხ. ე. ჭელიძე, "წმ. დიადოქოსის ასკეტურ სწავლებათა ძველი ქართული თარგმანის შესახებ", მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის შეერთებული კალენდარი, თბილისი, 2001, გვ. 392-393. 24 - იხ. ქრონიკები, I, გვ. 217; კ. კეკელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 252; ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 160. 25 - იხ. კ. კეკელიძე, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, I, ტფილისი, 1918, გვ. XX; მისივე, "ეტიუდები", დასახ. გამოცემა, ტ. V, გვ. 23; მისივე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, გვ. 266. 26 - თ. ბრეგაძე, ეფრემ მცირის მიერ ნათარგმნი ძეგლები, მრავალთავი, I, თბილისი, 1971, გვ. 433. 27 - კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, გვ. 264. ქრონიკები, I, გვ. 227. 28 - "დიდი სჯულისკანონი", ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, დ. ნინუამ, თბილისი, 1975, გვ. 559. 29 - იხ. ე. ჭელიძე, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, I, თბილისი, 1996, გვ. 542-558. 30 - ე. ჭელიძე, "მართლმადიდებლური ხატმეტყველება", თბილისი, 2001, გვ. 38-39 (იხ. შენ. XXXIII). თუმცა, მკვლევარი იქვე მიუთითებს, რომ ზოგჯერ ადრინდელი ლექსემა ეფრემის გვიანდელ ტექსტებშიც გვხვდება. 31 - "წყაროჲ ცოდნისაჲს" სახელგანთქმულ შესავალში წმ. ეფრემი აქებს წინასწარმეტყველთა წიგნების მთარგმნელს, სადაც "სიტყუაჲ სიტყჳსა ნაცვალი შედარებულია ბერძულისა" და სიმდაბლით ბრძანებს: "მე დაღაცათუ უმრავლესი ამათ თავთაგანი ჯერეთ ვერ გამიგონებია, არამედ... სიტყუაჲ შედარებული ბერძულისა და მართებითი არა აკლს" (წმ. იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბილისი, 1976, გვ. 66). ეფრემი იქვე დასძენს: "ხოლო მე... ბერი ჩუენი (საბა თუხარელი, ი. გ.) ამას მიბრძანებდის, რაჲთა წმიდისა სიტყუაჲ მარტივად და შეუზავებელად და შეუხებელად ვსთარგმნო"-ო (იქვე, გვ. 67). 32 - იქვე, გვ. 68. 33 - იხ. თ. ბრეგაძე, დასახ. გამოცემა, გვ. 433-434. 34 - ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, ტ. I, 2, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: თ. ბრეგაძემ, ც. კახაბრიშვილმა, თ. მგალობლიშვილმა, მ. ქავთარიამ, ლ. ქუთათელაძემ და ც. ჯღამაიამ, ელ. მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 1976. 35 - ამ დიდი მოღვაწის შესახებ იხ. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1980, გვ. 109. 36 - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, მუზეუმის ხელნაწერთა ახალი (Q) კოლექცია, ტ. I, შედგენილი ელ. მეტრეველისა და ქრ. შარაშიძის მიერ, ილ. აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1957. 37 - ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ახალი (Q) კოლექცია, ტ. II, შედგენილია და დასაბეჭდად დამზადებული: თ. ბრეგაძის, თ. ენუქიძის, ნ. კასრაძის, ელ. მეტრეველის, ლ. ქუთათელაძისა და ქრ. შარაშიძის მიერ, ილ. აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1958. 38 - ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. I, შედგენილია და დასაბეჭდად მომზადებული ე. ნიკოლაძის მიერ, რედაქტორი კ. კეკელიძე, თბილისი, 1953. 39 - ეგევე დეფექტურობის არგუმენტით "სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ხელნაწერებს ორ ჯგუფად ჰყოფს ბატ. ესბრუკი. იხ. Van Esbreek M. დასახ. გამოცემა, გვ. 30-31. v |