მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)

 

"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" გამოცემები

 

"სიტყუაჲ ჯუარისათჳს" ჰომილია შემოგვინახა ძვ. ქართულმა და ძვ. სლავურმა თარგმანებმა. კრიტიკულად დადგენილი ქართული ტექსტი, პარალელურ ფრანგულ თარგმანთან ერთად, გამოცა აწ განსვენებულმა ბელგიელმა ორიენტალისტმა, ღვაწლმოსილმა ქართველოლოგმა,მიშელ ვან ესბრუკმა1.

XVII ს-ის ერთადერთ ხელნაწერში შემორჩენილი სლავური ტექსტი, ესბრუკისეული გამოცემიდან ლ. გიგინეიშვილის რუსული თარგმანითურთ, გამოაქვეყნა ვ. ბარანოვმა2. ქართულ-სლავური ტექსტები ერთი და იმავე რედაქციისაა; ყოველ შემთხვევაში, მათ შორის რაიმე არსობრივი სხვაობა არ შეიმჩნევა. ამიტომ, სლავურ თარგმანს მხოლოდ ნაწილობრივ ვეხებით, განსხვავებით ჩვენთვის საინტერესო გამომცემლისეული დასკვნებისა.