|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეათე (დამატებითი)
რამოდენიმე სიტყვა სულის უკვდავების შესახებ
§199. ზნეობრივი საბუთი
და მაინც ყველაზე მაღალი და უკეთესი საბუთი სულის უკვდავებისთვის ზნეობრივი საბუთია, რომელიც მარადიულ ღვთიურ სიმართლესთან
ამქვეყნიური ადამიანური ცხოვრების მიმართების განხილვიდანაა აღებული.
არაა საჭირო გონების დიდი ძალისხმევა და დაკვირვებულობა იმის შესამჩნევად, რომ
ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება მრავალ შეუსაბამობას ამჟღავნებს უცვლელი ღვთიური
სიმართლის ზნეობრივ კანონთან. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საკმარისია ვთქვათ, რომ
ამ ქვეყნად ერთობ ხშირად, უმეტესწილადაც კი, სიკეთე ვერ იმკის ჯილდოს, ხოლო
ბოროტება - სასჯელს; ბევრი, ზნეობრივი მიმართებით ღირსეული ადამიანი, ხშირად
დაჩაგრულია და მოკლებულია ნუგეშს, ხოლო ბოროტი და უკეთური - ტკბება სრული
კეთილდღეობით. ყველა სწორად და მიუკერძოებლად მოაზროვნე ხვდება, რომ ასეთი წესრიგი
არაბუნებრივია, შეიძლება დროებითიც, და რომ უნდა დადგეს დრო, როდესაც უპირობო
ზნეობრივი სიმართლე სრულად დამკვიდრდება: ეს კი მხოლოდ სულის უკვდავების
შემთხვევაშია შესაძლებელი.
თუ სამყაროს ფიზიკურ განხილვას მიყავს ადამიანი ღმერთამდე - უბრძენეს შემოქმედამდე
და კეთილ გამგებლამდე და იგივე განხილვა გვისაბუთებს ჩვენ იმასაც, რომ მთელ ფიზიკურ
სამყაროს ღმერთი განაგებს, მით უმეტეს ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ ზნეობრივი სამყაროს
შემოქმედმა და გამგებელმა უნდა გაასწოროს ამქვეყნიური ცხოვრების ზნეობრივი
შეუსაბამობა მომავალი ჯეროვანი ზღვევით.
|
|