|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
2. ხასიათის შესახებ
§194. მართვის წესისა და სამოქალაქო წყობის გავლენა ხასიათზე
არანაკლებად შესამჩნევი და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ცალკეული ხასიათის ჩამოყალიბებაზე
მმართველობის ფორმასა და ხალხის ისტორიულ ბედს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, შევადაროთ
იმ სახელმწიფოს ქვეშევრდომნი, სადაც მართავს ბრძენი, მტკიცე მონარქი მტკიცე
კანონებით იმ სახელმწიფოს ქვეშევრდომთ, სადაც გაბატონებულია ტირანული ძალაუფლების
თვითნებრბა. აიღეთ, მაგალითად, სპარსელის ხასიათი - გულჩახვეული, მდაბალი, ცბიერი,
შიშით დათრგუნული, მონური და შეადარეთ ევროპელის ხასიათს და თქვენ დარწმუნდებით მათ
განსხვავებაში. განსაკუთრებული სიმკვეთრით მჟღავნდება ქალთა ხასიათების
განსხვავებულობა, ევროპისა და აზიის სახელმწიფოებში მათი ცხოვრების წესზე რომაა დამოკიდებული.
|
|