|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
2. ხასიათის შესახებ
§189. ხასიათის განსაზღვრება
ხასიათის ცნებაში ვგულისხმობთ ადამიანის საქმიანობის იმ მუდმივ და საერთო სახეს, რომელიც ყოველთვის ყველა სულიერ ძალთა
ერთგვაროვანი განწყობის შედეგია და ამდენად, გამოხატავს სულის შინაგან არსს, ე.ი.
მის გონებრივ და ზნეობრივ თავისებურებებს. აქედან ცხადია, რომ ხასიათის
ჩამოყალიბებაში ადამიანის მთელი ძალები და უნარები მონაწილეობენ, ისე რომ გარკვეული
აზრით შეიძლება ითქვას - ადამიანის ხასიათი, ეს თვით მთლიანად ადამიანია. აქედან
ისიც ცხადია, თუ გამოკვლევა ხასიათის შესახებ რატომ უნდა წარმოადგენდეს ფსიქოლოგიის
დასკვნით ნაწილს. სულის შესწავლის დროს ჩვენ ვცდილობდით ისე წაგვემართა კვლევა, რომ
წინამავალს ყოველთვის მოემზადებინა მომდევნო, ხოლო ეს უკანასკნელი ლოგიკური შედეგი
ყოფილიყო წინამავალისა. აი, რატომ ვამთავრებთ ჩვენს გამოკვლევას ხასიათით მაშინ,
როცა უკვე ყველაფერი გამოკვლეული გვაქვს, რაც კი ხასიათს შეადგენს.
|
|