მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეცხრე

 

ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

 

ვ) გამოყოფის სისტემის მნიშვნელობა

 

§186. გამოყოფის ფიზიოლოგიური მნიშვნელობა

 

გამოყოფა ორგანიზმში წარმოადგენს სისხლის უკანასკნელ აქტს, რომლითაც იგი ამთავრებს თავის დანიშულებას და უბრუნებს ბუნებას სტიქიურ ელემენტებს. სისხლი თავის მოძრაობას სუნთქვით იწყებს. აქ განახლდება იგი და ამის შემდეგ აქვე გამოყოფს ზოგიერთ პროდუქტს, როგორიცაა ნაღველი, ნერწყვი, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ გარკვეულ დანიშნულება. მაგრამ სისხლი გამოყოფს და იცილებს მაშინვე ისეთ ნაწილებსაც, რომელიც ორგანიზმისათვის აღარ არის საჭირო. ასეთებია ოფლი, შარდი, ცრემლი და სხვ. ამდენად, გამონაყოფები წარმოადგენენ გამოდევნილ, თხიერ ორგანიზმებს. გამოყოფის სისტემის ცენტრს ღვიძლი წარმოადგენს. რამდენადაც გამოყოფა წარმოადგენს სუნთქვის საპირისპირო პოლუსს, ამდენად მას თან ახლავს საპირისპირო სულიერი გამოვლენანიც, კერძოდ, მოდუნებულობა, მწუხარება და კაეშანი. ამ თავში ყოველივე აქამდე ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ სისხლი თავისი მრავალმხრივი მოქმედებით იწვევს ე.წ. სულიერ განწყობილებას. სისხლის მიმოქცევა, ე.ი. მისი ხან გარესამყაროსაკენ სწრაფვა, ხან ორგანიზმში დაბრუნება, სულში იწვევს თვით სულის განწყობილების მოძრაობას. როდესაც სული გარე სამყაროსაკენ ისწრაფვის, თვით ცოცხლდება და სულში იწვევს სიხალისესა და სიმხნევეს, ხოლო როდესაც თავის დასასრულს უბრუნდება ღვიძლში, სულში აღძრავს დისჰარმონიის გრძნობას. სისხლის მოძრაობა, აღდგენა, მისი დაჟანგვა ჰაერის მეშვეობით სულში იწვევს სიმხნევესა და სიხალისეს, ხოლო მისი საპირისპირო მოქმედება - განადგურება - დაშლა-დათრგუნვას.