|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მეცხრე
ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ
ე) ლიმფური სისტემის კავშირი ტემპერამენტთან
§184. ამ კავშირის საფუძველი
რომ დავინახოთ ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ სულთან ლიმფური სისტემის
მიმართების თავისებურებათა შესახებ, მოვიშველიოთ კარუსის სიტყვები: „იმ
მოძღვრებისათვის საფუძვლის ჩასაყრელად, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ პირველად, უნდა
გვახსოვდვს, რომ ლიმფური სისტემა საჭმლის მონელების სისტემის დანამატია, ვინაიდან
მასში შემოდის კუჭის მიერ გამომუშავებული მკვებავი წვენი, (chulus), რომელიც შემდეგ
სისხლს უნდა გადაეცეს".
ამიტომ, როდესაც ლიმფური სისტემა ცარიელია, ეს გარემოება იწვევს სულში მყარი და
თხევადი საკვების სურვილს, ეს კი თავის მხრივ აისახება გარე საგნებისაკენ სულის
მისწრაფებასა და ჟინში. ლიმფური სისტემის აღვსება კი სულში იწვებს დაკმაყოფილებას და
მასთან მსგავს სიმაძღრის, კმაყოფილებისა და გულგრილობის გრძნობებს.
|
|