მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეცხრე

 

ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

 

გ) საჭმლის მონელების სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

 

§180. საჭმლის მონელების სისტემის საერთო მნიშვნელობა

 

საჭმლის მონელების სისტემა სხეულის ისეთი ორგანოა, რომელიც უპირატესად თვითშენახვის ორგანოდ შეიძლება იწოდოს. კუჭის მოქმედებით ადამიანი ახერხებს გაითავისოს ყოველგვარი ნივთიერება, რომელსაც შესწევს უნარი, მას მსახუროს, ე.ი. ყოველგვარ საკვებს გარდაქმნის თავის სხეულად, ინახავს თავს გარეშე საგნების ხარჯზე. ორგანიზმის ეს მოქმედება სულში აისახება მისი მსგავსი წარმოდგენის თუ გრძნობის სახით, საკუთრივ, ეგოიზმის სახით, ვინაიდან ეგოიზმიც, კუჭის მსგავსად, სულის ისეთი სწრაფვაა, რომელიც ცდილობს ყოველივე გაითავისოს, ყოველი გარეშე არსებული თავისთვის გამოიყენოს. საჭმლის მონელების პროცესის ეს გარდასახვა სულში ხორციელდება მრავალი ნერვის საშუალებით, რომლებითაც საჭმლის მონელების სფერო დაკავშირებულია ტვინთან და რომელთაც გადააქვთ ტვინში თავისი დენები, სულში გარკვეულ წარმოდგენებს რომ აღძრავენ.