მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეცხრე

 

ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

 

§172. თავის შინაარსი

 

რა მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ორგანულ სისტემათა ზეგავლენა გონებრივ მოქმედებაზე, მაინც უფრო მეტად და მნიშვნელოვნად ეს გავლენა შეიმჩნევა მგრძნობელობაზე, ანუ სულიერ მდგომარეობაზე: აქ თითქმის ყველაფერი ორგანულ შთაბეჭდილებათა შედეგად წარმოგვიდგება. ყველა ორგანული სისტემის მუდმივი და ერთობლივი მოქმედების შედეგად, ან სხვა გარემოებებთან ერთად ერთი რომელიმე სისტემის უპირატესი გავლენის წყალობით, ყალიბდება ადამიანის ე.წ. ტემპერამენტი. ამის მიხედვით განვიხილავთ ამ თავში თითოეული ორგანული სისტემის სულთან დამოკიდებულებას, ანუ სხვადასხვა ტემპერამენტს. მანამდე კი ჯერ ვაჩვენებთ განსხვავებას ტემპერამენტსა და საკუთრივ ხასიათს შორის.