მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მერვე

 

ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

 

ბ) წარმოდგენებზი სხვა ორგანულ სისტემათა გავლენის შესახებ

 

§165. ამ გავლენის საფუძველი

 

ფიზიოლოგიურმა ცდებმა და უახლეს მეცნიერთა ღრმა გამოკვლევებმა, ვისი შრომითაც მადლიერებით აღვსილნი ვსარგებლობთ ამ თავებში, დიდი სიზუსტითა და დაწვრილებით განსაზღვრეს სულთან ისეთი ორგანული სისტემების მიმართება, როგორიცაა: კუნთოვანი, სისხლძარღვთა, მომნელებელი და ლიმფატური სისტემები. აქ ვაჩვენებთ ურთიერთმიმართების უმთავრეს პუნქტებს ზოგად და ვიწრო ფარგლებში. ამასთანავე შევეცდებით განვსაზღვროთ: რა ურთიერთცვლილებებს იწვევენ ერთი მეორეში სული და დანარჩენი ორგანული სისტემები.