|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
მეორე განყოფილება
სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ
თავი მერვე
ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან
ა) სულთან ნერვული სისტემი დამოკიდებულება
§157. საერთო მგრძნობელობის შესახებ
კლენკეს ორგანული ფსიქოლოგიის 22-ე პარაგრაფი თავისი შედეგების მიხედვით უპირატესად ღრმააზროვანი და მნიშვნელოვანია.
იმის შემდეგ, რაც მან გვიამბო, რომ: 1. ნერვულ ძაფთა პროპორცია არაჩვეულებრივად
მრავლრიცხოვანია, 2. მთელი ორგანიზმი თავისი ყველა ნაწილით უთვალავი ძაფების
საშუალებით უკავშირდება თავის ტვინს, 3. ამ ნერვებით მიედინება უწყვეტი ინერვაციული
დენი ტვინისაკენ და ტვინიდან, კლენკე უმატებს: „ყველა ნერვული ძაფი ცენტრალური
ორგანოსკენ განუწყვეტლივ ატარებს არაცნობიერ, ანუ ცნობიერებაში შეღწეულ გარეგან
შთაბეჭდილებებს. ცენტროფუგალური ინერვაციის ყოველი ბოჭკო ცნობიერად თუ
არაცნობიერად, გამუდმებით ატარებს სულის თვითნებობას, სასიცოცხლო იდეის ნებას
ინდივიდუალური სიცოცხლის ყველა სფეროსაკენ და ამ შინაგანი მოღვაწეობიდან, მთელი
იდეალური და რეალური ცხოვრების ამ გარემოდან უნდა წარმოშვას ინდივიდუმის საერთო
მდგომარეობა, რომელსაც ფიზიოლოგები საერთო გრძნობას უწოდებენ".
„ეს საერთო გრძნობა გამოდგება იმის ასახსნელად, თუ ორგანიზმის ყოველ სფეროში
მიმდინარე მოვლენები, მათი გარე გავლენები, ბოლოს, აზროვნება, სურვილების და
სასიცოცხლო იდეის რეალიზაცია გარკვეულ პირობებში როგორ გადაიქცევა სულის ცნობიერი
ძირითადი წყობის გაბატონებულ მომენტად: ასევე, არაცნობიერი სიცოცხლე, რომელიც
მოედინება არაცნობიერი განგლიოზური მასის ნერვული ძაფებით თავის ტვინისკენ და
პირუკუ, როგორ აღწევს ცნობიერი მომენტის საფეხურს იმიტომ რომ ე.წ. საერთო გრძნობა
ამაღლებულია არანორმალურ მდგომარეობამდე".
|
|