მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მერვე

 

ნერვული და სხვა სისტემების დამოკიდებულების შესახებ სულიერ ცხოვრებასთან

 

§153. თავის შინაარსი და დაყოფა

 

იმის შემდეგ, რაც წინა თავში ზოგადად გადმოვეცით სხეულსა და სულს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობა, შევუდგეთ ცალკეული ორგანული სისტემის სულთან დამოკიდებულების გამოკვლევას. წინასწარ მაინც საჭიროა შევნიშნოთ, რომ ზოგიერთი ორგანული სისტემა სულის მხოლოდ შემეცნებით უნარებთანაა დაკავშირებული (ნერვული სისტემა და განსაკუთრებით თავის ტვინი), ხოლო სხვანი ზეგავლენას ახდენენ უფრო ნებელობით და სამოქმედო უნარებზე, ვიდრე შემეცნებითზე და ხელს უწყობენ ე.წ. ტემპერამენტის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ამ თავში რამდენადმე დაწვრილებით განვიხილავთ საკითხებს: როგორ შეიძლება ნერვული სისტემა აზროვნების იარაღს წარმოადგენდეს? ასევე, რა ზეგავლენას ახდენენ აზროვნებაზე სხვა სისტემები?