მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდა ეპისკოპოსი
გაბრიელი (ქიქოძე)

 

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

 

მეორე განყოფილება

 

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

 

თავი მეშვიდე

 

სულისა და მისი ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

 

§151. სულისა და ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების არსი

 

სულსა და ორგანიზმს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსი ისაა, რომ სული და სხეული არა მხოლოდ თანაარსებობენ, არამედ ურთიერთს განაპირობებენ. სულისა და სხეულის განვითარება, სრულყოფა და საერთოდ, მთელი ცხოვრება მიმდინარეობს არა მხოლოდ პარალელურად, არამედ უწყვეტი ურთიერთზეგავლენით და ისე მჭიდროდ, რომ ისინი ქმნიან არა ორ, არამედ ერთ არსებას - ადამიანს. სხეულის ყველა, ყოველ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი, მოვლენა აისახება სულში, გავლენას ახდენს მის მდგომარეობაზე, განწყობილებაზე, წარმოდგენებზე და, საერთოდ, მთელ მის ცხოვრებაზე და პირიქით, სულის ეს მდგომარეობანი აისახება ორგანიზმში და ხშირად იწვევს მასში განსაკუთრებულ მდგომარეობებს. ამიტომ, თუ არ ავრევთ ერთმანეთში სულსა და ორგანიზმს, თუ არ ჩავთვლით პირველს მეორის არსად და მეორეს - პირველის გამოვლენად, სწორი ცდისა და დაკვირვების საფუძველზე უნდა ვაჩვენოთ - რა სულიერი მოვლენები ექვმდებარებიან ორგანიზმის გავლენას და თავის მხრივ როგორ ცვლილებებსა და მდგომარეობებს იწვევს სული სხეულში.