|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეხუთე
რელიგიური გრძნობების შესახებ
§133. ქრისტიანული ეჭვიანობა
ღმერთის სიყვარული გულში ბადებს ეჭვიანობის
გრძნობას. ღმერთის გამო ეჭვიანობა არის უსიამოვნების, მწუხარების გრძნობა. თუ
გვესმის ღვთის სახელის ძაგება, ის არის მისწრაფება იმისკენ, რომ ღვთის დიდება
გავრცელდეს ადამიანებში, ის არის სიხარული, რომელსაც განვიცდით ღვთის წინაშე
ჭეშმარიტი მოწიწების ხილვისას. რელიგიურ ეჭვს არა აქვს ისეთი მძიმე ზემოქმედება
სულზე, როგორიც აქვს ხორციელ ეჭვიანობას. ეს უკანასკნელი შურისა და ღვარძლის
შედეგია, პირველი კი მოყვასის კეთილდღეობისაკენ მისწრაფებაა. მაგრამ, სამწუხაროდ,
რელიგიური ეჭვიანობა შეიძლება შეცდეს, ისევე როგორც ცდება ადამიანის ყველა სხვა
გრძნობა, მხოლოდ იმ დამღუპველი შედეგით, რომ ამ გრძნობის შერყვნა ხშირად ბადებს
სულში საშინელ მოვლენას - ფანატიზმს. ფანატიზმი არ შეიცავს თავის თავში
არაფერს ისეთს, რაც ჭეშმარიტ ქრისტიანულ გრძნობათა მსგავსია, ამიტომ ეს გრძნობები
არ შეიძლება შეუთავსდნენ ფანატიზმს ერთი ადამიანის სულში. ფანატიზმმა შეიძლება
იპოვოს თავშესაფარი ისეთი ადამიანის სულში, რომელსაც სურს ბოროტი ვნებები -
ღვარძლი, მრისხანება და ა.შ. - რელიგიის ნიღაბქვეშ დაფაროს. ფანატიზმისაკენ
მიდრეკილება ჰქონდათ მხოლოდ ყალბ რელიგიებს, რომელთაც არ შეეძლოთ მოელბოთ ადამიანთა
სული, პირიქით, ამძვინვარებდნენ მას.
|
|