|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ბ) ვნებათა შესახებ
§117. ავხორცობა
ავხორცობა სქესობრივი კავშირის ძლიერი სურვილია, რომელსაც ბადებს ამ კავშირის თანმხლები გრძნობადი სიამოვნების
წარმოდგენა. ამ ვნების განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ იგი თავის თავდაპირველ
საფუძველს პოულობს სხეულებრივი არსების ბუნებრივ მოთხოვნილებაში, იმ
მოთხოვნილებაში, რომელიც შემოქმედმა ჩადო ადამიანის მოდგმის გასამრავლებლად. მისი
მეორე განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ იგი, სხვა ვნებების მსგავსად, ხანგრძლივი
ან მუდმივი სულიერი მდგომარეობა კი არ არის, არამედ ადამიანში აღტყინების სახით
ვლინდება, ხოლო როცა დაკმაყოფილებულია, ანდა თუნდაც ნების ზეგავლენითაა ჩახშობილი,
თითქოს სულაც ქრება. არც ერთი ვნება არ შეედრება გრძნობათა იმ ღელვას, რომელიც
შეიძლება გამოიწვიოს მან ადამიანში. რადგან გრძნობადი სიამოვნება ამ ვნებაში უფრო
ძლიერი და მიმზიდველია, ადამიანზე ამ ვნების გავლენაც და ის უკიდურესობანიც,
რომლებამდეც მიჰყავს მას ადამიანი, გაცილებით მნიშვნელოვანია.
|
|