|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეოთხე
სულიერი მდგომარეობების შესახებ
ბ) ვნებათა შესახებ
§110. რომელ კერძო ვნებებს ბადებს სიყვარული
სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს თავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად,
კერძოდ - სიყვარულის საგნის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისაკენ.
უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ
ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა.
სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი
შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება, როგორც გონითი, ე.ი. როგორც
სულიერი წარმოდგენებისგან წარმოშობილი ვნებები: ა) ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა,
გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვ. მაგრამ სანამ სიყვარულის ამ
სახეცვლილებებს განვიხილავდეთ, ჯერ უნდა გადმოვცეთ ცნებები ეჭვიანობისა და
სიძულვილისა.
|
|