|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
გ) აზროვნების ძირითადი კანონების შესახებ ანუ ლოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები
§88. საყოველთაობა და აუცილებლობა ახასიათებთ მხოლოდ იგივეობრივ წინადადებებს
ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყოველთაობა და აუცილებლობა ახასიათებთ მხოლოდ ცხადად
და მკაცრად იგივეობრივ წინადადებებს. მაგრამ რა არის იგივეობრივი წინადადებები? ეს
ისეთი წინადადებებია, რომლებშიც შემასმენელი სხვას არაფერს გამოთქვამს, თუ არა იმას, რასაც
შეიცავს ქვემდებარე. ზემოთ აღნიშნულ მაგალითში: „მიზეზი წარმოქმნის ცვლილებას".
სიტყვა „ცვლილებას" შეიცავს თავიად სიტყვა „მიზეზი". ამდენად, თქმა იმისა, რომ
მიზეზი წარმოქმნის ცვლილებას, იგივეა, რაც თქმა იმისა, რომ მიზეზი
არის მიზეზი. მაშასადამე, მსჯელობა „ყოველგვარ ცვლილებას აქვს მიზეზი", არსებითად,
არ შეიცავს არავითარ მტკიცებას. მასში შემასმენელი თითქოსდა ქვემდებარის
განმეორებაა. ამის საფუძველზე ცხადია, თუ რატომ შეიცავენ ეს წინადადებები
აუცილებლობას და საყოველთაობას. ამავე დროს ყველა ეს იგივეობრივი მსჯელობა მიღებულია
ცდიდან. წინადადებები „ნაწილი მთელე მცირეა", „მთელი ნაწილზე დიდია", „ორი
სიდიდე, რომლებიც მესამის ტოლია, ერთმანეთის ტოლია" და ა.შ., რომელთაც
აქსიომები ეწოდებათ და სრული აუცილებლობისა და საყოველთაობის შემცველები არიან,
აგრეთვე იგივეობრივია. მაშასადამე, გავიმეოროთ: თვისებები, რომელთა საფუძველზედაც
კანტი ზოგიერთ მსჯელობას აპრიორულად თვლიდა, სინამდვილეში სრულიადაც არ ამტკიცებენ მათ
ამგვარ წარმოშობას.
|
|