|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
ბ) იდეათა ასოციაციის შესახებ
§78. სიზმრები ნაწილობრივ წარმოქმნილია იდეათა ასოცააციისაგან
ჩვენი სიზმრისეული წარმოდგენები - უჩვეულო სახეებისა და აზრების ეს უცნაური კავშირები -
ნაწილობრივ იდეათა ასოციაციით აიხსნება. საკმარისია ძილში რაღაც შემთხვევითმა
მიზეზმა წარმოშვას სულში რაიმე ერთი წარმოდგენა, რომ შემდგომ იდეათა ასოციაციის
საფუძველზე თავში გაჩნდება ათასი სხვა უცნაური იდეა და წარმოდგენა. მაგალითად,
ვთქვათ ღამით საბანი გადაგვეხადა და სიცივე ვიგრძენით. სიცივის ამ შეგრძნებას
შეუძლია დაბადოს მრავალი მასთან კავშირში მყოფი იდეა. ჩვენ შეიძლება წარმოგვიდგეს,
რომ ცივ წყალში ჩავიძირეთ, ვიღრჩობით, რომ ჩვენ გვშველიან, რომ ვეღარ ვებრძვით
ტალღებს და ა.შ. უნდა დავუშვათ, რომ სავსებით დამძიმებულმა კუჭმა ძილის დროს
გამოიწვია სისხლის მოწოლა თავისკენ. ამ უსიამოვნო შეგრძნებას შეუძლია დაბადოს
ჩვენში ათასი წარმოდგენა, ჩვენ მოგვეჩვენება, რომ გვაღრჩობს რაღაც ურჩხული და ა.შ.
ცნობილია, რომ მშიერი ადამიანი სიზმარში ხედავს გემრიელ საჭმელს, მეფის სამყოფელს,
საჭმელ-სასმელით სავსე მაგიდებს. მოკლედ, ასოციაციები ძილის დროსაც მოქმედებენ:
წარმოდგენები წარმოქმნიან სხვა წარმოდგენებს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ
წარმოდგენათა მიმდინარეობა, რომელსაც არ მართავს გონება და სულიერი ძალა,
უწესრიგოა, ხშირად უცნაურია, ყოველგვარ შესაძლო სინამდვილისაგან დაცილებულია.
|
|