|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მესამე
შემეცნების შესახებ
§56. წინა პარაგრაფიდან გამომდინარე შედეგები
თუ ადამიანს, რომელსაც აკლია ორი უმნიშვნელოვანესი და უკეთილშობილესი გრძნობის ორგანო - მხედველობა და სმენა,
რომელთა არქონება მით ოფრო მნიშვნელოვანია, რომ ყრუ ადამიანი მუნჯიცაა და, მაშასადამე,
მოკლებულია თავისი სულის წარმოქმნის უდიდეს საშუალებას, თუ ასეთ ადამიანს შეუძლია ისეთი განყენებული იდეების გაგებამდე
ამაღლდეს, როგორიცაა იდეები სივრცისა და დროის შესახებ, ყოფიერების
შესახებ, განსაკუთრებით ადამანის დამოკიდებულების შესახებ ღმერთთან და მშობლებთან, მაშინ აქედან ფსიქოლოგს
შეუძლია და იგი მოვალეცაა, გამოიტანოს დასკვნა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს
ადამიანის სულის შემეცნებისათვის. გამოდის, რომ ადამიანის სული თავის განვითარებაში
მონურად კი არ ემორჩილება სხეულებრივ ორგანოებს, არამედ ცდილობს რომელიმე ორგანების
და შეგრძნებების ნაკლოვნება შეავსოს სხვა ორგანოებით და შეგრძნებებით. გამოდის,
რომ სულის განვითარების ხარისხი და გონების სრულყოფილება აუცილებლად არ არის
დაკავშირებული ორგანიზმის სრულყოფილებასთან; რომ ადამიანის სული არის ენერგიული
არსება, რომელიც თავის თავში შეიცავს გარკვეული სრულყოფისა და განათლების ყველა
პირობას და ჩანასახს და რომ, მაშასადამე, დიდად ცდებიან ის ფილოსოფოსები, რომლებიც
ადამიანის სულის ყველა სრულყოფილების მიზეზს მისი ორგანიზმის უმაღლეს განვითარებაში
ან მეტყველების უნარში ეძებენ.
გარდა იმისა, რომ ბევრ ცხოველს აქვს ადამიანის მსგავსი და თითქმის მისნაირი
გრძნობის ორგანოები და ორგანიზმის აღნაგობა, ეს შესაძლებელია მხოლოდ შეხებით სხვა
გრძნობების შეცვლისა და მისი მეშვეობით ზოგადი იდეების მოპოვებისა, ნათლად
მიუთითებს, რომ ადამიანის სული თავის თავში შეიცავს მისწრაფებას უმაღლესი
განვითარებისაკენ და, მაშასადამე, იგი თავისი არხით უფრო მაღლა დგას, ვიდრე
ცხოველის სული. ბრმად შობილებმა, რა თქმა უნდა, არ იციან, რა არის ფერი და სინათლე,
ყრუთ, რა თქმა უნდა, არაფერი გაეგებათ ბგერებისა და მელოდიის შესახებ, მაგრამ
სინამდვილეში მათთვისაც მისაწვდომია ღვთისმეტყველების, ფიზიკის, მათემატიკის
ყველაზე მაღალი იდეები: მაშასადამე, ადამიანის სული სხეულებრივ ორგანოთა
ნაკლოვანების შემთხვევაშიც აღწევს თავის დანიშნულებას [8].
|
|