|
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები
პირველი განყოფილება
ადამიანის სულის ყოფიერების, თვისებების და მოქმედებების შესახებ
თავი მეორე
სულიერ უნართა ანალიზი
ბ) მოქმედებისეული უნარების ანუ ძალების შესახებ
§44. აზრი
სიტყვა აზრი, აზროვნება ზოგადი სახელია ყველა სულიერი მოქმედებისა,
როგორც შემეცნებითი, ისე სურვილისეული ყველა ძალისა. მაშასადამე, მას უფრო ზოგადი
მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ცნებას, რომელიც სულის მხოლოდ შემეცნებით მოქმედებას
აღნიშნავს. აზროვნება ნიშნავს ყურადღების მიპყრობას რაიმეზე, განსჯას, გააზრებას, დასკვნის გაკეთებას, ცნებების,
სურვილების, იმედის, ნების ფლობას, ერთი სიტყვით, აზროვნება ნიშნავს ყველა სულიერი
უნარის გამოვლენას.
|
|